"ეს შედეგი, შეიძლება, შეფასდეს, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" სრული ფიასკო"


პოლიტიკა

"ეს შედეგი, შეიძლება, შეფასდეს, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" სრული ფიასკო"

16 ოქტ. 2012, 07:14:49
არჩევნებთან დაკავშირებით, თავის მოსაზრებას გვიზიარებს კოალიცია "ქართული ოცნების" ოზურგეთის შტაბის საარჩევნო ადმინისტრაციის სამსახურის ხელმძღვანელი, ტიფო მიქატაძე.

_ ბატონო ტიფო, რას გამოყოფდით ოზურგეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებიდან?

_ გამოვყოფდი რამდენიმე საინტერესო მომენტს, პირველი _ ამომრჩეველთა უპრეცედენტო მაღალ აქტივობას. ჩვენი წინასწარი მოლოდინი, რომ რაც მეტი ამომრჩეველი მოვიდოდა არჩევნებზე, ეს მეტ ოპოზიციურ ხმებს მოიტანდა, გამართლდა. ბიძინა ივანიშვილმა და კოალიციამ შეძლეს, საზოგადოების აქამდე არააქტიურ ნაწილში იმედის გაჩენა და მათი სახლებიდან გამოყვანა, რამაც მნიშვნელოვნად გადაწყვიტა არჩევნების ბედი. უბნებში შეხვდებოდით ადამიანებს, რომლებიც წლებია, ოზურგეთს არ სტუმრებიან და სპეციალურად ხმის მისაცემად იყვნენ ჩამოსულები _ ეს იყო თავისუფლების, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის და იმედის ნამდვილი ზეიმი. ასეთ დღეებს ისტორია არ ივიწყებს. მეორე _ წინასაარჩევნო პერიოდში ყველას კარგად გვახსოვს ხელისუფლების მხრიდან, ამომრჩევლისა და "ქართული ოცნების" აქტივისტების მიმართ ძალადობის, "ნაცმოძრაობისა" და მათი კანდიდატების მიერ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფაქტები, მათი მხრიდან ხმის საყიდლად დახარჯული ათეულობით ათასი ლარის "ქეში" ფული, პრეზიდენტის გახშირებული სააგიტაციო ვიზიტები გურიაში, "ანტენებთან" ბრძოლის კამპანია და სხვა უამრავი რამ (ნაწილობრივ, გაუგონარიც და გაუგებარიც), რამაც აშკარად არაკონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემო ჩამოაყალიბა. მიუხედავად ამისა, "ქართულმა ოცნებამ", ოფიციალური მონაცემებით, გურიაში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. თუ გავითვალისწინებთ ზემოთქმულ ბრძოლის არათანაბარ პირობებს, ეს შედეგი, შეიძლება, შევაფასოთ, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" სრული ფიასკო. გურიამ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს. ეს არ არის ერთი პარტიის, თუნდაც სახელისუფლო პარტიის უბრალო, ჩვეულებრივი დამარცხება _ ეს არის უარის თქმა და განაჩენის გამოტანა მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის პოლიტიკისა და მმართველობის წესისთვის.

გურიამ "ნაცმოძრაობის" სახით მოიცილა სახადი, რითაც აჩვენა თავისი სამოქალაქო სიჯანსაღე. თავისუფლების, ღირსებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ტესტმა დაადასტურა ჩვენი საზოგადოების სამოქალაქო სიმწიფე. ამიტომ მე ბედნიერი ვარ, უპირველესად, როგორც მოქალაქე, შემდეგ როგორც ჩემი კუთხის შვილი და ოზურგეთელი. ოზურგეთი მართლაც ცალკე აღნიშვნის ღირსია _ სააკაშვილთან ერთად, მან უარი უთხრა არსებული ხელისუფლების ერთ-ერთ ყველაზე ტიპიურ სახესა და ფავორიტს, რამაზ ნიკოლაიშვილს, გურიის ყოფილ გუბერნატორსა და ბოლო დრომდე მხარის არაფორმალურ მმართველს. გურიაში მოღვაწეობის პერიოდში რამაზ ნიკოლაიშვილმა და მისმა გუნდმა წარმოაჩინეს სააკაშვილისეული მმართველობითი ტიპის ყველა ნეგატიური ნიშან-თვისება და ოზურგეთის საზოგადოებიდან საპასუხო დარტყმაც მიიღეს. გახსოვთ, ნიკოლაიშვილი როგორ ხშირად აპელირებდა თავის გურულობაზე, მას რამდენიმე ფურცელიც რომ წაეკითხა გურულებსა და მათ ხასიათებზე, ასეთ მძიმე დღეში არ აღმოჩნდებოდა.

აქედან გამომდინარე, გურიაში სააკაშვილ-ნიკოლაიშვილის გუნდის ფორმალური ხელმძღვანელი, მხარის გუბერნატორი, ვალერი ჩიტაიშვილი უნდა გადადგეს.

ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა, თქვენი გაზეთის მეშვეობით მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილსა და "ქართულ ოცნებას".

_ მიუხედავად, თქვენი თქმით, დამაჯერებელი გამარჯვებისა, ფაქტია, რომ რამდენიმე სოფელი ასევე დამაჯერებლად წააგეთ...

_ ზუსტად ამის შესახებაც ვაპირებდი, მეთქვა. საერთო გამარჯვების სურათის ფონზე კვლავ და კვლავ არასასურველ ლაქებად რჩება ლაითური, ნასაკირალისა და ნარუჯის უბნები. მაშინ, როცა ამ სოფლების ირგვლივ, თითქმის ყველგან, ოპოზიცია დამაჯერებლად იგებს საარჩევნო ბრძოლას, ამ უბნებში ხელისუფლება ახერხებს მაქსიმალური ხმების მიღებას. ასეთი ტრადიციული, მრავალწლიანი "საარჩევნო განსხვავებულობა" აშიშვლებს აქ არსებულ ღრმა პრობლემას, განსხავავებულობას, თავად ამ თემების საზოგადოებებსა და ოზურგეთის დანარჩენ საზოგადოებას, მათ ფასეულობათა სისტემებს შორის, რასაც გარკვეული ობიექტური და სუბიექტური საფუძვლები და წინაპირობები გააჩნია. აქამდე ყველა ხელისუფლება ამ თემებს უცქერდა, როგორც თავისი ძალაუფლების განმტკიცებისთვის არსებულ საარჩევნო ყუთს, ნაკლებად თუ უზრუნია ვინმეს მათი სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით. ეს ძალზე ფაქიზი და მნიშვნელოვანი თემაა და იგი მომავალი ხელისუფლების ფიქრის საგანი უნდა გახდეს.

_ ვფიქრობ, სოფლებში გამოჩნდნენ ადამიანები და გუნდები, რომლებიც აქამდე ნაკლებად ინტერესდებოდნენ პოლიტიკით, მაგრამ საპარლამენტო არჩევნებისას უზრუნველყვეს "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის წარმატებით ჩატარება და გამარჯვება...

_ ეს ფაქტები გავლილი საპარლამენტო არჩევნების კიდევ ერთი დამახასიათებელი მომენტია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ გავთავისუფლდით "შევარდნაძის ნარჩენებისაგან", ანუ ამით შევარდნაძის მემკვიდრეობა დასრულდა. გაჯანსაღების სიმპტომი გამოვლინდა თითოეულ უბანში _ ქალაქსა თუ სოფელში საზოგადოებამ თავისი არჩევნით უარი უთხრა, როგორც ზოგადად ქვეყნის მართვის ასეთ ფენომენს, ასევე კონკრეტულად ამ ნიშნის მატარებელ ადგილობრივი სახელისუფლო ნომენკლატურის წარმომადგენლებს.

ოზურგეთში ბევრია ასეთი სოფელი, რომელსაც წლების განმავლობაში ერთი და იგივე პიროვნება და გუნდი მართავს. ისინი ძალზე მობილურები აღმოჩნდნენ ბოლო ოცწლეულში ხელისუფლების ცვლილებების მიმართ. მათთან ასოცირდება კონკრეტულ სოფელში თუ უბანში უკანონობა, ძალადობა, არჩევნების გაყალბება და კორუფცია. მათ შორის, ალბათ, ყველაზე სტაჟიანია ავთო მექვაბიშვილი, რომელიც ჯერ კიდევ კომუნისტების დროს სოფელ ჯუმათის პარტკომად მუშაობდა, ბოლო დრომდე კი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი იყო და ლიბერალური დემოკრატიის დროშას აფრიალებდა. "მოქალაქეთა კავშირის" ძველი გვარდიიდან დღემდე "ივარგეს": ვალია გირკელიძემ _ ბოხვაურიდან, თამაზ სალუქვაძემ _ ლიხაურიდან, თემურ მოქიამ _ ვაკიჯვრიდან, ლენა ქადეიშვილმა _ მელექედურიდან, ვალოდია ბერიძემ _ ნარუჯიდან და ა.შ.

ზოგადად, ასეთი ლიდერების არსებობა სოფელსა თუ ქალაქში, რომელთაც შესწევთ უნარი, გადაწყვიტონ სოფლის პრობლემები, დარაზმონ და აიყოლიონ ადგილობრივი საზოგადოება, ეს ამ თემებისთვის ნამდვილი სიკეთეა, მაგრამ როცა ამ ადამიანებს უჩნდებათ იმის განცდა, რომ თავად იყვნენ სოფლის ერთადერთი ბატონ-პატრონები და სხვას, მათ, ვისაც საქმის კეთების არანაკლები სურვილი და უნარი გააჩნიათ, ებრძვიან სახელისუფლო ბერკეტებისა და რესურსების გამოყენებით, ეს უკვე ნეგატიურად და შემაფერხებლად მოქმედებს თემების განვითარებაზე და იქ სიჯანსაღეს კლავს. ახალმა პოლიტიკურმა ძალამ უნდა შექმნას ადგილობრივი თვითმმრთველობის ისეთი მოდელი, რომელიც განაპირობებს თავისუფალ არჩევითობას, ახალი, თანამედროვედ მოაზროვნე, საზოგადოების განვითარებისა და საჭიროებების ადეკვატური ლიდერების წარმოშობასა და მათ შორის ჯანსაღ კონკურენციას.

და ბოლოს, არ შეიძლება, არ აღინიშნოს "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატის, ზვიად კვაჭანტირაძის ფაქტორი: მიუხედავად იმისა, რომ იგი ჩემი ბავშვობის მეგობარია და მას ძალიან კარგად ვიცნობ, მე და არა მხოლოდ მე, აღფრთოვანებული დავრჩი მთელ, უაღრესად დაძაბულ წინასაარჩევნო პერიოდში მისი სერიოზულობითა და გაწონასწორებულობით. მას ოზურგეთის საზოგადოების მაჯისცემაზე ეჭირა ხელი და თავიდანვე იყო დარწმუნებული ოზურგეთელთა ღირსეულ არჩევანსა და გამარჯვებაში. დარწმუნებული ვარ, რომ ის ასეთივე მგრძნობიარე იქნება ოზურგეთში მცხოვრები თითოეული ოჯახის პრობლემებისა და საჭიროებების მიმართ და წარმატებით გაართმევს თავს აღებულ ვალდებულებას.




 ახალი ამბები
  • ჯო ბაიდენი: “…როცა საკითხებზე დებატები (საქართველოს) პარლამენტში გაიმართება და არა ქუჩაში!““თ "თქვენი ვარდების რევოლუცია მხოლოდ მაშინ დასრულდება, როცა მთავრობა გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და მონაწილეობრივი იქნება; როცა საკითხებზე დებატები პარლამენტში გაიმართება და არა ქუჩაში. როცა გადაჭრით მთავარ კონსტიტუციურ საკითხებს პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის ძალაუფლების ბალანსის თაობაზე; და როცა საარჩევნო ასპარეზი თანასწორი იქნება. როცა მედია სრულად დამოუკიდებელი და პროფესიონალური გახდება, რომელიც ხალხს მიაწვდის ინფორმაციას, ინფორმირებული არჩევანის გასაკეთებლად და საკუთარი მთავრობისგან მიღებულ გადაწვეტილებებზე ანგარიშვალდებულებას მოითხოვს; როცა სასამართლო გარე გავლენისგან გათავისუფლდება და კანონის უზენაესობა დამყარდება, და როცა ძალაუფლების გადაცემა მშვიდობიანი, კონსტიტუციური და დემოკრატიული პროცესით მოხდება და არა ქუჩაში“, _ ასე მიმართა ქართველ პოლიტიკოსებს ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას 2009 წლის 23 ივლისს. მაშინ, ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტის რანგში, უკვე მეორედ იყო სტუმრად საქართველოში. როგორც ვხედავთ, 12 წლის შემდეგაც ეს გამოწვევები კვლავ აქტუალურია საქართველოსთვის. ფოტო: ... ...
  • აშშ-ს ახალი პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს წმინდა გიორგის ორდენის კავალერია“მე დავტოვე ქვეყანა იმაში დარწმუნებულმა, რომ რუსეთის საქართველოში შეჭრა, კომუნიზმის დასრულების შემდეგ ევროპაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა“, _ თქვა ჯო ბაიდენმა 2008 წლის აგვისტოში საქართველოში ვიზიტის დასრულების შემდეგ. ამერიკის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში ის აგვისტოს ომის დასრულებიდან რამდენიმე დღეში ჩამოვიდა საქართველოში. ვიზიტის მიზანი ქვეყნის მხარდაჭერა და ჰუმანიტარული ტვირთის გადმოცემა იყო. მალე, ჯო ბაიდენი ობამას შეთავაზებით, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი გახდა. პირველი ვიზიტის წლისთავზე, ბაიდენი სწორედ ამ რანგში ეწვია მეორედ საქართველოს. ამ დროს, პრეზიდენტი ობამა მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ბაიდენის ვიზიტს სწორედ მოსკოვთან “გადატვირთვის“ პოლიტიკას უკავშირებდნენ და შეშფოთებასაც გამოთქვამდნენ, რომ რუსეთთან ახალი ურთიერთობები  საქართველოს “ხარჯზე“ არ დამთბარიყო. ამ შეშფოთების გასაფანტად, ბაიდენმა საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა: “თბილისში ეს ვიზიტი მართლაც გამიზნულად მოჰყვა პრეზიდენტ ობამას მოსკოვში ვიზიტს... მე ვიცი, ბევრი წუხს, რომ ჩვენი მხრიდან რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მცდელობა საქართველოს ხარჯზე მოხდება. ნება მიბოძეთ მკაფიოდ ვთქვა, რომ _ არა, საქართველოს ხარჯზე არ მომხდარა, არ მოხდება და ვერ მოხდება“. სწორედ ამ ვიზიტისას, ჯო ბაიდენი საქართველოს განვითარებაში შეტანილი წვლილისა და მხარდაჭერისთვის წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვეს. ფოტო: ... ...
  • გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავსსაქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს.  როგორც გიორგი გახარია „ტვიტერში" ოფიციალურ გვერდზე აღნიშნავს,  საქართველო მოუთმენლად ელის თანამშრომლობის გაძლიერების შემდგომ ეტაპს.  „ჯო ბაიდენს ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტობას. მადლიერი ვართ, აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაში წლების განმავლობაში თქვენი წამყვანი როლისთვის. მოუთმენლად  ველით თანამშრომლობის გაძლიერების შემდგომ ეტაპს და მსოფლიოში დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვას", - აღნიშნავს გიორგი ... ...
  • ანა აბრამიშვილს ჩვენი დახმარება სჭირდება35 წლის რუსთაველ ახალგაზრდას, ანა აბრამიშვილს მოქალაქეების დახმარება ესაჭიროება. გასული წლის თებერვალში, ჰემორაგიული ინსულტის გადატანის შემდეგ, ექიმებმა ანა აბრამიშვილს სისხლძარღვების არტერიო-ვენური მალფორმაციისა და თავის ტვინის ცერებრული ანევრიზმის დიაგნოზი დაუსვეს. იმ დროიდან. ის მოწყვეტილია აქტიურ ცხოვრებას _ ექიმების მკაცრი რეკომენდაციით დაუშვებელია მისი ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა, რამაც შეიძლება ნებისმიერ დროს რისკის ქვეშ დააყენოს მისი სიცოცხლე. მდომარეობა დღითი-დღე კრიტიკული ხდება, სიტუაციას ართულებს ისიც, რომ მისი მკურნალობა საქართველოში ვერ ხერხდება. ანა აბრამიშვილის გადასარჩენად სასწრაფო ოპერაციაა საჭირო, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში უნდა ჩატარდეს, ამისთვის კი 68 000 აშშ დოლარია საჭირო. ანა აბრამიშვილს ექიმები აძლევენ გარანტიას, რომ ოპერაციის ჩატარების შემდეგ, რამდენიმე თვეში ის ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ „თიბისი ბანკსა“ და "საქართველოს ბანკში" გახსნილ ანგარიშებზე. თანხის ჩარიცხვა სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდანაცაა შესაძლებელი. თიბისი ბანკი: #GE21TB7671645061100002; საქართველოს ბანკი: #GE23BG0000000100997087.  მიმღები ანა აბრამიშვილი. მოქმედებს საქველმოქმედო ზარიც მაგთის, ბანის და ბილაინის აბონენტებისთვის _0901701322. Paypal: Anna.abramishvili85@gmail.com, პირადი ნომერი: ... ...
  • თელავში, სოფელ ქვემოხოდაშენში ხანძარი იყო - ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გაჩნდათელავში, სოფელ ქვემოხოდაშენში ერთ-ერთ ორსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი იყო. ადგილობრივების ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე სახანძრო ბრიგადები დროულად მივიდნენ, მეორე სართული სრულად დაიწვა.როგორც "გურია ნიუსს" მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ თემში, ომარ აჩუაშვილმა განუცხადა, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.ხანძრის გამომწვევ პირველად ვერსიად ელექტროგაყვანილობა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....