პრეზიდენტის ჩამოსვლამდე _ როგორ ამზადებენ ხალხს სააკაშვილის დასახვედრად

gurianews.com

პოლიტიკა

პრეზიდენტის ჩამოსვლამდე _ როგორ ამზადებენ ხალხს სააკაშვილის დასახვედრად

2012 სექ 8 13:15:40

"გურია ნიუსი" რამდენჯერმე უკვე წერდა, პრეზიდენტის დაგეგმილი ვიზიტის დროს, საჯარო მოხელეები, სოფლის რწმუნებულები "ტყავში ძვრებიან", რომ პრეზიდენტს, რაც შეიძლება მეტი ხალხი დაახვედრონ. საჯარო მოხელეებს თუ აიპ-ებში დასაქმებულ ნებისმიერ პირს, პედაგოგებს, რომლებსაც დავალებული ჰქონდათ წინა საარჩევნოდ 10 ხმის მიტანა, ახლა ამ "გარანტირებული" ადამიანების პრეზიდენტთან დასახვედრად მოყვანაც ევალებათ. ხოლო სოფლის რწმუნებულებს _ მინიმუმ 250 ადამიანის ჩამოყვანა.

"გურია ნიუსისთვის" ცნობილი ხდება, რომ ქალაქისა თუ სოფლების თითოეულ უბანში, "ნაციონალებს" დანიშნული ჰყავთ კოორდინატორები. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, კოორდინატორებს ევალებათ, თავიან უბნებში გაშიფრონ, ვინ არის მათი მხარდამჭერები და ვინ _ არა. ასევე, ისინი აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული წინა მმართველი გუნდის სასარგებლოდ საარჩევნო მუშაობაში. ასევე, მობილიზებული უნდა იყვნენ პრეზიდენტთან დასახვედრად.

სხვადასხვა სოფლის მცხოვრებლები "გურია ნიუსთან" არაერთხელ აღნიშნავენ, რომ "ხალხზე აშკარა ტერორია _ ხშირად აძალებენ ადამიანებს, უნდა წამოხვიდეთო. ხან კი ხვეწნაზე გადადიან _კიდევ ერთხელ დაგვდეთ ხათრიო".

გარდა ამისა, პრეზიდენტთან შეხვედრის სამზადისშია სამარშრუტო ტაქსის მძღოლებიც _ ისინი მმართველ პარტიას ხალხის გადაყვანაში უნდა დაეხმარონ. ამის შესახებ გაფრთხილება უკვე ავტოსადგურის სამარშრუტო ტაქსებმაც მიიღეს.

ერთ-ერთი სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლი "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ მას დაუძახა სოფლის რწმუნებულმა და შემოქმედში ხალხის გადაყვანა მოსთხოვა: _ უარს ნამდვილად ვერ ვეტყოდი _ კი იცით, რა დროცაა! მძღოლი ვარ, დაიმახსოვრებენ და ... დარწმუნებული ვარ, დამიძახებენ და მეც უნდა წავიდე, რა ვქნა? _ ამბობს "გურია ნიუსთან" ერთ-ერთი მძღოლი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთი სოფლის რწმუნებული "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ მას დაავალეს, თავის სოფელში მცხოვრებლების სია გააკეთოს, აღწეროს, ვინ არის პრეზიდენტთან შეხვედრის მსურველი და ვინ _ არა. რაც უფრო მეტ ადამიანს წამოიყვანს, ეს მისთვის უკეთესი იქნება.

სოფელ ბოხვაურის ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტი თენგიზ საბაშვილი "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ ჯერ არ იცის ზუსტი სია:

_ ჯერ არ ვართ დაკომპლექტებული. ზუსტად ვერ გეტყვით, როცა დავკომპლექტებით. მერე გეტყვით, რამდენი ადამიანი წამოვა. როცა მეცოდინება ზუსტად, მე თვითონ დაგირეკავთ და გეტყვით.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანის მაჟორიტარი დეპუტატი ლევან ნინიძე აცხადებს, რომ ჯერ არ იცის, რამდენი კაცი წამოვა თავისი სოფლიდან.

_ ვერ გეტყვით, რამდენი წამოვა, _ ამბობს ის.

_ ბატონო ლევან, რა დაგავალეს _ რამდენი ადამიანი უნდა წამოიყვანოთ თქვენი სოფლიდან?

_ დავალებით ჩემთვის არავის დაუვალებია. რწმუნებულს შეიძლება, დაავალონ და უთხრან. ასე რომ, ზუსტად ვერაფერს გეტყვი.

_ ყოველ შემთხვევისთვის, ხალხის მობილიზებას აკეთებთ...

_ მობილიზებას ასე ვაკეთებთ _ ჩვენთან ნიკოლაიშვილს ველოდებით ამ დღეებში, მოსახლეობას ხვდება და ალბათ, მოვა ხალხი. ზოგს მოვიყვანთ, აბა, რა ვიცი, რა გითხრათ, _ გვითხრა ლევან ნინიძემ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტი კობა ანდღულაძე აცხადებს, რომ სიას უნდა გადახედოს: _ ზუსტად არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, არ გადამიხედია სიებისთვის, დღეს უნდა გადავხედო, ალბათ, 300 კაცი იქნება.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ნემსაძე "გურია ნიუსთან" ასეთ კომენტარს აკეთებს: _ ვერ გეტყვით ზუსტად. ისე ბევრი წამოვა. რა მნიშვნელობა აქვს ზუსტ სიას, ხომ მობრძანდებით თქვენც და თვითონაც ნახავთ, რამდენი კაცი იქნება მთისპირიდან? არ გაგიჭირდებათ, მგონი, ამის გაგება.


ნახვა: 568


 ახალი ამბები
  • ჰესის სათავე ნაგებობაში ნაპოვნი ცხედარი იდენტიფიცირებულიაჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუქსიეთში, ჰიდროელექტრო სადგურის სათავე ნაგებობაში, წყალში ნაპოვნი გვამი იდენტიფიცირებულია. როგორც გვითხრეს ის 28 წლის. თურქეთის მოქალაქეა: _ ახალგაზრდა მამაკაცს, ჯიბეში ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ამით მოხდა ცხედრის იდენტიფიცირება. ასევე, მას ჯიბეში ჰქონდა საკრედიტო ბარათები და მანქანის გასაღები, _გვითხრა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ფაქტზე უკვე დაწყებულია გამოძიება.  გარდაცვლილი ცხედარი უკვე ექსპერტიზაზეა ... ...
  • ჩოხატაურში წყალსაცავში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვესცოტა ხნის წინ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუქსიეთში ჰიდროელექტროსადგურის სათავე ნაგებობაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მათ წყალში მამაკაცის თავი შენიშნეს. ადგილზე მობილიზებული არიან მაშველები და პოლიცია. ამ დროისთვის უცნობია გარდაცვლილის ... ...
  • ბანკების „შავი სია“ უქმდებასექტემბრიდან ეგრეთ წოდებული შავი სია უქმდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საფინანსო ორგანიზაციები ვადაგადაცილების შემთხვევაში მომხმარებელს ნეგატიურ სტატუსს ვეღარ მიანიჭებენ. ამ დროისთვის ეგრეთ წოდებულ შავ სიაში 600 ათასზე მეტი მომხმარებელია. ახალი რეგულაციის ამოქმედების შემდეგ, სესხის გაცემისას უკვე აღარ ექნება მნიშვნელობა, ხართ თუ არა თქვენ ეგრეთ წოდებული ნეგატიური გადამხდელი და საფინანსო ორგანიზაცია გადაწყვეტილებას თქვენი საკრედიტო ისტორიისა და დადასტურებული შემოსავლის მიხედვით მიიღებს.  წყარო: ... ...
  • პური გაძვირდება _ ოზურგეთში პურის ფქვილის ფასმა მოიმატაამ დღეებში ქალაქ ოზურგეთში მდებარე მაღაზიებში პურის ფქვილის მოიმატა. 25 კგ. პურისფქვილი 23 ლარი და 50 თეთრი ღირდა, ხოლო ახლა 25 ლარია. ექსპერტები მედიასთან საუბრობენ, რომ ამ დღეებში პურის ფასიც მოიმატებს. “კი, მაგრამ ტელევიზორს არ უყურებთ? ლარი როგორ თამაშობს, რა გაგიკვირდათ ფასის მატება, _ უთხრა გამყიდველმა პურისფქვილის მყიდველს. “ტელევიზიით ჯერ არ გადმოუციათ ამბავი და ისე უმატებთ. გაჭირვებულმა ხალხმა იკითხოს ეს ფასები მატება, თორემ თქვენ რა“, _ დაუბრუნა პასუხი პენსიონერმა ... ...
  • ჩოხატაურში ლეოგრანდში დაღუპული ახალგაზრდის სახლი იწვისამ წუთებში ჩოხატაურში, სოფელ გოგოლესუბანში, შარშან,  24 ნოემბერს,  ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძარის შედეგად დაღუპული 21 წლის  გიორგი მორთულაძის სახლი იწვის. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური. ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიწეწები ... ...

არქივი

ზაფრანი

,,ყველაზე", „ყველაზე“ ადამიანები მსოფლიოში

მსოფლიოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვნად...

მოგწონთ თქვენი სახელი?

სახელს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის....

ამერიკელი ინდიელების ცხოვრებისეული ფილოსოფია

როცა უკანასკნელ ხეს მოჭრი, უკანასკნელ...

ქვეყნიერების მერვე საოცრება

„თუ ქვეყნიერების მერვე საოცრება გინდათ...

გადაშენების პირას მყოფი ცხოველები

ცოტა ხნის წინ ბუნების დაცვის...
კარმიდამო ჩემი

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...

გავამდიდროთ ხაჭაპური ჯიჯილაყას ნარევი გულსართით

მცენარე ჯიჯილაყა, იგივე ამარანტი, რომელსაც...

თევზის ფილეს სალათი

ზეთში შემწვარი თევზის ფილე დავჭრათ...

ბერძნული მუსაკა

მასალა: 1 კგ კარტოფილი; 2...

სუსტი განტოტვის დამაგრება

ხეხილის მოსავლიან ბაღებში, ისეთი უხვი...

დავრგოთ ტირიფი შესაფერის გარემოში

გურიაში ტირიფს ბევრგან შეხვდებით. 600-მდე...

პირველ რიგში ჩასატარებელი სამუშაოები აგვისტოში

აგვისტოში, როგორც ბაღ-ვენახებში, ისე, ბოსტნებში...

ქართველი "ზორო" ბიზნესსაქმიანობას, ამქრებთან ერთად, "ზუკიტოს ქოხიდან" იწყებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის...