ვინ იქნება ახალი გამგებელი

პოლიტიკა

ვინ იქნება ახალი გამგებელი

2012 ნოე 5 10:40:59

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ადგილობრივი პოლიტიკური ჯგუფის ერთი ნაწილი, თბილისში ირაკლი კუჭავას კანდიდატურას ლობირებს. ჩვენთან საუბრისას, კუჭავა ამ ინფორმაციას უარყოფს და ამბობს, რომ ეს ინფორმაცია პირველად ჩვენგან გაიგო, თუმცა, ჩვენი წყარო ამბობს, რომ "ყველაფერი შეთანხმებულია და მხოლოდ ტექნიკური საკითხები დარჩა მოსაგვარებელი".

_ პირველად მესმის; არანაირი ოფიციალური ან არაოფიციალური საუბრები ამ საკითხზე არ ყოფილა, _ აღნიშნა ირაკლი კუჭავამ.

ამ "შეთანხმების" შესახებ არაფერი იციან კოალიციის ჩოხატაურის ოფისში. შტაბის ხელმძღვანელი, გოჩა ჯიქია ამბობს, რომ კუჭავას კანდიდატურის შესახებ შტაბში საუბარი არ ყოფილა: _ კუჭავას შესახებ პირველად მესმის და მისი კანდიდატურა ჩვენთვის მიუღებელია. ირაკლი კუჭავა საერთოდ არ ყოფილა ჩართული ჩვენი შტაბის მუშაობაში.

როგორც გავარკვიეთ, ჯიქიამ ჩოხატაურის გამგებლის კანდიდატად თამაზ ჯინჭარაძე დაასახელა: _ შტაბმა და მე, როგორც შტაბის ხელმძღვანელმა, ჩოხატაურის გამგებლის პოსტზე წარვადგინეთ თამაზ ჯინჭარაძე, _ გვითხრა ჯიქიამ.

_ კი, მაგრამ ჩოხატაურს მოქმედი გამგებელი ჰყავს. ეს კანონთან შესაბამისობაში როგორ მოდის _ რის საფუძველზე უნდა წავიდეს იმედაშვილი?

_ ლელა იმედაშვილი იმ დანაშაულების საფუძველზე უნდა წავიდეს, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" ჩაიდინა.

_ გამგებლის ცვლილება კანონთან შესაბამისობაში როგორ უნდა მოვიდეს?

_ ახალი გამგებელი საკრებულოს მიერ იქნება არჩეული და კანონთან შესაბამისობაშიც მოვა.

_ ბატონო გოჩა, არის თუ არა დაპირისპირება კოალიციაში? ვიღაცას საკრებულოს თავმჯდომარეობა უნდა, ვიღაცას _ გამგებლობა... ჩვენი ინფორმაციით, თბილისში საქმეების "მოგვარება" უკვე დაწყებულია; მუდმივად ხელისუფლებაში ყოფნის პრეტენდენტები, ისეთები, რომლებიც ციხის კადრების გავრცელების შემდეგაც კი, დუმილს და ხელისუფლებასთან კეთილი ურთიერთობის შენარჩუნებას ამჯობინებდნენ, თქვენს ზოგიერთ თანაგუნდელთან ერთად, თქვენგან ფარულად ცდილობენ საქმე მოაგვარონ. თქვენს შტაბშიც იყვნენ ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებასთან ფარულ გარიგებებში იყვნენ შემჩნეულები. გაქვთ თუ არა ეს ინფორმაცია და იცით თუ არა, ვინ არიან ეს ადამიანები?

_ მაგაზე არის საუბარი. დღესაც ვისაუბრეთ ვინ როგორ იყო, მაგრამ მტკიცებულებების გარეშე ვერაფერს ვიტყვით. მე გეტყვით ერთ რამეს: როდესაც გამგებლის კანდიდატურაზე იყო საუბარი, მე ის ადამიანი წარვადგინე და იმას გავუწიე რეკომენდაცია, რომელშიც ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ არავისთან არ იყო შეკრული. მე არ ვარ ის ადამიანი, ყველას კუდში ვდიო. რაც მთავარია, ჩვენ ვაკონტროლებდით იმას, რაც უნდა გვეკონტროლებინა _ ისეთს არაფერს ვაკეთებდით, რომ ვიღაცას რაღაც დაეშავებინა. თუ ვინმემ იცის, კონკრეტულად ვინ ვისთან იყო გარიგებული, კეთილი ინებოს და თქვას, რადგან ეს მომავალს წაადგება.

_ თქვენ პირადად არ შემოგთავაზეს რაიმე თანამდებობა? შტაბის უფროსი ხომ თქვენ ხართ...

_ შტაბი იყო ჩემს კანდიდატურაზე ჩამოყალიბებული, მაგრამ იყო მიზეზები, რის გამოც ვთქვი უარი. სხვა დროს გაგიმხელთ ამ მიზეზებს.

რაც შეეხება თამაზ ჯინჭარაძეს, ის ამბობს, რომ ჯერ გადაწყვეტილი არაფერი აქვს: _ ჩემთან დაკავშირებით ნამდვილად იყო ამაზე საუბარი და ამას დაეთანხმა ბატონი თემურ ჭკუასელი, მაგრამ მე ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიმიღია. აღებული მაქვს რამდენიმე დღე ფიქრისთვის. შეიძლება გადაწყდეს, შეიძლება არ გადაწყდეს.

_ ბატონო თამაზ, თემურ ჭკუასელს, კანონიდან გამომდინარე, არანაირი უფლება არ აქვს საკადრო გადაწყვეტილებებში ჩაერიოს, გამგებლის არჩევასაც თავისი პროცედურები აქვს _ ორი კვირით ადრე კონკურსიც უნდა გამოცხადდეს...

_ ეს შიდა შეთანხმებაა.

_ თუკი გახდით გამგებელი, საინტერესოა, როგორი იქნება თქვენი პოზიცია იმ კადრებთან მიმართებაში, რომლებიც ყოფილი მმართველი პარტიიდან "ქართულ ოცნებაში" ცდილობენ გადმობარგებას. იქნებიან თუ არა "ქართული ოცნების" სახელით აღმასრულებელ ხელისუფლებაში წარმოდგენილი "ნაციონალური მოძრაობის" სახეები"?

_ ამას მაშინ გეტყვით, როცა კონკრეტულ გადაწყვეტილებას მივიღებ. თუმცა, არც ახლა ავარიდებ კითხვას თავს და გეტყვით, რომ ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი და ამაში ბევრი რამ იგულისხმება _ შეიძლება დრო გავიდეს, ცხოვრების წესით, პატიოსნებით ამ ადამიანებმა ხალხის ნდობა მოიპოვონ და ხუთი, ათი წლის შემდეგ ისევ პოლიტიკას დაუბრუნდნენ, მაგრამ ახლა კატეგორიულად მიუღებლად მიმაჩნია, რომ ხელისუფლება ისევ იმ პიროვნებებმა ჩაიბარონ, რომლებმაც "ნაციონალური მოძრაობა" მხოლოდ არჩევნების შემდეგ დატოვეს!




 ახალი ამბები
  • სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე დვალის და აქიმიძის სარჩელი განუხილველად დატოვათბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს, 17 იანვარს, გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სასამართლომ 2020 წლის 10 იანვარს განუხილველად დატოვა ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის (წარმომადგენელი – კახა კოჟორიძე) სარჩელი, მოპასუხეების, ქიბარ ხალვაშისა და პაატა კარსანიძის მიმართ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, საჯარო რეესტრში წილის რეგისტრაციის გაუქმებისა და შპს-ს წილის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნის თაობაზე. სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქმის მასალები და მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნის დაცვა, კერძოდ, სარჩელისა და თანდართული მასალების მოპასუხისთვის ჩაბარება და კანონით დადგენილ ვადაში ჩაბარების ან/და ჩაუბარებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების  სასამართლოში წარმოდგენა. როგორც სასამართლო აცხადებს, მოსარჩელის მხრიდან კანონით დადგენილი ნორმის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, სასამართლომ  მოცემულ საქმეზე გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზეც ყადაღა დაედო შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის” პარტნიორის, ქიბარ ხალვაშის კუთვნილ 60% წილს. სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით მხარისათვის მისი ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.  ამავე თემაზე: "რუსთავი 2"-ის 60 % დაყადაღებულია _ სასამართლომ აქიმიძის და დვალის სარჩელი წარმოებაში მიიღო ნიკა გვარამიას „რუსთავი 2“-ის საქმეზე ახალი ბრალი წაუყენეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო: დოკუმენტზე ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა არაა ... ...
  • თბილისში 1 პირი მაღაზიის გაქურდვის მცდელობის დროს დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის მცდელობის ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული ჯ.ს. თბილისში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც მან სამგორის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში უკანონოდ შეაღწია და სავაჭრო დაწესებულებიდან ფულისა და ლეპტოპის მოპარვას ცდილობდა. ქურდობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით ... ...
  • მიკროავტობუსის მძღოლს 15 წლის გოგოსთან გარყვნილი ქმედებისთვის 6 წელი მიუსაჯესხელვაჩაურში მცხოვრები 29 წლის კაცი 15 წლის გოგოსთან გარყვნილი ქმედებისთვის, ასევე პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოს ხელყოფის მუხლით გაასამართლეს. პროკურატურა მას გოგოს გაუპატიურებასაც ედავებოდა, თუმცა ეს სასამართლომ არ დაადასტურა. განაჩენის მიხედვით, შემთხვევა ღამის საათებში, ჭოროხის სანაპიროზე მოხდა. 29 წლის ბრალდებულმა დაზარალებულად ცნობილი 15 წლის მოზარდი თავის კუთვნილ მიკროავტობუსში გაიცნო და მასთან კომუნიკაცია სოციალურ ქსელში გააგრძელა. დაზარალებული გოგოს ჩვენებით, მას ბრალდებულმა სახლში საღამოს მიაკითხა და დალაპარაკება სთხოვა. მიკროავტობუსი ჭოროხის სანაპიროზე გაჩერდა. დაზარალებულმა გოგომ მოსამართლე ნუგზარ მგელაძეს უთხრა, რომ მას ბიჭი მანქანიდან გარეთ აღარ უშვებდა, კოცნიდა და სექსუალურ კონტაქტს აიძულებდა. მოგვიანებით, გოგოს ხელები ბრალდებულმა მანქანის ღვედით შეუკრა. გოგომ სახლში დაბრუნება დილის 6 საათზე შეძლო. მას მშობლები ეძებდნენ და პოლიციისთვის უკვე მიმართული ჰქონდათ. პროკურატურამ ბრალდებულს გაუპატიურების და გარყვნილი ქმედების ჩადენის მუხლით წაუყენა ბრალი, თუმცა ჩხრეკის შედეგად აღმოჩნდა, რომ ბრალდებულს საკუთარ მობილურ ტელეფონში 15 წლის გოგოსთან კოცნა ვიდეოთი ჰქონდა გადაღებული და პროკრატურამ ბრალდებულს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის მუხლითაც წაუყენა ბრალი. გაუპატიურება ამ საქმეზე სასამართლომ არ დაადასტურა და აღნიშნა, რომ მხოლოდ დაზარალებულად მიჩნეული გოგოს ჩვენება საკმარისი არ არის. „სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ მისი ჩვენება საკმარისი არ არის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, რადგან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დანარჩენი მტკიცებულებები  ეჭვქვეშ აყენებს მათ უტყუარობას. ბრალდებულის მიერ ძალადობით სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის შესახებ სასამართლოს ინფორმაციას აწვდის მხოლოდ თვით დაზარალებული, სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, ექსპერტიზის დასკვნა, ან სხვა მტკიცებულება, რომელიც ერთმნიშვნელოვნად დაადასტურებდა ძალადობის ფაქტს, საქმეში არ მოიპოვება და მხოლოდ აღნიშნული ჩვენება არ შეიძლება გახდეს გაუპატიურების ნაწილში მსჯავრდების საფუძველი,“ – აღნიშნულია განაჩენში. ბრალდებულმა დანაშაული უარყო. მან მოსამართლეს უთხრა, რომ გოგოს მოეფერა, მაგრამ ეს მისი თანხმობით გააკეთა და ვიდეოც მისი თანხმობით გადაიღო. ბრალდებულმა ასევე თქვა, რომ არ იცოდა, თუ გოგო 16 წლის არ იყო. გარყვნილი ქმედებისთვის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის ფ.-ს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ჯაბა ანანიძე ... ...
