შენობაში უკანონოდ შეჭრილი პარლამენტარები

პოლიტიკა

შენობაში უკანონოდ შეჭრილი პარლამენტარები

2 ნოე. 2012, 16:30:21

_ ბატონო ზურაბ, არსებობს თუ არა პარლამენტის შენობის მიღება-ჩაბარების აქტი, სადაც წერია, რომ პარლამენტის ახალი შენობა ექსპლოატაციისთვის ვარგისიანია?

_ არა, არ არსებობს არანაირი აქტი. მეტიც, პარლამენტისთვის საკუთრებაშიც არ არის ეს შენობა გადაცემული. სასაცილო სიტუაციაა...

_ ოფიციალურად ვის ეკუთვნის პარლამენტის შენობა?

_ სამშენებლო კომპანიას. აქაც ძალიან არეული სიტუაციაა, დაახლოებით ისეთი, როგორიც მძიმე პაციენტის რეანიმაციაში მოხვედრისას რომ დგება _ არც აქეთაა და არც იქით: მიმდინარეობს მშენებლობა, ჯერ-ჯერობით სახელმწიფოსთვისაც არ არის გადაცემული შენობა, რამდენად უსაფრთხოა იგი, ამის დასკვნა არ არსებობს. ნახევრად ხუმრობით რომ ვთქვათ, მთელი პარლამენტის აპარატი, თავისი დეპუტატებით, უკანონოდ შემოჭრილები გამოვდივართ, რადგან ამ შენობის გადაცემა არ მომხდარა. ასეთ სიტუაციაში გარკვეულ მიზეზთა გამო აღმოვჩნდით; კონსტიტუციით განსაზღვრულია, რომ პარლამენტის შენობა არის ქუთაისში, პარლამენტი უნდა შეიკრიბოს ქუთაისში და იქ იმუშაოს. მივყვებით კონსტიტუციას და ვმოქმედებთ იმ ჩარჩოში, რასაც გვავალებს კონსტიტუცია.

_ გამოდის, რომ კანონს არღვევთ?

_ ჩვენ გვანუგეშებს ის, რომ კონსტიტუცია უფრო მაღალი იურიდიული ძალის მქონე აქტია; კონსტიტუციის ძალით მოქმედება კანონის პასუხისმგებლობისგან გვათავისუფლებს. რა თქმა უნდა ეს ნახევრად ხუმრობით. მართლა ძალიან ბევრი რამეა არეულ-დარეული, დაულაგებელი.

_ რამდენად უსაფრთხოა პარლამენტის შენობაში მუშაობა?

_ არც ეს არ ვიცით; ამის შეფასება არ მომხდარა, ექსპერტიზა არ ჩატარებულა. ოფიციალური დასკვნა არ არსებობს. ვენდობით მშენებლების კეთილსინდისიერებას და მათ განცხადებას, რომ შენობა უსაფრთხოა. შენობის ექსპლუატაციაში გაშვებასთან დაკავშირებით უამრავი საბუთი უნდა არსებობდეს, მაგრამ ჯერ ხელთ არაფერი გვაქვს..

_ შესაძლებელია, რომ სამშენებლო კომპანიამ, რომელიც ამ შენობის მეპატრონეა, განაცხადოს, რომ ეს მისი შენობაა და თქვენ არ შეგიშვათ?

_ არა, მთლად ასე არ არის. ეს შენობა სახელმწიფოს დაკვეთა იყო და ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა. პრობლემა იმაშია, რომ შენობა ჯერ დასრულებული არ არის. ჯერ კიდევ გარკვეული სარემონტო სამუშაოებია ჩასატარებელი. პარადოქსული სიტუაციაა - პარლამენტი მუშაობს და პარალელურად, ამავე შენობაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. შენობა ჯერ ოფიციალურად დასრულებული არ არის. დასრულების შემდეგ იქნება გადაცემის დოკუმენტებზე მუშაობა. დღეს ფორსმაჟორულ სიტუაციაში ვმუშაობთ, სხვა გამოსავალი არ არის.

_ არსებობს თუ არა პარლამენტის შენობის ოფიციალური ხარჯთაღრიცხვა?

_ დაახლოებით 340 მილიონ ლარზე არის საუბარი. ფინანსთა სამინისტრო საქმის კურსშია რა დაჯდა შენობა. საკმაოდ დიდი თანხაა. თქვენ მშენებლობას გულისხმობთ და ამ თანხების ნაწილი წინასწარ აღებულია. უდიდესი ნაწილი კიდევ 17 – 18 მილიონი ლარი ბიუჯეტიდან არის გასაღები, რათა დასრულდეს მიმდინარე სამუშაოები.

_ რა ჯდება პარლამენტის კომუნალური ხარჯები?

_ რაც შეეხება კომუნალურ ხარჯებს, აქამდე იგივე დონის საფასურს იხდიდა სამშენებლო კომპანია, რომელიც მშენებლობას ახორციელებდა. ახლა სარემონტო სამუშაოები ცოტა შეჩერდა და შესაძლებელი იქნება გავთვალოთ საშუალოდ, დღეში რამდენს ხარჯავს პარლამენტი, გადავამრავლოთ 30 დღეზე და დავთვალოთ საშუალოდ თვეში რა დაუჯდება, მაგალითად, დენის გადასახადი პარლამენტს. ჯერ-ჯერობით ეს არ მოხერხდება, მაგრამ უახლოეს მომავალში ამას გავარკვევთ. რაღაც უღრან ტყეში მოვხვდით ზოგადად, ეს ყველაფერი გაირკვევა და დალაგდება. სამწუხაროდ, მემკვიდრეობით გვერგო ასეთი სიტუაცია, ჩვენზე დამოკიდებული არ არის. ვმოქმედებთ ისე, რის საშუალებასაც არსებული რეალობა და სიტუაცია გვაძლევს.

_ საუბრობენ იმაზე, რომ შესაძლებელია საკანონმდებლო ორგანო დაბრუნდეს თბილისში. ძველი პარლამენტის შენობა კი, საინვესტიციო ფონდისთვის არის გადაცემული...

_ რა თქმა უნდა, ამ მხრივაც არის პრობლემები. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში, სრულიად გაუაზრებლად და ნაჩქარევად ხდებოდა გადაწყვეტილების მიღება იდეის დონეზე და არავინ არ ფიქრობდა მის რეალურ უზრუნველყოფაზე. წინა პარლამენტმა კონსტიტუციაში ცვლილება შეიტანა და ჩაწერა, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელია ქუთაისი. თუ გადაწყდება, რომ შეიცვალოს პარლამენტის ადგილსამყოფელი და გახდეს თბილისი ან კიდევ რომელიმე ქალაქი, ეს ყველაფერი კონსტიტუციური საკითხია და საჭიროებს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას. ამას კი პარლამენტთა 2/3 სჭირდება. როგორც აღმოჩნდა, საპარტნიორო ფონდს, ნიკა გილაურის ხელმძღვანელობით კი გადაეცა, მაგრამ გაყიდვა არ მომხდარა. თუ გადაწყდა გადასვლა, შენობას რემონტი დასჭირდება და ესეც გარკვეულ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული.

_ თითქმის მთელ ქუთაისს წყალი გრაფიკით მიეწოდება. პარლამენტის შენობაში თუ გაქვთ წყალი?

_ ცნობილია, რომ წყალი ქუთაისში წლების მანძილზე სერიოზული პრობლემაა. ეს ფუფუნება "ძალზე თანამედროვე შენობას ერგო" - პარლამენტს წყალი შეუზღუდავად მიეწოდება.

_ როდის დასრულდება პარლამენტის შენობის რემონტი?

_ როგორც მშენებლები ამბობენ, ნოემბრის ბოლოს. იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლოს მაინც, რაც სამუშაო მიმდინარეობს დასრულდება. აქ გათვალისწინებული იყო უამრავი რამის გაკეთება, მაგრამ ამ ეტაპზე შეჩერდება. რადგან არც თავის დროზე იყო გაღებული ხარჯები; შენობის გარეთ ტერიტორიის მოწყობაზე მაქვს საუბარი. სანამ ზუსტად არ გაირკვევა სად იქნება პარლამენტი, მანამდე რამდენიმე მილიონის გაღება უყაირათობა და ლოგიკას მოკლებული იქნება.

_ ანუ ჯერ-ჯერობით პარლამენტის გადასვლა თბილისში არ იგეგმება?

_ ეს არის კონსტიტუციური საკითხი. თუ პარლამენტი შეცვლის კონსტიტუციას და მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, თავისთავად გადავა. თუმცა როდის მიიღებს პარლამენტი ამ გადაწყვეტილებას, მიიღებს საერთოდ თუ არა, ვერ მოგახსენებთ.




 ახალი ამბები
  • ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, ლენი კრავიცის გადაწყვეტილებით, მსოფლიო ტური აღარ გაიმართებალეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, ლენი კრავიცის გადაწყვეტილებით, მსოფლიო ტური, HERE TO LOVE აღარ გაიმართება. ამის შესახებ მუსიკოსმა თავად ამცნო მსმენელს საკუთარი სოციალურ ქსელის მეშვეობით. შესაბამისად, ტურის გაუქმების შედეგად, არ ჩატარდება მისი კონცერტიც, რომელიც 2021 წელს საქართველოში იყო დაგეგმილი. მომღერალმა ტურის გაუქმების მიზეზად COVID 19-ის გავლენით გამოწვეული ახალი რეალობა დაასახელა.  „მივმართავ ჩემს გულშემატკივრებს ევროპიდან, სამწუხაროდ მიწევს თქმა, რომ ტური, HERE TO LOVE, აღარ გაიმართება და ეს მსოფლიოში პანდემიით გამოწვეულ რეალობას უკავშირდება. მინდა გითხრათ, რომ მოუთმენლად ველოდი თქვენთან შეხვედრას, მაგრამ ამ მომენტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი და ჩემი ბენდის წევრების ჯანმრთელობაა“,- წერს მომღერალი. წერილის ბოლოს ლეგენდარული მუსიკოსი იმედოვნებს, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება და უსაფრთხო გარემოში მსმენელთან  შეხვედრისა და კონცერტის გამართვის შესაძლებლობა კვლავ მიეცემა. ინფორმაციისთვის: 2021 წელს საქართველოში დაგეგმილი კონცერტის ბილეთებში გადახდილი თანხა (საკომისიოს ჩათვლით) მყიდველის ბარათზე ავტომატურად დაბრუნდება. თანხის დაბრუნება მოხდება 15 ივლისიდან, 3 სამუშაო დღეში. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ SOLO ბანკირს ან მოგვწერეთ მისამართზე lenny@solo.ge ... ...
  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები გაიზარდასაქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5-ით გაიზარდა და 963 გახდა, _ ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 3-ით გაიზარდა და 841 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 3903 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 202 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 ... ...
  • მომდევნო ორი დღის განმავლობაში საქართველოში ტემპერატურის მკვეთრი მატებაა მოსალოდნელიმეტეროლოგების პროგნოზით, საქართველოში უახლოეს დღეებში ტემპერატურის მკვეთრი მატებაა მოსალოდნელი და შესაძლოა, ნიშნულმა 42 გრადუსსაც გადააჭარბოს. „ხვალაც, 8 ივლისსაც მაღალი ტემპერატურა იქნება. დღის ბოლოს იწყება ნალექი. განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოში, აჭარისა და გურიის ტერიტორიაზე ველით შედარებით მნიშვნელოვან ნალექს. დღის მეორე ნახევრიდან, აღმოსავლეთ საქართველოში იწვიმებს“ - აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტოს მეტეოროლოგი, დავით ლოლაძე. სპეციალისტების თქმით, სიცხე განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, მოხუცებისა და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებისთვის. ძლიერმა სიცხემ, შესაძლოა, გულისცემის გახშირება და სუნთქვის გაუარესება გამოიწვიოს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, მაღალი ტემპერატურის დროს, აუცილებელია ბევრი სითხის მიღება და მზეზე გადაადგილებისგან თავის შეკავება. „ასევე, თავი უნდა ავარიდოთ ფიზიკურ დატვირთვას. ან, თუ ფიზიკური დატვირთვა აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ეს უნდა მოხდეს დილით, ძალიან ადრე. თავი უნდა ავარიდოთ ალკოჰოლიან, ტკბილ და გაზიან სასმელებს. აუცილებლად უნდა გვეხუროს ფართოფარფლებიანი ქუდი ან კეპი, უნდა ვატაროთ სათვალე“, - აცხადებს NCDC-ს არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ლელა სტურუა. საქართველოს ტერიტორიაზე, კვირის ბოლოდან, შედარებით, აგრილდება. დროგამოშვებით იწვიმებს. ზოგან - ძლიერად. მოსალოდნელია ელჭექი და ... ...
  • "როგორც ჩანს, კალაძეს პოლიტიკური ამბიციები შეუკვეცეს" _ დავით ჭიჭინაძე"როგორც ჩანს, კალაძეს პოლიტიკური ამბიციები შეუკვეცეს, სამაგიეროდ, პრობლემა აღარ ექნება იმ  მილიონებზე, რომელთა „გაქრობაც“ ეს წლებია ხდება. ზუსტად 9 თვის შემდეგ მივიღე დეპუტატის შეკითხვაზე  პასუხი სუს-ისგან, რომ „ვარკეთილი დეველოპმენტის საქმეში“ თურმე არანაირი დარღვევა არ არსებობს. არადა მარტო ამ კონკრეტულ შემთხვევაში 15 მილიონზეა საუბარი.“ აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასი მესამე ვადით დარჩენას გამორიცხავს. „ მესამე ვადით „ ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში აღარ იქნება. მითუმეტეს, რომ ივანიშვილი სერიოზული პრობლემების წინ დგას.  კანდიდატები,  რომელთა დასახელებაც მოუწევს  საარჩევნოდ,  კიდევ უფრო მეტი სიმძიმე გახდება მისთვის, რადგან:  1. ძველმა სახეებმა ყველა რესურსი ამოწურეს და მათ სუფთა წაგება უჭირავთ ხელში.  2. რაც შეეხებათ ე.წ. ახალ სახეებს, სულ ტყუილა ჰგონიათ „ოცნებაში“, რომ ისინი საზოგადოების კეთილგანწყობით სარგებლობენ. მათი ერთადერთი ფუნქცია ქართულ პოლიტიკაში „ქართული ოცნების“ დაიცვა და „გაპრავებაა“ და იმიტომ.  მოკლედ, რეალობა ასეთია, ბიძინა ივანიშვილი ხალხს რეალურად არ იცნობს; მას პოლიტიკოსები კი არა, მორჩილი ადამიანები სჭირდება; ივანიშვილს რომ ჰგონია გუნდი ჰყავს, გუნდი არა, სამაგიეროდ ნამდვილად ჰყავს მცირე დაჯგუფებები, რომლებიც მხოლოდ ერთმანეთის დასმენაზე არიან გადასული; შესაბამისად, დროის კონკრეტულ მომენტში სწორედ იმ გუნდის ძალაუფლება იკვეთება, ვინც იმ მომენტისთვის მეტი „ნდობის“ მოპოვებას ახერხებს. შედაეგად კი ვიღებთ იმას, რომ არ არსებობს ხედვა, რომელიც ქვეყანამ უნდა გაიაროს, ცხოვრების დონე ცოტათი მაინც რომ გაუმჯობესდეს. სამაგიეროდ ივანიშვილის გარემოცვას კარგად აქვს გაკვალული გზა - რაც შეიძლება მეტი  ფული როგორ წაიღონ ქვეყნიდან. ხალხს კი, მარსსაც დაჰპირდებიან, რაში ადარდებთ, თუ არ შეუსრულებენ", _ აცხადებს დავით ... ...
  • რომელ ქვეყნებს გაუხსნის საქართველო საზღვრებსსაქართველო საზღვარს ამ ეტაპზე უპირობოდ 5 ქვეყანას გაუხსნის, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. „30 ივნისს ევროკავშირმა საქართველო 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეიყვანა და გასცა რეკომენდაცია მათთვის საზღვრების შესაძლო გახსნის შესახებ. აღნიშნული რეკომენდაციის გათვალისწინებით, მთავრობა საზღვრების გახსნის თაობაზე, ორმხრივ მოლაპარაკებებს აწარმოებს ევროკავშირის წევრ შესაბამის ქვეყნებთან. საგულისხმოა, რომ მსოფლიოსა და თავად ევროპის კონტინენტზე არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით ევროკავშირის რიგმა ქვეყნებმა, ამ ეტაპზე, საერთოდ არ გახსნეს საზღვრები უცხო ქვეყნის, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვისაც. რიგ ქვეყნებში ჩასვლისას კი, სავალდებულოა 14-დღიანი კარანტინის გავლა საკუთარი სახსრებით. საქართველოც აკვირდება არსებულ გლობალურ სურათს და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფისთვის, სიფრთხილით დგამს შესაბამის ნაბიჯებს. დღეისათვის, იმ ქვეყნებიდან, ვინც საქართველოს უპირობოდ გაუხსნა საზღვარი, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო საზღვრებს ასევე უპირობოდ გახსნის შემდეგ 5 ქვეყანასთან: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებს, საბჭომ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა, რომ რამდენიმე ქვეყანამ, საზღვრები გაუხსნა მათ შორის, ევროკავშირის მიერ განსაზღვრული უსაფრთხო ქვეყნების სიაში არმყოფ სახელმწიფოებს. ზემოჩამოთვლილი 5 ქვეყნის მოქალაქეებს/რეზიდენტებს შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტით საქართველოში მხოლოდ პირდაპირი საჰაერო გზით ჩამოსვლა. საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე მათ უნდა შეავსონ საგანგებოდ შემუშავებული სპეციალური, ელექტრონული ანკეტა, სადაც უნდა მიუთითონ შემოსვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვ. მათივე თანხმობის შემთხვევაში, ანდა საზღვარზე თერმოსკრინინგის გავლის შედეგად 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, აეროპორტში მათ ჩაუტარდებათ PCR ტესტი. ასევე, სავალდებულო წესით ტესტირებას ან კარანტინს გაივლიან ის პირები, რომლებსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში აქვთ ევროკავშირის არაწევრ მაღალი საფრთხის მქონე ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია. საქართველოში ჩამოსულ თითოეულ პირთან, მთელი აქ ყოფნის პერიოდში, პროაქტიურ კომუნიკაციაში იქნება და მათზე იზრუნებს სპეციალურად შექმნილი ქოლ-ცენტრის ჯგუფი. რაც შეეხება ევროკავშირის წევრ დანარჩენ სახელმწიფოებს - ქვეყნებთან მიმართებით, რომლებმაც საქართველოსთვის არ გახსნეს საზღვარი, ჩვენი მხრიდანაც ნარჩუნდება დღეს არსებული რეჟიმი. ხოლო იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველო შეიყვანეს ე.წ. მწვანე სიაში (გარდა ზემოთ ჩამოთვლილი 5 ქვეყნისა) ან დაუწესეს სხვადასხვა სახის შეზღუდვები, საქართველოში შემოსვლა შეეძლებათ 14 დღიანი სავალდებულო კარანტინის პირობით, რომლის ხარჯებსაც თავად დაფარავენ. ზემოთ ჩამოთვლილი 5 ქვეყნის გარდა, ქვეყნებთან, რომლებმაც ასევე უპირობოდ გახსნეს საზღვრები საქართველოსთვის, გრძელდება შემდგომი მუშაობა შესაბამის პროცედურებთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე საზღვრებს საქართველოსთვის არ ხსნიან შემდეგი ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, დანია, ნორვეგია, მალტა, ფინეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი. აღსანიშნავია, რომ უნგრეთთან ამოქმედდა ერთობლივი შესაბამისი კომისია, რომელიც მუშაობს მიმოსვლის აღდგენის საკითხებზე. ზოგიერთმა ქვეყანამ კი, (იტალია, კვიპროსი, ისლანდია, სლოვენია) გახსნის მზაობა გამოთქვა კონკრეტული შეზღუდვების დაწესებით, მათ შორის ამ ქვეყნებში ჩასულმა პირებმა უნდა გაიარონ 14-დღიანი სავალდებულო კარანტინი. ამასთან აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაციები და მასში მოცემული ქვეყნების სია ყოველ ორ კვირაში ერთხელ განახლდება. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება წინასწარ, შესაბამისი ფორმის შევსებისა და შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით. საქმიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს ეკისრებათ ვალდებულება, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი სახსრებით ჩაიტარონ კოვიდ19-ზე PCR ტესტი, ან გაიარონ სავალდებულო 14-დღიანი კარანტინი, ასევე საკუთარი სახსრებით. ეს, რა თქმა უნდა, არ ეხებათ ევროკავშირის წევრი იმ 5 ქვეყნის მოქალაქეებს/რეზიდენტებს, რომლებთანაც საქართველო უპირობოდ ხსნის საზღვრებს. შესაბამისი ელექტრონული ფორმები, რომლის შევსებაც წინასწარ მოუწევთ როგორც ევროკავშირის ზემოთჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეებს, ასევე, ნებისმიერი საქმიანი ვიზიტის განმახორციელებელ პირებს, ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე www.StopCoV.ge. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ევროკავშირის ქვეყნებში ნებისმიერი მიზნით ვიზიტის შემდგომ, სამშობლოში უკან დაბრუნებისას გაივლიან სავალდებულო 14-დღიან კარანტინს. მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოქალაქეებმა ასევე გაითვალისწინონ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ზემოთ ჩამოთვლილი მიდგომები საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით. ამასთან ერთად, ევროკავშირის იმ 5 ქვეყნის მიმართულებით, რომლებთანაც ჩვენ უპირობოდ ვხსნით საზღვრებს, საავიაციო მიმოსვლის და რეგულარული რეისების აღდგენის მიზნით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს საერთაშორისო ავიაკომპანიებთან. მათ შორის, ავიაკომპანია Lufthansa-სთან უკვე მიღწეულია შეთანხმება მიუნხენის მიმართულებით 2020 წლის აგვისტოდან კვირაში 2 რეისის განხორციელებასთან დაკავშირებით, ასევე ვმუშაობთ AirBaltic-სა და AirFrance-თან. აქვე, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დასაბრუნებლად, ივლისის განმავლობაში, ავიაკომპანიები - Wizzair-ი და Myway Airlines-ი შეასრულებენ შემდეგ ავიარეისებს: 13 ივლისი - ვარშავა, 15 ივლისი - ბარსელონა, 17 ივლისი - რომი, 22 ივლისი - პარიზი, 28 ივლისი - ათენი. აღნიშნულ რეისებზე ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის არ იქნება 200 ევროზე მეტი. ასევე, როგორც მოგეხსენებათ, კომერციულ ჩარტერულ რეისებს ახორციელებს ქართული ავიახაზები (აირზენა) შემდეგ დედაქალაქებში: ვენაში, ამსტერდამსა და თელავივში. აქვე, გაცნობებთ, რომ უახლოეს დღეებში, ერთჯერად შესრულდება კატარის ავიახაზების კომერციული ჩარტერული რეისი, დედაქალაქ დოჰადან, საიდანაც სამშობლოში საქართველოს 105 მოქალაქე დაბრუნდება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახმელეთო საზღვრებზე შენარჩუნდება დღეს მოქმედი რეგულაციები. საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს ევროკავშირის წევრ, პარტნიორ ქვეყნებთან აქტიურ თანამშრომლობას და რეკომენდაციის შესაბამისად, ორ კვირაში ერთხელ მოხდება როგორც საქართველოში შემომსვლელთა, ისე ჩვენი მოქალაქეების ამ ქვეყნებში შესვლის პირობების ერთობლივად გადახედვა. ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, შესაბამისად, თითოეული გადაწყვეტილება სწორედ აქედან გამომდინარე მიიღება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოში როგორც ჩვენი მოქალაქეების, ისე ჩვენი ქვეყნის სტუმრების, ჯანმრთელობა მაქსიმალურად იყოს დაცული“, - განაცხადა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...