"ზომიერი პოლიტიკა ყოველთვის გამოცხადებული იყო ღალატის პოლიტიკად"

პოლიტიკა

"ზომიერი პოლიტიკა ყოველთვის გამოცხადებული იყო ღალატის პოლიტიკად"

2012 აგვ 23 09:07:35
როგორც "გურია ნიუსს" ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა უთხრეს, აქ, 58 ადამიანიდან, ოთხი სოფელ ოზურგეთის მკვიდრი იყო, თორმეტი კაცი სოფელ თხინვალიდან ჩამოვიდა, ერთი მიკროავტობუსით კი ჩოხატაურელი "მემარჯვენეები" და მათი მომხრეები გამოცხადდნენ. დავით გამყრელიძესთან ერთად იმყოფებოდა ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან კალანდაძე.

დავით გამყრელიძემ ბანერზე გამოკრული საარჩევნო პროგრამის თეზისები წარუდგინა მოსახლეობას. მან საკმაოდ ვრცლად ისაუბრა დღევანდელი სოფლის გასაჭირზე, მთავრობის უსულგულობაზე, თუ როგორ საგანგებოდ გაჟლიტეს ღორი და ქათამი, რომ მერე საკუთარი ბიზნესი ეწარმოებინათ: _ ვითომ აღორძინებულ გურიაზე ბევრს საუბრობს სააკაშვილი, მაგრამ შედეგი სულ სხვაა. 62 მილიონი ლარი დახარჯა "ანბანის ძეგლზე" ბათუმში და იქ ლიფტიც არ მუშაობს წესიერად. ეს თანხა რომ სოფლის დახმარებისთვის მოეხმარა და თითო სოფელში ტრაქტორი დაეყენებინა და საწარმო გაეხსნა, ახლა ხალხი ასეთ დღეში არ იქნებოდა, _ თქვა მან.

მეგრელაძის ქუჩის მცხოვრებმა, ნადია ცქვიტინიძემ სიტყვა ითხოვა და სათქმელიც პირდაპირ დაიწყო: _ მე არც ერთ პარტიას არ ვიცავ და არც რომელიმე პარტიის წევრი ვარ. უფრო ადრე გამოგევლოთ, არჩევნებზე რომ მოგვაწყდებით. ეს ნიმუშები პარლამენტში წაუღეთ (ბანერზე მიუთითა), იქ რომ სხედან, იმათ თქვენ იცნობთ. მე, გაჭირვებული ადამიანი, ჩემს გასაჭირს ვიცნობ. ჩემი მეზობლები თურქეთში წავიდნენ სამუშაოდ. რატომ უნდა გარბოდნენ იქ, საშველი რატომ არ გაგვიჩნდა? ყოველდღე ყურები გამოტენილი გვაქვს ამ პოლიტიკით, არ ვართ ჩვენ პოლიტიკოსები, ადამიანური ცხოვრება გვინდა!

_ ძალიან კარგად იცით გურულებმა პოლიტიკა, ნუ ისაწყლებთ თავს, _ იუმორი შეაშველა გამყრელიძემ ემოციურად მოსაუბრე ქალბატონს, _ სწორედ ესაა პოლიტიკის ცოდნა, რომ იცით რა ხდება, რა გიჭირთ. არჩევნები რომ არ იყოს, არავინ მოვა. გამოიყენეთ ყველა არჩევნები და დააკვირდით, ვინ უფრო შეგისრულებთ დანაპირებს.

სოფლის პრობლემებზე ვრცლად ისაუბრა მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლევან კალანდაძემაც.

ბოლოს, დავით გამყრელიძემ "გურია ნიუსის"კითხვებს უპასუხა.

_ ბატონო დავით, თქვენ ძალიან ბევრი ისაუბრეთ სოფელზე. რა შეგიძლიათ გაიხსენოთ თქვენი პარტიის მიერ გაკეთებული საქმეებიდან, რომელიც სოფელს სასიკეთოდ წაადგა? ან მომავლისთვის რას ჰპირდებით სოფლის მოსახლეობას?

