პეტრე ცისკარიშვილი: "ერთ ჯგუფს პანკისის ტრაგედია ძალიან გაუხარდა"

პოლიტიკა

პეტრე ცისკარიშვილი: "ერთ ჯგუფს პანკისის ტრაგედია ძალიან გაუხარდა"

16 სექ. 2012, 23:21:12
ეს ჯგუფი ამ მოკლული ახალგაზრდა ბიჭების ხარჯზე ცდილობს, რომ რაღაცა პოლიტიკური დივიდენდები მიისაკუთროს. ეს არის მათი მორალური სახე და პრინციპები, თუკი ახალგაზრდა ადამიანების სიკვდილის შედეგად რამდენიმე ათეულ ხმას მოიპოვებენ.

ყველას გული ეტკინა იმით, რაც მოხდა _ ხეობასაც, გამგებელსაც, ერთ მხარესაც, მეორესაც. ერთადერთი, ვისაც ეს გაუხარდა, ეს პოლიტიკოსები არიან _ გამოდიოდნენ და ხელებს იქნევდნენ. მოკლედ, რაც ეს მოხდა, კაი ხასიათზე დადგნენ, ხან დროშებიან მანქანებს ჩაატარებენ, ხან საფლავებზე ადიან. მოკლედ გააქტიურდნენ," _ ამ სიტყვებით დღეს პეტრე ცისკარიშვილმა საკუთარ ამომრჩეველს პანკისში მიმართა.

ცისკარიშვილი დუისში დაახლოებით 5 საათისთვის ჩავიდა. ამ დროისთვის ადგილზე შეკრებილები იყვნენ გამგეობის, საბავშვო ბაღის და სკოლების თანამშრომლები მეზობელი სოფლებიდან. პეტრე ცისკარიშვილმა მმართველი პარტიის საარჩევნო პროგრამის წარდგენის პარალელურად, ლაფანყურში ჩატარებულ სპეცოპერაციაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ თავიდან აიცილა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია.

"მართალია, ჩვენთვისაც დიდი ტრაგედიაა და ჩვენც ვიზიარებთ ხეობის ტრაგედიას, მაგრამ აქ არის მეორე მომენტი _ სახელმწიფოებრივი მიდგომა. ჩვენ ვიდექით ძალიან დიდი საფრთხის წინ _ რუსეთის ჯარი შემოვიდოდა, დაიპყრობდა საქართველოს, განახორციელებდნენ იმ გეგმებს, რაც შემუშავებული ჰქონდათ. ნუ ამას გადაწევდნენ არჩევნების შემდეგ და იმ კოზირს, რაც მათ ამ ჯგუფის საზღვარზე გადასვლის შემდეგ ექნებოდათ, გაათამაშებდნენ, მაშინ როცა ამის სურვილი ექნებოდათ.

რუსეთს სურდა, აქედან გადასული შეიარაღებული ადამიანები მოენათლა, როგორც ტერორისტები, როგორც ბოევიკები. ეთქვათ, რომ საქართველოში არის ტერორიზმის საფრთხე, რომ პანკისი იყო ტერორიზმის ბუდე და სათავე. ვიდეოებზე ჩაეწერათ მათი აღიარებით ჩვენებები, რომ აი იქედან შემოგვიშვესო და ამის მერე, ის ჯოკერი, რაზეც გესაუბრებოდით, მათ უკვე ჯიბეში ედებოდათ. აი, ასეთი იყო საფრთხე, რომლის წინაშეც ვიდექით. ესეთი საფრთხეები წინასწარ უნდა იყოს აცილებული და მოხდეს მათი პრევენცია", _ განაცხადა ცისკარიშვილმა პანკისელებთან შეხვედრაზე.

მისი განცხადებით, ხელისუფლებას შეიარაღებულ ჯგუფთან 8-საათიანი მოლაპარაკება ჰქონდა თუმცა, პროცესი ცუდი შედეგით დასრულდა.

"მიუხედავად იმისა, რომ იყო 8-საათიანი მოლაპარაკება, როდესაც შეიარაღებული ხალხთან გაქვს საქმე, უნდა მოხდეს განეიტრალება. აქ იყო სამი ვარიანტი: ან უნდა მომხდარიყო რუსეთის შემოჭრა, ან უნდა მომხდარიყო მათი განეიტრალება ანუ მათ მიერ იარაღის დაყრა ან კი ის უბედურება, რაც მოხდა, აქედან ერთ-ერთი ცუდი ვარიანტი".

