კომპრომატების ომის მორიგი სერია

პოლიტიკა

კომპრომატების ომის მორიგი სერია

2012 სექ 27 18:12:56

სურმავამ კოალიციის ლიდერების საუბრის აუდიო ჩანაწერები იუთუბზე საკუთარ მიმართვასთან ერთად გაავრცელა. ერთ-ერთ ჩანაწერში, "ქართული ოცნების" ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატი, ეკა ბესელია კოალიციის წევრს, ზაქარია ქუცნაშვილის „იდიოტს“ და „ხისთავიანს“ უწოდებს. (იხილეთ ვიდეო)

_ „მაგარია, ებრაელის ტვინი აქვს სუფთა. ეს იყო პირველი ადამიანი, რომელსაც ბიძინა შეხვდა, რვაში ღამე და მეორე _ მე. ეს იყო ქრონოლოგია. პირველი იყო ხუხაშვილი. მე, ცისკარიშვილი, სესიაშვილი და ხუხაშვილი ვაპირებდით ახალი დასის გაკეთებას, ვიდრე ბიძინა განცხადებას გააკეთებდა და კიდევ 2 მძიმე წონის ადამიანს ველაპარაკებოდით. გააკეთა უცბად განცხადება და მერე მე მითხრა, არ გააკეთო ცალკე, ჩემთან ერთად გააკეთეო. მე მოვიყვანე სესიაშვილი, მერე იდიოტი ზაქრო ქუცნაშვილი, სუფთა იდიოტი. რას მოიგებს ეს ხისთავიანი, ნაძირალა ბიჭია, ვერ იტანს ბიძინა მაგას. ეშმაკიაო, ასე ამბობს“, _ ამბობს ჩანაწერებში ბესელია.

მორიგი ჩანაწერის მიხედვით, გუბაზ სანიკიძე ბერა და ბიძინა ივანიშვილებზე საუბრობს. სანიკიძე აღნიშნავს, რომ ივანიშვილის შვილების ალბინოსობა სისხლის აღრევით არის გამოწვეული. (იხილეთ ვიდეო)

_ "შარტავა იძახის ეგ არის სისხლის აღრევის შედეგიო, ზოოპარკში გინახავს თეთრი ვეფხვები და ლომები რომ იბადებიან? სულ ალბინოსები იბადებიან, იმიტომ რომ და-ძმას შორის არის”, _ ისმის ჩანაწერში.

კიდევ ერთ ჩანაწერში „ქართული ოცნების“ წევრი, ირაკლი ღარიბაშვილი თინა ხიდაშელის შესახებ საუბრობს და მას უცენზურო სიტყვებით იხსენიებს. ღარიბაშვილი ხიდაშელს ინტრიგანს უწოდებს და ამბობს, რომ „მაგის აქ მოთრევა, შეცდომა იყო“. (იხილეთ ვიდეო)

გავრცელებულ ჩანაწერებს შორისაა ირაკლი ალასანიას საუბარიც, რომლის წარწერის თანახმად, ალასანია ივანიშვილს შეურაცხყოფას აყენებს, თუმცა ჩანაწერში არ ისმის კონკრეტულად ვისზე საუბრობს ალასანია. (იხილეთ ვიდეო)

"ქართულ ოცნებაში" ამ ჩანაწერებს უკვე უწოდეს ფაბრიკაცია და აღნიშნეს, რომ ეს ხელისუფლების დადგმული სპექტაკლია. კოალიციაში 2007 წლის მოვლენებსაც იხსენებენ, როდესაც ხელისუფლებამ ოპოზიციის წინააღმდეგ სატელეფონო საუბრები გამოაქვეყნა და უფრო მეტიც, მათ რუსეთთან კავშირში დადეს ბრალი.

