ტერორი "თელასში" _ ზურაბ არსოშვილის მუქარისა და შანტაჟის ოთხთვიანი ისტორია

პოლიტიკა

ტერორი "თელასში" _ ზურაბ არსოშვილის მუქარისა და შანტაჟის ოთხთვიანი ისტორია

17 ოქტ. 2012, 12:46:26
წინასაარჩევნო პერიოდში გათავისუფლებული 120-მდე პროფესიონალი თანამშრომელი, მუქარის ქვეშ დაწერილი უთარიღო განცხადებები, ყოველდღიურად გათავისუფლების მოლოდინში მყოფი, პოლიციურ რეჟიმში მომუშავე კოლექტივი და ჩაბნელების საფრთხის წინაშე მდგარი დედაქალაქი... _ ასეთია არსოშვილის ოთხთვიანი "მოღვაწეობის" შედეგი "თელასში".

„თელასის“ ყოფილი თანამშრომლები "გურია ნიუსთან" საუბარში ამბობენ, რომ გათავისუფლებული პროფესიონალების ნაცვლად, ინიშნებოდნენ პოლიციის თანამშრომლები, ზურაბ არსოშვილის ახლობლები და მეგობრები.

"გურია ნიუსის" ინფორმაციით, კომერციულ დირექტორს, ამ ეტაპზეც რამდენიმე ათეული უთარიღო განცხადება უდევს დარჩენილი თანამშრომლების დასაშანტაჟებლად.

ზურაბ არსოშვილი, რომელიც სხვადასხვა დროს იყო პარლამენტის წევრი, ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსი, ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი, შიდა ქართლის გუბერნატორი და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე , „თელასში“ სასწრაფო წესით მას შემდეგ გაამწესეს, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანიის ყიდვას ბიძინა ივანიშვილი აპირებდა.

როგორც „თელასის“ თანამშრომლები ამბობენ, „ნაცმოძრაობის“ აქტივისტის, ზურაბ არსოშვილის კომერციულ დირექტორად დანიშვნის მთავარი მიზანი „თელასში“ შემოსული თანხების არჩევნებისკენ მობილიზაცია და მმართველი პარტიის ბიუჯეტის შევსება იყო. საჭიროების შემთხვევაში, თუკი პარტიას დაჭირდებოდა, მისი მხრიდან არც რაიმე საბოტაჟს გამორიცხავდნენ.

არსოშვილის „მარჯვენა ხელი“ და დამხმარე ძალა „თელასში“ ავთანდილ მეტივიშვილი იყო. კომპანიის მმართველი, აშოტ მანუკიანი, რომელიც თანამშრომლებს შეპირდა, რომ არავითარი პრობლემები არ შეექმნებოდა და მშვიდად იმუშავებდნენ, ამ პროცესებში არ ერეოდა. ის ხანგრძლივ შვებულებაში გავიდა და მას შემდეგ, თანამშრომლებს თვალით არ უნახავთ.

ნინო ტივაძე, რომელიც „თელასში“ 15 წელი მუშაობდა და კრიზისული მართვის მენეჯერის ფუნქცია ჰქონდა, კომპანიიდან ისე გაუშვეს, რომ მიზეზიც არ უთქვამთ. როგორც ყველას, მასაც განცხადების დაწერა თარიღის დასმის გარეშე მოთხოვეს:

_ თავიდან, დამიბარეს და მითხრეს, ძალიან წარჩინებული თანამშრომელი ხარ, გენდობით, იმედია ამ ნდობას დააფასებო და გლდანის რაიონიდან გადამიყვანეს სამგორის რაიონში. ხელფასი ისე დამაკლეს, საქმის კურსში არც კი ჩავუყენებივარ არავის. 20 დღის თავზე, ტელეფონზე მირეკავს ავთო მეტივიშვილი და მეუბნება, _ ნინიკო, ნინიკო, დაწერე განცხადება, ისე რომ თარიღი არ დაუსვა, უბრალოდ დაწერე განცხადება და დასაქმებაზე მერე ვიფიქროთო. სიმართლე გითხრათ, შოკში ჩავვარდი. როცა მიზეზი ვიკითხე, _ ამ პოზიციაზე ახლა სხვა ხედვები გვაქვსო. განცხადება დავწერე, მაგრამ არა უთარიღო, როგორც ისინი მთხოვდნენ, არამედ თარიღდასმული და ისე წამოვედი. განცხადება, რა თქმა უნდა, დააკმაყოფილეს.

ამის შემდეგ, დაიბარეს ჩემი და, რომელიც ასევე „თელასში“ მუშაობს მენეჯერად და უთხრეს, _ ნინო მეოცნებე არის და თუ არ გინდა პრობლემები შეგექმნას, უთხარი გაჩუმდესო. მაშინ გაირკვა, რომ ჩემი გათავისუფლების მიზეზი ჩემი მეუღლის „ქართულ ოცნებაში“ საქმიანობა იყო.

ორი კვირა იყო დარჩენილი არჩევნებამდე, მაშინ გავრისკე დავით უსუფაშვილის წაქეზებით და პატარა სიუჟეტი გავიდა მე-9 არხზე ჩემი კომენტარებით.

სიუჟეტის გასვლისთანავე დაურეკეს ჩემს დას და უთხრეს, სასწრაფოდ დაეწერა განცხადება. ამაზე მან უარი განაცხადა _ წასვლა რომ მდომებოდა, ჩემი და როცა წავიდა, მეც მაშინ წავიდოდი, მაგრამ ჩემს ოთხ შვილს მშიერს ვერ დავტოვებო. წადი, დაუდე შენს დას ალტერნატივა, _ ან დაწერ განცხადებას და დავაკმაყოფილებთ, ან შენი და გაჩუმდებაო,“ _ აცხადებს „გურია ნიუსთან“ საუბარში ნინო ტივაძე.

ნინო ტივაძის დას უთარიღო განცხადება მაინც დააწერინეს. თამარ ტივაძეს ბოლოს გუშინ დაურეკეს და უკანასკნელად გააფრთხილეს. არ არის გამორიცხული, დღეს მისი უთარიღო განცხადება დააკმაყოფილონ...

_ თქვენ ქურდები ხართ, მაიმუნები ხართ, იპარავთ, აშენდით, შეიძლება ახლა ვერ დაგიმტკიცოთ, მაგრამ ვიცით ყველაფერი და მალე დაგიმტკიცებთ, _ ასე დაიწყო ზურაბ არსოშვილმა თავისი შეხვედრა ოქროს უბნის აბონენტთა მომსახურების ცენტრში. მაგიდაზე ფეხებშემოწყობილ და აგდებული ტონით მოლაპარაკე კომერციულ დირექტორს, ცენტრის ხელმძღვანელმა ლევან გაგნიძემ ციფრებთან დაკავშირებით ვერაფერი გააგებინა:

_ ზურაბ არსოშვილი თავის მოადგილესთან, ავთანდილ მეტივიშვილთან ერთად შემოვიდა, მოგვესალმა, შემდეგ მაგიდაზე ფეხები შემოაწყო და ციფრების ამბავი იკითხა. რაც ავუხსენი, ვერაფერი გაიგო და მითხრა, _ ზღაპრებს ნუ მიყვებითო და დაიწყო საუბარი პოლიტიკურ სიტუაციაზე.

თავიდანვე ყველამ იცოდა, რომ „თელასში“ შემოსული ყველა თანხა და რესურსი არჩევნებისკენ იქნებოდა მობილიზებული.

არსოშვილმა იმ დღესვე მომთხოვა უთარიღო განცხადება დამეწერა _ შენ ახლა პატარა ბიჭი არ ხარ, საბჭოთა კავშირის დროსაც გექნება ნამუშევარი და უნდა იცოდე, ერთი ჯგუფი რომ მოდის, წინა ჯგუფი მიდისო.

როცა მიზეზეზი ვიკითხე, რატომ უნდა დამეწერა განცხადება, რა დავაშავე, ასეთი პასუხი გამცა: _ არ დაწერ განცხადებას და შეიძლება რაღაც შეგემთხვეს, ან უჯრაში იპოვო რამე, ხომ იცი, გამკეთებელი ვარო.

საღამოს დავწერე განცხადება, თარიღის გარეშე და იმავე დღეს მივიტანე სამდივნოში. ერთ კვირაში დამირეკეს და მითხრეს, თქვენი განცხადება დაკმაყოფილებულიაო...“ _ აცხადებს „გურია ნიუსთან“ ოქროს უბნის აბონენტთა მომსახურების ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, ლევან გაგნიძე.

გაგნიძის თქმით, მის ადგილზე, ისევე როგორც სხვაგან, პოლიციის თანამშრომელი დაინიშნა. პროფესიონალების ნაცვლად დანიშნული პოლიციელები კი „თელასში“, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, პოლიციის მანქანებით და შეიარაღებულები დადიოდნენ.

ზურაბ არსოშვილის „თელასში“ მისვლის შემდეგ, ყველანაირი შესყიდვები შეჩერდა, რაც ტექნიკური თვალსაზრისით, კომპანიას სერიოზული რისკის ქვეშ აყენებდა,

თენგიზ გოცირიძე: (ავჭალის აბონენტთა მომსხურების ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი)

_ საერთოდ, თელასის ტექნიკური ქსელი ცოტა რთული თემაა. ეს არის პროცესი, რომელსაც სისტემატური ცვლა სჭირდება. თუ ამ პროცესს გააჩერებ, სერიოზულ დისკომფორტს გამოიწვევს. დისკომფორტი და უშუქობა რაც არის, ყველამ გავიარეთ. ასეთი დისკომფორტი იწვევს იმას, რომ ადამიანი გამოდის ყველანაირად უკმაყოფილო და აგრესიული ფორმით. არეულობის პრინციპი მეტი კი არაფერია. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი მიდის არეულობისკენ. ამიტომაც, საერთოდ არ გამოვრიცხავ იმას, რომ არსოშვილის ამგვარი პოლიტიკის მიზანი, საჭიროების შემთხვევაში, სწორედ არეულობის გამოწვევის მცდელობა ყოფილიყო.

თენგიზ გოცირიძე „თელასში“ 1995 წლიდან მუშაობდა. მისი ამდენწლიანი გამოცდილება და პროფესიონალიზმი მხოლოდ ზურაბ არსოშვილისთვის გახდა მიუღებელი.

_ არსოშვილმა ორი თვის შემდეგ გამიშვა სამსახურიდან. მაგრამ მისთვის უთარიღო განცხადების დაწერის სიამოვნება არ მიმინიჭებია. როგორც კი წავედი, „ნაციონალებმა“ დამირეკეს, _ რაიონული შტაბის ხელმძღვანელი ვარ, სამსახურიდან რომ გაგიშვეს ვიცით, თუ კორუფციაში შემჩნეული არ ხარ, დავაბრუნებინებთ შენს თავსო... ამდენი წელი პატიოსნად ვიმუშავე და თურმე, ვიღაცას სამადლოდ უნდა დავებრუნებინე სამსახურში. ვუთხარი, ისეთ ადამიანთან, როგორიც არის არსოშვილი, უცოდინარი, არაპროფესიონალი და არაკომპეტენტური, ჩემი მუშაობა არ შეიძლება მეთქი,“ _ აცხადებს თენგიზ გოცირიძე „გურია ნიუსთან“.

„გურია ნიუსის“ კითხვაზე, _ რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ განცხადების დაწერაზე უარს იტყოდა, გოცირიძემ განაცხადა, რომ მის თანამშრომლებს, „გააფუჭებდნენ“ და ყველას უმუშევრად დარჩენას მისი წამოსვლა ამჯობინა.

„თელასის“ გათავისუფლებული თანამშრომლები გაჩუმებას არ აპირებენ და სამართლებრივ ბრძოლას იწყებენ. ისინი "თელასის" ხელმძღვანელობას კიდევ ერთხელ მიმართავენ განცხადებით, სადაც აღნიშნულია: „მიგვაჩნია, რომ ჩვენ გავხდით არსებული ხელისუფლების უკანონობის მსხვერპლნი, შეილახა ჩვენი უფლებები, დაგვტოვეს უმუშევრები. მსგავს სიტუაციაში რამდენიმე ათეული თანამშრომელია. ამიტომ, გთხოვთ დახმარებას ჩვენს სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით".





 ახალი ამბები
  • ვიოლეტა მგალობლიშვილი The Voice Georgia-ს ფინალშია მეგა-პროექტ The Voice Georgia-ს ფინალი ახლოვდება. გუშინ ნახევარფინალი გაიმართა და გაირკვა, რომ ჩოხატაურელი ვიოლეტა მგალობლიშვილი ფინალში იმღერებს. ვიოლეტა მგალობლიშვილი მაესტროს ნიკა რაჭველის გუნდის წევრია და სწორედ მწვრთნელის გადაწყვეტილებით  მოხვდა ფინალში. “ერთი სიმღერა მაქვს ფინალისთვის და მინდა, რომ ეს სიმღერა ვიოლეტამ შეასრულოს“ - ეს სიტყვები ნიკა რაჭველმა მაშინ თქვა, როდესაც მისი გუნდის სამი წევრისგან ერთი მონაწილე უნდა დაეტოვებინა პროექტში. ნახევარფინალში ვიოლეტა მგალობლიშვილმა ვაჟა აზარაშვილის “გზები“ ... ...
  • "ქართული მიწა არ იყიდება" _ ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგებმა ლანჩხუთში აქცია გამართესლანჩხუთში, ქალაქის ცენტრალურ პარკში ნამახვანჰესის აქციის მონაწილეები ადგილობრივ მოსახლეობასთან სააგიტაციო აქციას მართავენ მოწოდებით _  "ქართული მიწა არ იყიდება". როგორც ადგილზე გავარკვიეთ, შეხვედრის მიზანი ის არის, რომ დაარწმუნონ აქაურები შეუერთდნენ აქციას, რომელიც 23 მაისისთვისაა დაანონსებული დედაქალაქში. ლანჩხუთში გამართულ აქციაზე სასულიერო პირთა სიმრავლეც ... ...
  • ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა ჩვენგანი ვალში ვართ ვეტერანთა წინაშეჩვენს გმირ ვეტერანებს, ვინც უდიდესი თავგანწირვის ფასად იხსნეს კაცობრიობა ფაშიზმისაგან, განსაკუთრებული სითბოთი და პატივისცემით ვულოცავ გამარჯვების დღეს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების 76-ე წლისთავს, -  ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში" წერს. მთავრობის მეთაურის თქმით, მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ამ ომში საქართველომ ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო.  „ისტორიამ არ იცის ფაშიზმზე უფრო დიდი ბოროტება. ქართველმა მეომრებმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს მის დამარცხებაში. ისინი სახლებიდან შორს, გმირულად იცავდნენ საკუთარ ოჯახებს, საყვარელ ადამიანებს, სამშობლოს. მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ამ ომში საქართველომ ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო. ასეულ ათასობით ჩვენი თანამემამულე საკუთარ ოჯახებს ვეღარ დაუბრუნდა. ქედს ვიხრი მათი ნათელი ხსოვნის წინაშე. მინდა ასევე პატივი მივაგო მათ, ვინც ომიდან გამარჯვებული დაბრუნდა, მაგრამ დღეს უკვე აღარ არიან ჩვენს გვერდით. ყველა ჩვენგანი ვალში ვართ ვეტერანთა წინაშე. მათი ღვაწლის უფრო მეტად დაფასება ხელისუფლებისათვის, საზოგადოებისათვის, თითოეული ჩვენგანისათვის ღირსების საქმეა. ამიტომ, ჩვენ განსაკუთრებით ვზრუნავთ მათზე და ვცდილობთ საქმით გამოვხატოთ ჩვენი უდიდესი მადლიერება.  კიდევ ერთხელ ვულოცავ ვეტერანებს ამ დიდ დღესასწაულს და მხნეობას, ჯანმრთელობას და მშვიდობას ვუსურვებ", - აღნიშნავს ... ...
  • „ევროკავშირი საქართველოს განვითარების მთავარ პარტნიორად დარჩება“- კარლ ჰარცელიკარლ ჰარცელმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, ევროპის დღე მიულოცა საქართველოს. "დღეს ჩვენ ვზეიმობთ იმ იდეის არსებობას, რომელიც ევროკავშირის ფუნდამენტს წარმოადგენს - იდეას, რომ თანამშრომლობას შეუძლია, აჯობოს ომსა და კონფლიქტებს და შექმნას კეთილდღეობა, როგორც ევროპის კონტინენტზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. იდეა, ზუსტად 71 წლის წინ გაჩნდა. დღეს ჩვენ, როგორც ევროპელებმა, ვიცით, რომ სწორედ ეს იყო ის გზა, რომელსაც უნდა გავყოლოდით, რომ თანამშრომლობა და პარტნიორობა მართლაც სარგებლის მომტანი ყოფილიყო. ჩვენ ამ ფილოსოფიას ვეყრდნობით ჩვენ საგარეო ურთიერთობებშიც, მათ შორის ისეთ ახლო პარტნიორთან, როგორიც საქართველოა. ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისათვის და მე ვამაყობ, რომ ევროკავშირი გვერდში ედგა საქართველოს COVID- 19 პანდემიასთან ბრძოლის დროს. ევროკავშირი ქვეყანას უწევდა ფინანსურ დახმარებას, აწვდიდა აღჭურვილობას და საჭირო ცოდნას. სამომავლოდაც, ევროკავშირი საქართველოს განვითარების მთავარ პარტნიორად დარჩება. ძლიერი, წარმატებული და დამოუკიდებელი საქართველო სარგებელს მოუტანს როგორც თავად ქართველებს, ასევე საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობას, ზოგადად რეგიონს და, საბოლოოდ ევროკავშირს. ჩვენ ვაფასებთ ჩვენს მეგობრობას, საერთო ღირებულებებს და მზარდ თანამშრომლობას, სავაჭრო, უსაფრთხოების, კულტურის, ტურიზმის სფეროებში და განსაკუთრებით ჩვენს მოქალაქეებს შორის“, - ამბობს კარლ ჰარცელი საკუთარ ... ...
  • პრემიერ-მინისტრი - არ მაინტერესებს გაუგებარი პოლიტიკოსების უნიჭოდ დადგმული სპექტაკლებიარ არის საინტერესო, აღარ არის საინტერესო. მე ასე ვიტყოდი, რომ დღეს ქვეყანაში გვაქვს უამრავი პრობლემა, ჩვენს მოსახლეობას აქვს უამრავი პრობლემა, როგორიცაა სიღარიბე, უმუშევრობა, კოვიდპანდემია. არ მაინტერესებს გაუგებარი პოლიტიკოსების უნიჭოდ დადგმული სპექტაკლები და შოუ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკა მელიასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. მისივე თქმით, ამ ქვეყანაში არავინ დგას და არავინ არასოდეს იდგება კანონზე მაღლა. „ჩვენ კარგად გვახსოვს, ეს ადამიანი ამბობდა, რომ ვერც დაიჭერდნენ და არც გირაოს გადაიხდიდა. რა თქმა უნდა, კანონი აღსრულდა და ჩვენ ნებართვას არავის შევეკითხებით არასოდეს, რომ კანონი აღსრულდეს და ყველა დაემორჩილოს კანონს. უნდა დაიმახსოვროს ყველამ, რომ ამ ქვეყანაში არავინ დგას და არავინ იდგება არასოდეს კანონზე მაღლა, არც კანონზე დაბლა, მაგრამ ჩვენ, ამავდროულად, არავის შევეკითხებით ნებართვას, არც მათ შორის ამ გაუგებარ ადამიანს, რომელიც ბაქიბუქობდა ტყუილად და ასევე ამბობდა, რომ გირაოს არ მიიღებდა, თუ არ გადაიხდიდა. აღმოჩნდა, რომ დაიჭირეს კიდევაც და გირაოც მიიღო ძალიან კარგად,"- აღნიშნა მთავრობის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...