მმართველი პარტიის ახმეტის მაჟორიტარმა კანდიდატმა ვრცლად ისაუბრა რუსეთის პოლიტიკაზე საქართველოში, თქვა, რომ შევარდნაძე რუსეთის ყველა მითითებას ასრულებდა, რომ პატარკაციშვილი რუსეთის გამოგზავნილი კაცი იყო, რომ რუსეთის კაცია ივანიშვილიც და რომ ახლა ხალხის გადასაწყვეტია რას ავირჩევთ _ ბნელ წარსულში დაბრუნებას თუ ევროატლანტიკური კურსის გაგრძელებას.

"მათ არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლის იმედი არ უნდა ჰქონდეთ, რადგან 2,5-3-ჯერ უკან არიან რეიტინგით ჩვენს პარტიასთან შედარებით. მათ რუსეთისგან დახმარება სჭირდებათ _ ფინანსური და ღმერთმა არ ქნას, სამხედრო ძალითაც. ამიტომ მათ საბაბი არ უნდა მივცეთ.

ეს ხალხი წარსულში ექაჩება ქვეყანას, ისევ კორუფციაში დაბრუნება სურთ. აბა კორუმპირებული ენერგეტიკის მინისტრი რომ გეყოლება, საქართველოში წარმოებულ ელექტროენერგიას რომ უცხოეთში გაყიდის, ჩვენ ხომ აღარ გვექნება ელექტროენერგია?

რა სინდისით გააქტიურდნენ და რა ნამუსით ჰგონიათ, რომ მოიგებენ არჩევნებს?" _ რიტორიკულად იკითხა ცისკარიშვილმა, რომელსაც არც "გაზულუქებული" ინტელიგენცია დავიწყებია: "გრეჩიხას მიტინგები რომ იყო, იმ დროიდან მოყოლებული სულ იმას გაიძახიან მომსახიობო-მოინტელიგენტო ელემენტები, ღირსება უნდა დავუბრუნოთ ხალხსო. რა ღირსება უნდა დაუბრუნონ? ეგენი ცხოვრობდნენ თბილისის ცენტრში, მათი შვილი წიგნს არ შლიდა და ისე აბარებდა უმაღლესში, ან 20-30 ათასს გადაუხდიდნენ და 4-5 წელიწადში წიგნის წაუკითხავად იღებდა დიპლომს. ეხლა ეგრე აღარ არის. ეხლა თუ ბავშვი ნიჭიერია, ომალოში იქნება, ალვანში თუ ხოდაშენში, ყველგან შეუძლია სწავლა. ადრე საავადმყოფოებში 2-3 გარემონტებული პალატა იყო და ეს ინტელიგენცია იქ მკურნალობდა პრივილეგირებულ პირობებში, ეხლა ჯანდაცვა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა და ეს არის მათთვის ღირსების ჩამორთმევა?" _ განაცხადა ცისკარიშვილმა პანკისელებთან შეხვედრისას.

კითხვების დასმის საშუალება ქისტებსაც მისცეს, თუმცა ხელისუფლება ლაფანყურის სპეცოპერაციის გამო ხმამაღლა არავის გაუკრიტიკებია. ერთ-ერთმა ადგილობრივმა საკმაოდ ვრცლად ისაუბრა მომხდარზე, მაგრამ როგორც მოგვიანებით განაცხადა, ისაუბრა ქისტურად, რათა ცისკარიშვილს მისი ნათქვამი ვერ გაეგო.

მექა ხანგოშვილის მამამ განაცხადა, რომ შეიარაღებულ ჯგუფში იყვნენ ადამიანები, რომლებმაც მოლაპარაკება ჩაშალეს და სწორედ მათი ბრალია მომხდარი. თუმცა, იქვე დასძინა, რომ კარგი იქნებოდა, თუ ხელისუფლება მოლაპარაკებაში ადგილობრივ უხუცესებს ჩართავდა.




 ახალი ამბები
  • პენიტენციური სისტემის თანამშრომლებს COVID 19-ზე ტესტირება სისტემატურად უტარდებათ (R)ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, 1-დან 5 ივლისის ჩათვლით აღმოსავლეთ საქართველოში სპეციალური პენიტენციური სამსახურის 700 - ზე მეტ თანამშრომელს, დასავლეთ საქართველოში (N3, N2, და N14 პენიტენციური დაწესებულებების) 400, ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს 300 და გარე დაცვის სამსახურის 200-მდე თანამშრომელს კოვიდ 19-ზე ტესტირება ჩაუტარდა. ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია. კოვიდ19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, 30 მაისიდან, ანუ იმ პერიოდიდან, როდესაც ყაზარმულ რეჟიმზე მყოფი თანამშრომლების პირველმა ნაკადმა დატოვა პენიტენციური დაწესებულებები, 2-კვირიანი ინტერვალით სისტემატურად ტარდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების ტესტირება. კერძოდ, პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლები ყაზარმულ რეჟიმში განთავსებამდე გადიან ტესტირებას. ორ კვირაში ერთხელ უტარდება ტესტირება ვირუსზე პენიტენციური სისტემის ყველა იმ თანამშრომელს, რომლის სამუშაო ადგილი არის პენიტენციური დაწესებულება, თუმცა პატიმრებთან უშუალო შეხება არ აქვს (პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია, საზოგადოებრივი მისაღები, სასადილო და ა.შ.). ასევე ორ კვირაში ერთხელ გადიან ტესტირებას ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს და გარე დაცვის სამსახურის თანამშრომლები, ხოლო პენიტენციური სისტემის მედპერსონალი ვირუსზე ტესტებს კვირაში ერთხელ აბარებს. 7 ივლისს COVID 19-ზე ტესტირება ჩაუტარდებათ N15 და N19 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს. ვირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში დღეის მდგომარეობით ვირუსის არც ერთი არც საეჭვო და არც დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა, არც პატიმრებში და არც ... ...
  • ოზურგეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსად თემურ ჭანუყვაძე დაინიშნაჯერ კიდევ გასულ წელს, ოზურგეთის საკრებულოს 30 ნოემბრის  სხდომაზე  გადაწყდა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ცალკე გამოიყოფოდა ზედამხედველობის სამსახური. მას შემდეგ  გამოცხადებული  იყო  ვაკანსია და კონკურსიც ჩატარდა. კონკურსის  ჩატარების  შემდეგ, გარკვეული დროის მანძილზე, აღნიშნული  სამსახურის უფროსის  დანიშვნა  დროში გაიწელა.  როგორც მერიაში ამბობენ, შეფერხების მიზეზი პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები  გახდა. 2020 წლის  1 ივლისიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  ზედამხედვლობის სამსახურის უფროსად დაინიშნა თემურ ჭანუყვაძე.    მანამდე  ის მერის პირველი მოადგილის, ალექსანდრე სურგულაძის მრჩეველი იყო და ჩვეულებრივი წესით მიიღო გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა. _სადაც  ვმუშაობდი, 80-იანი წლებიდან,  ყოველთვის კონკურსში ვღებულობდი მონაწილეობას. აღნიშნულ თანამდებობაზეც კონკურსის წესით მოვხვდი. ვეცდები, მაქსიმალურად კარგად ვიმუშაო.   ძალიან ბევრი და რთული სამუშაო აქვს ამ სამსახურს, _ თქვა თემურ ჭანუყვაძემ „გურია ნიუსთან“ . თემურ ჭანუყვაძემ უმაღლესი განათლება თავის დროზე უკრაინაში მიიღო.   1984 წელს  წარჩინებით  დაამთავრა    ხარკოვის  ინსტიტუტი.  პროფესიით მშენებელი ინჟინერია.  ( საავტომობილო გზების ინჟინერი).   მას აქვს მდიდარი შრომითი ბიოგრაფია. წლების  მანძილზე მუშაობდა სასაქონლო ექსპერტიზის ექსპერტად, შემდეგ უფროს ექსპერტად. ბოლოს  კი იყო რეგიონის სასაქონლო ექსპერტიზის ბიუროს ... ...
