კოალიცია “არჩევნის თავისუფლებისთვის “ ახალ ხელისუფლებას მიმართვას უგზავნის

პოლიტიკა

კოალიცია “არჩევნის თავისუფლებისთვის “ ახალ ხელისუფლებას მიმართვას უგზავნის

1970 იან 1 04:00:00

კოალიციამ  სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა  მიმართვა გაუგზავნა  საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს,  ბატონ ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით უსუფაშვილს. მიმართვას ორმოცამდე არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია აწერს ხელს.

გთავაზობთ მიმართვის სრულ ტექსტს:

“1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დღის წესრიგში დადგა მმართველობის სისტემის რეფორმირების საკითხი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, სახელმწიფოს მართვის პროცესში საზოგადოების თანამონაწილეობის გაზრდა და საქართველოს კიდევ უფრო დაახლოება ევროატლანტიკურ სივრცესთან. ვფიქრობთ, ამ ამოცანის გადაჭრა შეუძლებელი იქნება თვითმმართველობის სრულფასოვანი რეფორმის მომზადებისა და გახორციელების გარეშე.

სამწუხაროდ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს ყველა ხელისუფლება წარუმატებლად ცდილობდა, ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსების ცენტრალურ ხელისუფლებაში მობილიზების გზით გადაეჭრა ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკური პრობლემები. ამ პროცესის კულმინაცია იყო 2005-2006 წლებში გატარებული თვითმმართველობის რეფორმა, რომლის შედეგადაც, ქვეყანაში, ფაქტობრივად, აღდგა მართვის საბჭოური სისტემა, ქალაქებმა და სოფლებმა დაკარგეს შესაძლებლობა, თავად ეზრუნათ საკუთარი პრობლემების მოგვარებაზე და ისინი პრეზიდენტისა და მმართველი პარტიის პოლიტიკურ ნებაზე დამოკიდებული გახადეს. ამ რეფორმით საბოლოოდ დასრულდა საქართველოში ერთპიროვნული და ერთპარტიული სახელისუფლო ვერტიკალის ფორმირება. ამ რეფორმის შედეგად, მივიღეთ ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებისა და სურვილების აბსოლუტურად მოწყვეტილი ხელისუფლება, რომელიც ხშირად, მხოლოდ ქვეყნის პირველი პირის მოსაზრებებიდან გამომდინარე, ადგილობრივი ინტერესებისა და საჭიროებების სრული იგნორირებით, უზარმაზარი საბიუჯეტო დანახარჯებით ახორციელებდა ინფრასტრუქტურულ პროექტებს. აუცილებლად აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თვითმმართველობის ძირითადი პრინციპის - ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების სრული უგულვებელყოფის გამო საპარლამენტო არჩევნებში ხელისუფლებამ სწორედ იქ წააგო, სადაც ყველაზე მეტი პროექტი განახორციელა (ბათუმი, ბორჯომი, ქუთაისი, სიღნაღი და ა.შ.) ამრიგად, წინა ხელისუფლებათა მიერ რეფორმის გაუტარებლობა, მარტო სახელმწიფოს განვითარებას კი არ აფერხებდა, არამედ თავად ხელისუფლებას უქმნიდა პრობლემებს. ძალაუფლების მხოლოდ ცენტრალურ ხელისუფლებაში კონცენტრაციამ მიგვიყვანა იმ მდგომარეობამდე, როცა ადგილზე ნებისმიერი საკითხის მოუგვარებლობას მოსახლეობა ყველა შემთხვევაში ცენტრალურ ხელისუფლებას აბრალებს.

იმედს გამოვთქვამთ, რომ გაითვალისწინებთ წინამორბედების მიერ ამ მიმართულებით დაშვებულ შეცდომებს, შეასრულებთ წინასაარჩევნო დაპირებას და გადადგამთ ნაბიჯებს რეალური დეცენტრალიზაციისკენ.

თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს გამოცდილება ერთმნიშვნელოვნად ადასურებს, რომ რეალური თვითმმარველობის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება, სახელმწიფო მართვის პროცესში მოქალაქეების რეალური ჩართულობის უზრუნველყოფა და თავისუფალი საზოგადოების ფორმირება. ამასთან, კიდევ ერთხელ ნაჩქარევად, შემჭიდროვებულ ვადებში რომ არ მოხდეს აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება, აუცილებლად მიგვაჩნია, თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩენილი დრო ეფექტურად იქნას გამოყენებული რეფორმის მომზადებისა და გატარებისთვის, რისთვისაც მოგიწოდებთ, დროულად დაიწყოს შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოები და უზრუნველჰყოთ ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა.

1. ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო და თვითმმართველობის საკითხებში; კოალიცია ”არჩევნის თავისუფლებისთვის”;

2. კოტე კანდელაკი - ”სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი”; კოალიცია ”არჩევნის თავისუფლებისთვის”;

3. დავით ლოსაბერიძე - ”ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი”; კოალიცია ”არჩევნის თავისუფლებისთვის”;

4. უჩა ნანუაშვილი - "ადამიანის უფლებათა ცენტრი" ; კოალიცია ”არჩევნის თავისუფლებისთვის”;

5. ია მამალაძე - ”საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი”; კოალიცია ”არჩევნის თავისუფლებისთვის”;

6. ელგუჯა ხოკრიშვილი - ”კავკასიის ეკონომიკისა და სოციალური კვლევის ინსტიტუტი”; კოალიცია ”არჩევნის თავისუფლებისთვის”;

7. მაგდა პოპიაშვილი - ”საქართველოს მედია კლუბი”; კოალიცია ”არჩევნის თავისუფლებისთვის”;

8. ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი; კოალიცია ”არჩევნის თავისუფლებისთვის”;

9. გიორგი ხუციშვილი ”კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი”; კოალიცია ”არჩევნის თავისუფლებისთვის”;

10. მუმან პატარაია - „ახალგაზრდული ცენტრი“; კოალიცია ”არჩევნის თავისუფლებისთვის”;

11. ქეთი ციხელაშვილი - ”ლიბერალური აკადემია”;

12. მანანა ქოჩლაძე - ”მწვანე ალტერნატივა”;

13. ეკა გიგაური - ”საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”;

14. თამარ ჩუგოშვილი - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;

15. ლაშა ტუღუში - გაზეთ ”რეზონანსის” მთავარი რედაქტორი;

16. რევაზ საყევარიშვილი - ”ეკონომეტრი”;

17. ასლან ჭანიძე - ”თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი” - ბათუმი;

18. პარმენ ჯალაღონია - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია - ბათუმი;

19. მიხეილ ჩიტაძე - გორის საინფორმაციო ცენტრი;

20. საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია;

21. ასოციაცია ,,ჭიათურელთა კავშირი" - ჭიათურა;

22. დემოკრატ მესხთა კავშირი - ახალციხე;

23. ორგანიზაცია "სხივი" - ხარაგაული;

24. იმერეთის რეგიონის ახალგაზრდული სამეცნიერო-საინფორმაციო ასოციაცია ”ასა”-ქუთაისი;

25. ინვალიდ ქალთა და ივალიდ ბავშთა დედათა ასოციაცია -”დეა” - ზუგდიდი;

26. აიპ. ”ახალი სამოქალაქო აზროვნება” - ქუთაისი;

27. აიპ ”ბიზნეს-ცენტრი” კახეთი-თელავი;

28. ”ახალი ინიციატივა ქვემო ქართლში” - გარდაბანი;

29. ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი - ოზურგეთი;

30. ზაალ მამალაძე - „თემი და თვითმმართველობა“;

31. გაზეთი „გურია ნიუსი“;

32. გაზეთი „21-ს ქვევით“ - გურია;

33. გაზეთი „სპექტრი“ - გურჯაანი;

34. გაზეთი “ხალხის გაზეთი“ - გორი;

35. გაზეთი „კახეთის ხმა“ - გურჯაანი;

36. გაზეთი „ახალი გაზეთი“ - ქუთაისი;

37. გაზეთი „სამხრეთის კარიბჭე“ - ახალციხე;

38. გაზეთი ”ჩემი ხარაგაული”;

39. გაზეთი ”მთავარი თემა სამეგრელოში” - ფოთი.




 ახალი ამბები
  • "ღმერთი არ გაგიწყრეთ და მეტი შორს აღარ წახვიდეთ" _ კახა ასკურავა დედაქალაქში დაანონსებულ აქციას დღეს ოპოზიციური პარტიის წევრები დ მხარდამჭერები გურიიდანაც შეუერთდებიან. ნაციონალური მოძრაობის ლანჩხუთელი ლიდერი კახა ასკურავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომლითაც ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავს. "მომისმინეთ ახლა კარგად!ამ ეტაპზე სახელი და გვარების დასახელებისგან თავს ვიკავებ. ჩვენ, საკუთარი სამოქალაქო პოზიციის დასაფიქსირებლად, მოგვიყვება საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომლი, რომელზეც გახორციელდა ზეწოლა, მას შეახსენეს რომ იგი მუშაობს. ღმერთი არ გაგიწყრეთ და მეტი შორს აღარ წახვიდეთ, თორემ უკან მობრუნებულზე კარები დაგხვდებათ აჭედილი! ესაა სულ, იმედია მეტის თქმა აღარ დამჭირდება! საქართველო ივანიშვილის გარეშე!!!" _ წერს ასკურავა ფეისბუქის საკუთარ ... ...
  • ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ,,საზღვრის" გადაკვეთის ბრალდებას არ აღიარებსცხინვალის იზოლატორში მოთავსებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ,,საზღვრის" გადაკვეთას არ აღიარებს, - ინფორმაციას qartli.ge ავრცელებს. ამის შესახებ ყოფილი პატიმრები ყვებიან, რომლებიც 14 ნოემბერს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სასამართლომ ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა. ყოფილმა პატიმრებმა ახალგორის იზოლატორში 3 დღე გაატარეს. ისინი 11 ნოემბერს დააკავეს, ხოლო ვაჟა გაფრინდაშვილი - 9 ნოემბერს. საქართველოს მოქალაქეები (სულ 4-ნი) ერთმანეთს საპატიმროში შეხვდნენ. 14 ნოემბერს 3 მოქალაქე ერგნეთის გამშვებ პუნქტზე საქართველოს ხელისუფლებას გადასცეს. 15 ნოემბერს ექიმებმა მოინახულეს. ,,პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე მოგვიწია ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებულ ადამიანებთან გასაუბრება. მათი თქმით, საქმე არის შემდეგში: ერთადერთ რამეს ითხოვენ ვაჟა გაფრინდაშვილისაგან - აღიაროს საზღვრის გადაკვეთა, რაზედაც ბატონი ვაჟა კატეგორიულ უარს აცხადებს და ამბობს, რომ იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე. ვერ გაჭრა თურმე ვერც ქართველ თანასაკნელთა ხვეწნამ და შეგონებამ",  - აღნიშნავს ექიმი დავით ღვინიაშვილი. ყოფილმა პატიმრებმა qartli.ge- სთან საუბარში განაცხადეს, რომ ექიმი თავს კარგად ... ...
  • საქართველო ენერგეტიკაში კანონების მიღებას აგვიანებს - ევროპის ენერგოგაერთიანების გაფრთხილებასაქართველო ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრის სტატუსით აღებული ვალდებულებების შესრულებას აგვიანებს - ასეთია ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორის იანეზ კოპაჩის შეფასებებიდან ძირითადი დასკვნა.როგორც იანეზ კოპაჩიმ ამ თემაზე გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველომ დედლაინი დაარღვია. საუბარია, ენერგეტიკის სექტორში ახალი კანონების მიღების ვადებზე.„დარჩენილია, როგორც შედარებით პრიორიტეტული საკითხები, ასევე ისეთი ცვლილებებიც, რომელთა მნიშვნელობაც შედარებით ნაკლებია. ამ დროისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საჩქარო არის შენობა-ნაგებობების ენერგოეფექტურობის მიმართულებით შესაბამისი ზომების მიღება, ასევე ენერგოეფექტურობის ევროდირექტივასთან თავსებადობის უზრუნველყოფა.ასეთივე პრიორიტეტულია ჩვენთვის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრების ევროდირექტივის მოთხოვნებთან თავსებადობის შექმნა. ამ ცვლილებების შედეგად, საქართველომ ენერგობაზრებს გახსნის უფლება უნდა მისცეს. ეს არ არის მხოლოდ ენერგოგაერთიანების აღებული ვალდებულებაა, არამედ ის სასიკეთოა თავად საქართველოს მოქალაქეებისთვისაც. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ბაზრის ლიბერალიზაცია და სხვა ვალდებულებების შესრულება სწრაფად მოხდება.მიზეზები, რომელთა გამოც ეს ცვლილებები გაიჭედა და გაჩერდა, სხვადასხვაა. ენერგოეფექტურობის ნორმების კუთხით, ჩვენ როგორც გვითხრეს, ცვლილების გაჭიანურების მიზეზი დროში გაწელილი და უშედეგო დისკუსია იყო იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ჩამოყალიბებულიყო შესაბამისი მარეგულირებელი ორგანო - უნდა ყოფილიყო ის ცალკე არსებული სააგენტო, თუ - სამინისტროში შემავალი დეპარტამენტი. ეს თავის მხრივ. არც თუ ისე მნიშვნელოვანი საკითხი იყო, თუმცა როგორც ჩანს, ის იქცა ბარიერად, რის გამოც ქვეყანას ამ დრომდე არ აქვს შესაბამისი კანონმდებლობა.ბუნებრივი გაზის, წყლისა და ელექტროენერგიის ბაზრების ლიბერალიზაციის მიმართულებით, ჩვენ არ ვიცით რატომ არ არის ეს ცვლილებები მიღებული. მე ვიცი, რომ იყო დისკუსია იმის თაობაზე, თუ რა შედეგებს გამოიწვევდა მისი მიღება და ამოქმედება, როგორ შეცვლიდა ის ამ ბაზრებზე სამომხმარებლო ფასებს. იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით პოლიტიკოსთა შიშები დასრულებულია და ისიც მალევე იქნება მიღებული და ათვისებული“, - განაცხადა კოპაჩიმ.დღეის მდგომარეობით, "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" და განახლებადი ენერგიის თაობაზე კანონპროექტების განხილვა პარლამენტში, მეორე მოსმენის ეტაპზეა.შეგახსენებთ, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს მიერთების შესახებ ოქმით (2016 წლის 14 ოქტომბერი) გაწერილი ვალდებულებების შესაბამისად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ევროკავშირის სამართლებრივ ნორმებთან ჰარმონიზაციის მიზნით, ენერგეტიკის სექტორში რიგ მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს. აღნიშნული პროცესი ისეთ საკითხებ მოიცავს, როგორიცაა ლიბერალიზებული ენერგეტიკული ბაზრის შექმნა, მიწოდების უსაფრთხოების ამაღლება, ენერგოეფექტურობის განვითარება, განახლებადი ენერგიების ათვისების ხელშეწყობა და ენერგეტიკული სტატისტიკის ნორმების გაუმჯობესება და სხვა. წყარო: ... ...
  • ქარელში 11 წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვესქარელის მუნიციპალიეტეტის სოფელ ყინწვისში 11 წლის ბავშვი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ,,დიანიუსის" ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 -ე მუხლით ... ...
  • "ქარიშხალი ჭიქაში არ უნდა შეიქმნას" - ირაკლი კობახიძე ქარიშხალი ჭიქაში არ უნდა შეიქმნას, _ ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ირაკლი კობახიძე, შენობის გარეთ განვითარებულ მოვლენებს “მე ვუყურებდი ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერს და რეალურად, გარეთ იყო შეკრებილი პარტიის ოფისთან 2-3 ათეული ადამიანი და ისეთი შთაბეჭდილება შეგვექმნებოდა ადამიანს, რომელიც არ იყო უშუალოდ ამ ყველაფრის მომსწრე, რომ იქ ხდებოდა რაღაც უბედურება. ქარიშხალი ჭიქაში არ უნდა შეიქმნას. ყველაფერი იქნება მშვიდად და ისინი თუ გააგრძელებენ რადიკალური ნაბიჯების გადადგმას, ჩვენი ოპონენტები, ისინი კიდევ უფრო მეტს წააგებენ შემდეგი არჩევნებისთვის... თუ ვინმე დაშავდა, ამით უნდა დავინტერესდეთ და ეს ძალიან სამწუხაროა. ერთი რესურსი გვაქვს და ამაში ყველა დარწმუნდება, როდესაც სამომავლოდ, კანდიდატები დასახელდება. ვიდრე რადიკალურ ნაბიჯებს გეგმავენ და ახორციელებენ ჩვენი ოპონენტები, ჩვენ ვესაუბრებით ხალხს. ჩვენ დამატებით ქულებს ვიწერთ არჩევნებისთვის და ისინი კარგავენ რესურსს არჩევნებისთვის. ამიტომ, მათ მოვუწოდებ, ისინიც დაკავდნენ ამით, ესაუბრონ ხალხს და ნუ ესაუბრებიან ერთმანეთს“, - აცხადებს ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?