სახელმწიფო „თელასის” დარჩენილ 25 % ასხვისებს

პოლიტიკა

სახელმწიფო „თელასის” დარჩენილ 25 % ასხვისებს

25 აგვ. 2012, 01:09:30

საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი რეზო არველაძე გურია ნიუსთან საუაბრში აცხადებს, რომ 25%-ინი წილის გასხვისების შემდეგ საქართველოს აღარ ეყოლება საკუთარი წარმომადგნელები“ თელასის“ სამეთვალყურეო საბჭოში, რაც იმას ნიშნავს რომ კომპანიაში სტრატეგიული საკითხების განხილვას საქართველოს მხარე ვეღარ დაესწრება.

„ ბუნებრივია, რომ სახელმწიფო, რომელსაც მხოლოდ 25% -იანი წილი აქვს, მაინც ვერაფერს წყვეტდა, მაგრამ წილის გასხვისების შემდეგ ის საერთოდ-ვეღარ მიიღებს მონაწილეობას თელასისი მართვა-განვითარებაში.საქართველოს 2 წარმომადგენელი ჰყავდა საბჭოში, რომლებსაც შეეძლოთ კონკრეტული , ქვეყნისათვის სასარგებლო საკითხის დაყენება , რისი შესაძლებლობაც მას წილის გასხვისების შემდეგ აღარ ექნება..თუმცა ისიც ცხადია, რომ სახელმწიფო დიდი ხანია გავლენას ვეღარ ახდენდა თელასზე და ამაზე მეტყველებს ის უაზროდ გაბერილი ტარიფები, რაც მარეგულირებელმა მიიღო.

აშკარად ჩანს რომ სახელმწიფო მარეგულირებელი კომისიის სახით არის რუსეთის და არა საკუთარი მოსახლეობის მხარეს“ _ აცხადებს რეზო არველაძე „გურია ნიუსთან“ საუბარში.

ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელი ლევან კალანდაძე ფიქრობს, რომ 25% წილის გასხვისებით არაფერი შეიცვლება, რადგან სახელმწიფო ამ შემთხვევაში მხოლოდ მოგებაზე ორიენტირებული პასიური ბენეფიციარს წარმოადგენს და რეალურად კომპანიას მაინც ვერ მართავდა. კალანდაძე ფიქრობს, რომ სტრატეგიული ობიექტების გასხვისება პოლიტიკურად გამართლებული არ არის.

„ამ ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, სტრატეგიული ობიექტების მცნება გაქრა. ის საკანონმდებლო რეგულაცია, რომელიც გარკვეულ ნორმებს და სტანდარტებს აწესებდა სტრატეგიულ ობიექტებთან დაკავშირებით, საერთოდ აღარ არსებობს.კანონი იყო გარანტი იმისა, რომ ასეთი ობიექტი, მაგალითად არ მოხვედრილიყო მტრულად განწყობილი სახემწიფოს ხელში და არ გამოყენებულიყო გარკვეული სახელმწიფოების მხრიდან საქართველოზე პოლიტიკური თუ ეკონომიკური შანტაჟის იარაღად,”_ აცხადებს კალანდაძე „გურია ნიუსთან“ საუბარში.

ქრისტიან-დემოკრატები ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში თელასის გამოსყიდვას აპირებენ. ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ თელასის გასხვისება არც ეკონომიური და არც პოლიტიკური თვალსაზრისით, ქვეყნისათვის მომგებიანი არ არის.

„ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს წილი გამოვიყიდოთ, ეს ხელისუფლება კი მხოლოდ გასხვისებაზეა ორიენტირებული. არ შეიძლება ყველაფერი გაყიდო იმიტომ, რომ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში კისერზე აწვება ჩვენს მოსახლეობას.დღეს სახელმწიფო არის ძლიერი, აქედან გამომდინარე, შესაძლებელია გამოვისყიდოთ თელასი და ის სადისტრიბუციო კომპონენტი, რაც ტარიფში დევს, ამოვაგდოთ. თუ ხელისუფლებაში მოვალთ, იმ 25% კი არ გავყიდით, გაყიდულ 75%-საც დავიბრუნებთ, _ ”აცხადებს ვეფხვაძე „გურია ნიუსთან“ საუბარში.

ახალი მემარჯვენე ლევან კალანდაძე მიიჩნევს, რომ თელასი და სხვა სტრატეგიული ობიექტები, მათი მნიშვნელობის მიუხედავად, მაინც კერძო ბიზნესმა უნდა განკარგოს. ის არ იზიარებს ქრისტიან-დემოკრატების ინიციატივას სახელმწიფოს მიერ თელასის გამოსყიდვის შესახებ.

„ქდმ-ს ინიციატივა - ბიზნესის უკან ჩამორთმევა, ექსპროპროაცია არ მიმაჩნია სწორად.მარტო გამოსყიდვა ეს არის რაღაც დაუსრეულებელი პროექტი და ეკონომიკურ შინაარსს ამაში ვერ ვხედავ, რადგან სახელმწიფოს ბიზნესის განვითარებისთვის დამატებითი საინვესტიციო რესურსების მოძიება და მაგალითად თელასში ან სხვა კომპანიაში ჩადება არ შეუძლია. ამას ყოველთვის აკეთებს ბიზნესი. შესაბამისად, ბიზნესის მფლობელობაში ესა თუ ის საწარმო უფრო განვითარებაზე ორიენტირებულია, ვიდრე სახელმწიფო მაღალჩინოსნების მიერ ყოველდღიური ცხვირის ჩაყოფისა და მართვაში მონაწილეობის პირობებში.“

„დღეს, სახელმწიფო არის ძლიერი და ჩვენ შეგვიძლია ენერგეტიკაში ყოველწლიურად 1 მილიარდიანი ინვესტიცია განვახორციელოთ იმისათვის, რომ გამანაწილებელი კომპანიებიც გამოვისყიდოთ და თვითონ სახელმწიფომ გააგრძელოს მსხვილი ენერგოპროექტების დაფინანსება, იმისათვის რომ მერე ვინმემ არ თქვას, რომ ფული ჩადო და ეს თანხა ტარიფების მომატების გზით უნდა ამოიღოს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მთავარი მოთამაშე ენერგო ბაზარზე, ინვესტიციების კუთხით უნდა იყოს სახელმწიფო,”_ აცხადებს ვეფხვაძე „გურია ნიუსთან“ საუბარში.

ქრისტიან -დემოკრატები თვლიან, რომ თელასის გამოსყიდვის შემთხვევაში, დენის ტარიფი მნიშვნელოვნად შემცირდება.

გავრცელებული ინფორმაციით, თელასის აქციებს საპარტნიორო ფონდი უახლოეს მომავალში გაყიდის. აქციების სავარაუდო შემსყიდველად თელასის 75% წილის მფლობელი რუსული კომპანია სახელდება.

„ვერ გეტყვით ვინ შეიძენს ამ 25% იმიტომ, რომ სახელმწიფო წილების გასხვისების პროცედურას დახურულად და კულუარულად აგვარებს და საზოგადოებისთვის არასოდეს არაფერია ცნობილი. ჩვენი ხელისუფლება საზოგადოების ინტერესსა და მონიტორინგს არად დაგიდევთ”-აცხადებს ლევან კალანდაძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ჯერ კიდევ გასულ წელს აღნიშნავდა, რომ საპარტნიორო ფონდის ფინანსური საქმიანობა იყო საკმაოდ ბუნდოვანი და გაუმჭვირვალე.

„გაურკვეველია დივიდენდები და პრივატიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლები ჯერ სახელმწიფო ბიუჯეტში შევა, თუ ბიუჯეტის გვერდის ავლით პირდაპირ გადაეცემა საპარტნიორო ფონდს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, კონტროლის პალატა ვერ იქნება უფლებამოსილი აღნიშნული თანხების შემოწმებაზე, რადგან კონტროლის პალატის შესახებ კანონის მიხედვით მას კერძო სამართლის სუბიექტის საქმიანობის იმ ნაწილის შემოწმების უფლება აქვს, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების მართვასთანაა დაკავშირებული,”-აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ 2011 წლის 6 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.




 ახალი ამბები
  • გურიაში ყველა სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადადისსაკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გურიის რეგიონის ყველა სკოლა გადადის დისტანციურ სწავლებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით მასწავლებლებს მიეცათ დავალება, რომ მოსწავლეები სკოლაში არ მისვლის შესახებ გააფრთხილონ, შეადგინონ ცხრილი საგნის მასწავლებლებთან შეთანხმებით, გაითვალისწინონ რომ 5 საათიან საგანს ექნება 3 ონლაინგაკვეთილი, 4 საათიანს-3, 3 საათიანს-2,  2 საათიანს - ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება„ოკუპაცია არის დროის და საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ და აუცილებლად დასრულდება. მავთულხლართებით ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოება გაერთიანდება", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ გმირთა მემორიალთან განაცხადა. არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ 27 სექტემბერი არის ერთ - ერთი ყველაზე  ტრაგიკული დღე ქვეყნის ისტორიაში. მისი თქმით, ტერიტორიული მთლიანობა და ქვეყნის დეოკუპაცია უმთავრესი  პრიორიტეტია. „მე მჯერა, რომ დემოკრატიული განვითარებით, მშვიდობიანი პოლიტიკით საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებით შევძლებთ ქვეყნის გაერთიანებას და შევძლებთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. მჯერა, რომ დევნილები დაბრუნდებიან სახლში, დღეს ჩვენი ამოცანა არის მაქსიმალურად ვიზრუნოთ მათზე და შევუქმნათ ღირსეული პირობები, სანამ დაბრუნება იქნება შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი გამოწვევა არსებობს, ტერიტორიული მთლიანობა, ქვეყნის დეოკუპაცია რჩება ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტად და ამოცანად და ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს. დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები თითოეული ადამიანი გრძნობს, რომ ოკუპაცია არის დროის და პროგრესის წინააღმდეგ, ჩვენ აუცილებლად შევძლებთ მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია, ეს რჩება ჩვენს ძირითად ამოცანად,"- განაცხადა არჩილ ... ...
  • 27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა (R)დღეს სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო. „დღევანდელი დღე არის უმძიმესი ტკივილის დღე. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს უმძიმესი ტრაგედიაა ქართველებისთვის და აფხაზებისთვისაც. ამ ომში გამარჯვებული არ არსებობს და ეს ომი ტრაგედიაა ჩვენთვის ყველასთვის ... დღეს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია და შესაბამისად, ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ჩვენი შვილებისთვის, აფხაზებთან ერთად, აფხაზებმა, ქართველებმა, ჩვენ, ყველამ ერთად, ვიცხოვროთ ეკონომიკურად ძლიერ, სამართლიან, ევროპულ, განათლებულ სახელმწიფოში. ეს ჩვენი მოვალეობაა ჩვენი შვილების წინაშე და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას გავაკეთებთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. სამშობლოსათვის დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, გმირთა მოედანზე, ასევე, იმყოფებოდნენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილე, ჯანდრი უბირია, უწყების თანამშრომლები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, აფხაზეთის ომში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრები, მოქალაქეები. დღესვე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა ჟიული შარტავას საფლავი გვირგვინით შეამკეს და ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს. სოხუმის დაცემის 27 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად, ყველა სახელმწიფო უწყების შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია . სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. საქართველოს ერთიანობისთვის აფხაზი სეპარატისტების, ჩრდილო- კავკასიელი კონფედერატების, კაზაკებისა და რუსული შენაერთების წინააღმდეგ ბრძოლა, 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა. ქართული მხარის მიერ, ამ დრომდე, დაუზუსტებელი მონაცემებით, 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა; 300 ათასი კი საკუთარ ქვეყანაში, დევნილად იქცა.   https://www.youtube.com/watch?v=OCYG-dpU0yA&feature=share&fbclid=IwAR2CGxpA6dgwV8HsnCG3h4-a1POARx_LlWPKLdTKt61XM7rEAXKvkBSkDDE ... ...
  • ეს ომი ტრაგედიაა - პრემიერი სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშრებითამ ომში გამარჯვებული არ არსებობს და ეს ომი ტრაგედიაა ჩვენთვის ყველასთვის - აფხაზებისთვისაც და ქართველებისთვისაც, - ამის შესახებ საქართელოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშრებით, ჟურნალისტებს განუცხადა. გიორგი გახარიამ დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. მთავრობის მეთაური გმირთა მოედანზე თბილისის მერთან და მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.  „დღევანდელი დღე არის უმძიმესი ტკივილის დღე. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს უმძიმესი ტრაგედიაა ქართველებისთვის და აფხაზებისთვისაც. ამ ომში გამარჯვებული არ არსებობს და ეს ომი ტრაგედიაა ჩვენთვის ყველასთვის - აფხაზებისთვისაც და ქართველებისთვისაც. დღეს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია და შესაბამისად, ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ჩვენი შვილებისთვის, აფხაზებთან ერთად, აფხაზებმა, ქართველებმა, ჩვენ, ყველამ ერთად, ვიცხოვროთ ეკონომიკურად ძლიერ, სამართლიან, ევროპულ, განათლებულ სახელმწიფოში. ეს ჩვენი მოვალეობაა ჩვენი შვილების წინაშე და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას გავაკეთებთ", - განაცხადა გიორგი ... ...
  • გახარია - საკარანტინო სივრცეებში მდგომარეობას ვაკონტროლებთჩვენ საკარანტინო სივრცეებში მდგომარეობას ვაკონტროლებთ დეტალურად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საკარანტინო სივრცეებში არსებულ მდგომარეობას შეეხებოდა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ შესაძლოა, რაღაც გამონაკლისები იყოს, თუმცა რეაგირება არის მომენტალური და სწრაფი. „შეიძლება იქ რაღაც გამონაკლისები იყოს, მაგრამ რეაგირება არის მომენტალური და სწრაფი, ამიტომ რაღაც დიდი გადახრები ვერ იქნება,"- განაცხადა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls