ბათუმში "ნაციონალები" დააჯარიმეს _ დასაჯარიმებელი კი კიდევ ბევრია!

gurianews.com

პოლიტიკა

ბათუმში "ნაციონალები" დააჯარიმეს _ დასაჯარიმებელი კი კიდევ ბევრია!

2012 სექ 18 18:53:44

"ნაციონალური მოძრაობა" ბათუმის საკრებულოს აკრძალვის დარღვევის გამო დააჯარიმეს. საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, სადაც ისტორიული შენობა-ნაგებობებია განთავსებული, საარჩევნო პლაკატების გაკვრა აიკრძალა. მერიამ სპეციალური საარჩევნო სტენდები დაამზადა და მხოლოდ მათზე გაკვრის ნებართვა გასცა.

აკრძალვიდან რამდენიმე დღეში, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მშენებარე ობიექტების ღობეზე გაჩნდა ბათუმის ყოფილი მერის და აჭარის უმაღლესი საბჭოს "ნაციონალების" სიის პირველი ნომრის, რობერტ ჩხაიძის და პარლამენტში "ნაციონალების" ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი ბარამიძის პლაკატები.

ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა "ნაციონალების" ეს ქმედება დარღვევად ჩათვალა და პარტია დააჯარიმა.

ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსის, გელა მახარაძის თქმით, ნაციონალური მოძრაობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 150 მუხლის 1 ნაწილით მიხედვით დაჯარიმდა.

_  "დარღვევის გამო დავაჯარიმეთ "ნაციონალური მოძრაობა". თითოეულ შემთხვევაზე 50 ლარის ოდენობით. ანუ რამდენ ადგილასაც გააკრეს პლაკატი, იმდენჯერ 50 ლარი. ამის შემდეგ გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. სასამართლოს გადაწყვეტილებიდან 10 დღის განმავლობაში თუკი არ მოხდება პლაკატების ჩამოხსნა, ჯარიმა თითოეულ შემთხვევაზე 500 ლარამდე გაიზრდება. საქმეზე სასამართლო იმსჯელებს, რომელიც, როგორც წესი, დაახლოებით, 3 დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს".

იურისტები პარტიების მხრიდან სხვა დარღვევებზეც საუბრობენ. ქალაქის აკრძალულ ზონაში მდებარეობს თითქმის ყველა პარტიის ოფისი. პარტიებმა ოფისის ფანჯრებზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა და საარჩევნო სუბიექტთა პარტიული ნიშნები გამოაკრეს.

_ "მე მაქვს შენობის შიგნიდან გაკრული ეს საარჩევნო პლაკატები. კერძო საკუთრების შიდა ნაწილში, ხომ გესმის", _ ამბობს "ნაციონალი" გელა დეკანაძე, _  "ამით შენობის იერსახე არ მახინჯდება".

"ნაციონალების" მსგავსად, საარჩევნო პლაკატები გამოაკრეს "ქრისტიან-დემოკრატებმა" და "ახალმა მემარჯვენეებმა".

_ "ეს აკრძალულია? თუ აკრძალულია, დღესვე ჩამოვხსნით", _ ამბობს ქრისტიან-დემოკრატი, ნიაზ ზოსიძე.

სხვების მსგავსად, პლაკატების ფანჯარაზე გამოკვრა დარღვევად არ მიაჩნიათ "ახალ მემარჯვენეებს". ჯუმბერ მიქელაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ფანჯარა კერძო ოფისის ნაწილია და პლაკატის გამოკვრის სრული უფლება აქვთ.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა -  საქართველოს" ამ საკითხთან დაკავშირებით ერთი პოზიცია აქვთ. ფანჯარა შენობის ნაწილს წარმოადგენს და აკრძალვის მიხედვით, შენობა-ნაგებობაზე პლაკატის გაკვრა არ შეიძლება. ამისთვის მერიამ სპეციალურად გამოყო სტენდები, სადაც შეიძლება საარჩევნო პლაკატის გაკვრა.

_ "ფანჯარა შენობის ნაწილს წარმოადგენს და არ აქვს მნიშვნელობა, შენობის რომელ ნაწილში მდებარეობს. საკრებულოს მიერ აკრძალულ ზონაში პლაკატის გაკვრა უკვე დარღვევაა. ეს შეიძლება, გულისხმობდეს საკუთრივ შენობასაც და მის ნაწილსაც, ანუ ამ შემთხვევაში ფანჯრებსაც", _ განმარტავს საია-ს იურისტი პარმენ ჯალაღონია.

_ "ფანჯარა, რომ შენობის ნაწილია, ამაზე არავინ დაობს, მაგრამ გასარკვევია, ეს შემთხვევა არის პლაკატის გაკვრა თუ პლაკატის გამოფენა. აქ არის ტერმინებზე საუბარი, ეს უნდა ჩაითვალოს გაკვრად თუ გამოფენად. ვიმსჯელებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას", _ ამბობს მერიის ადმინისტრაციის უფროსი, გელა მახარაძე.