_ თუმცა, როგორც ჩანს, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, რუსეთის თემა აქტუალური არ არის. თუ გახსოვთ, არც ადრინდელ ჩანაწერებს ჰქონია დიდი გამოხმაურება. უფრო მეტიც, ერთ დროს რუსეთის აგენტად მოხსენიებული კონსტანტინე გამსახურდია, მოგვიანებით, ელჩად გაუშვეს. სასაცილოა ეს ყველაფერი. კარგად დააკვირდით ხმებს და ადვილად გამოიტანთ დასკვნას, რომ ეს აგონიაში მყოფი ხელისუფლების არაპროფესიონალური ნამუშევარია. თანაც სად გინახავთ, რომ სატელეფონო საუბრებს იწერდე და მხოლოდ ერთი მხარის ხმა ისმოდეს, _ გვითხრეს კოალიციაში.




 ახალი ამბები
  • დეპუტატი თინა ბოკუჩავა ზუგდიდის #9 საარჩევნო უბნიდან ძალის გამოყენებით გაიყვანესრამდენიმე წუთის წინ ინცოდენტი მოხდა ზუგდიდის მეცხრე საარჩევნო უბანზე. დეპუტატი თინა ბოკუჩავა საარჩევნო უბნიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. როგორც კომისიის წევრებმა განმარტეს, ამის მიზეზი ბოკუჩავას პირადობის მოწმობის არ ქონა გახდა. ბოკუჩავა ამბობს, რომ მას აქვს პარლამენტარის საშვი, რომელ #9 საარჩევნო უბნის თავმჯდომარის, ირინე კარტოზიას თქმით, ბოკუჩავას ზედამხედველობის უფლება მხოლოდ საოლქო საარჩევნო კომისიაში აქვს და არა ... ...
  • გიორგი ვაშაძე: დამაჯერებელი უპირატესობა გვაქვს ზუგდიდშიძალიან კარგ ხასიათზე ვართ, რადგან ზუგდიდში დამაჯერებელი უპირატესობა გვაქვს _ განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა, გიორგი ვაშაძემ რამდენიმე წუთის წინ განართულ ბრიფინგზე. ვაშაძის თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია რამდენიმე რაიონში მეორე ტურს ელოდება. „საარჩევნო უბნები დაიხურა, ძალიან კარგ ხასიათზე ვართ, რადგან კარგი შედეგები გვაქვს. ჩვენი მონაცემებით, დამაჯერებელი უპირატესობა გვაქვს ზუგდიდში. ასევე, რამდენიმე რაიონში მეორე ტურს ველოდებით“, – განაცხადა ... ...
  • ოზურგეთში, შუალედურ არჩევნებში ამომრჩეველთა 45.5%_მა მიიღო მონაწილეობაოზურგეთის საოლქო კომისიის თავმჯდომარის ზვიად თენიეშვილის ინფორმაციით, ოზურგეთის 60/01/03 ოლქში საკუთარი არჩევანი 2013 ამომრჩეველმა გააკეთა, რაც ამომრჩევლის 45.5 პროცენტია. ამ ოლქში სულ 5089 ამომრჩეველია რეგისტრირებული. თენიეშვილის თქმით, არჩევნებჯს პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა: _ პროცესი მშვიდად ჩატარდა. რაც შეეხება აქტივობას, საშუალო მაჩვენებელია, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას თენიეშვილმა. ამ დროისთვის ოზურგეთში ყველა უბანი დაკეტილია და ხმის დათვლის პროცედურა ... ...
  • ზუგდიდში საარჩევნო უბნების კურთხევა დაიწყესამ წუთებში, ზუგდიდში, სასულიერო პირები საარჩევნო უბნებში დადიან _ ისინი იქ ხატებით შედიან და უბნებს აკურთხებენ როგორც გავარკვიეთ, საარჩევნო უბნების კურთხევის ინიციატორი ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის მოძღვარი დეკანოზი ფრიდონია (ასათიანი). მამაომ უკვე აკურთხა რამდენიმე უბანი და როგორც მან მედიასთან განაცხადა, ხალხის კურთხევა მისი ვალია. აღსანიშნავია, რომ მამაოს უბანზე შესვლა კანონდარღვევაა, რადგან ის არაუფლებამოსილი პირია, თუმცა, მას არც ერთ საარჩევნო უბანზე პრობლემა არ შექმნია. უნდა ითქვას ისიც, რომ დამკვირვებლები, რომლებმაც ეს ფაქტი გააპროტესტეს, უბნებიდან გამოაძევეს კომისიის მუშაობაში ხელისშეშლის მოტივით. ფოტო: ... ...
  • ძიძიგური: "ვფიქრობ, ზუგდიდი არ გააკეთებს არჩევანს დესტაბილიზაციის სასარგებლოდ""ზუგდიდში არჩევნები ხასიათდება ძალიან მაღალი აქტივობით, იმის მიუხედავად, რომ ცალკეულ უბნებთან გარკვეულ პროვოკაციებს ჰქონდა ადგილი. ზუგდიდელი ამომრჩეველი ხმას აძლევდა თავისუფალ მშვიდ გარემოში და მათ შეძლეს საკუთარი არჩევნის გაკეთება ყოველგვარი ზეწოლის გარეშე. ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორი", _ განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე პარლამენტის ვიცესპიკერმა ზვიად ძიძიგურმა. მისივე თქმით, “ის პროვოკაციები, რაც ხდება ზუგდიდში, არის ძალიან ნათელი მესიჯი ზუგდიდელი ამომრჩევლისთვის თუ, რატომ არ უნდა მისცეს ხმა იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს, რომელსაც მხოლოდ დესტაბილიზაცია, „ქალაქის ადუღება“,  „შეტევა“ აინტერესებს და არავითარ შემთხვევაში ზუგდიდის ინტერესები მისთვის არ არის წინა პლანზე წამოწეული. შინაგან საქმეთა სამინისტრო მყისიერად რეაგირებს ყველა დარღვევაზე და ვფიქრობ, რომ ვისაც შეტევების, ადუღების და არეულობის დაწყების სურვილები აქვს, ყველამ უნდა იცოდეს, რომ კანონის წინაშე მათ მოუწევთ მკაცრად პასუხისგება. ჩვენი კანდიდატი არის ღირსეული და ზუგდიდისთვის მისაღები, ზუგდიდში დაბადებული, გაზრდილი, კვალიფიციური ადამიანი და ყველა იცნობს. იმ დაპირებებს, რომელიც მან გასცა, პირუთვნელად შეასრულებს. არჩევნების დასრულებამდე ორ საათზე მეტი დარჩა დამე მინდა მოვუწოდო ზუგდიდელ ამომრჩეველს, ვინც არ მისულა, მოვიდნენ და მხარი დაუჭირონ ზუგდიდში მერობის ჩვენს კანდიდატს, გეგა შენგელიას. ვფიქრობ, რომ ზუგდიდი სწორედ ასეთ არჩევანს გააკეთებს, კეთილდღეობის სასარგებლოდ და არა დესტაბილიზაციის, არეულობისა და ადუღების სასარგებლოდ“, _ განაცხადა ძიძიგურმა.   ... ...

არქივი

ზაფრანი

ჩვენი ბებიების სასარგებლო რჩევები

ჩვენი ბებიებიც ხომ ქალები იყვნენ?!...

სალათის ფურცლების სასარგებლო თვისებები

ადამიანის ორგანიზმს სრულყოფილი განვითარებისა და...

ყავა ორგანიზმს დიაბეტისგან იცავს

ბევრი ჩვენგანი გაუცნობიერებლად, დილას ფინჯანი...

უთოს ისტორიიდან

იცით, ვის ჰქონდა პირველი უთო?!...

რაზე ოცნებობენ ჰოლივუდელები

კეიტ ჰადსონს დედამ ასწავლა, რომ...

ოჯახური სიმყარის ფორმულა

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...