  • 20 წლის დედა ახალშობილის მკვლელობისთვის გაასამართლესხელვაჩაურის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები ქალი ახალშობილის განზრახ მკვლელობის მუხლით გაასამართლეს. მას მოსამართლე ნუგზარ მგელაძემ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, რაც ჩაეთვალა პირობით გამოსაცდელი ვადით. შემთხვევა 2018 წლის თებერვალში მოხდა – 20 წლის გოგომ სახლში იმშობიარა. გამოძიების ვერსიით, საძინებელ ოთახში „მშობიარობის შემდეგ უმალვე კისრის ორგანოებზე დაწოლით მან განზრახ მოკლა მამრობითი სქესის ახალშობილი…“, – აღნიშნულია განაჩენში. ადგილზე მისულ პოლიციელებს ახალშობილი უკვე გარდაცვლილი დახვდათ, ქალი კლინიკაში გადაიყვანეს. ბრალდებულმა დანაშაულის ჩადენა აღიარა და უდავოდ მიიჩნია ყველა მტკიცებულება, რაც პროკურორმა მის წინააღმდეგ წარმოადგინა. „სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებული, რომელიც ადრე არ არის ნასამართლევი, აღიარებს, ინანიებს და მძიმედ განიცდის ჩადენილ დანაშაულს, სასჯელი უნდა დაენიშნოს იმ ზომით, რაც შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმეს, მის პიროვნებას და დანაშაულის შემდგომ ქცევას და რაც არ იქნება მკაცრი და უსამართლო, რაც სასამართლოს აზრით უფრო მეტად შეუწყობს ხელს სამართლიანობის აღდგენას და მის საზოგადოებაში ინტეგრაციას,“ – წერია განაჩენში. 20 წლის ქალი სისხლის სამართლის კოდექსის 112 -ე მუხლის შესაბამისად გაასამართლეს. ეს მუხლი გულისხმობს  „დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას მშობიარობისას ან მშობიარობის შემდეგ უმალვე“. დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. წყარო: ... ...
  • ხუნდაძე: "უდიდესი ნაწილი კლინიკებისა არის ანაზღაურებული"ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ბიუროს სხდომაზე  ლევან კობერიძის მიერ წამოჭრილ საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ დღეს იგი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს ხვდება 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით. „თუმცა მხოლოდ ეს შეხვედრა არ არის ამ საკითხთან დაკავშირებით სამუშაო რეჟიმის ნაწილი. ჩვენ გასული წლის ბოლოს პრემიერმინისტრთან და შესაბამისი უწყებების მინისტრებთან, მათ შორის, ეკა ტიკარაძესთან ერთად, შევხვდით კლინიკის ხელმძღვანელებს. რა თქმა უნდა, იყო გარკვეული პრობლემური საკითხები, მაგრამ ეს გასული წლის ბოლოს დალაგდა. უდიდესი ნაწილი კლინიკებისა არის ანაზღაურებული",- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. მისი ინფორმაციით,520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით შექმნილია დარგობრივი, თემატური ჯგუფები, სადაც დარგის სპეციალისტები მუშაობენ კონკრეტული ნოზოლოგიებისა და განფასების წესის დასადგენადდა დასათვლელად. მისივე თქმით, მანამდე არსებული დისკომუნიკაცია არის აბსოლუტურად აღმოფხვრილი და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი სრულად არის ჩართული ამ პროცესში. „მთავარია ყველას გვქონდეს სურვილი იმისა, რომ  სისტემა სწორად იმართებოდეს, რადგან ყველაზე მეტ შემხებლობაში მოსახლეობასთან,გეთანხმებით,სწორედ ჯანდაცვის სექტორი არის. ამიტომ თქვენი დახმარებაც,თქვენი რესურსიც, ვფიქრობ, სასარგებლო იქნება გამოვიყენოთ პოზიტიურად. ჩაერთეთ, ვიმუშაოთ ერთად, პრობლემები, ხარვეზები აღმოვფხვრათ და სისტემა გავმართოთ იმაზე უკეთ, ვიდრე იყო აქამდე", - მიმართა დიმიტრი ხუნდაძემ ლევან ... ...

არქივი

ზაფრანი

იუმორი და ასტროლოგია

ვერძი - მუშაობს პრობლემური სესხების...

ცოცხის „მაგიური“ ძალა

ბევრ ქვეყანაში არსებობს გარკვეული "ცრურწმენები",...

"წიწაკიანი" ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მორიელი _ ქალი მორიელის გამოხედვა ხერხს...

არსებობს თუ არა ერთი ნახვით სიყვარული

ოდესმე თქვენს ცხოვრებაში მომხდარა ისე,...

ყავის მომზადების რეცეპტები მსოფლიოში

ვიეტნამი - ყავის მომზადების დროს...

როგორ შევინარჩუნოთ მამაკაცი

არასდროს უყვიროთ მას - ის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...