_ ჩვენ, პირველ რიგში, ის ხალხი ვართ, ვინც დანაპირებს ასრულებს. აქამდე სოფელი არ იყო პრიორიტეტი. გვახსოვს პერიოდი, როცა სოფელი ქალაქზე უკეთეს ყოფაში იყო. ახლა სოფელი ქალაქს ძალიან დაშორდა. ხელისუფლებამ საერთოდ მიატოვა იგი. არა _ ინფორმაცია, არა _ ინტერნეტი, არა _ დასაქმება. ამიტომ ჩვენ, ექვსი თვის წინ, დავიწყეთ სოფელ-სოფელ სიარული. თუ სოფლისკენ არ მოვაბრუნეთ ხელისუფლება და ბიუჯეტი, მალე სოფელი აღარ გვექნება. დღეს საკვები პროდუქციის 80% გარედან შემოდის. ეს უბედურებაა. ჩვენ გვაქვს რეალურად გაწერილი პროგრამა, რომელიც აქ წარმოვადგინეთ. უნდა დავარწმუნოთ ხალხი, რომ ხმების 80% არ გაატანოს ნაცმოძრაობას და სხვას. რეალური არჩევანი გააკეთონ.

_ აქ დღეს 58 ადამიანია მოსული, მათ შორის, ყველაზე ცოტა ამ ქუჩის მცხოვრებია.

_ ეგ არ არის მთავარი. ეს არის შიშის ფაქტორიც. მთავარია, 1 ოქტომბერს რომ მივლენ არჩევნებზე, მაშინ გააკეთონ არჩევანი. დაფიქრდნენ, ვანო მერაბიშვილმა, ბიძინა ივანიშვილმა და გიორგი თარგამაძემ ახლა რომ დაიწყეს სოფელზე საუბარი, ვინ უფრო ადრე თქვა ეს.

_ თქვენ ყველაზე ადრე დაიწყეთ სოფელზე საუბარი?

_ დიახ.

_ ვერ დაგეთანხმებით, ბატონო დათო, ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო ეს. კონკრეტულად მან წამოაყენა ეს წინადადება, ადრეც და გასულ წელსაც, როცა არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა.

_ ასე მეც გეტყვით, რომ 2007 წელს საპრეზიდენტო არჩევნებისას, ქართული სოფლის აღორძინებასა და გადარჩენაზე ძალიან დიდი პროექტი შევთავაზეთ საზოგადოებას, ხალხს.

_ რას მიაღწიეთ, გააკეთეთ რამე?

_ მე, სამწუხაროდ, ხმების 3,5% მივიღე. ვინც გაიმარჯვა, იმას უნდა მოჰკითხოთ შედეგი. როცა მეკითხებით, რა შესრულდა თქვენი დანაპირებიო, ამირჩიეთ და არ შეგისრულეთ? უმრავლესობაში ვიყავი?

_ ნუ გეწყინებათ და ათეულობით წელი ვუყურებდით პარლამენტში "მოქალაქეთა კავშირს", მერე მის სახეცვლილებას "ნაციონალურ მოძრაობას", მათ გვერდით ვხედავდით "მემარჯვენეებსაც". ხალხს მობეზრდა ერთი და იგივე სახეების ყურება.

_ ჩვენ ბოლო პარლამენტში რომ არ შევედით, ეს იყო გმირობის ტოლფასი. ყველა მშვენივრად ზის იქ და ხელფასს იღებს. მე, ფიქრია ჩიხრაძე, მანანა ნაჭყებია, მამუკა კაციტაძე არ შევედით პარლამენტში. თუ ვინმემ იბრძოლა ამ ხელისუფლების წინააღმდეგ, ეს ჩვენ ვიყავით. არავინ ხმის ამომღები არ იყო. პირადად ივანიშვილი და მისი გარემოცვა ფულს უხდიდა სააკაშვილს, როცა ის მიტინგებს არბევდა, ახალგაზრდებს ხოცავდა.

_ ივანიშვილის ქველმოქმედებაზე რას იტყვით?

_ ქველმოქმედება რის ხარჯზე? კარგია, სანდრო გვირგვლიანს რომ კლავ და კიდევ ფულს გაძლევო, ეუბნები? მე ვიყავი ერთადერთი ადამიანი, ვინც ამბობდა, სააკაშვილის სახით ნეობოლშევიზმი მოდის,-მეთქი. მე ვამხელდი შევარდნაძეს ბიუჯეტის მოპარვაში, კორუფციაში.

_ ნდობა რომ გამოგიცხადათ და თან მადლობა გადაგიხადათ პარლამენტში შესვლისთვის?

_ მე მივედი პარლამენტში იმისთვის, რომ არ მომხდარიყო რევოლუცია და სააკაშვილისნაირი ნაძირალა არ მოსულიყო ხელისუფლებაში. იმ პარლამენტში შევედი იმიტომ, რომ ახალი პარლამენტი უნდა არჩეულიყო. რეალურად კი შევარდნენ იქ, აიღეს ძალაუფლება და დაასხდნენ თავზე ყველას, ვინც ტაშს უკრავდა.

_ ბიძინა ივანიშვილმა ასე კატეგორიულად რატომ გამოგიცხადათ უარი და არ მიგიღოთ?

_ დიდი ბოდიში, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის მისაღები არაფერი მჭირს. მე მის ტვინში ვერ ჩავიხედავ და ამ ადამიანის კომენტარებს ვერ შევაფასებ.

_ ხელისუფლების შეფარულ მხარდამჭერად რატომ მიგიჩნევენ?

_ გეტყვით, რატომაც. თქვენ საკმაოდ გამოცდილი ადამიანი და ჟურნალისტი ხართ. ეროვნული მოძრაობიდან მოყოლებული, ხომ გახსოვთ, ზომიერი პოლიტიკა ყოველთვის გამოცხადებული იყო ღალატის პოლიტიკად. ბალტიის გზას კოლაბორაციონიზმად ნათლავდნენ. მერე აღმოჩნდა, რომ ბალტიისპირეთი არის ნატოში, ევროპარლამენტშიც. ეს მოიტანა ჭკვიანურმა პოლიტიკამ და არა ექსტრემიზმმა. ზომიერი პოლიტიკა საქართველოში დღემდე ღალატადაა მიჩნეული.

_ თქვენ გინდათ, თქვათ, რომ ბიძინა ივანიშვილი ზომიერი პოლიტიკოსი არ არის?

_ მოდი, გადავხედოთ, ვინ არის მის გვერდით, ძირითადად, შემოიკრიბა რადიკალები.

_ "რესპუბლიკელები" რადიკალები არიან, ბატონო დავით?

_ ვარდების რევოლუციის შემოქმედნი არიან, გენაცვალე, მათ მოიყვანეს სააკაშვილი.

_ ვარდების რევოლუციის შემოქმედი მთელი საქართველოა!

_ მე პოლიტიკოსებზე გეუბნებით. იქნებ, ახლა მაინც დამიჯეროთ და დაფიქრდეთ, ასეთი სხვადასხვა შეხედულებების და წარსულის მქონე პარტიები, რატომ არიან ერთად? ეჭვი არ გიჩნდებათ? მე და "ლეიბორისტები" როგორ ვიქნებით ერთად, როცა სხვადასხვა პრინციპები და პრიორიტეტები გვაქვს?

_"კარდაკარის" შესახებ რას იტყვით? რეალური შედეგი დაიდო?

_ მე ვფიქრობ, პირველად ხდება ის, რომ ამომრჩეველთა სიები იქნება ფუნქციონალურად და შედგენილობით სულ სხვანაირი, როცა რეალობა იქნება ასახული და არ იქნება არც ერთი გარდაცვლილი. პრაქტიკულად, 95% სიზუსტეა იმაში, ვინ სად ცხოვრობს. ცდომილება 2-3%-ზე მეტი არ იქნება, მგონია. ახლა სხვა რამეებში უნდა მივაღწიოთ მოწესრიგებას. ამომრჩეველთა მანიპულირება აღარ იქნება.

_ საპარლამენტო არჩევნებში ხმების რამდენ პროცენტს ელოდებით?

_ ვარაუდების და პროგნოზების გაკეთებას არც ერთ პოლიტიკოსს არ ვურჩევ. პირველ ოქტომბერს დაველოდები და ხალხი რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, იმას დავემორჩილები.




 ახალი ამბები
  • დღეიდან, ლიბერთის ბარათით Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას ლიბერთის მომხმარებელი 5%-იან ქეშბექს მიიღებს (R)ლიბერთის ბარათების მფლობელები, აღნიშნული აქციით მხოლოდ ლიბერთის პოსტერმინალებით გადახდისას ისარგებლებენ. აქციის ფარგლებში მაქსიმალური ქეშბექის რაოდენობა 50 ლარია. ლიბერთის მომხმარებლები, Apple Pay-ს მარტივი, უსაფრთხო და კონფიდენციალური გადახდის სისტემით მთელი ქვეყნის მასშტაბით, ლიბერთი ბანკის პარტნიორ ორგანიზაციებში 3 სექტემბრიდან უკვე სარგებლობენ. Apple Pay-ს გამოყენება და მასში ბარათების დამატება მარტივია. მაღაზიებში, Apple Pay-ს გამოყენება შესაძლებელია iPhone SE, iPhone 6 და მის შემდეგ გამოშვებული მოდელების, ასევე Apple Watch მოწყობილობების ... ...
  • პრემიერი: მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების ასე შეწყალება მიუღებელიასაქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებული სამი ადამიანის შეწყალება პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამაც გააკრიტიკა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ამ მხრივ საკანონმდებლო ცვლილებები აუცილებელია. „შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციაა, თუმცა ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია პოლიციელის მკვლელის და საერთოდ მკვლელის, მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების ასე შეწყალება. რა თქმა უნდა, აქ საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებებიც, რაც დასტურდება იმ ნაბიჯით, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა გადადგა - გამოაცხადა მორატორიუმი. უნდა იყოს საერთო მსჯელობა პარლამენტთან ერთად და რა თქმა უნდა, რაღაც ფილტრები უნდა გაჩნდეს იმისთვის, რომ მძიმე დანაშაულში, განსაკუთრებით მკვლელობისთვის მსჯავრდებული ადამიანები, ასეთი ფორმით არ შეიწყალონ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 18 სექტემბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საპარლამენტო მდივან დიმიტრი გაბუნიას ნაცვლად ბრიფინგი თავად გამართა და განაცხადა, რომ წესების ცვლილებამდე პატიმრების შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს. ბოლო დღეების განმავლობაში პრეზიდენტ ზურაბიშვილს 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მსჯავრდებულების შეწყალებასთან, კონკრეტულად კი რამდენიმე მსჯავრდებულის შეწყალებასთან დაკავშირებით აკრიტიკებენ. საუბარია 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის, 2004 წელს დავით ოთხმეზურის მკვლელობისა და 1994 წელს გიორგი ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალებაზე. მმართველი გუნდი და ოპოზიცია პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან ამ საკითხის ირგვლივ დამატებით განმარტებებს მოითხოვენ. მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პრეზიდენტმა სულ 34 მსჯავრდებული, მათ შორის 1 არასრულწლოვანი და 8 ქალი შეიწყალა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ შეწყალებულთა შორის ერთ-ერთი პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულიც იყო, რასაც საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. 29 აგვისტოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ ფაქტის განმარტებას არ აპირებს, რადგან შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა. სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მოქმედი შეწყალების კომისია რამდენიმე წევრმა დატოვა. მაშინ ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ კომისიის დაკომპლექტებაზე მუშაობა დაიწყეს, თუმცა ჯერჯერობით კომისია არ მოქმედებს. კრიტიკის ფონზე 6 სექტემბერს სალომე ზუაბიშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ შეწყალების გამოყენების უფლება დროულად დაიხვეწოს. 2019 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროში ... ...
  • იუსტიციის მინისტრი გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრების მიერ მოყვანილი მოსავლის აღებას დაესწრო (R)„ჩვენ მიერ გლდანში გაზაფხულზე შემოტანილი პროექტის შედეგად, მსჯავრდებულები უკვე მოსავალს იმკიან და ფინანსურ შემოსავალსაც იღებენ“, _ ასე დაიწყო საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა N8 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებთან შეხვედრა.  მინისტრი გლდანის N8 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე 2019 წლის გაზაფხულიდან მოქმედ სასოფლო-სამეურნეო პროექტის ფარგლებში, მსჯავრდებულების მიერ მოყვანილი მოსავლის აღების პროცესს დაესწრო. დღეს პატიმრებმა  შემდეგი მოსავალი აიღეს - ორ-ორი სახეობის ლობიო და ჭარხალი, კიტრი, პომიდორი, რეჰანი, შაშკულავი და ოხრახუში, ასევე ჟოლო.   პროექტში 7, გრძელვადიანი საპატიმრო სასჯელის მქონე პირია ჩართული. აღსანიშნავია, რომ აღებული მოსავლის რეალიზაციას, საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის მხარდაჭერით, პატიმრები  ერთ-ერთ დიდ სუპერმარკეტში ახორციელებენ. გარდა ამისა, მსჯავრდებულების მიერ მოყვანილ პომიდორსა და იისფერ ლობიოს კერძების დასამზადებლად კაფე "ლიტერა” ყიდულობს. პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული თანხა პროექტში დასაქმებული პატიმრების შემოსავლის წყაროა. დღეისათვის, პროექტის ფარგლებში პატიმრებს 2000 ლარამდე შემოსავალი აქვთ მიღებული. თანხის ერთი ნაწილი მათ პროექტის დაფინანსებას დაუთმეს, ხოლო დანარჩენი თანხა მათ ბარათებზე შემოსავლის სახით დაირიცხა. დღესვე,  მინისტრმა პროექტში მონაწილეობისთვის მადლობის სიგელები გადასცა პროექტის  მხარდამჭერი სსიპ "სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი"-ის აგრონომებს, ზვიად ბობოქაშვილს, ირმა ირემაშვილს და ფრიდონ სანაიას, რომლებიც მსჯავრდებულებს პროდუქციის მოყვანაში უწევენ დახმარებას. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ტაბატაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი, საფრანგეთ - საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, ანტუან ლორენ ბარდონი, „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“, "სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი"-სა და ევროკავშირის წარმომადგენლები დაესწრნენ. მინისტრის თქმით, მსგავსი ტიპის პროექტში მონაწილეობა ე.წ. დახურული ტიპის დაწესებულების მსჯავრდებულებისათვის საუკეთესო საშუალებაა ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და პატიმართა რეაბილიტაცია - რესოციალიზაციისათვის. პროექტი, რომლის ფარგლებშიც N8 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულები სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმდნენ, გაზაფხულზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინიციატივითა და საფრანგეთ -საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის, ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქტიური ხელშეწყობით შემუშავდა. პროექტის მიზანია, დაწესებულებაში მყოფი სრულწლოვანი მსჯავრდებულების, მათ შორის, უვადო სრულწლოვანი პატიმრების დასაქმება. პროექტის მხარდამჭერები საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატასთან ერთად არიან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო, სსიპ "სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი" და შპს "სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანია". ... ...