თუკი მერიამ ფაქტი დარღვევად ჩათვალა, "ახალ მემარჯვენეებს", "ქრისტიან-დემოკრატებს" და "ნაციონალურ მოძრაობას" ფინანსური ჯარიმა ელოდებათ.

 




 ახალი ამბები
  • სალომე ზურაბიშვილი - დროა, გადავიდეთ ევროპულ ფორმატზე, რაც გულისხმობს, რომ საარჩევნო პლაკატებისთვის იყოს სპეციალური ადგილები...დროა, გადავიდეთ ევროპულ ფორმატზე, რაც გულისხმობს, რომ საარჩევნო პლაკატებისთვის იყოს სპეციალური ადგილები ან გამოვიყენოთ სარეკლამო ბანერები, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა გიორგი ვაშაძის ბრალდებას, რომ დედაქალაქში მხოლოდ ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატების პლაკატები ირეცხება. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მისი გადაწყვეტილებით, თბილისში არც ერთი მისი საარჩევნო პლაკატი არ არის. როგორც პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა აღნიშნა, ის სარეკლამოდ მხოლოდ ბანერებს იყენებს. „ჩემი გადაწყვეტილებით, ჩემი არც ერთი პლაკატი არ არის თბილისში, ვიყენებ მხოლოდ დიდ ბანერებს. დიდი ხანია ვფიქრობ ამაზე და მომხრე ვარ, რომ ჩვენი ქალაქი ასეთი პლაკატებით არ დავაბინძუროთ. დროა, რომ გადავიდეთ ევროპულ ფორმატზე, რაც გულისხმობს პლაკატებისთვის სპეციალურ ადგილებს ან ბანერების გამოყენებას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი სენაკში ამომრჩევლებს შეხვდა (R) “კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომელიც საქართველოს აღდგენილ დამოუკიდებლობას წარმოადგენს”, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა სენაკში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, სახელმწიფო სიმბოლიკის შეცვლას არ აპირებს. „თუ წინსვლა გვინდა, უნდა ვიცოდეთ ჩვენი ისტორია. ჩემს კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, რომ სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომლითაც გავიზარდე, რომლითაც თქვენ იბრძოდით და, რომელიც წარმოადგენს აღდგენილ დამოუკიდებლობას, რისთვისაც იბრძოდნენ ქართველები. სახელმწიფო სიმბოლიკას არ შევცვლი, ის ერთხელ შეიცვალა. თუ გვსურს ნამდვილ სახელმწიფოს დავემსგავსოთ და გავაძლიეროთ, არ შეიძლება, წამდაუწუმ შეიცვალოს სახელმწიფოს სიმბოლიკა. მე უბრალოდ მსურს, გვერდიგვერდ იდგას ძველი დროშა, დამოუკიდებლობის, წარსულის, მეხსიერების სიმბოლო, სახელმწიფო დროშა, რომელიც აღარ უნდა შეიცვალოს და დარჩეს დღევანდელი სახელმწიფოსა და სამომავლო გაძლიერების, დამოუკიდებლობის დროშად და ევროკავშირის დროშა, როგორც სიმბოლო ჩვენი ერთადერთი გზის, პერსპექტივის, რომელიც ღრმად არის ჩვენს ღირებულებებში, რადგან ნებისმიერი ქართველი ევროპელია. თუ ევროპელს აქვს იგივე ფასეულობები, რაც ქართველებს, სხვათა შორის, ჩვენთან ცოტა უფრო კარგად არის ეს ფასეულობები შენარჩუნებული, ვიდრე ევროპის ზოგ ქვეყანაში”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ... ...
  • “კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს” (R) “კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომელიც საქართველოს აღდგენილ დამოუკიდებლობას წარმოადგენს”, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა სენაკში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, სახელმწიფო სიმბოლიკის შეცვლას არ აპირებს. „თუ წინსვლა გვინდა, უნდა ვიცოდეთ ჩვენი ისტორია. ჩემს კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, რომ სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომლითაც გავიზარდე, რომლითაც თქვენ იბრძოდით და, რომელიც წარმოადგენს აღდგენილ დამოუკიდებლობას, რისთვისაც იბრძოდნენ ქართველები. სახელმწიფო სიმბოლიკას არ შევცვლი, ის ერთხელ შეიცვალა. თუ გვსურს ნამდვილ სახელმწიფოს დავემსგავსოთ და გავაძლიეროთ, არ შეიძლება, წამდაუწუმ შეიცვალოს სახელმწიფოს სიმბოლიკა. მე უბრალოდ მსურს, გვერდიგვერდ იდგას ძველი დროშა, დამოუკიდებლობის, წარსულის, მეხსიერების სიმბოლო, სახელმწიფო დროშა, რომელიც აღარ უნდა შეიცვალოს და დარჩეს დღევანდელი სახელმწიფოსა და სამომავლო გაძლიერების, დამოუკიდებლობის დროშად და ევროკავშირის დროშა, როგორც სიმბოლო ჩვენი ერთადერთი გზის, პერსპექტივის, რომელიც ღრმად არის ჩვენს ღირებულებებში, რადგან ნებისმიერი ქართველი ევროპელია. თუ ევროპელს აქვს იგივე ფასეულობები, რაც ქართველებს, სხვათა შორის, ჩვენთან ცოტა უფრო კარგად არის ეს ფასეულობები შენარჩუნებული, ვიდრე ევროპის ზოგ ქვეყანაში”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ... ...
  • ხულოში ხანძარს 2 ადამიანი ემსხვერპლახულოში სოფელ ჭახაურში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილია 18 წლის გოგონა და 72 წლის მამაკაცი. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მეხანძრე - მაშველები ამ წუთებში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს აწარმოებენ. ადგილზე მუშაობს 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-4 ნაწილით აღძრა, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას,  ჩადენილს ცეცხლის წაკიდებით, რამაც გაუფრთხილებლობით ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ... ...
  • 28 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში (R)ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ადგილობრივ სადამკვირვებლო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე მედია წარმომადგენლებს 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში წარუდგინა. ანგარიში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ პირველი აგვისტოდან პირველ ოქტომბრამდე  განხორციელებულ საქმიანობას ასახავს.  თამარ ჟვანიამ პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის გაწეული საქმიანობა გააცნო. 2018 წელს ცესკომ გაზარდა ონლაინ რეგისტრაციების პროგრამის შესაძლებლობები და გარდა პარტიების წარმომადგენლებისა და საარჩევნო კომისიებში წევრების დანიშვნისა, პირველად, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ დამკვირვებელ ორგანიზაციებს მისცა ალტერნატიული, გამარტივებული შესაძლებლობა, დამკვირვებლები დანიშნონ ონლაინ, ელექტრონული პროგრამის მეშვეობით. ცესკოს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიის, საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების, საარჩევნო პროცესის ორგანიზების, საარჩევნო და სამოქალაქო საგანმანათლებლო პროგრამების, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს, საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.  „ჩვენი საქმიანობა შეეხება ყველა იმ სასწავლო და სატრენინგო პროგრამას, საორგანიზაციო საკითხს, რომელიც უკავშირდება პრეზიდენტის არჩევნების ჩატარებას საქართველოში. ანგარიში მოიცავს ყველა იმ სატრენინგო პროგრამას რომელიც განახლებული მეთოდოლოგიით ემსახურება სწორედ საარჩევნო ადმინისტრაციის კვალიფიკაციის ამაღლებას, ასევე ჩართული მხარეების მომზადებას. წელს განსაკუთრებული აქცენტი იყო ახალგაზრდა ამომრჩეველზე და მათ აქტიურობაზე. ამავდროულად ანგარიშში ასახულია შშმ პირებისთვის მიწოდებული სერვისები, ასევე ეთნიკური უმცირესობების და სხვა ჩართული მხარეებისთვის, თითოეული ამომრჩევლისთვის მიწოდებული ყველა ის ინფორმაცია და სერვისი, რომელიც მათ თავისუფალ გარემოში არჩევნებში მონაწილეობის მიღებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას. (R)   ... ...

