მიმართვა რიჩარდ ნორლანდს: „საქართველოში ადგილი აქვს დემოკრატიული პრინციპების ბარბაროსულ გათელვას!“

პოლიტიკა

მიმართვა რიჩარდ ნორლანდს: „საქართველოში ადგილი აქვს დემოკრატიული პრინციპების ბარბაროსულ გათელვას!“

2012 სექ 13 16:26:00
„გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ „ფონდ ქომაგის“ მიერ გავრცელებულ მიმართვას.

„თქვენო აღმატებულებავ ბატონო რიჩარდ ნორლანდ,

აშშ -ს არაერთი წარმომადგენელი აცხადებს მსოფლიო საზოგადოებრიობის გასაგონად, რომ საქართველში შედგა წარმატებული დემოკრატიული რეფორმები და საქართველო უნდა ვაღიაროთ დემოკრატიის შუქურად და ნიმუშად მთელ მსოფლიოში.

სამწუხაროდ, ააიპ საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „ფონდი ქომაგი“ იძულებულია გაუწყოთ, რომ საქართველოში ადგილი აქვს დემოკრატიული პრინციპების ბარბაროსულ გათელვას: მიმდინარეობს ოფიციალური სახელისუფლებო პოლიტიკისაგან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების უმძიმესი რეპრესიები. ამ რეპრესიის შინაარსი არსებითად გახლავთ ცოცხალი, მოქმედი და შემოქმედი ადამიანების ფინანსური განიარაღება და ხელ-ფეხის მოჭრა ნებისმიერი სასიცოცხლო ქმედებისათვის, მითუმეტეს, რომ საქართველოში ოფიციალურად ისედაც არის აღიარებული, რომ ქვეყანაში საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფა მოქალაქეებისა არ არსებობს. სახელმწიფოს ფინანსურ-ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი გახლავთ ის ფაქტიც, რომ უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში, ხუთ მილიონიანი ჩვენი ქვეყნიდან, მილიონნახევარზე მეტი მოქალაქე გადაიხვეწა უცხო ქვეყნებში სიცოცხლის გადასარჩენად: ყოველდღიური საარსებო სახსრების საშოვნელად უმძიმესი შრომის ფასად. „ფონდი ქომაგი“ მიზნად ისახავს უკიდურეს მატერიალურ მდგომარეობაში ჩავარდნილი განსხვავებული პოლიტიკური აზრის მქონე ადამიანების ფინანსურ დახმარებას რეკომენდაციების გზით გულშემატკივარი ემიგრანტების მოხმობით. აღნიშნული დახმარება მათი დღევანდელი გაუსაძლისი მდგომარეობის შემსუბუქების ერთადერთ რეალურ საშუალებას წარმოადგენს.

საქართველოს ხელისუფლება უკანონოდ და უსამართლოდ ეწევა „ფონდი ქომაგის“ მიერ მოპოვებული შემოწირული თანხების დაყადაღებას და კრიზისში ჩავარდნილი ადამიანების დაუნდობელ ფინანსურ რეპრესიას, რაც სრულიად გამჭვირვალედ ადამიანის ანუ ჩვენი მოქალაქეების სასიცოცხლო უფლების უარყოფამდე და განწირვამდე მიდის. (აღნიშნულ დარღვევებთან დაკავშირებით წარმოგიდგენთ ფონდისა და ბენეფიციარების მიმართ ხელისუფლების მიერ განხორციელებული სამართალდარღვევების კონკრეტულ ფაქტებს. იხ. დანართი 1).

სახელმწიფო მუდმივად ცდილობს ფონდის იმიჯის შელახვას და დისკრედიტაციას, იგონებენ და თავადვე თხზავენ გაურკვეველ სქემებს. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ფონდი თავისი დაარსების დღიდან საქმიანობას ახორციელებს კანონის ყველა ნორმის დაცვით. ჩვენ სრული პასუხისმგებლობით გვინდა განვაცხადოთ, რომ ფონდი არ ემსახურება რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ძალის ინტერესებს, ჩვენი მიზანია უსამართლოდ რეპრესირებული მოქალაქეების გვერდში დგომა და შეძლებისდაგვარად, მათთვის დახმარების გაწევა.

თქვენ, ბატონო ელჩო ასევე, მოგმართავთ თხოვნით, როგორც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა და ღირსებათა დაცვის ქვეყნის წარმომადგენელს, რომ დაგვეხმაროთ ადამიანის სასიცოცხლო უფლებისა და ღირსების დაცვაში, ჩვენ სრულ მზადყოფნას გამოვთქვამთ, გიპასუხოთ ნებისმიერ შეკითხვაზე, ღიად და გამჭვირვალედ გაგაცნოთ ფონდის საქმიანობის დეტალები. მივესალმებით, თუკი თქვენ ინტერესს გამოხატავთ და განახორციელებთ ჩვენი საქმიანობის მონიტორინგს. ასევე, გთხოვთ, თქვენი კომპეტენციის ფარგლებში, დაგვეხმაროთ და იმოქმედოთ საქართველოს ხელისუფლების ბარბაროსული ქმედების წინააღმდეგ და საშუალება მოგვცეთ ჩვენი ხელისუფლების მიერ ფინანსურად გაძარცვული ადამიანების სიცოცხლისა და ცხოვრების ელემენტალური პირობების შენარჩუნებაში.

პატივისცემით,

„ფონდი ქომაგის“ თავმჯდომარე ია მეტრეველი.

12 სექტემბერი, 2012




 ახალი ამბები
  • ნიკა მელია პარლამენტის სხდომათა დარბაზში მარტო იმყოფება (ფოტო)ამ წუთებში დაიწყო პარლამენტის  ბიუროს სხდომა, სადაც მელიასთვის პატიმრობის შეფარდების მიზნით, სასამართლოსთვის მიმართვაზე, გენერალური პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის შესახებ უნდა იმსჯელონ. მელია პარლამენტის სხდომათა დაბაზში მარტო, თანაგუნდელების გარეშე იმყოფება. შეგახსენებთ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ევროპულმა საქართველომ" სხდომა პროტესტის ნიშნად ... ...
  • "ნიკა მელიას დაკავების არანაირი საბაბი არ არსებობს" _ სალომე სამადაშვილისერგო რატიანის შემდეგ, პროტესტის ნიშნად ბიუროს სხდომა, სალომე სამადაშვილმა დატოვა. პარლამენტის ბიურო ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების მიზნით, სასამართლოსთვის მიმართვაზე, გენერალური პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მსჯელობს. სამადაშვილის თქმით, არანაირი საბაბი არ არსებობს მელიას დასაკავებლად. ,,მე როცა ვიდექი პარლამენტის თავჯდომარის სკამთან და გავრილოვს არ ვაძლებდი ასვლის უფლებას, ვამბობდი თუ დღეს გავრილოვს აქედან არ გააძევებდნენ, აქ მოვა ქართველი ხალხი და მას გააძევებს-მეთქი, ეს იყო თუ არა ძალადობრივი მოწოდება? ამის გამო აპირებს ვინმე ჩემს დაპატიმრებას? _ რა თქმა უნდა, არა. ასე რომ, ნიკა მელიას დაკავების არანაირი საბაბი არ არსებობს", _ განაცხადა სალომე სამადაშვილმა ... ...
  • "ერთ მხარეს იქნებიან ჯალათები და მეორე მხარეს იქნება მარტო მელია" _ რომან გოცირიძე"ერთ მხარეს იქნებიან ჯალათები და მეორე მხარეს იქნება მარტო მელია" _ ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად დატოვა ბიუროს სხდომა, სადაც მელიასთვის ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების მიზნით, სასამართლოსთვის მიმართვაზე, გენერალური პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მსჯელობს. ბიუროს სხდომა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. ნიკა მელია ამ წუთებში მივიდა პარლამენტის ... ...
  • "გააჩერეთ ეს ქალი, კაცებო, გააჩერეთ ქალი, კაცებო" - კოპალიანი ბოკუჩავაზე გააჩერეთ ეს ქალი, კაცო, კაცებო, კაცებო, გააჩერეთ ქალი, კაცებო... ქალები ქალებს დაემსგავსეთ, კიდე -  მიმართა ქართული ოცნების დეპუტატმა კარლო კოპალიანმა, ნაციონალური მოძრაობის წევრს, თინა  ბოკუჩავას გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე სადაც,  ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნას განიხილავდნენ. კოპალიანი ენმ-ის დეპუტატის თინა ბოკუჩავას გამოსვლამ გააღიზიანა. ... ...
  • "მტერს არ ვუსურვებ ისეთ მდგომარეობაში ყოფნას" _ სერგო რატიანმა ბიუროს სხდომა დატოვასერგო რატიანმა ბიუროს სხდომა, სადაც ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების მიზნით, სასამართლოსთვის მიმართვაზე, გენერალური პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მსჯელობს, პროტესტის ნიშნად დატოვა. "მტერს არ ვუსურვებ ისეთ მდგომარეობაში ყოფნას, რა მდგომარეობაშიც არის ჩემი პარლამენტის უმრავლესობა, _ ეს განცხადება სე. ამ ადამიანებს სურთ გადაფარონ თავისი ხელისუფლების დანაშაული. ის დანაშაული, რომ ერთი დღის განმავლობაში ვერ გადააყენეს საკუთარი პარლამენტის თავმჯდომარე, სურთ გადაფარონ და დაიჭირონ ერთი დეპუტატი, ერთი პარლამენტის წევრი. ეს არის მართლაც ისეთი უსუსურობა, ისეთი საცოდაობა, რომ ეს ჩვენთვის არის ძალიან სანარცხვინო. ეს არის ერთ-ერთი სამარცხვინო წუთი პარლამენტარიზმის ისტორიაში", _ განაცხადა სერგო რატიანმა ჟურნალისტებთან. შეგახსენებთ, რომ15 ხმით, 4-ის წინააღმდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირეს. გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მელიას შესაძლოა, პატიმრობა შეეფარდოს, კენჭი რამდენიმე წუთის წინ საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უყარეს. გამოძიება მელიას ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ძალადობა, მონაწილეობას ედავება. ბრალდება 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ... ...

არქივი

ზაფრანი

კიბოს გამომწვევი სამი პროდუქტი დადგინდა

კიბოს დაავადებათა ფართო ჯგუფს უწოდებენ,...

8 საკვები, რომელიც დიდხანს არ მოგაშიებთ

მაკარონის პასტა- შეიძლება ბევრმა თქვას,...

არაჩვეულებრივი ხილი

არაჩვეულებრივი ხილი - ვაშლი, რომელიც...

საინტერესო ფაქტები ჯანმრთელობის შესახებ

იაპონიის კუნძულ ოკინავაზე 450 -ზე...

როგორ ვუშველოთ ქორწინებას?

თუ გრძნობთ, რომ დაკარგეთ ინტერესი...

ხშირი „შეცდომა“ რომელთა გამეორებაც არ ღირს

დააგემოვნო მატარებელში ჩამოტარებული შაურმა; შეეშვა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...