მფრინავთა ასოციაციის პრეზიდენტობიდან მაჟორიტარობის კანდიდატობამდე

პოლიტიკა

მფრინავთა ასოციაციის პრეზიდენტობიდან მაჟორიტარობის კანდიდატობამდე

2012 სექ 1 00:54:10
რამდენად იცნობს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის პრობლემებს, რა ვითარებაა და იციან თუ არა ნინოწმინდაში "ქართული ოცნების" შესახებ, ამასთან დაკავშირებით "გურია ნიუსი" ალბერტ ნურბეკიანს ესაუბრა.

_ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი საკმაოდ რთული რეგიონია, სადაც ძირითადად სომხები ცხოვრობენ. მათ იციან "ქართული ოცნების" შესახებ?

_ მართალი ხართ, ძალიან რთული რეგიონია, მაგრამ მუშაობა უნდა...

_ როგორც ვიცით, უკვე მთელი რეგიონი შემოიარეთ. რა ვითარებაა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში?

_ რთული. როდესაც მიდიხარ და ესაუბრები არა - არას ამბობენ, მაგრამ პირველ რიგში, შიში უნდა დავძლიოთ. ყველაფერი დანარჩენი მერე იქნება. მინდა გითხრათ, მზად არიან შიში დაძლიონ. როდესაც ნახავენ ადამიანს, რომელიც მათ დაეხმარება დასაქმებაში, პრობლემების მოგვარებაში, შიშის დაძლევაში, გაძლიერდებიან. ერთი კვირის შემდეგ, ჩემი ინტერვიუ აბსოლუტურად სხვა იქნება. ამის პირობას გაძლევთ.

_ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფლებში ქართული ბეჭდური მედია, ტელევიზია თუ არის?

_ ძირითადად, "თეფშებით" რუსულ არხებს უყურებენ. ქართულ არხებს აჩვენებს, მაგრამ... ეგონათ ცარიელი და დაკარგული ადგილი იყო. ფიქრობდნენ, მაინც დაკარგული ადგილია, მაგრამ არ დაიკარგება. ხომ ხედავთ, ყველაზე ბოლოს მოხდა ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატებად გამოცხადება.

_ იქ თუ გყავთ მომხრეები?

_ საკმაოდ ბევრნი არიან. ჩვენ როდესაც ახალქალაქში ჩავედით, ღამე იყო. ოფისი სავსე იყო ახალგაზრდებით, ხალხით. პირველ დღესვე არ ხდება ყველაფერი. ახლა იწყებენ წამოდგომას. შეუძლებელია მარადიულად შიშის ქვეშ გყავდეს ადამიანები. ადრე თუ გვიან, ისინი წამოდგებიან.

_ ბიძინა ივანიშვილმა "გურია ნიუსთან" განაცხადა რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში უჭირდათ კანდიდატის პოვნა. თქვენ როგორ გიპოვეს?

_ მე თბილისის სომეხთა ასამბლეის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ. ასევე საქართველოს მფრინავთა ასოციაციის პრეზიდენტი. ბიძინა ივანიშვილა იყო ჩვენთან მოსული. მომისმინა. ჩემი გამოსვლა მოეწონა. ივანიშვილის იდეების მომხრე ვარ. მის ყველა გამოსვლას, სადაც საკმაოდ მშვიდად, აღელვების გარეშე და არგუმენტირებულად საუბრობს ანალიზს ვუკეთებ. არა ისე, როგორც სააკაშვილი გამოდის და ყვირის ისტერიულად.

_ თქვენ აღნიშნეთ, რომ თბილისის სომეხთა ასამბლეის დამფუძნებელი ხართ. რას ფიქრობენ თბილისში მცხოვრები სომხები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე?

_ იცით რა, რუსეთმა მხოლოდ თქვენ არ წაგართვათ აფხაზეთი, სოხებსაც და აზერბაიჯანელებსაც წაართვა. ეს ჩვენი სამშობლოა. დაპირისპირებით ჩვენ აფხაზეთს ვერ დავიბრუნებთ. ბიძინა ივანიშვილმა პირველ რიგში, უნდა დაალაგოს ურთიერთობები რუსეთთან. ყვირილითა და ტალახის სროლით ჩვენს სამშობლოს ვერ გავაერთიანებთ. მთავარი მიზანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ბოლოსდაბოლოს, ჩვენ, სომხებმა და აზერბაიჯანელებმა რეალურად უნდა შევიტანოთ წვლილი ამაში. რაც უფრო ტყის სიღრმეში შედის ბატონი სააკაშვილი, მით უფრო რთული იქნება ბიძინა ივანიშვილის შეჩერება.

ჩვენი, საქართველოში მცხოვრები სომხების მთავარი მიზანია, დავეხმაროთ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში. რთული ამოცანაა, მაგრამ უნდა ვიმუშაოთ.




 ახალი ამბები
  • სამტრედიელი გოგონა მოსკოვში, აჭარულის ცეკვის დროს გარდაიცვალა20 წლის გოგონა თავის დაბადების დღეზე, მოსკოვში, აჭარულის ცეკვის დროს გარდაიცვალა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი ავრცელებს. „ანა ენგიბარიანს საშინელმა ბედისწერამ მოსკოვში საკუთარ დაბადების დღეზე  აჭარულის ცეკვისას მოუსწრო. ამ შემზარავმა და დაუჯერებელმა ფაქტმა შავებით შემოსა გარი ენგიბარიანის ლამაზი სამშვილიანი ოჯახი. წარმოშობით სამტრედიელი გოგონა ასე მძიმედ დაემშვიდობა მოსკოვს სადაც ბავშვობა გაატარა და ახლა მშობლიური სამტრედია ჩაიხუტებს მის ცხედარს..“_ წერს ის. გარდაცვალების მიზეზი უცნობია, ახლობლების თქმით, გოგონა სიცოცხლეში არაფერს უჩიოდა. ანა ენგიბარიანი წარმოშობით სამტრედიელია. მისი ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში, დაახლოებით, 15 წლის წინ გადავიდა. ენგიბარიანები მშობლიურ სამტრედიას ხშირად სტუმრობდნენ. გარდაცვლილ   გოგონას საქართველოში ხვალ ჩამოასვენებენ. ... ...
  • მოძველებული ინფრასტრუქტურა, სანიტარულ-ჰიგიენური პირობები_ რა ხდება “თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში“2020 წლის 14 თებერვალს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ შპს „თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“ მოინახულა. სახალხო დამცველმა დაათვალიერა დაწესებულების ქალთა და კაცთა განყოფილებები, სასადილო სივრცე; შეხვდა და გაესაუბრა სტაციონარში მყოფ პაციენტებს და ცენტრის პერსონალს. ვიზიტის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ პრობლემურია დაწესებულების მოძველებული ინფრასტრუქტურა, გადატვირთულობა და სანიტარულ-ჰიგიენური პირობები. ცენტრში არსებული მდგომარეობა არ ქმნის ხელსაყრელ თერაპიულ გარემოს. პაციენტები არ არიან უზრუნველყოფილი სათანადო საყოფაცხოვრებო პირობებით. არ აქვთ პირადი ნივთების შესანახი კარადები. განყოფილებებში არ დგას სკამები, რბილი ავეჯი. თამბაქოს მოსაწევი ადგილი არ არის იზოლირებული განყოფილების საერთო სივრციდან. შენობაში დგას მძაფრი სპეციფიური სუნი. პაციენტები მოკლებული არიან ყოველდღიური გასეირნების შესაძლებლობას. სველ წერტილებში არ მოდის ცხელი წყალი, რის გამოც მათ პირადი ჰიგიენის დაცვა ცივი წყლის გამოყენებით უწევთ. სტაციონარისთვის არსებული დაფინანსება აბრკოლებს პაციენტთა სათანადოდ მოვლის, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ხარისხს. ბენეფიციართა შორის ხშირია კონფლიქტისა და ძალადობის შემთხვევები. არ ხდება ასეთი შემთხვევების სათანადო მართვა, არ ხორციელდება ძალადობის პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებები. დაწესებულებას არ ჰყავს საკმარისი რაოდენობის პერსონალი. ამასთან, არც დასაქმებულებს აქვთ სათანადო სამუშაო პირობები. სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს გააძლიერონ ღონისძიებები ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მიმართულებით. დროულად მოხდეს სფეროს დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიის შემუშავება, თემზე დაფუძნებული და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სერვისების რაოდენობის ... ...
  • „ახალგაზრდობა,რომელიც მამების თაობას უმოქმედობას არ აპატიებს“_ სამტრედიის მერი მოსწავლეებს შეხვდა,,მე რომ მუნიციპალიტეტის მერი ვიყო"- ამ ფორმატში დიალოგი შედგა დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეთა პარლამენტის წევრები სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერთან იმ ინიციატივებით შევიდნენ, რომლის განხორციელებაც ახალგაზრდების ინტერესში შედის. მოსწავლეების მიერ შეთავაზებული პროექტები  მოიწონა მერმა, ვალერიანე ფოცხვერიამ, განსაკუთრებით აქტუალურად მიიჩნია ქალაქში მომრავლებული მაწანწალა ძაღლების საკითხის მოგვარება და სპორტის სასახლის აშენება. მოსწავლეთა პარლამენტის წევრები ქალაქში დასუფთავების მიზნით ურნების დამატებას ითხოვენ. მათ გაუმართლებლად მიაჩნიათ ქალაქში საზოგადოებრივი ტუალეტის არ ქონა. მერმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ წინა წლებში ხელშეკრულება ჰქონდათ გაფორმებული, კონტრაქტორს გაყავდა ძაღლები, აცრიდნენ, ყურზე ბირკას ადებდნენ და უკან აბრუნებდნენ, რასაც  მისახლეობისთვის სასურველი ეფექტი არ მოუტანია. ფოცხვერიას განცხადებით, ძაღლის კბენის ეშინია მოსახლეობას და უკან დაბრუნებული, თუნდაც აცრილი, კბენის საშიშროებისგან ვერ იცავს ქუჩაში მოსიარულეებს ,,ოპოზიცია რომ იყოთ, ვიცით, რა პასუხსაც გაგცემდით, მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მაწანწალა ძაღლების პრობლემა ,,მოგვარებული" ჰქონდათ, შუაგულ ქუჩაში ხოცავდნენ ძაღლებს. სრულიად სამართლიანია თქვენი მოთხოვნა, თქვენი თვალით დანახული პრობლემები. ვეცდებით,  გავითვალისწინოთ და დროულად მოვაგვაროთ. მოდის ახალგაზრდობა, რომელიც მამების თაობას უმოქმედობას არ აპატიებს,“_  განაცხადა ... ...
  • ოზურგეთის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი „ბლექსი არენას“ უსასყიდლოდ გადეცემადღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  სხდომაზე განიხილეს საკითხი: „ოზურგეთის მუნციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოსთვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ. საკითხის ირგვლივ მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელმა, პელაგია  კალანდაძემ ისაუბრა და თქვა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 3724 კვ. მ და 502 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები გადაეცეს უსასყიდლოდ  საკუთრებაში სახელმწიფოს შემდგომში   შპს „ბლექსი არენას ჯორჯიას“-სთვის  გადაცემის მიზნით. საკრებულოს დეპუტატებმა იკითხეს, რა დანიშნულებისთვის სჭირდება,რატომ უნდა გადაეცეს ეს მიწა „ბლექ სი არენას“. პელაგია კალანდაძემ უპასუხა, რომ ეს მიწის ფართი  იქ პარკირებისთვის ... ...
  • ლიხს იქეთ- აქეთა საქართველოს კურორტები ზამთრის სამოსშიწლევანდელი თებერვლის დადგომა, სულაც  არ გამოდგა ხეში წყალის ჩადგომის წინაპირობა და ბოლო წლების მანძილზე უთოვლოდ გასტუმრებულ არაერთ  ზამთარს, კვალში არ ჩაუდგა. ნანატრი ფიფქებიც უხვად გამოჩნდა და საქართველოს მთასა და ბარში თითქმის ერთნაირად მოთოვა. ჩვენ არაერთ ფოტორეპორტაჟს,  როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს დათოვლილი კურორტებიდან გთავაზობთ. ამჯერად, ლიხს იქეთ-აქეთა საქართველოს კურორტები ზამთრის  უჩვეულო სამოსში, ჩვენმა მეგობრებმა  მერი ჭანუყვაძემ, მაია გასიშვილმა და ლალი თავართქილაძემ გადაიღეს და გამოგვიგზავნეს _ნანატრი თოვლიანი ზამთარი ხომ ყველას განსაკუთრებულად ... ...

არქივი

ზაფრანი

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...

ლუდი გონების სამსახურში

როგორც ამერიკელმა და ახალზელანდიელმა მეცნიერებმა...

ბრიტანელები ჰიტლერის ფოტოებით დაინტერესდნენ

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ...

საუკეთესო თეთრ ღვინოებს შორის

Chateau d'Yquem მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...