არქივი

ზაფრანი

„უიღბლო“ ამერიკელი

კონექტიკუტის შტატში მცხოვრებმა ჩარლზ დადლიმ...

ახლო მეგობარი მოდელები

რატომღაც მივეჩვიეთ, რომ სამოდელო ბიზნესში...

რა დაგიცავთ ავი თვალისგან

ვერძმა სამოსში აუცილებლად უნდა შეიტანოს...

რატომ ტირიან მამაკაცები საკუთარ ქორწილში

მამაკაცები ხშირად მალავენ გრძნობებს, ალბათ...

დილით დასვენებულმა რომ გაიღვიძოთ…

ორგანიზმი ძილის დროს ახალგაზრდავდება, დუნდება...

ადამიანის იღბალი და მობილური ტელეფონის ნომერი

რიცხვების მაგია უძველესი დროიდან იღებს...
კარმიდამო ჩემი

ლობიოს რაგუ ბასკურად

ესპანური სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო...

გავამრავლოთ ქოთნის ყვავილები

შემოდგომის დასაწყისი, ოქტომბრის ბოლომდე, ქოთნის...

ბულგარული წიწაკის საწებელი ნედლი მწავანილეულით

მრავალგვარ საწებელს შორის, ჩვენს მიერ...

როგორ მოვამზადოთ წათხი

ყველის წათხის მოსამზადებლად საჭიროა: ერთი...

დანდური _ მხალეული, მწნილი, სამკურნალო მცენარე

ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე დანდური საქართველოში...

ბოსტნეულის შენახვის რა მეთოდს იყენებდნენ წინაპრები

შემოდგომის დასაწყისიდან ყველა დიასახლისი ამზადებს...

როგორ დავიცვათ სიმინდი ფაროსანასგან

აზიური მავნებლის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის...

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნებზე?