"ნაცმოძრაობის" შემომწირველი მაღალჩინოსანი და მისი სამეგობრო

პოლიტიკა

"ნაცმოძრაობის" შემომწირველი მაღალჩინოსანი და მისი სამეგობრო

2012 აგვ 22 12:52:23

მაგრამ, ის რაც ამ მოკრძალებული თანხის უკან იმალება, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნისა და მისი სამეგობროს "დიდი საიდუმლოა", რომელსაც "გურია ნიუსი" დეტალურად გაგიშიფრავთ.

დავით თათეშვილი, _ ამ სახელითა და გვარით ფიქსირდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე.

რა კავშირი აქვს პოლიციის მაღალჩინოსან დავით თათეშვილს შემომწირველ დავით თათეშვილთან?

შემომწირველი დავით თათეშვილის პირადი ნომრით დადგენილი დაბადების დღე, თვე და წელი, _ 03\12\1968; ასევე მისი საცხოვრებელი მისამართი (პირადი ნომრით დადგენილი), საქართველო, თბილისი, კრწანისის ქუჩა 16, კ-6, ბინა-7, ერთი-ერთზე ემთხვევა პოლიციის მაღალჩინოსანი თათეშვილის მონაცემებს. შემომწირველი თათეშვილის პირადი ნომრით დაძებნილი ამომრჩეველთა ერთიანი სიის იგივე მისამართზე იძებნება ირმა თათეშვილი და საბა თათეშვილი, რომლებიც დავით თათეშვილის ქონებრივ დეკლარაციაშიც, ცხადია, როგორც ოჯახის წევრები არიან მოხსენიებული.

საზოგადოებისთვის უცნობი, წარმოშობით სამცხე-ჯავახეთიდან, ადიგენის რაიონის სოფელ არალის მკვიდრი დავით თათეშვილის ქონება ისე გამოიყურება, როგორც მდიდარ პოლიციელებს ეკადრებათ.

თბილისის ზემონახსენები ბინის გარდა, მის მფლობელობაშია: 1500 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი სოფელ წავკისში; 1000 კვადრატული მეტრი სოფელ ტაბახმელაში და სულ რაღაც 65 კვადრატული ბულგარეთში, სან ბიჩზე. ბულგარეთში სახლის შეძენა დავით თათეშვილს 35 000 ევრო დაუჯდა, ტაბახმელას სახლის მშენებლობაზე კი მისი გასავალი 107 000 ლარს შეადგენს. დავით თათეშვილის წლიური ხელფასი 31 187 ლარია, ნაღდი ფულის სახით კი, ალბათ "შავი დღისთვის" 52 000 დოლარი აქვს.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩნდება აბსოლუტურად ლეგიტიმური კითხვა, _ რატომ მხოლოდ 4000 ლარი?

დაუჯერებლად სწორედ ეს მცირე შემოწირულობა მოგვეჩვენა, რადგან წინასაარჩევნოდ, მმართველი პარტია ასეთ სიძუნწეს მდიდარ მხარდამჭერებს არ პატიობს.

"გურია ნიუსის" კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სიძუნწეს ადგილი არ ჰქონია!

დავით თათეშვილის სამეგობროს, "ნაციონალური მოძრაობისთვის" საერთო ჯამში 150 000 ლარამდე შემოწირულობა აქვთ გაკეთებული. მათ ყველას კი ორი კომპანია შპს _ "ფათათი" და შპს "ჯისი" აერთიანებთ! ორთავე კომპანიის მეწილეებში დავით თათეშვილი (და თათეშვილების დიდი საგვარეულო) გვხვდება.

"ფათათი" _ "ნაცმოძრაობის" შემომწირველთა სამჭედლო

დავით თათეშვილის დეკლარაციის მიხედვით, მისი ბიზნესმენი მეუღლე, ირმა თათეშვილი, 4 კომპანიის პარტნიორია: შპს "ფათათი", შპს "ჯისი", შპს "ალიანსი" და შპს "აირპრესსტანდარტი".

ყურადღებით დააკვირდით შპს "ფათათის" მეწილეებს:

1. ამირან თათეშვილი _ 15%

2. ავთანდილ თათეშვილი _ 40%

3. დავით თათეშვილი _ 15 %

4. ზაზა თათეშვილი 15 %

5. შოთა გოგაშვილი _ 15%

ჩამოთვლილი მეწილეებიდან, სამ მათგანს: ავთანდილ თათეშვილს (50 000 ლარი); დავით თათეშვილს (4 000 ლარი); და ზაზა თათეშვილს (4 000 ლარი) "ნაციონალური მოძრაობის" შემომწირველთა ყულაბაში, საერთო ჯამში, 58 000 ლარი აქვთ ჩარიცხული.

შპს "ჯისი"

აღნიშნული კომპანია დავით თათეშვილის თავის დეკლარაციაში მეუღლის პარტნიორ კომპანიად აქვს მითითებული.

ირმა თათეშვილი ამ კომპანიაში მარკეტინგის სამსახურის უფროსია. დავით თათეშვილის 2012 წლის 23 აპრილის დეკლარაციის თანახმად, ირმა თათეშვილის (საწარმოს საქმიანობით წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით) მიღებული შემოსავალი შპს "ჯისიდან", 85 850 ლარია. სამეწარმეო საქმიანობის გარდა, კი ამავე კომპანიიდან ირმა თათეშვილს სამუშაოს შესრულებით (როგორც მარკეტინგის სამსახურის უფროსს), 33 ათასი ლარი აქვს მიღებული.

შპს "ჯისის" მეწილეები არიან:

 

1. ზაზა კაპანაძე _ 20%

2. როსტომ სხირტლაძე _20 %

3. ეკატერინე გამყრელიძე _ 20%

4. ავთანდილ თათეშვილი _ 20 %

5. დავით თათეშვილი _ 20%

 

ამ კომპანიის 5 მეწილედან 3 "ნაციონალური მოძრაობის" შემომწირველია. ავთანდილ თათეშვილი და დავით თათეშვილი კომპანია "ფათათის" მეწილეებიც არიან და მათ შემოწირულობაზე ზემოთ უკვე ვთქვით. მაგრამ გამოჩნდა კიდევ ერთი შემომწირველი თათეშვილების სამეგობროდან, ეს გახლავთ "ჯისის" დირექტორი, ზაზა კაპანაძე, რომელმაც "ნაცმოძრაობის" ყულაბაში 30 000 ლარი გადარიცხა.

თუ ზემოთ დაანგარიშებულ, თათეშვილების შემოწირულ 58 000 ლარს ზაზა კაპანაძის 30 000 ლარს დავუმატებთ, 88 000 ლარი გვექნება.

მაგრამ თათეშვილებს თავიანთი ქველმოქმედება ამით არ დაუმთავრებიათ.

ყველაზე მდიდარი თათეშვილი _ "ვინა ხარ, ქალო, რა დაკითხვას მიწყობ აქ, ჰა?"

2012 წლის 18 ივლისს, ვინმე ოთარ თათეშვილს ერთი ფიზიკური პირის კვალობაზე, მმართველი პარტიის სასარგებლოდ, მაქსიმალური თანხა 60 000 ლარი აქვს შემოწირული.

ოთარ თათეშვილი სამშენებლო კომპანია "არალის" დირექტორი და 100%-იანი მეწილეა.

"გურია ნიუსმა" თათეშვილების ამბის გარკვევა და ამ გვარის "ქველმოქმედებაზე" საუბარი სწორედ მასთან გადაწყვიტა.

_ ბატონო ოთარ, თქვენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბრძანდებით?

_ ამ პარტიის წევრი ვარ, დიახ!

_ თქვენი გვარიდან და თქვენსავე სოფლიდან, არალიდან, ძალიან ბევრი თათეშვილია "ნაციონალური მოძრაობის" შემომწირველი: ზაზა თათეშვილი, დავით თათეშვილი, ავთანდილ თათეშვილი, თქვენ ერთი დიდი სანათესაო ხართ?

_ სანათესაო არაფერ შუაში არ არის აქ...

_ და არც იცნობთ ამ ადამიანებს?

_ როგორ არ ვიცნობ, კაცო, ბავშვობაში ერთ სოფელში ვართ დაბადებულები და მოგვარეები ვართ, მეტი არაფერი...

_ დიდი ხანია, რაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბრძანდებით?

_ ვინა ხარ, ქალო, რა დაკითხვას მიწყობ შენ, ჰა?

ასე დაასრულა ჩვენთან საუბარი ბატონმა ოთარმა...

ჩვენც დავასრულებთ ამ სტატიის არითმეტიკულ ნაწილს. ზემოთ დაანგარიშებულ 88 000 ლარს, ოთარ თათეშვილის 60 000 ლარს მივუმატებთ, რითაც, საერთო ჯამში, 148 ათას ლარს მივიღებთ "ნაციონალური მოძრაობის" ყულაბაში, რაც ერთი გვარის კვალობაზე სულაც არ არის ურიგო თანხა.

რაც შეეხება შემომწირველ დავით თათეშვილს, რომლის, დაბადების დღე, თვე, წელი, საცხოვრებელი მისამართი ერთი-ერთზე დაემთხვა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი დავით თათეშვილის მონაცემებს და იმ კომპანიების მეწილის მონაცემებს, რომელიც დეკლარაციაში მეუღლის სამუშაოდ აქვს მითითებული, გეტყვით რომ ისევ იმ პოსტზე იმყოფება. ეს ინფორმაცია "გურია ნიუსთან" შსს-ს პრესსამსახურის უფროსმა სალომე მახარაძემ დაადატურა.

ჩვენს მიერ დადასტურებული ინფორმაციით, ის მაშინაც იმ პოსტზე იყო, როცა შემომწირველი თათეშვილი 4000 ლარს რიცხავდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის".

ამ მაღალი ეჭვის და უამრავი დამთხვევის საფუძველზე, კითხვით მივმართეთ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელს, ლელა ტალიურს, შეიძლება თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი იყოს რომელიმე პარტიის შემომწირველი?

"კანონი ცალსახად არ ადგენს, რომ პოლიციელი არ შეიძლება იყოს პარტიის შემომწირველი, მაგრამ იმ ნეიტრალიტეტიდან გამომდინარე, რაც პოლიციის შესახებ კანონში წერია, რომ პოლიციელი არ უნდა იყოს პარტიის წევრი, არ უნდა ეწეოდეს პარტიის სასრგებლოდ მუშაობას და ასე შემდეგ, დღის წესრიგში აყენებს საკითხს, რომ ეს ჩანაწერიც უნდა არსებობდეს შემოწირულობაზე, " _ გაგვიცხადა ტალიურმა.




 ახალი ამბები
  • ჩოხატაურს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგაჩოხატაურის მუნიციპალიტეტს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგდა. როგორც გვითხრეს, შუქის ჩაქრობა უამინდობამ გამოიწვია  და სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ 30 წუთზე მეტი ჩოხატაურს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. ამავე მიზეზით იყო გამორთული შუქი დასავლეთ საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში. "ენერგო პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, ამჟამდ ელექტროენერგია დასავლეთ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტს მიეწოდება. რაც შეეხება ამინდს _ დასავლეთში ისევ ძლიერი წვიმა და ელჭექია. საათზს მეტი გადაუღებლად წვიმს გურიაში, რასაც უკვე მოყვა პრობლემები _ დატბორილი და დაზიანებულია გზები, მილხიდები. ჩოხატურის მუნიციპიტეტის მერის ირაკლი კუჭავას ინფორმაცით, მერია საგანგებო რეჟიმზეა გადასული და მუდმივ კოორდინაციაში არიან სოფლებთან. შენიშვნა: ფოტო არ ასახავს შემთხვევის ... ...
  • გვარამია: არავითარი ივანიშვილის და ოცნების ინტერესი და თამაში ეს არ არის"ძალადობა არ უნდა დავუშვათ ყველამ ერთად" _ წერს სოციალურ ქსელში "რუსთავი 2"_ის გენერალური დირექტორი და თბილისის პრაიდის ორგანიზატორების გადაწყვეტილებაწ, პრაიდის ჩატარების თაობაზე, სტატუსით ეხმაურება: "მოკლედ, პრაიდი ტარდება. ეს უკვე მოცემულობაა და დავასრულოთ ამაზე ბჭობა, არ გვინდა მიდევენებული ლამპარი, აღარაა ამის არც დრო და არც ადგილი.  ვკონცენტრირდეთ მთავარ ამოცანაზე: ბნელები (რუსები) უნდა დავამარცხოთ. ძალადობა არ უნდა დავუშვათ ყველამ ერთად. მთავრობა საკუთარ თავს უნდა გადაახტეს და იცოდეს, რომ ვალდებულია. ასევე იცოდეს, რომ არავის არ გაგვეხარდება მისი წარუმატებლობა.  ყველა ამ ქვეყნის პატრიოტი ახლა ვართ თუნდაც ჩვენთვის ძალიან საძულველ მთავრობასთან ერთად ბარიკადის ერთი და იგივე მხარეს. მეორე მხარეს ბნელეთი და მორდორია (რუსეთი). არავითარი ივანიშვილის და ოცნების ინტერესი და თამაში, ჩემი ღრმა რწმენით, ეს არ არის. ამ სცენარში ან ვიმარჯვებთ ჩვენ ყველანი ერთად, ან ზეიმობენ ბნელები. ესაა დიხოტომია ან საქართველო, ან რუსეთი. წერტილი. ps სამწუხაროდ, მოუმზადებელი საზოგადოების დიდი ნაწილის უნებური მოკავშირეობა იქნება მთავარი, რასაც გამოიყენებენ ბნელები. ესაა ჩემთვის ყველაზე მძიმე რისკ ფაქტორი ამ ვითარებაში. ასევე, სამწუხაროდ, უსაფრთხოების დაცვის პრობლემა არა მხოლოდ აქციას ეხება, არამედ მის გაგრძელებას - ლგბტ თემის რიგითი წარმომადგენლების წინააღმდეგ ადუღებულ ზიზღთან გამკლავებას საქართველოს ქუჩებში, კაფეებში, კორპუსებში... pps ბოდიში ხშირი სტატუსებისთვის. გულწრფელად, ძალიან ვღელავ." _ წერს ... ...
  • ძლიერი ქარი, წვიმა, ელჭექი და უშუქოდ დარჩენილი რაიონები _ რა ხდება დასავლეთშიამ წუთებში, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რეგიონში ძლიერი ქარი, წვიმა და ელჭექია. გამონაკლისი არ გურიაა _ თითქმის ნახევარსაათიან ძლიერ ქარს, ძლიერი წვიმა და ელჭექი მოჰყვა. ამ დროისთვის ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების უმრავლესობა, შუქი არ არია გურიაშიც. ჩვენი ინფორმაციით, ჩოხატაურში უამინდობამ პრობლემები უკვე შექმნა _ რამდენიმე სოფელში წაქცეულია ხეები, დაზიანებულია გზები და ... ...
  • ხანძარი ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლაშიქუთაისის მე-3 საჯარო სკოლაში ხანძარი იყო, _ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112" ავრცელებს. შემოვიდა შეტყობინება, რომ ქუთაისში, მე-3 საჯარო სკოლისშენობაში იყო ძლიერი დაკვამლიანება. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისმეხანძრე-მაშველთა ჯგუფეაბი, პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. ადგილზე მისვლის პირველივე წუთებში მოხდა დაკვამლიანების წყაროს იდენტიფიცირება. კერძოდ, სკოლის სასხვენო გადახურვაზე, დაახლოებით, 20 კვ/მ-ისფართობზე გაჩენილი იყო ხანძარი. მისი ქრობის პროცესში, ცეცხლის გავრცელების პრევენციის მიზნით, 7 ავტოცისტერნა და ცოცხალი ძალა ჩაერთო. ამდროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. სკოლაში სასწავლო პროცესი უკვე დასრულებულია. შესაბამისად, შენობაში მოსწავლეები არ იმყოფებოდნენ. პოლიციამ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, _ ნათქვამია ... ...
  • საქართველოს ბანკისა და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ორგანიზებით ფორუმი გაიმართა (R)ინფრასტრუქტურის მშენებელთა ფორუმზე ინფრასტრუქტურის დარგში არსებული სიახლეები, გამოწვევები და პერსპექტივები განიხილეს. ამასთანავე, გალტ & თაგარტმა შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკისა და მშენებლობის სექტორის მიმოხილვა წარმოადგინა. პრეზენტაციაზე განიხილეს საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტენდენციები, მიმდინარე რეფორმები, გაცვლითი კურსის დინამიკა და მოლოდინები. ასევე, ფორუმის მონაწილეები გაეცნენ სამშენებლო სექტორის მიმდინარე ტენდენციებს, ზრდის პერსპექტივებსა და დაფინანსების წყაროებს. „საქართველოს ბანკი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სექტორების ხელშეწყობასა და განვითარებას განაგრძობს. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო სექტორს მშპ-ს 9.3% უკავია და სექტორის ბრუნვა 7.2 მლრდ ლარს შეადგენს. ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპისთვის, ვინაიდან უკეთესი ინფრასტრუქტურა ქვეყნის ეკონომიკის პოტენციალის სრულად გამოყენებას უწყობს ხელს, მათ შორის ისეთ დარგებში, როგორებიცაა ტურიზმი, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, მრეწველობა, ვაჭრობა და სხვა. მშენებლობის დარგი, ასევე, მნიშვნელოვანია სოციალური თვალსაზრისით, რადგან ის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. საქართველოს ბანკი გალტ & თაგარტთან ერთად მუდმივად მზად არის, საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს დარგის მოთამაშეებს, რათა მათ შეძლონ თავიანთი საქმიანობის განვითარება, რისკების გადაზღვევა, სწორი გადაწყვეტილებების მიღება და ამით ბიზნესის უკეთ დაგეგმვა“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი ფაილოძემ. ინფრასტრუქტურის ფორუმის მიზანია, ხელი შეუწყოს დარგში არსებული გამოწვევების შესახებ ღია პლატფორმის არსებობას, რათა კომპანიებმა ამ პლატფორმის საშუალებით მიიღონ ინფორმაცია მშენებლობის დარგში მიმდინარე ტენდენციებსა და დაფინასების შესაძლებლობებზე, ასევე, ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე. ... ...

არქივი

ზაფრანი

10 პროდუქტი დაღლილობის წინააღმდეგ

შვრია _ შვრია შეიცავს მაგნიუმს,...

როგორ ვებრძოლოთ ღამით ჭამას

ეგრეთ წოდებული, "ღამის დიეტის" ავტორი...

ქალის ხასიათს პომადით გამოიცნობთ

1. თუ პომადა ორმხრივადაა ნახმარი,...

გახდომა მავნებელი ყოფილა

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

აქტიური კომპიუტერული თამაშები აუმჯობესებს მხედველობას

ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კომპიუტერული...

10 პროდუქტი რომელიც სახის კანს ასუფთავებს

ყველას უნდა ჰქონდეს სუფთა, ჯანმრთელი...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...