  • მაია მელიქიძის ინიციატივით ენერგო წყაროების ლაბორატორია დაფუძნდა (R)საქართველოში პირველად, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში განახლებადი ენერგო წყაროების ლაბორატორია გაიხსნა. RES Lab-ის შექმნის მიზანია საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიების წინაშე არსებული გამოწვევების განხილვა, შესაბამისი კვლევების განხორციელება და კონსულტაციების გამართვა. ლაბის ფარგლებში შეიქმნება სადისკუსიო პანელი, სადაც კერძო და სახელმწიფო ინსტიტუციები გაერთიანდება. პანელური შეხვედრების ფორმატში მუდმივად განიხილება კვლევების შედეგები, რეკომენდაციები და მისი განხორციელების გზები საქართველოში.  ლაბორატორიის ფარგლებში ეტაპობრივად გაწევრიანდებიან სხვადასხვა ორგანიზაციები, წევრობა არ ითვალისწინებს ფინანსურ კონტრიბუციას და მოიაზრებს მხოლოდ ინტელექტუალურ და აკადმიურ პარტნიორობას. განახლებადი ენერგო წყაროების ლაბორატორიის დაფუძნების ინიციატორია სემეკის წევრი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წარმომადგენელი მაია მელიქიძე. ... ...
  • ჩოხატაური-ლეჟაისკი _ დიდი სამომავლო გეგმებიმიმდინარე წლის 4-11 სექტემბერს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დელეგაცია, საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ მამალაძის, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის მინდია ჟღერიას, საკრებულოს აპარატის სპეციალისტების ჯუმბერ ბერძენიშვილისა და ნაზი ბერძენიშვილის შემადგენლობით, ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდა პოლონეთის ქალაქ ლეჟაისკში. დელეგაციის წევრები დაესწრნენ ყოველწლიურ ტრადიციულ შემოდგომის ფესტივალს, რომელშიც მონაწილეობა იღებს, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის მუნიციპალური სამსახურები, სოფლების თვითმმართველობები, ასევე, პოლონეთის პარლამენტის წევრები და საეკლესიო პირები. ვიზიტის დროს გახორციელდა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა უშუალოდ ქალაქ ლეჟაისკის თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან, სადაც სტუმრები ადგილზე გაეცნენ თვითმმართველობის მუშაობის წარმატებულ პრაქტიკას. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელები ესტუმრნენ ლეჟაისკის სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელს. საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ მამალაძის ინიციატივით მოლაპარაკებები ჯერ კიდევ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში პოლონეთის დელეგაციის სტუმრობისას დაიწყო, მომავალში იმ გამოცდილების გაზიარების შესახებ, რომელიც ქალაქ ლეჟაისკში არსებულ აღმოსავლეთი ევროპის მასშტაბით წარმატებულ სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელს გააჩნია. ამ ეტაპზე შეთანხმება მიღწეულია, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი პროფესიული სასწავლებლის მშენებლობის დასრულებისა და ფუნქციონირების დაწყების შემდეგ, პოლონეთის მხარე დახმარებას გაუწევს სასწავლებელს, როგორც საგანმანათლებლო კუთხით, ასევე, შესაძლებელი იქნება გაცვლითი პროგრამების გახორციელება. პოლონეთის მხრიდან, ასევე, გამოითქვა მზაობა, მოხდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის და ქალაქ ლეჟაისკის რამდენიმე სკოლის დამეგობრება, გამოცდილების გაზიარება და სამომავლოდ ერთობლივი პროექტების გახორციელება. 2020 წლის ივნისში, ქალაქ ლეჟაისკში გაიმართება კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის 20-ზე მეტი მაღალი დონის შემსრულებელი, მათ შორის სპეციალური სტუმრის სტატუსით მიწვეულია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლი „ამაღლება, რომლის გამოსვლებს ფესტივალის ერთი დღე მთლიანად ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...