"გურია ნიუსის" მიერ აღმოჩენილი დარღვევების შედეგი

პოლიტიკა

"გურია ნიუსის" მიერ აღმოჩენილი დარღვევების შედეგი

2012 სექ 30 14:02:05

შუაფარცხმის საარჩევნო უბანზე გავარკვიეთ, რომ განცხადებები, რომელთა თანახმადაც, კონკრეტული პირები გადასატან ყუთს ითხოვდნენ ხმის მისაცემად, ერთი ხელით იყო დაწერილი. შეტანილ საჩივარზე საოლქომ იმსჯელა და მდივანს შენიშვნა გამოუცხადა. შენიშვნით შემოიფარგლა ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისია ხიდისთავის საარჩევნო უბნის მდივნის მისამართითაც _ მდივანს ჟურნალში სატელეფონო შეტყობინებები არ ჰქონდა გატარებული და აპირებდა, რომ მოგვიანებით ჩაესწორებინა. ზოტის საარჩევნო უბანი, 28 სექტემბერს, იმ დღეს, როცა ხიდისათვის და შუაფარცხმის დარღვევები აღმოვაჩინეთ, 6-ის ნახევარზე დაკეტილი დაგვხვდა. კომისიის არც ერთი წევრი უბანზე არ იმყოფებოდა. კომისიის თავმჯდომარე რევაზ ირემაძე უბანზე ნახევარი საათის  დაგვიანებით, მას შემდეგ მოვიდა, რაც სამჯერ დავურეკეთ. ირემაძის თქმით, იგი სადილად იყო გასული. კითხვაზე, სად იმყოფებოდნენ ამ დროს კომისიის დანარჩენი წევრები, პასუხი ვერ გაგვცა. აღსანიშნავია, რომ კომისიისთვის განკუთვნილ ოთახში ირემაძემ ფაილი შემოიტანა, რომელსაც საგულდაგულოდ გვიმალავდა და ამბობდა, რომ პირადად მას ეკუთვნოდა, თუმცა, ბოლოს გაირკვა, რომ ჯიბეში ჩადებულ ფაილში, კომისიის თავმჯდომარის სახელზე შემოტანილი განცხადებები იყო, რომლის თანახმადაც კონკრეტული პირები გადასატანი ყუთის საშუალებით ითხოვდნენ ხმის მიცემას. განცხადებების უმრავლესობა ერთი ხელით იყო დაწერილი. ერთ განცხადებაზე კი განმცხადებლის გვარი და ხელმოწერა სხვადასხვაა. კომისიის თავმჯდომარეს ამაზეც აქვს პასუხი. ირემაძე ამბობს, რომ განმცხადებელმა... საკუთარი გვარი არ იცის! აღსანიშნავია ისიც, რომ წიგნში 53 განცხადებაა გატარებული, თუმცა, ირემაძესთან 52 განცხადება აღმოჩნდა. როგორც მან გვითხრა, ერთი განცხადება სადღაც გადააგდო, რადგან განმცხადებელი... გარდაიცვალა! აღსანიშნავია ისიც, რომ საოლქოში ირემაძის მიერ შეტანილ განცხადებაში, არაფერი იყო ნათქვამი დამატებით შემოტანილ განცხადებების ავტორებზე. ირემაძეს მხოლოდ განცხადებების რიცხვი _ 19 აქვს მითითებული. კითხვაზე, რატომ არ არის განმცხადებლების ვინაობა მითითებული, გვპასუხობს, სია გვერდის მეორე მხარეს წერია, თუმცა, გვერდის მეორე მხარე ცარიელი აღმოჩნდა. უნდა ითქვას ისიც, რომ ეს ის განცხადებებია, რომლის დამალვას საგულდაგულოდ ცდილობდა რევაზ ირემაძე. ამ შემთხვევაშიც საოლქომ გადაწყვიტა რომ ზოტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და მდივანს, რომლის ვალდებულება ჟურნალის დახურვაა 6 საათზე, შენიშვნა გამოცხადებოდათ. აღსანიშნავია, რომ ყველა დამრღვევი, საოლქოს მიერ არჩეული პირები არიან, თუმცა, ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თემურ კუტუბიძე პასუხისმგებლობას არ გრძნობს და ვერც კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ზომების მიღების საჭიროებას ხედავს, რომელიც დამრღვევების მიმართ ხელფასის დაკავებას ითვალისწინებს.




 ახალი ამბები
  • სიცოცხლე გრძელდება! _ ჩოხატაურში დოლიძეების ოჯახს მეორე შვილი შეეძინა„სიცოცხლე გრძელდება! დღეს გურიას და საქართველოს კიდევ ერთი სიცოცხლე შეემატა, მედალფას ჩოხატაურის კლინიკის სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში დოლიძეების ოჯახს მეორე შვილი შეეძინა. ღმერთმა გაამრავლოს საქართველო და ამ რთულ მდგომარეობაში მრავალი სიხარული და ბედნიერი დღეები შემატებოდეს!”,_ აღნიშნულ ინფორმაციას შპს „მედალფას“ ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრი ... ...
  • "არ ისურვა ვინაობის გამხელა" - მსოფლიო ჩემპიონი ზუგდიდში ათ ოჯახს დაეხმარა(ფოტოები) "არ ისურვა ვინაობის გამხელა" - ერთ-ერთი მსოფლიო ჩემპიონი ზუგდიდში ათ ოჯახს დაეხმარა, _ ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში "წმინდა გაბრიელის საქველმოქმედო ფონდის" ხელმძღვანელი, სალომე ფაცაცია ... ...
  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი გახარიას მადლობას უხდისჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს გებრეიესუსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ჯანდაცვის მსოფლიო დღეს გაკეთებული გზავნილისთვის მადლობა გადაუხადა. განცხადება „ტვიტერზე“ ტედროს გებრეიესუსის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. „მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, ქართველი ხალხისადმი და განსაკუთრებით ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის გაკეთებული შესანიშნავი გზავნილისთვის, რომლითაც ის ჯანდაცვის მსოფლიო დღეს გამოვიდა. ჩვენ ერთად ვიბრძვით „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ“, – ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს განცხადებით გამოეხმაურა, სადაც მან გლობალურ პანდემიაზე გაამახვილა ყურადღება. „ერთიანი ძალისხმევით, ქართველი ექიმების თავდაუზოგავი შრომით და პროფესიონალიზმით, ჩვენ ამ გამოწვევასაც დავძლევთ, გავიმარჯვებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ჩვენ კი გავუფრთხილდეთ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ჩვენს მშობლებს, ოჯახსა და ახლობლებს. გავუფრთხილდეთ ჩვენს გმირ ექიმებს, რომლებიც დღეს თავდაუზოგავად იბრძვიან ჩვენი ჯანმრთელობისთვის“, – აღნიშნულია გიორგი გახარიას 7 აპრილის ... ...
  • დაკეტილი მაღაზიები და ქუჩები ადამიანების გარეშე _ ჩოხატაური 9-ის შემდეგ (ფოტორეპორტაჟი)დღეს კომენდანტის საათის გამოცხადებიდან მერვე დღეა. "გურია ნიუსი" გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს _ "ჩოხატაური 9-ის ... ...
  • ხელფასის 1/3 StopCoV ფონდში _ საკრებულოს მაღალჩინოსანთა გადაწყვეტილება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე, მოადგილე ვლადიმერ ნანაძე, ფრაქცია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” , საკრებულოს კომისიის და ფრაქციის თავმჯდომარეები, მომდევნო სამი თვის ხელფასის მესამედს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ. „ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, შევუერთდეთ მმართველი გუნდის სოლიდარობის ინიციატივას და ჩვენი წვლილი შევიტანოთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ესაა ვირუსი, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას, ამიტომ ახლა ისე როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ჩვენი ერთიანობა და თანადგომა, რაც ყველას ერთად მოგვცემს შესაძლებლობას დავამარცხოთ პანდემია და გავუმკლავდეთ მის შედეგებს. ასევე საკრებულოს თითოეული წევრი აპარატის თანამშრომლებთან ერთად, პირადი სახსრებით ოჯახებს, რომლებიც განსაკუთრებით საჭიროებენ დახმარებას, საკვები პროდუქტებით მოამარაგებენ“,- ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...