დირექტორს ახლა გაახსენდა, რომ პოლიტიკური დევნილი ყოფილა

პოლიტიკა

დირექტორს ახლა გაახსენდა, რომ პოლიტიკური დევნილი ყოფილა

7 ნოე. 2012, 21:00:18

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი მარგველაშვილისთვის გაგზავნილ საჩივარში წილოსანი აღნიშნავს, რომ ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორობიდან ის პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. ამას წილოსანი ამას ჩვენთან საუბარშიც ადასტურებს და ამბობს, რომ დეტალებზე მოგვიანებით ისაუბრებს. სანამ წილოსანი მედიასთან ალაპარაკდება, მანამ საყურადღებოა ერთი თარიღი _ წილოსანი რესურსცენტრიდან არავის გაუთავისუფლებია. 2011 წლის 5 ნოემბერს მან და იმდროინდელმა პირველი საჯარო სკოლის დირექტორმა მანანა ჯინჭარაძემ (ეს უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნებზე "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი იყო ჩოხატაურში, ხოლო წილოსანი _ დაბის #1 საარჩევნო უბნის თავმჯდომარე), რომელიც ახლა საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელია, თანამდებობები გაცვალეს. იმ დროს წილოსანს ამ ცვლილებებზე კომენტარები არ გაუკეთებია. სკოლის დირექტორი სიტყვაუხვობით არც მაშინ გამოირჩეოდა, როცა "ნაციონალების" წინასაარჩევნო ფარულ შეხვედრებს პედაგოგებთან ერთად ჩუმად ესწრებოდა, თუმცა, ამ ყველაფერს ხელი არ შეუშლია, რომ თავი პოლიტიკურ დევნილად მიეჩნია.

წილოსანი ამბობს, რომ მის პოლიტიკურ დევნასთან "ქართული ოცნება" არაფერ შუაშია, თუმცა, დასძენს, რომ თანამდებობის გაცვლისას პოლიტიკამ დიდი როლი ითამაშა.

_ მე ვინც გამათავისუფლა თანამდებობიდან. იმის საწინააღმდეგო საჩივარი გავაგზავნე, _ აღნიშნა წილოსანმა.

_ ვინ გაგათავისუფლათ?

_ ადმინისტრაციის უფროსმა.

_ ეს ხომ ერთი წლის წინ მოხდა?

_ დიახ.

_ ამდენ ხანს რატომ არაფერი თქვით?

_ ამდენ ხანს ვისთან უნდა შემეტანა განცხადება? მინისტრმა გააკეთა განაცხადი _ ვინც თვლის, რომ უსამართლოდ გაათავისუფლეს, შეუძლია გააკეთოს განცხადებაო და გავაკეთე ამიტომ.

_ მიგაჩნიათ, რომ რესურსცენტრის დირექტორობიდან პოლიტიკური მოტივით გაგათავისუფლეს?

_ დიახ.

_ მაშინ, როცა ბიძინა ივანიშვილი არ იყო პოლიტიკაში და არც "ქართული ოცნება" არსებობდა?

_ "ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი რა შუაშია?!

_ მაშინ რა იყო პოლიტიკური მოტივი?

_ პოლიტიკური მოტივი იყო თვითონ იმიდან, რომ, რაც ითქვა იქ და რის გამოც მითხრეს, რომ უნდა მოხდეს ეს გაცვლა.

_ რის გამო?

_ არ მინდა ამის დაზუსტება. როცა მივიღებ პასუხს სამინისტროდან, მერე გავავრცელებ ინფორმაციას.

_ ქალბატონო ხათუნა, მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში თქვენი შვილი, მარტივად რომ ვთქვათ, ჟურნალისტების "მდევარი" იყო. როგორც ბევრი ამბობს, მსგავსი ჯგუფები ყველგან იყო შექმნილი და მათ "ნაციონალური მოძრაობის" შექმნილ ბანდებსაც ეძახდნენ.

_ მე მასე არ ვიცნობ, რომ ეს იყო ბანდა. მე ვიცი, რომ ჩვეულებრივად "რეალტივი" იყო და ჩემი შვილი მისი ჟურნალისტი, რომელსაც ჰქონდა ნეიტრალური პოზიცია და თქვენ ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ფაქტს იმისას, რომ მან საწინააღმდეგო გააკეთა ამ პარტიის, ან იმ პარტიის...

_ თქვენი შვილის მიერ გაკეთებული სიუჟეტები ნანახი გაქვთ? თუნდაც "შარვალჩახდილი მეოცნებე"?

_ მინახავს, მაგრამ, არ მინახავს ანტირეკლამა.

_ ქალბატონო ხათუნა, როდესაც ინტერვიუს ვიღებდით, თქვენი შვილი, ინტერვიუს ჩემგან იღებდა... აღარაფერს ვამბობ რედაქციაში შემოჭრაზე.

_ თქვენ ჩემს შვილთან გინდათ ინტერვიუ თუ ჩემთან?

_ კითხვას არ გვასრულებინებთ... ეს ყველაფერი თქვენ განცხადებაში ეჭვის შეტანის საფუძველს იძლევა. თუკი "ნაციონალური მოძრაობა" არ მოგწონდათ და ამ ერთი წლის განმავლობაში, რაც თქვენ სკოლის დირექტორი ხართ, გდევნიდნენ, რატომ არაფერი არ თქვით ან რატომ ეხმარებოდით მათ გამარჯვების მოსაპოვებლად?

_ მაშინ არ დამდგარა დრო და საჭიროება არ იყო ამისი, _ გვითხრა წილოსანმა.

ამ თემაზე კომენტარის გაკეთება ჩვენ ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორსაც ვთხოვეთ, თუმცა, მანანა ჯინჭარაძემ კომენტარისგან თავი შეიკავა და მხოლოდ ის დააზუსტა, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე ის 2011 წლის 8 ნოემბერს ოფიციალურად დაინიშნა.

ხათუნა წილოსანი ნაციონალების მიერ მოწყობილ წინასაარჩევნო შეხვედრაზე _"G-News TV"_ს სიუჟეტი

საკვირაო დახურული "ნაციონალური" შეხვედრა პურმარილით

ფსევდო "ინფო-9"-ის ჟურნალისტი "გურია ნიუსის" ოფისში შეიჭრა

 




 ახალი ამბები
  • „დარბაზში თავმოყრილია ჩვენი წინაპრების მოღვაწეობა"- ემიგრაციის მუზეუმი პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაშისაქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ემიგრაციის მუზეუმი გაიხსნა. პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის განცხადებით, მზადება მუზეუმის გასახსნელად 8 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. „რვა წელია რაც ეროვნულ ბიბლიოთეკაში ემიგრანტული მასალების მიმართულებით დიდი სამუშაო წამოვიწყეთ - ჩამოვიტანეთ მნიშვნელოვანი არქივები ამერიკიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან და სხვა ქვეყნებიდან. თუმცა დღევანდელი დღე მაინც სხვა მოვლენამ განაპირობა - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ემიგრაციის მუზეუმი, რომელიც სრულიად უნიკალური მასალების უდიდესი საცავი იყო, ეროვნულ ბიბლიოთეკაში გადმოვიდა. ეს არქივი, თავის დროზე, გურამ შარაძემ გადასცა უნივერსიტეტს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში კი, ბინა, გურამ შარაძის შვილის, რუსუდან შარაძის დიდი მეცადინეობით, დაიდო“,_ აცხადებს კეკელიძე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით: „დარბაზში თავმოყრილია ჩვენი წინაპრების მოღვაწეობა, მათი ოცნებები და ანდერძი, რომელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და მის ევროპულ ოჯახში მიღებას უკავშირდება. ემიგრანტთა ამ გამორჩეული თაობების წვლილი უდიდესია იმაში, რომ დღეს, საქართველო ევროპაში ბრუნდება და აქვს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება!“   ... ...
  • სპეცოპერაცია ქუთაისში - დაკავებულია შუახნის მამაკაციცოტა ხნის სპეცოპერაცია ჩატარდა ქუთაისში. როგორც "გურია ნიუსს" ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა, დაკავებულია შუახნის მამაკაცი. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცი მეტადონის პროგრამით სარგებლობდა და მან მედიკამენტები ერთ-ერთი შენობიდან გაიტანა. სპეცოპერაციის სხვა დეტალები,ჯერჯერობით, ... ...
  • "მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაიგზავნა"- სვანეთში დაკარგულ მოზარდს უწყვეტ რეჟიმში ეძებენშინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერიდან გაუჩინარებული მოზარდის, ილია ფილფანის საძიებო სამუშაოებს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით უწყებაში ცოტა ხნის წინ ბრიფინგი გაიმართა. „საძიებო სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 80 მეხანძრე- მაშველი, პოლიციის დანაყოფები, დრონები, წყალზე მცურავი საშუალებები და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. მაშველები გაუჩინარებულ მოზარდს ეძებენ როგორც სვანეთში, ასევე, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე. ილია ფილფანის ფოტოსურათი დაგზავნილია, საქართველოს მასშტაბით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დანაყოფში. საქართველოში არსებულ ყველა აქტიურ სატელეფონო ნომერზე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის “112”-ის მიერ საინფორმაციო სამენოვანი, მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაიგზავნა ილია ფილფანის ფოტოსურათით, რათა მოქალაქეებმა, ნებისმიერი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, დარეკონ 112-ზე. ილია ფილფანის გაუჩინარებიდან დღემდე, მეხანძრე- მაშველების მიერ დათვალიერებული და შემოწმებულია სოფლები: ლენჯერი, ლაშდღვერი, მესგუნი, ნემსია, სოლი, კაერი, ლხანი, ქართვანი, ლანხვრი, ისკარი, ცალანარი, ეცერი, კალაში, უშგული, უღვალი, ფარი, ზემო ლუჰა, ქვემო ლუჰა, ლახამულა, ნოდაში, მაგარდი, ლეზგარა, სვიფი, ღვებალდი, სოლი, კაერი, ლემსია, ქაშვეთი, ლაშთღვერი, ნესგუნი, ზარგაში, ქურელი, ბეჩო, მაზერი, ჯორკვალი, ლატალი და აღნიშნულ სოფლებში არსებული მიტოვებული სახლები და კოშკები. ასევე, შემოწმებულია მუგვირის ტერიტორია, ქორულდის მთის ტერიტორია, ჭუბერი და მის გარშემო ტერიტორია, ლაღამი, ლანჩვალა, სოკოს უბანი. მეხანძრე-მაშველებმა ფეხით გაიარეს ბეჩო-დიზი-ხაიში-ჯვარამდე ზუგდიდის მიმართულებით საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიები, ჭალადის მყინვარზე არსებული ტურისტული მარშრუტი, მესტიის საბაგიროს მიმდებარედ არსებული ტყის მასივი, მესტიის მთავარანგელოზის ეკლესიიდან სოფელ ლენჯერამდე ტყის ფერდობები, სოფელ ებუთის და ჰაწვალის მთის ტყის მასივი და უღელტეხილ ჰოკოს მიმდებარედ არსებული 4 ძველი უმოქმედო გვირაბი. ჯამში მეხანძრე-მაშველების მიერ შემოწმებულია 38 სოფელი და მისი მიმდებარე ტერიტორია. ასევე, დათვალიერებული და შემოწმებულია 7 მდინარე, მდინარის კალაპოტი და მიმდებარე ხეობები. მეხანძრე-მაშველებმა შეამოწმეს მთებში, საძოვრებზე არსებული სადგომები, მიტოვებული სახლები და გვირაბები, ასევე ტყეები. საძიებო სამუშაოები მდინარე ენგურსა და ენგურჰესზეც მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს მუდმივი კომუნიკაცია აქვთ დაკარგული მოზარდის ოჯახთან. ილია ფილფანის მშობლებს ყოველდღიურ რეჟიმში მიეწოდებათ მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია. მოზარდის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონულ სამმართველოში შეტყობინების მიღებისთანავე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, რაც არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ყველა ინფორმაცია, რომელიც არასრულწლოვნის გაუჩინარებას ან მის შესაძლო ადგილსამყოფელს უკავშირდება, მოწმდება სამართალდამცველების მიერ“,_ აცხადებენ შინაგან საქმეთა ... ...
  • არ აქვს არც პოლიტიკური გამბედაობა და არც რესურსი, რომ ჩამოვიდეს- ოხანაშვილი მიხეილ სააკაშვილის შესახებიურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის არავის ეშინია და მას არც პოლიტიკური გამბედაობა და არც საქართველოში ჩამოსვლის  რესურსი აქვს. „ვფიქრობ, სააკაშვილი რეალურად ერევა საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესში, რაც მას კანონით ეკრძალება და ის უხეშად არღვევს იმ მოთხოვნებს, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს. ასევე, აღსანიშნავია, რომ რაც უფრო ხშირად გამოჩნდება და რაც უფრო ხშირად ისაუბრებს მსგავსი ტიპის პოლიტიკურ სისულელეებზე, მით უფრო ქვემოთ წავა „ნაციონალური მოძრაობის” და მისი სატელიტების რეიტინგი. არავის ეშინია მისი. ვიცით, რომ არაერთხელ მოდიოდა. არ აქვს არც იმის პოლიტიკური გამბედაობა და არც იმის რესურსი, რომ ჩამოვიდეს. თუ ჩამოვა საქართველოში, მის მიმართ მართლმსაჯულება განხორციელებულია. ის არის მსჯავრდებული და მისი ადგილი იქნება შესაბამის საპატიმრო დაწესებულებაში“,_ წერია ანრი ოხანაშვილის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ... ...
  • ყველაზე მაღალქულიანი აბიტურიენტები ჩოხატაურში _ საგამოცდო შედეგების გამოქვეყნება დაიწყოსაგამოცდო ცენტრმა 2020 წლის ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. დღეისთვის უკვე ცნობილია ბიოლოგიის, ხელოვნების, მათემატიკისა და ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდების შედეგები. როგორც "გურია ნიუსს" ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან აცნობეს, ბიოლოგიაში, სადაც მაქსიმალური ქულა იყო 70, 63 ქულა მიიღო #1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ინა მეფარიშვილმა; მათემატიკაში მაქსიმალური 59-დან ქულიდან, 49 ქულა დააგროვა შუა ამაღლების საჯარო სკოლის მოსწავლე ნანა სიხარულიძემ; პირველსკოლელებმა: ქრისტინა გუდავაძემ _ 41, მარიამ მდინარაძემ _ 40, ნოდარ კუტუბიძემ _ 30, ლუკა კოტრიკაძემ კი 30 ქულა მიიღეს. პ.ს. გაცნობებთ, რომ გამოქვეყნებული ქულები არ არის საბოლოო, მას შეიძლება დაემატოს სკოლებიდან მიღებული ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...