  • კორუფციის რისკები საგანგებო მდგომარეობის პერიოდში განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებში„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში (2020 წლის 21 მარტიდან 22 მაისამდე) განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვები შეისწავლა. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, კვლევის მიზანი იყო დაედგინა, „კორონავირუსით” გამოწვეულ ფორსმაჟორულ სიტუაციაში რამდენად მოიმატა კორუფციის რისკებმა და რა მიმართულებებზე დაიხარჯა მნიშვნელოვანი თანხები. “საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სულ 557 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 1,495 ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა. შემდგარი ტენდერების ნახევარზე მეტში მხოლოდ ერთი მიმწოდებელი მონაწილეობდა. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გამოცხადებული ტენდერების რაოდენობა თითქმის განახევრდა, თუმცა შემცირდა კონკურენციაც. ყველაზე მეტი - 460 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 266 ელექტრონული ტენდერი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობის პერიოდში გამარტივებული შესყიდვის გზით 127.2 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 11,316 კონტრაქტი გაფორმდა. აქედან 57 მლნ ლარი გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით, ხოლო 29.2 მლნ ლარი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების საფუძვლით დაიხარჯა. შესყიდვის დაჩქარებისთვის აღნიშნული საფუძვლების გამოყენებას კანონი უშვებს, მაგრამ პრობლემას მათი ხშირად გამოყენება წარმოადგენს. სხვადასხვა წლებში „ქართული ოცნების“ და სალომე ზურაბიშვილის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა საგანგებო მდგომარეობის დროს პირდაპირი შესყიდვის გზით ჯამში 45 მლნ ლარზე მეტი ღირებულების კონტრაქტები მიიღეს, რაც აღნიშნულ პერიოდში პირდაპირი შესყიდვებით დახარჯული თანხის 35%-ია. მათ შორის: შპს „ალფამ“ 2 808 400 აშშ დოლარის კონტრაქტი მიიღო. ამ კომპანიას „ქართულ ოცნებისთვის“ 120 000 ლარი აქვს შეწირული შპს „მზიურმა“ 1 424 400 აშშ დოლარის კონტრაქტი მიიღო. მის დირექტორს შოთა ბასილაშვილს და სამეთვალყურეო საბჭოს წევრ დიმიტრი რამიშვილს „ქართული ოცნებისთვის“ 160 000 ლარი აქვთ შეწირული. პაატა კოკაიას კუთვნილმა 4-მა სასტუმრომ (შპს „ბაკურიანი ინნ“, შპს „რენესანს კონსტრაქშენი“, შპს „სასტუმრო გუდაური ინნ“, შპს „სასტუმრო ივერია ინ“) ჯამში 3.8 მლნ ლარის კონტრაქტები მიიღო. მან „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს 55 000 ლარი შესწირა. შპს „ეი-ბი ემ“-მა 3.1 მლნ ლარის 5 კონტრაქტი მიიღო. კომპანიის დირექტორს ალექსანდრე ხეთერელს „ქართულ ოცნებისთვის“ 60000 ლარი აქვს შეწირული. შპს „Weekend“-მა 1 329 680 აშშ დოლარის კონტრაქტი მიიღო. კომპანიის მფლობელმა ბონდო გოლეთიანმა სალომე ზურაბიშვილს 25 000 ლარი შესწირა. შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობამ“ 252 183 ლარის კონტარქტები მიიღო. კომპანიას და მის მფლობელს ზურაბ ჩხაიძეს „ქართული ოცნებისთვის“ და სალომე ზურაბიშვილისთვის 300 000 ლარი აქვთ შეწირული კვლევაში განხილული 21 კონკრეტული შესყიდვა სახელისუფლებო პარტიის შემომწირველებსა და მოგებულ კონტრაქტებს შორის კავშირზე მიუთითებს. მათ შორის არის 2 ისეთი შესყიდვა, როდესაც კომპანიებს კონტრაქტი თანხის შეწირვიდან რამდენიმე დღეში გაუფორმეს. ეს კომპანიებია შპს „ყვარლის ედემი“ და შპს „კ და ქართული სპირტი“. გამარტივებული შესყიდვის გზით ყველაზე მეტი თანხა დაიხარჯა: ჯანდაცვასთან დაკავშირებულ საქონელსა და მომსახურებაზე- 24.4 მლნ ლარი; სასტუმროების მომსახურების შეძენაზე - 23.6 მლნ ლარი; ტრანსპორტის შეკეთებაზე დ სათადარიგო ნაწილებზე - 17.9 მლნ ლარი. მთავრობის ადმინისტრაცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო (შსს) და შსს-ს დაქვემდებარებული ზოგიერთი უწყება გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტებს არ აქვეყნებენ. აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, პირდაპირი შესყიდვით მეტი თანხა იხარჯება, მაგრამ მათ შესახებ ინფორმაცია გამჭვირვალე არ არის, რაც ართულებს ანალიზს და კორუფციული რისკების კონტროლს”,_ ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ორგანიზაცია კვლევიდან გამომდინარე შემდეგ რეკომენდაციებს გასცემს: “სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხრიდან კიდევ უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ტენდერებში და გამარტივებულ შესყიდვებში გამარჯვებული კომპანიების მფლობელებისგან სახელისუფლებლო პარტიისადმი მაღალი რისკის მქონე შემოწირულობების იდენტიფიცირების საკითხს; სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტების გამოქვეყნების საკითხს. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული შესყიდვების გარდა, „დაფარული კონტრაქტები“ არ უნდა არსებობდეს; სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან გამარტივებულ შესყიდვებზე თანხმობის გაცემა მეტად უნდა გამკაცრდეს; გამარტივებული შესყიდვის გამოყენებისას, შემსყიდველი ვალდებული უნდა იყოს, დაასაბუთოს და გაასაჯაროოს, თუ რის საფუძველზე შეარჩია მიმწოდებელი; საეჭვო გარემოებების შემცველი სახელმწიფო შესყიდვებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული დეპარტამენტი უნდა ... ...
  • ზაფხული 2020: ჟორიკა და ბაღნებიეს ფოტოები ქალაქ ოზურგეთში, ზვანის უბანში არის გადაღებული.  სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებს ასეთი დასათაურება მიცეს: ზაფხული 2020, ოზურგეთი, ზვანი -.ჟორიკა და ბაღნები. ჟორიკა ანუ გიორგი სირაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მცხოვრები ბავშვებისთვის  პოპულარულია. ის ბავშვების საუკეთესო ... ...
  • თიბისის დისტანციურ და ფიზიკურ არხებში სამომხმარებლო სესხის აღება კიდევ უფრო გამარტივდა (R)აქ, ახლა თიბისის სამომხმარებლო სესხის აღება კიდევ უფრო გამარტივდა. მომხმარებელს საშუალება აქვს არჩევანი თავად გააკეთოს და სესხი თიბისის შემდეგი არხების დახმარებით  აიღოს.   დისტანციური არხები: ·      Tbccredit.ge ·       24 საათიანი სატელეფონო ქოლ ცენტრი: 032 2 27 27 27 ·       ინტერნეტ და მობაილბანკი - მათ, ვისაც სესხის ლიმიტი სრულად არ აქვთ ათვისებული და დამატებითი თანხის მიღება სურთ, მოთხოვნას მარტივი განაცხადის შევსებით დააფიქსირებენ.   ასევე, სესხის აღება შესაძლებელია თიბისის ნებისმიერ ფილიალში. სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელს საშუალება აქვს  6 თვიანი საშეღავათო პერიოდით ისარგებლოს. აღნიშნული პირობა არ ვრცელდება მხოლოდ Tbccredit.ge-დან აღებული სესხის შემთხვევაში. სამომხმარებლო სესხის მაქსიმალური ლიმიტი 60 000 ლარია; Tbcrcedt.ge-ზე მინიმალური თანხა -  100, სხვა არხებში კი - 500 ლარია.  სესხის დაფარვის მაქსიმალური ვადა 48 თვეა, თუმცა მისი დაფარვა, მომხმარებლის სურვილიდან გამომდინარე, აღნიშნული პერიოდის გასვლამდე ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. სამომხმარებლო სესხის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება  შესაძლებელია აქ:  https://bit.ly/38yz3w4 ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...