სააკაშვილი: "არ გავაკეთოთ რაიმე ისეთი, რამაც, შესაძლოა, შეუქცევადი ზიანი მიაყენოს ჩვენს ხალხს"

პოლიტიკა

სააკაშვილი: "არ გავაკეთოთ რაიმე ისეთი, რამაც, შესაძლოა, შეუქცევადი ზიანი მიაყენოს ჩვენს ხალხს"

7 ნოე. 2012, 21:01:55

"ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით, მინდა განვაცხადო შემდეგი: სულ ახლახან საქართველოში ერთი მთავრობის მეორეთი ჩანაცვლების პროცესი პირველად წარიმართა მშვიდობიანი, კონსტიტუციური, საპარლამენტო გზით.

მე, როგორც კონსტიტუციის გარანტი, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ვიყავი და ვარ ამ პროცესის მონაწილე.

ამ პერიოდის განმავლობაში, ჩემი ყველაზე დიდი სურვილიც და უდიდესი იმედიც იყო და არის ის, რომ ჩვენ შევძლებთ ცივილიზებული დიალოგის ფარგლებში საქართველოს შემდგომ განვითარებას.

თავისთავად, თავისუფალი არჩევნების გამართვა იყო ბოლოდროინდელი მოვლენების ძალიან დიდი მიღწევა.

ამ მიღწევამ გაგვიხსნა ახალი პერსპექტივები ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო არენაზე. ახლა დგება დაპირებების შესრულების დრო - ჩვენი ხალხი ამას ელოდება.

იყო გაცემული ბევრი სოციალური დაპირება, რომელიც შეეხებოდა უფასო ჯანდაცვას, უფასო სწავლას, საპროცენტო განაკვეთებისა და ტარიფების შემცირებას და ბევრ სხვა სფეროს.

ჩვენი ხალხი, ბუნებრივია, ელოდება, რომ ყოველივე ამის განხორციელება უახლოეს პერიოდში დაიწყება.

ამავე დროს, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხის დაკვეთა, ჩვენი ხალხის სურვილი არის ის, რომ ყველაფერი მიხდეს ცივილიზებული დიალოგის, საპარლამენტო დებატების, თუნდაც მწვავე დებატების, მაგრამ საპარლამენტო ჩარჩოებში, კანონის უზენაესობის პირობებში, თავისუფალი სასამართლოს პირობებში, თავისუფალი მედიის პირობებში და ზოგადად თავისუფლებისა და განვითარების პირობებში.

ამიტომ, ბოლო მოვლენები ჩემთვის არის შეშფოთების წყარო, რადგან დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება კანონის უზენაესობა, ევროპული ორიენტაცია, საქართველოს განვითარება და წინსვლა.

ეს არ არის ზოგადი კატეგორიები, რომლებიც ეფუძნება კონკრეტულ კრიტერიუმებს.

უპირველეს ყოვლისა, ეს კრიტერიუმები არის ჩვენი მოქალაქეების უფლებების პატივისცემა, ეს არის კანონის უზენაესობის დამკვირდება ყველა დონეზე და ინსტიტუტების პატივისცემა.

ინსტიტუტების პატივისცემა არის ჩვენი შეიარაღებული ძალების პატივისცემა.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს მუდმივად გვესმოდა როგორ გვადანაშაულებდნენ იმაში, რომ საქართველომ გააჩაღა ომი და საქართველო იყო დამნაშავე 2008 წლის რუსეთის აგრესიაში.

სამწუხაროდ, ჩვენ ეს არჩევნების შემდეგაც მოვისმინეთ და ვფიქრობ, ამას არ მიიღებს არც ქართველი ხალხი და არც საერთაშორისო თანამეგობრობა, რომელმაც სიმართლე მშვენივრად იცის.

დღეს დილით ჩვენ მივიღეთ ის, რომ ამ ომის ერთ-ერთი გმირი (არ მინდა შევეხო ბრალდებას) დააკავეს სხვა პირებთან ერთად ისეთ ვითარებაში, რომელიც არ შეესაბამება არც ოფიცრის ღირსებას, არც შეიარაღებული ძალების პატივისცემას და არც შეიარაღებული ძალების როლს ჩვენს საზოგადოებაში.

კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მაგრამ არის ჩარჩოები, რომელთა ფარგლებშიც ეს კანონი უნდა იყოს დაცული.

ასეთ ინსტიტუტს განეკუთნება ასევე თავისუფალი პრესა, თავისუფალი სიტყვა, ჩვენი მასმედია, ჩვენი ტელევიზიები.

სრულიად მიუღებელია ტელევიზიის საქმიანობაში იმ ფორმით ჩარევა, როგორიც პირდაპირ განხორციელდა დღევანდელი დილიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ.

იგივე შეიძლება ითქვას იმ მუქარებზე, რომლებიც ისმის სხვა თავისუფალი მედიის საშუალებების მისამართით.

იცით, რომ ისმოდა მოწოდებები და არის გეგმები კონკრეტული შენობების დანგრევის - ჩვენ არა მხოლოდ არ უნდა დავანგრიოთ აშენებული, არამედ უნდა ავაშენოთ ახალი და უკეთესი.

საკმარისად ინგრეოდა საქართველო ათწლეულების განმავლობაში, რომ ახლა, 9 წლიანი შენების შემდეგ, ნგრევა გავაგრძელოთ.

არ უნდა დავანგრიოთ არსებული ინსტიტუტები - წინა წლებს განმავლობაში ისინი ავად თუ კარგად ვითარდებოდნენ.

მათი განვითარების მხრივ, ჩვენ ძალიან სერიოზულ წარმატებებს მივაღწიეთ და დღეს არათუ არ უნდა გადავყაროთ მოღწეული, პირიქით, უფრო მეტად უნდა განვავითაროთ, ახალი ასპექტები დავამატოთ, მეტი თავისუფლება მივცეთ, მეტად ვცეთ პატივი კანონის უზენაესობას, მეტი თავისუფლება მივცეთ სასამართლოს, მეტი თავისუფლება მივცეთ მასმედიას, განვავითაროთ ურთიერთობა პარლამენტსა და პრეზიდენტის ინსტიტუტს შორის, პარლამენტსა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის.

ჩვენ კი არ უნდა შევუტიოთ ამ ინსტიტუტებს, ჩვენ კი არ უნდა დავემუქროთ ადგილობრივ თვითმმართველობას, პირიქით, უნდა გავაჩინოთ მეტი თვითმმართველობა საქართველოში, რათა ნებისმიერ დროს მთავრობას მოეკითხოს როგორ ასრულებს ხალხისთვის მიცემულ დანაპირებს და როგორ იქცევა მოქმედი თუ წინა მთავრობა.

ამიტომ, ჩვენი ქვეყანა დღეს მნიშვნელოვან გზაგასაყარზე იმყოფება.

ამ მოვლენების ფონზე, თქვენ იცით, რომ ბოლო დღეებში ვაწარმოებდით აქტიურ დიპლომატიას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მაგალითად, იმისთვის, რომ დეკემბერში ნატო-სთან გვქონოდა პროგრესი მინისტრთა შეკრებაზე, რომელზეც ამ არჩევნების შემდეგ ჩვენ გვქონდა რეალური შანსი მიგვეღწია წარმატებას ნატო-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით.

ეს არ არის რომელიმე პარტიის კუთვნილება და ეს საკითხი ბევრად უფრო მაღლა დგას, ვიდრე ცალკეული პიროვნებები.

შესაძლოა, არ მოგვწონდეს პიროვნებები და, ბუნებრივია, პოლიტიკაში ეს ასეც იქნება; შესაძლოა, არ ვეთანხმდებოდეთ ერთმანეთს, მაგრამ არ შეიძლება, რომ ვეწინააღმდეგებოდეთ საკუთარ ქვეყანას.

ჩვენ არ შეიძლება, რომ რამეს ვაკეთებდეთ ჩვენი ქვეყნის საზიანოდ. ამის გამო, თუნდაც ნატო-ს მინისტერიალის წინ, რომელიც დეკემბერში გაიმართება, ჩვენ უკვე ვმუშაობდით ახალ მთავრობასთან, რათა ერთობლივი პოზიცია გამოგვეხატა, ერთად წავსულიყავით ამ მინისტერიალზე, ერთად გვესაუბრა იმაზე, რომ არა მხოლოდ ცალკე აღებულ მთავრობას ან პრეზიდენტს, არამედ ქართველ ხალხს სურს ნატოში შემდგომი ინტეგრაცია.

რა თქმა უნდა, დღევანდელი მოვლენები ნამდვილად არ გვეხმარება ყოველივე ამაში და სერიოზულ დაბრკოლებებსაც შექმნის - ეს არ შეიძლება, რომ მიხაროდეს. ამიტომ, როგორც არასდროს, ჩვენ უნდა დავდგეთ ყოველგვარი შურისძიების, ბოღმის, სიმწრის, პიროვნული მიღება-არმიღების მიღმა და შევძლოთ ერთმანეთთან ადამიანური ლაპარაკი.

დაე, ნუ დავეთანხმდებით ერთმანეთს, მაგრამ არ შეიძლება, რომ უთანხმოების დროს დავანგრიოთ მთავარი, რაც უკვე შექმნილია.

იმედი მაქვს, რომ ამას შევძლებთ.

ამისთვის, მინდა მოვუწოდო ყველას - პარლამენტის უმრავლესობასაც და უმცირესობასაც - ორივე დიდ პოლიტიკურ პარტიას, საქართველოს ახალ მთავრობას, საქართველოს პოლიტიკური პროცესის ყველა მონაწილეს, აღვივსოთ პასუხისმგებლობით, გავითვალისწინოთ, რომ ყველაფერი, რაც ხდება, ჩვენი სამშობლოსა და ჩვენი ხალხის ბედს და უახლოეს პერიოდში გრძელვადიან პერსპექტივებს შეეხება.

აქედან გამომდინარე, თითოეული ნაბიჯი, რომელსაც გადავდგამთ, კარგად გავიაზრებთ და ავწონ-დავწონით.

არ გავაკეთოთ რაიმე ისეთი, რამაც, შესაძლოა, შეუქცევადი ზიანი მიაყენოს ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას, ჩვენი შვილების მომავალს.

მე ვგრძნობ პასუხისმგებლობას და მზად ვარ ვითანამშრომლო და ვისაუბრო ყველასთან, ვისაც აქვს დიალოგის და ჩვენი ქვეყნის წინსვლის სურვილი. "




 ახალი ამბები
  • თხილის მზარდი ფასი: დღეს, ოზურგეთში, „ბერძნულა“ 7,50 ლარი ღირსბოლო ერთი  კვირის განმავლობაში, ოზურგეთში,  თხილის ფასის  ყოვლდღიური მატება  შეიმჩნევა. დღეს, დილიდან, ერთი  კილოგრამი „ბერძნულა“ შვიდლარნახევრი ღირს, ხოლო „გულშიშველა“ _ ექვსი ლარი. გუშინ ორივე სახეობა 50 თეთრით ნაკლები ღირდა. მოქალაქეებს ის უკვირთ, რომ თუ ზოგ პუნქტში გაუტეხავადაც იბარებენ, ვიზუალის მიხედვით, რატომ ტეხენ ზოგიერთები. _ რა ვქნათ, ჩვენ ხარისხს გულშიც ვაკვირდებით და მხოლოდ გარეგნულ  ეფექტს ვერ დავეყრდნიბით, - გვეუბნებიან თხილის მიმღები პუნქტების ... ...
  • გიორგი გახარია - ძირითადი ამოცანა დღეს არის ვირუსთან ადაპტაცია და თანაცხოვრების სწავლაბოლო პერიოდის განმავლობაში, ჩვენ ინფიცირების ზრდის აშკარა ტენდენცია გვაქვს, თუმცა მდგომარეობა სრულად ექვემდებარება კონტროლს და მართვადია, რაც მთავარია, - ამის შესახებ ს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.  მისივე თქმით, პირველ ეტაპზე მკაცრი ღონისძიებები და შეზღუდვები, მათ შორის, საგანგებო მდგომარეობა იყო სწორედ იმისთვის, რომ გადარჩენილიყო მოქალაქეების სიცოცხლე და ნაკლები ზიანი დამდგარიყო ეკონომიკისთვის, ვინაიდან, ცოდნა ვირუსთან დაკავშირებით მსოფლიოში საერთოდ არ არსებობდა და დროის მოგება იყო მნიშვნელოვანი.  „ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ შეზღუდვების, მათ შორის ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, ინფიცირებულების რაოდენობა გაიზრდებოდა, როგორც სხვაგან ყველგან, მთელ მსოფლიოში. ამიტომ ვამბობდით, ძირითადი ამოცანა არის ვირუსთან ადაპტაცია და თანაცხოვრების სწავლა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ დღეს ამ ეტაპზე ვიმყოფებით. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პირველ ეტაპზე მკაცრი ღონისძიებები, „ლოქდაუნები", შეზღუდვები, მათ შორის, საგანგებო მდგომარეობა იყო სწორედ იმიტომ გადაწყვეტილი და მიღებული, რომ გადაგვერჩინა ათეულობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე და ნაკლები სოციალურ-ეკონომიკური ზიანი მიგვეყენებინა ეკონომიკისთვის, უბრალოდ იმისთვის, რომ ცოდნა მაშინ მსოფლიოში ვირუსთან დაკავშირებით საერთოდ არ არსებობდა და ჩვენ ვირუსის დროში გავრცელების დრო უნდა მოგვეგო,"- განაცხადა პრემიერმა.  მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველომ ეს დრო მოიგო და ვინაიდან, ახლა როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში ვირუსთან დაკავშირებით ბევრად უფრო დიდი ცოდნა და გამოცდილება დაგროვდა, ეს არის შესაძლებლობა, რომ ჩვეულებრივად გაგრძელდეს ცხოვრება - გარკვეული წესების დაცვით.  „ჩვენ ეს დრო მოვიგეთ, დღეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც ვირუსთან დაკავშირებით ცოდნა არის ბევრად უფრო დიდი და მნიშვნელოვანი, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, მიუხედავად მსგავსი ციფრებისა, ჩვეულებრივად გავაგრძელოთ ცხოვრება. ეს ის ცოდნაა, რომელიც ჩვენ დავაგროვეთ ბოლო თვეების განმავლობაში, ეს ის გამოცდილებაა, რომელიც ჩვენ დავაგროვეთ ბოლო თვეების განმავლობაში ვირუსის რისკების მართვით, ვირუსის დროში გავრცელების მართვით, რომელიც დაფასებული და შეფასებული იყო საერთაშორისო დონეზეც და დღეს ჩვენი ძირითადი ამოცანა არის ის, რომ აღვადგინოთ ჩვენი ეკონომიკა, მაქსიმალურად სწრაფად, ისე რომ არ შევუქმნათ რისკი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას. რას ნიშნავს ეს, ეს ნიშნავს, რომ დღეს პრიორიტეტი უკვე ხდება ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და ეს შეუძლებელია გარკვეული წესების დაცვის გარეშე. მარტივი წესებია - პირბადე, სოციალური დისტანცია, ელემენტარული ჰიგიენის წესების დაცვა და ა.შ. ეს ის წესებია, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და დღესაც გავიმეორებთ. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვისწავლოთ ვირუსთან თანაცხოვრება, საბოლოო ჯამში, სამწუხაროდ, სანამ გლობალურად ვირუსის პრობლემა არ გადაწყდება ვაქცინით ან სხვა საშუალებებით, შეუძლებელი იქნება ცალკე აღებულმა ქვეყანამ ვირუსი დაამარცხოს,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.  მისივე თქმით, მკაცრი შეზღუდვებით არ უნდა დადგეს რისკის ქვეშ ეკონომიკის აღდგენის პროცესი.  „მძიმე შეზღუდვები, პირველ ეტაპზე, მაშინ როდესაც იყო ათეული შემთხვევები და არა მეტი, იყო აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ გადაგვერჩინა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და შეგვეჩერებინა ვირუსის დროში გავრცელება, რათა დრო მოგვეგო, უფრო მეტი გვესწავლა, მეტი გამოცდილება მიგვეღო, სისტემა უკეთესად მოგვემზადებინა, რაც შევასრულეთ. ჩვენ არც ერთ შემთხვევაში მკაცრი შეზღუდვებით არ უნდა დავაყენოთ რისკის ქვეშ ეკონომიკის აღდგენის პროცესი, რომელიც ასევე საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს," - განაცხადა გიორგი გახარიამ. ... ...
  • უბედური შემთხვევა ქუთაისში _ საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებსქუთაისში, თაბუკაშილის ქუჩაზე მეცხრე ჩიხში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟის დროს მოხდა უბედური შემთხვევა. გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი (ელენტრომონტიორები), დამწვრობა კი მიიღო ერთმა თანამშრომელმა (ასევე ელექტრომონტიორი).  „საქართველოს რკინიგზა“ მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლების გარდაცვალებისა და დაზიანების გამო. უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა. კომპანია თანამშრომლობს გამოძიებასთან, რის შედეგადაც დადგინდება შემთხვევის გამომწვევი მიზეზები. მოკვლევაში ჩართულია შრომის უსაფრთხოების სამსახური. ... ...
  • "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ჰაერში გვახდევინებ ფულს? "„ისე გავიდა მთელი ზაფხული, წყალი, წესიერად კი არა, მგონი, საერთოდ არ გვღირსებია. გრაფიკიო, _ იძახიან. სადაა გრაფიკი. როდის უნდა იყოს ჩვენს ქუჩაზე წყალი მათი გრაფიკის მიხედვით, _ გვითხრან. დილას არაა, შუადღეზე არაა, საღამოს არაა, დღის არც ერთ მონაკვეთში არაა. სამაგიეროდ, ჰაერია ბლომად. ფშუტუნებს მთელი დღის განმავლობაში და მოაქვს, ჩემო ბატონო, ჰაერის ნაკადი უწყვეტად. დახედავ მრიცხველს და ისე გარბის თვალს ვერ მოკრავ. თვის ბოლოს მოდის შეტყობინება ტელეფონზე _ გადახდის ბოლო ვადა. გადასახდელი თანხა არასდროს არაა 12-13 ლარზე ნაკლები და ონკანში კი წყლის ნაცვლად ჰაერი მოდის.გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, გეკითხებით, რაში გვახდევინებთ ფულს, ჰაერში?! _ გვწერს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ნინოშვილის ქუჩაზე მცხოვრები უწყლობით შეწუხებული რამდენიმე ადამიანი. მოსახლეობის პრობლემაზე პასუხის მისაღებად "გურია ნიუსი" გაერთიანებული წყალმომარაგების ჩოხატაურის სერვისცენტრის ხელმძღვანელს იოსებ ცინცაძეს დაუკავშირდა. ცინცაძის თქმით, მოსახლეობის პრობლემას წყლის დებეტი იწვევს. "მრიცხველი რასაც დაწერს, ის უნდა გადაიხადოს აბონენტმა და რაც შეეხება გრაფიკს, წყლის დეფიციტიდან გამომდინარე ვართ ასეთ სიტუაციაში. ჩოხატაურში გვაქვს 10-საათიანი გრაფიკი. როდის მომგმართეს ნინოშვილის ქუჩიდან? რამდენიმე დღის წინ კი იყო პრობლემა. კონკრეტულად მითხარით ვინ არის. მითხარით აბონენტის ნომერი, კონკრეტულად ვის აქვს პრობლემა. იქნებ, მასთანაა მარტო ეს პრობლემა, გავუშვებ ჯგუფს და გამოასწორებენ ან მოვიდეს და გავარკვევ დეტალურად თანხაზეც, ქვითარზეც, რა კითხვებიც ექნება", _ გვითხრა ... ...
  • შემოდგომის ურეკი: „კორონას აქ რა უნდა, მაგნიტური ქვიშის ეშინია“ გურიის ზღვისპირა  კურორტ  ურეკში სრული  იდილია სუფევს.  როგორც ჩვენი მეგობარი ლალი   თავართქილაძე გვატყობინებს,  პლიაჟზე ხალვათობაა. _თუმცა, ნამდვილი ზღვის სეზონი ახლაა.   ბევრმა ბათუმიდან და ქობულეთიდან აქ გადმოინაცვლა.   საოცარი სიმშვიდეა და მზე მწველი არაა,  რაღაცნაირ    მკვეთრ  ოქრო ფერუმარილს აფრქვევს... ზღვა მშვიდზე მშვიდია  და გაყურსული. ძირითადად,  გარეთ ყველა პირბადით  დადის... კორონა?  კორონას აქ რა უნდა? _ ჩვეულ ხუმრობას არ იშლის ქალბატონი  ლალი _ მაგნიტური ქვიშის ეშინია... ჩვენ და  თოლიები ვართ ამ სეზონის უკანასკნელი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...