პატარა საარჩევნო უბანი დიდი სახელისუფლებო ინტერესით

gurianews.com

პოლიტიკა

პატარა საარჩევნო უბანი დიდი სახელისუფლებო ინტერესით

2012 აგვ 31 20:57:21

ამ "შეცდომის" "გამოსწორება" ნაციონალურმა მოძრაობამ იმავე საღამოს დაიწყო და 27 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათზე საგანგებო სხდომა მოიწვიეს ოზურგეთის #60 საოლქო-საარჩევნო კომისიაში.

28 აგვისტოს კი თავმჯდომარის ხელახლა არჩევა მოხდა. რა თქმა უნდა, ნინო თავაძე თავმჯდომარედ აღარ აურჩევიათ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ზემო ნატანებში ჩატარებულ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ხელმეორე არჩევნებს დიდი ინტერესი ჰქონდა _ სხდომას თავად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ალეკო მამეშვილი აკონტროლებდა ბეიჯით _ "ცესკოს წარმომადგენელი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა _ მეტი სარგებელი ხალხს".

სხდომის დაწყებამდე, ზემო ნატანების საჯარო სკოლაში ჩვენთვის უცნობი ორი პირი გამოჩნდა _ მანუჩარ გამყრელიძე და ზაალ ზაალიშვილი. მანუჩარ გამყრელიძე, ცესკოს წარმომადგენელი ყოფილა აჭარა-გურიის რეგიონში. ის სხდომაზე სათანადო მოწმობის, ე.წ ბეიჯის გარეშე შევიდა. აღნიშნული ფაქტი არანაირ დარღვევად არ მიიჩნია #60 ოზურგეთის სარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზვიად თენიეშვილმა. მოგვიანებით, სხდომიდან გამოსულ გამყრელიძეს საოლქოს წარმომადგენელმა კახა არობელიძემ დალუქული კონვერტი გადასცა _ სავარაუდოდ, იქ ბეიჯი იყო ჩადებული. სხდომის დასრულების შემდეგ გამყრელიძე შენობიდან ბეიჯით გამოვიდა.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზვიად თენიეშვილმა "გურია ნიუსთან" თავდაპირველად მანუჩარ გამყრელიძის სხდომაზე ბეიჯის გარეშე დასწრებას უარყო:

_ მანუჩარ გამყრელიძე სხდომაზე ბეიჯის გარეშე არ იმყოფებოდა.

_ როგორ არ იმყოფებოდა ბატონო ზვიად, ეს ხომ ვიდეოზე და ფოტოზე გვაქვს ასახული?

_ თქვენ არ გაქვთ დაფიქსირებული, რომ მანუჩარი ბეიჯით იყო? მე ვიცი, რომ გადაიღეთ.

_ ეს მაშინ, როცა სხდომიდან გამოვიდა, მას სხდომის დამთავრებისას მიუტანეს ეს ბეიჯი. თვითონ გამოვიდა სხდომიდან და შეხვდა საოლქოს წარმომადგენელს, რომელმაც დახურული კონვერტი გადასცა, რომელშიც ბეიჯი იყო. მთელი სხდომის განმავლობაში ის ბეიჯის გარეშე იმყოფებოდა...

_ მას ჰქონდა განკარგულება და პირადობის მოწმობაც, რომელიც, უბრალოდ, მანქანაში დარჩა.

_ ბატონო ზვიად, ასე შეიძლებოდა, რომ რომელიმე ჩვენგანსაც დარჩენოდა პირადობა სადღაც. რატომ არ შემოგვიშვით?

_ თქვენ რომ რეგისტირებული ყოფილიყავით, არ იყო პრობლემა _ ჩვენ ამის შესახებ ოფიციალურად გვეცოდინებოდა. ბეიჯი რომ დაგრჩენოდათ მანქანაში, მე ამის გამო ხელს არ შეგიშლიდით.

_ ბატონო ზვიად, შეიძლება თუ არა სხდომას დაესწრო ბეიჯის გარეშე?

_ ადამიანი სხდომას შეიძლება დაესწროს ბეიჯის გარეშე იმ შემთხვევაში, როცა ის ოფიციალურად დარეგისტირებულია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. მანუჩარი კი დარეგისტრირებულია.

_ ბატონო ზვიად, ეს ქმედება კანონიერი იყო?

_ მანუჩარ გამყრელიძის სხდომაზე დასწრება იყო კანონიერი.

"გურია ნიუსი" ამ საკითხთან დაკავშირებით ზემო ნატანების საუბნო საარჩევნო კომისიის ერთ-ერთ წევრს ნინო თავაძეს ესაუბრა, რომელიც გვითხრა, რომ საერთოდ არ იცის, ვინ არის მანუჩარ გამყრელიძე, არც მისი საბუთი უნახავს და არც არავის წარმოუდგენია.

_ არ იკითხეთ, ქალბატონო ნინო?

_ ჩვენ ყველანი ვართ საოლქოს წარმომადგენლები და კანონიერი უფლება გვაქვს დასწრებისო, ასე თქვეს. ჩემი ამბავი კი იცით, რაც გამიკეთეს _ ამირჩიეს კომისიის თავმჯდომარედ და მერე რაც მოხდა. სხდომა იყო ძალიან ტენდენციური და ეს მათ "აწყობდათ".

საოლქოს წარმომადგენლის მარინა სუნგულიას თქმით, მისთვის გაურკვეველია, ვინ იყო ის პიროვნება, რომელიც სხდომას ბეიჯის გარეშე ესწრებოდა.

"გურია ნიუსი" აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ცესკოს პრესსპიკერს, ეკატერინე არაზაშვილს დაუკავშირდა: _ აუცილებელი მოთხოვნა არის ის, რომ წარმომადგენელს, ყოველ შემთხვევაში, უფლებამოსილი პირი ვინც არის უბანში შესვლაზე, მათ უნდა ჰქონდეს სპეციალური მოწმობები, ეგრეთ წოდებული ბეიჯები.

მისივე თქმით, ის კომენტარს ვერ გააკეთებს დანარჩენ ინფორმაციაზე, რომელიც ჩვენ მივაწოდეთ _ #42 საუბნო კომისიაში ბეიჯის გარეშე შევიდა მანუჩარ გამყრელიძე, რის შემდეგ, რამდენიმე წუთში გამოვიდა და მას გადააწოდეს დახურული კონვერტი, სხდომის ბოლოს კი, ის, ცნობილი ილუზიონისტივით, ბეიჯით გამოვიდა გარეთ: _ ამაზე ვერ გიპასუხებთ. თუ გაქვთ დამადასტურებელი ფაქტები, გამოგვიგზავნეთ და ვიმსჯელებთ, _ გვითხრა არაზაშვილმა.


ნახვა: 812


 ახალი ამბები
  • გაიმართება თუ არა წელს „გომისმთობა“ და „შემოქმედობა“ბოლო წლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კურორტ გომის მთაზე “გომისმთობა“ აგვისტოს დასაწყისში აღინიშნებოდა. “გურია ნიუსი“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ  საკითხთა სამსახურის უფროსს მარინა ჯაფარიძეს დაუკავშირდა და დაინტერესდა, ჩატარდება თუ არა წელს კურორტზე სპორტული და კულტურული ღონისძიებები. “ამ ეტაპზე ცნობილია, რომ 21 აგვისტოს არის დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიებები გომისმთაზე. ზუსტი თარიღი და დრო ამ დღეებში გავრცელდება. უამინდობის გამო, გადავწიეთ თარიღი. ღონისძიებები ადგილობრივი ძალებით გაიმართება“, _ გვითხრა მარინა ჯაფარიძემ. ჩვენ, ასევე, დავინტერესდით სოფლის დღესასწაულების ჩატარებით. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, 2014 წელს აღდგენილი „შემოქმედობა“ აღარ გაიმართება. “რომელიც სოფელიც გამოთქვამს სურვილს, ჩატარდეს კულტურული თუ სპორტული ღონისძიება, აუცილებლად ჩავატარებთ. ვიცი, რომ „ასკანობა“ გაიმართება, ასევე, მიდის საუბარი „შემოქმედობა“ 2018-ის ჩატარებაზე. სოფლის მცხოვრებლები და მერის წარმომადგენლების აქტიურობაზე მოხდება ღონისძიებების ჩატარება. ოღონდ, ყველა ღონისძიება ადგილობრივი ძალებით შედგება. მოწვეული მომღერლები არ იქნებიან, რადგან ძალიან დიდ თანხებთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული და ამის საშუალება არ აქვს მუნიციპალიტეტს", _ გვითხრა მარინა ... ...
  • რატომ გადაიფიქრა ექიმობა ოზურგეთელმა აბიტურიენტმაოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, ლადო შაფაქიძე სან-დიეგოს უნივერსიტეტის თბილისის ფილიალში მიიწვიეს და 100%-იანი დაფინანსება შესთავაზეს. “15 წლიდან გადაწყვეტილი მქონდა, რომ ექიმი გავხვდარიყავი და ხალხისთვის საჭირო პროფესია ამერჩია. ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა, როდესაც დამირეკეს და გასაუბრებაზე დამიბარეს სან-დიეგოს უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა.  მოსაფიქრებელი დრო ცოტა მქონდა. ბიოლოგია-ქიმიის განხრით ვისწავლი და რაც შემიძლია, თავს არ დავზოგავ იმისთვის,რომ ოჯახის, ახლობლების, მეგობრების იმედები გავამართლო. საუკეთესო შედეგების მიღებაში პედაგოგები: ნატალია ვაშალომიძე (ქართული ენა და ლიტერატურა), ეკატერინე ვანიძე (ინგლისური ენა), ანგული სარჯველაძე (ბიოლოგია), ელზა გალოგრე (ქიმია), გიორგი თოიძე (უნარები) დამეხმარნენ. სტუდენტისთვის ძალიან კარგი შემოთავაზება იყო და აქედან გამომდინარე, მივიღე ეს გადაწყვეტილება“, _ გვითხრა ლადო შაფაქიძემ. ლადო შაფაქიძემ ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგები ... ...
  • სტუდენტური ცხოვრება ევროპაში და ევროპული სისტემის მომხიბვლელობაგზად მიმავალს, ნორვეგიიდან ჩამოსული, ჩვენი მკითხველისთვის კარგად ცნობილი პერსპექტიული ახალგაზრდა _ ნინო ჯიბუტი შემხვდა. მასთან საუბრის შემდეგ გამყვა ფიქრი, რომ არსებობენ აქტიური ახალგაზრდები, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებენ, კარიერული და პროფესიული ზრდისთვის, ნინო კი ამის ნათელი მაგალითია. გზა მოსწავლეობიდან სამაგისტრო სტიპენდიის მოპოვებამდე მიზნის მიღწევის სურვილით, უდიდესი შრომისმოყვარეობითა და მუდმივად ახლის ძიებით არის განვლილი. _ ნინო, მომიყევი შენი სამაგისტრო პროგრამის შესახებ... _ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალური მუშაობის ბაკალავრის ხარისხის მოპოვებისა და ერთწლიანი სამუშაო პაუზის შემდეგ მიზნად დავისახე საერთაშორისო მაგისტრის ხარისხი მომეპოვებინა, წარმატებამაც არ დააყოვნა და  სრული სტიპენდიით ევროკავშირის დაფინანსებულ სამაგისტრო პროგრამაზე მოვხვდი ამავე მიმართულებით, რომელიც ითვალისწინებს თითო სემესტრით სწავლას პორტუგალიაში, ნორვეგიასა და შვედეთში, პარალელურად ადგილობრივ ორგანიზაციებში სტაჟირების გავლას. პროგრამის პირველი წელი წარმატებით დავასრულე, მომდევნო  და დასკვნით წელს კი შვედეთში გავატარებ. ერასმუს მუნდუსი არის სასტიპენდიო პროგრამა, რომელიც საშუალებას აძლევს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ახალგაზრდებს, მიიღონ ევროპული განათლება, გაიღრმავონ პროფესიული ცოდნა, მიეჩვიონ დამოუკიდებელ ცხოვრებას და ისწავლონ მასპინძელი ქვეყნების კულტურის შესახებ. ჩემს პროგრამაში 1000 აპლიკანტიდან დაფინანსება 14-მა მონაწილემ მოიპოვა, საქართველოდან კი წილად ეს პატივი მე მხვდა. _ როგორ შეაფასებდი განვლილ წელს, რა მოგცა ერასმუსის პროგრამამ? _ განვლილი წელი ძალიან საინტერესო იყო, უდიდესი ცხოვრებისეული და პროფესიული გამოცდილება მივიღე, შევიძინე არაჩვეულებრივი მეგობრები და პროფესიული კონტაქტები. კიდევ უფრო საინტერესო წელი მელოდება წინ, თუმცა, დამოუკიდებლად ცხოვრებისა და სწავლის გამოცდილება ჯერ კიდევ ამერიკაში მივიღე 2010-2011 წლებში მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX -ის საშუალებით. მოგვიანებით კი, ბაკალავრიატზე 2014-2015 წლებში პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტში ვსწავლობდი. ერასმუსის სამაგისტრო პროგრამა ჩემთვის მაინც ახალი გამოწვევა იყო, თუმცა, სიახლეებით სავსე წელმა მოლოდინს გადააჭარბა. გარდა იმისა, რომ პროგრამა სწავლის საშუალებას იძლევა სხვადასხვა ქვეყნების წამყვან უნივერსიტეტებში, ასევე არაჩვეულებრივი შანსია შეხვდე საინტერესო ადამიანებს, ისწავლო პრაქტიკულად და იმოგზაურო. _  როგორია სტუდენტური ცხოვრება ევროპაში? _ ევროპული განათლება სტუდენტის ინტერესებზე მორგებულია, ფოკუსი კრიტიკულ აზროვნებაზე კეთდება. უსაზღვრო რესურსი და მაღალი ხარისხის განათლება ქმნის ევროპულ სისტემას მომხიბვლელს სხვა ქვეყნის სტუდენტებისთვის. პროფესორები ძალისხმევას არ იშურებენ, რათა ყველა სტუდენტის ინდივიდუალური სურვილი და ინტერესის სფერო გათვალისწინებული იყოს სასწავლო გეგმის შემუშავების პროცესში. განათლების სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია, ასევე, უკუკავშირი, სადაც სტუდენტებს საშუალება აქვთ, თავიანთი წვლილი შეიტანონ საუნივერსიტეტო სისტემისა თუ მიდგომის დახვეწის საკითხში. ძლიერია სტუდენტური გაერთიანება, რომელიც ძალიან ბევრ ღონისძიებას მართავს სტუდენტებისთვის. ნორვეგიაში სწავლისას ჩემი ინიციატივითა და უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით, ღონისძიება ჩავატარეთ სახელად _ "ვზეიმობთ მრავალფეროვნებას", სადაც სხვადასხვა ქვეყნების სტუდენტებმა თავიანთი სამზარეულო, ტრადიციები, კოსტუმები და კულტურა გააცნეს ნორვეგიელ სტუდენტებსა და პროფესორებს. აღნიშნული ღონისძიება მაგალითი იყო იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, როგორც სტუდენტებმა, ასევე, ჩვენი ქვეყნის ელჩებმა სწორი კუთხით დავანახოთ უცხოელებს საკუთარი ქვეყანა.  _  როგორც ვიცი, ძალიან გიყვარს მოგზაურობა,  მოგეცა საშუალება, გენახა სხვადასხვა ქვეყანა? მოგზაურობა ნამდვილად ძალიან მიყვარს. ვფიქრობ, შესანიშნავი გზაა შეიგრძნო სამყაროს მრავალფეროვნება. მოგზაურობა მეხმარება, ვისწავლო ხალხზე და კულტურებზე, მათ ტრადიციებსა და სამზარეულოზე. ჩემთვის ყოველი ახალი ქვეყანა თავისებურად საინტერესოა. 20-ზე მეტ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, თუმცა, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ჩემზე ისლანდიამ მოახდინა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება. ზოგადად, სკანდინავიის ქვეყნების ხიბლი, ჰუმანური საზოგადოება, ეგალიტარული სისტემა და გენდერული თანასწორობა მოქალაქეებს საშუალებას აძლევს იცხოვრონ ღირსეულად და შექმნან საზოგადოებრივი დოვლათი. _ სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი... _ მოუთმენლად ველოდები მაგისტრატურის ბოლო წელს შვედეთში. ამჟამად მუშაობა დავასრულე სტატიაზე, რომელიც გამოქვეყნდა საქართველოში ინგლისურენოვან გამოცემა Georgian Journal-ში, სათაურით, "რატომ არის ბავშვებში ინვესტირება მნიშვნელოვანი?" სადაც ვსაუბრობ მშობლებისთვის მოქნილი სადეკრეტო შვებულების უფლებაზე, მამის როლზე ბავშვის აღზრდის პროცესში და ემოციურ კავშირზე მშობლებსა და ბავშებს შორის. აღნიშნულ სტატიაში ვადარებ ნორვეგიისა და საქართველოს შრომით კოდექსებს და ვსაუბრობ რეკომენდაციებზე.ამ ეტაპზე გეგმა საქართველოში დაბრუნებაა სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიუროს, ამერიკული საბჭოების დახმარებით და სხვადასხვა საერთაშორისო დონორის მხარდაჭერით, ექვსზე წელზე მეტია, არაერთ პროექტს ვაკეთებ მოწყვლადი ფენისთვის საქართველოში. იმედი მაქვს, რომ მასშტაბებს გავზრდი და საინტერესო ინიციატივას შევთავაზებ სამომავლოდ პროექტის ბენეფიციარებს.                                                                                         ქეთევან ... ...
  • "ადმინისტრაციული შენობის წინ ოზურგეთის მერს თავს დაესხნენ""ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის, საკრებულოს წევრის, დავით მჟავანაძის ინფორმაციით, ქალაქ ოზურგეთის მერზე, კონტანტინე შარაშენიძეზე თავდასხმა მოხდა: "როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, აჭის წყლის საქმეზე გუბერნატორის, მერაბ ჭანუყვაძის და კრიმინალების საგანგებო თათბირის შემდეგ, გახორციელდა ქალაქის მერზე თავდასხმა, რომელმაც აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გაჩუმება ამჯობინა. მიმაჩნია, რომ ეს საკითხი არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე რადგან კარიერების საქმეზე მერზე თავდასხმა არის არა ერთ კონკრეტულ პირზე, არამედ, სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმა და მისი მიზანმიმართული ნგრევაა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კრიმინალების მხრიდან ოზურგეთში ძალაუფლების აღება და კონტროლის დამყარება. ყოველივე ამის გათვალისწინებით, მივმართავ და მოვითხოვ ქალაქის მერისგან, ოზურგეთში ნუ დაუშვებს კრიმინალური დაჯგუფების გაძლიერებას და გამოიყენოს კანონით მინიჭებული ყველა უფლება, რათა არ მოხდეს სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევის ხარჯზე მათთვის განუსაზღვრელი ძალაუფლების მინიჭება", _ წერს სოციალურ ქსელში დავით მჟავანაძე. მჟავანაძე "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ წყარომ შეატყობინა: _ ვიცი, რომ შემთხვევა ოზურგეთის ადმინისტრაციული შენობის წინ, რამდენიმე დღის წინ მოხდა. ვიცი ისიც, რომ ადამიანები, რომლებიც მერს თავს დაესხნენ, თავდასხმამდე გურიის გუბერნატორთან იმყოფებოდნენ, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მჟავანაძემ. მისივე თქმით, მას მერის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. ჩვენ შევეცადეთ უფრო მეტი დეტალი ოზურგეთის მერისგან გაგვეგო, თუმცა, შარაშენიძემ ტრადიციას არ უღალატა და "გურია ნიუსის" სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. თემაზე კომენტარი არ გააკეთა გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ, რომლის თქმით, "მჟავანაძის აბსურდული განცხადებების საპასუხოდ დროს ვერ დაკარგავს". შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეტყობინება იმის შესახებ, რომ მერს თავს დაესხნენ, უწყებაში არ ... ...
  • ბინის გადაცემის სანაცვლოდ თანხის გამოძალვა _ საგამოძებო სამსახურმა ერთი პირი დააკავასაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებისა და  საგამოძიებო მოქმედებების  შედეგად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოქალაქის კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, დაუკავშირდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირს, მოიპოვა მისი ნდობა და მოტყუებით დაარწმუნა, რომ 5 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, მაღალი რანგის სხვადასხვა თანამდებობის პირის დახმარებით, საკუთრებაში გადასცემდა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, დევნილთათვის განკუთვნილ საცხოვრებელ კორპუსში  არსებულ  4-ოთახიან ბინას. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული თანხის ნაწილის - 3 000 აშშ დოლარის აღების ფაქტზე დააკავეს. საქმეზე  გამოძიება მიმდინარეობს  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ... ...

არქივი

ზაფრანი

საინტერესო ფაქტები წყლის შესახებ

იუნესკოს მონაცემების მიხედვით, დედამიწაზე არსებული...

ალბინოსი მაიმუნი

ის ყველასგან გამორჩეულია, ჩხუბითაც კი...

დაბადების თარიღი და ადამიანის ხასიათი

როგორც ასტროლოგები, ფსიქოლოგები და სხვა...

აშშ-ში „ორიგინალური“ პერანგი გამოიგონეს

ცოტა ხნის წინ ამერიკელი ენთუზიასტების...

„ტომტატო“ _ კარტოფილი, რომელიც პომიდორს ისხამს

ცოტა ხნის წინ ბრიტანელმა ბიოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...

გავამდიდროთ ხაჭაპური ჯიჯილაყას ნარევი გულსართით

მცენარე ჯიჯილაყა, იგივე ამარანტი, რომელსაც...

თევზის ფილეს სალათი

ზეთში შემწვარი თევზის ფილე დავჭრათ...

ბერძნული მუსაკა

მასალა: 1 კგ კარტოფილი; 2...

სუსტი განტოტვის დამაგრება

ხეხილის მოსავლიან ბაღებში, ისეთი უხვი...

დავრგოთ ტირიფი შესაფერის გარემოში

გურიაში ტირიფს ბევრგან შეხვდებით. 600-მდე...

პირველ რიგში ჩასატარებელი სამუშაოები აგვისტოში

აგვისტოში, როგორც ბაღ-ვენახებში, ისე, ბოსტნებში...

ქართველი "ზორო" ბიზნესსაქმიანობას, ამქრებთან ერთად, "ზუკიტოს ქოხიდან" იწყებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის...