სამხარეო პოლიციის უფროსად დანიშნული პოლიტპერსონა _ "გურია ასეთ "ექსპერიმენტს" არ იმსახურებს!"

პოლიტიკა

სამხარეო პოლიციის უფროსად დანიშნული პოლიტპერსონა _ "გურია ასეთ "ექსპერიმენტს" არ იმსახურებს!"

2012 ნოე 25 17:23:18

კოალიცია "ქართული ოცნების" ოზურგეთის შტაბის წარმომადგენლების ერთი ნაწილი და თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგნელები გურიის პოლიციის ახლადდანიშნულ შეფთან შეხვედრებს აწყობენ, რომელიც მათი განცხადებით  ეს მხოლოდ გაცნობით სახეს ატარებს, ხოლო მეორე ნაწილს მათგან განსხვავებული მოსაზრებები აქვს.

რესპუბლიკური პარტიის ოზურგეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტიფო მიქატაძე "გურია ნიუსთან" აცხადებს, რომ ქართულმა საზოგადოებამ უარი უთხრა წინა ხელისუფლების მემკვიდრეობას და იგი სამართლიანობის აღდგენისა და კანონიერების უზენაესობის დამკვიდრების მოლოდინშია.

_ ზაზა პეტრიაშვილის გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს  უფროსად დანიშვნისას, რეგიონულ მედიასა და საზოგადოებაში ძირითადად ორ ასპექტს მიექცა ყურადღება, ის რომ პოლიციაში მუშაობის ნაკლები გამოცდილება აქვს და მეორე,  თითქოს, „თავისუფალი დემოკრატების“  წევრობა, მის პოლიტიკურ მოტივაციაზე მიუთითებს, რამაც შეიძლება, გავლენა იქონიოს რეგიონულ ხელისუფლებაში პოლიტიკურ ძალთა ბალანსზე.

მოგეხსენებათ, "ნაციონალების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს, პოლიცია იყო აღვირახსნილი ძალადობრივი რეჟიმის, უფრო ადრე კი შევარდნაძის უაღრესად კორუმპირებული მმართველობითი სისტემის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი. პოლიციაში ამ პერიოდში (არც თუ მცირე, ლამის, ორი ათეული წელი) იყვნენ და „გაიზარდნენ“, (იმიტომაც ვახსენეთ წლები) ადამიანები, განსაკუთრებით სხვადასხვა დონეზე გადაწყვეტილებების მიმღები, თანამდებობის პირები, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული ქვეყანაში მიმდინარე  უკანონო და დანაშაულებრივ საქმიანობაში. ეს კი დაღს ასვამდა მათი ცნობიერების, აზროვნებისა და ქცევის წესისა და პროფესიული ეთიკის ჩამოყალიბებას და ამახინჯებდა მას. შედეგად მივიღეთ არაჯანსაღი პროფესიული ელიტა, რომელთა მიმართ საზოგადოებაში სერიოზული ანტიპატია, უნდობლობა და მიუღებლობაა, მით უმეტეს ახლა, როცა ქართულმა საზოგადოებამ უარი უთხრა წინა ხელისუფლებების მემკვიდრეობას და იგი სამართლიანობის აღდგენისა და კანონიერების უზენაესობის დამკვიდრების მოლოდინშია. ამიტომ, პოლიციაში ახლა დასანიშნი კადრები არა თუ ამ წრის კადრებიდან არ უნდა შეირჩეს, პირიქით, ისინი დათხოვილი უნდა იქნენ თანამდებობებიდან, ნაწილმა კი პასუხი უნდა აგოს დანაშაულებისთვის.

თუ კი ვინმე აღნიშნული კატეგორიებიდან თავისი განსაკუთრებული პროფესიული უნარითა და გამოცდილებით შეუცველელია, ისინი, რა თქმა უნდა, კი არ აუნდა „დაიკარგონ“, უნდა დარჩნენ პოლიციაში არამაღალ თანამდებობებზე და საქმიანობა გააგრძელონ ჯანსაღ გარემოში.

საბედნიეროდ, პოლიციაში არიან თავისი საქმის ერთგული, კეთილსინდისიერი, წესიერი პროფესიონალები. ასევე არიან ადამიანები, რომლებიც სხვადასახვა არაკანონიერი მიზეზებით შეავიწროვეს და დაითხოვეს პოლიციიდან ან თავად წავიდნენ და ამჟამად სხვა სფეროში საქმიანობენ. ვფიქრობ, რომ მათ მეტი ყურადღება და წახალისება სჭირდებათ, უპირველეს ყოვლისა, პოლიციაში გამოთავისუფლებელ თანამდებობებზე დანიშვნით.

ზემოთ თქმული არ გამორიცხავს და  პირიქით, მოითხოვს პოლიციაში ახალი კადრების მოზიდვას, მათთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სისტემის რეფორმირების პროცესში ჩართვას.

სავარაუდოდ, ზაზა პეტრიაშვილის დანიშვნისას შინაგან საქმეთა მინისტრმა სწორედ ახალი კადრების საჭიროებების გათვალისწინებთ იხელმძღვანელა და დარწმუნებულია მის შესაძლებლობებში. ვნახოთ, ჩვენ ისღა დაგვრჩენია, წარმატებები ვუსურვოთ!

არის ერთი ვერსიაც, თუმცა, ნაკლებ სავარაუდო. ზაზა პეტრიაშვილისთვის გურიის პოლიციის უფროსობა, შეიძლება დროებითია და მოკლევადიანი დანიშვნა ტრამპლინი იყოს, შემდგომში რეგიონში, მისი მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე წარსადგენად. მაგალითად, გუბერნატორად, ჩვენ ხომ შეგუებულები ვართ წინა ხელისუფლებისგან გუბერნატორების „ცენტრებიდან“ დანიშვნასა და მეურვეობას. არ მინდა დავიჯერო, რომ გამარჯვებული კოალიცია, რომლიც დეცეტრალიზაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმირების, ადგილობრივი ლიდერების ხელშეწყობისა და განვითარების დაპირებებად ახმოვანებს, გააგრძელებს წინამორბედთა მანკიერ პრაქტიკას.

რაც შეეხება ზაზა პეტრიაშვილის პარტიულობას, მის პოლიტიკურ მოტივაციას და რეგიონულ პოლიტიკაში ჩარევის ალბათობა თუ საშიშროებას, ვფიქრობ, რომ ამის საფუძველი არ არსებობს. შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის პირველივე განცხადება სწორედ პოლიციის დეპოლიტიზაციას შეეხებოდა და ამ მხრივ პოლიცია მკაცრად იქნებოდა დაცული. ეს დანიშვნა დაემთხვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის თემურ სალუქვაძის ადგილმონაცვლეობას დიმიტრი კვერღელიძის საკრებულოში შემოსვლით და მის ამბიციურ განცხადებას - იბრძოლებს საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის!

თუ კი რეალურად შევაფასებთ დ. კვერღელიძის ამჟამინდელ, სასტარტო შანსებს, მომავალში მისი საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევას აუცილებლად დაუკავშირებენ ზაზა პეტრიაშვილის „გვერდით“ პარალელურ პოლიტიკურ მოღვაწეობას, ეს კი საკმაოდ ნეგატიურად შეფასდება, როგორც მინისტრის, ასევე ჯანსაღი პოლიტიკური ძალებისა და ოზურგეთის საზოგადოების მხრიდან. ამიტომ, არ მგონია, რომ ახალგაზრდა კაცს, რომელსაც შესაძლოა, პოლიტიკაში დაბრუნების სურვილიც ქონდეს, ეს ხიბლავდეს, რაც ბუნებრივად გამორიცხავს მისგან პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას ვინმეს, თუნდაც, თანაპარტიელის სასარგებლოდ, _ აცხადებს ტიფო მიქაუტაძე.

კოალიცია "ქართული ოცნების" ოზურგეთის შტაბის წევრი აკაკი სიხარულიძე:

_ ბატონი ზაზა პეტრიაშვილის გურიის სამმართველოს უფროსად დანიშვნა, როგორც ეს ინფორმაცია გავრცელდა მედია საშუალებებით და გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი, პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ  ერთ პოლიტიკურ ძალას აქვს გადაჭარბებული ამბიცია, ანუ თავხედობა, რომ მისთვის სასურველ ფორმატში მოაქციოს პოლიტიკური პროცესები რეგიონში და საამისოდ პოლიციის შესაძლებლობები გამოიყენოს.

მე მახსენდება მინისტრის ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მისი, როგორც მინისტრის უპირველესი ამოცანა პოლიციის დეპოლიტიზაცია იქნებოდა. არსებული ვითარება კი იმაზე მიგვანიშნებს, რომ გურია ალბათ, საექსპერიმენტო რეგიონი იქნება მინისტრის აზრის საწინააღმდეგოდ, ვინაიდან ბატონი პეტრიაშვილი საზოგადოებისთვის და პოლიტიკური წრეებისთვისაც, უპირველე ყოვლისა, პოლიტპერსონაა. ასეთ „ექსპერიმენტს“ გურია ნამდვილად არ იმსახურებს. საყურადღებოა, ძალოვანებში მუშაობის რა გამოცდილება აქვს პატივცემულ ზაზას?

ზაზა პეტრიაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით ოზურგეთის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, გურიის მხარის კურატორი ავთანდილ (ზურაბ) ჩხაიძე გამოეხმარა, რომელიც „გურია ნიუსთან“ ასეთ კომენტარს აკეთებს:

ჩემი პოზიციაა, რომ ასეთ თანამდებობებზე ინიშნებოდნენ პროფესიონალი და საზოგადოებაში ავტორიტეტული პიროვნებები და კიდევ ის, რომ თურაშაულის პატრონი ტყეში პანტას არ უნდა ეძებდეს. Mმიმაჩნია, რომ საზოგადოებრივი აზრი არ გაითვალისწინეს და ძალიან მიქარეს. მანდ იმდენი თავდადებული პროფესიონალია, რომელიც  სახლში ზის, რომ არჩევა არ გაუჭირდებოდათ,  მითუმეტეს, თუ  გამოკითხვას ჩაატარებდნენ.

რამდენიმე დღის წინს შსს გურიის პოლიციის სამმართველოს ახლადანიშნულ უფროსთან, ზაზა პეტრიაშვილთან კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერებიკოტე შარაშენიძე, დათო დარჩიაგია ცქვიტინიძე და ლევან ჭელიძე იმყოფებოდნენ.

როგორც პოლიტიკური კოალიციის წარმომადგენლები გვეუბნებიან, ისინი გურიის პოლიციის სამმართველოს უფროსის გასაცნობად თავისი სურვილით მიდიან. მათივე თქმით, არანაირ პოლიტიკურ საკითხზე არ საუბრობენ.  თუმცა,  ზაზა პეტრიაშვილი გურიის გაცნობას პოლიტიკური სახეების გაცნობით რომ იწყებს, ფაქტია. ამბობენ იმასაც, რომ ის დაახლოებით სამ თვეს დაჰყოფს რეგიონში და შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროში დააწინაურებენ.

თქვისუფალი დემოკრატების“ ოზურგეთის გამგეობის წევრი გია ცქვიტინიძე, „გურია ნიუსთან“ კატეგორიულად გამორიცხავს ზაზა პეტრიაშვილის ჩარევას პოლიტიკაში.

მისი განცხადებით  პოლიციის უფროსი არეცრთი პარტიის წევრი არ არის და და ის სავსებით აპოლიტიკური ფიგურაა.

_ის რასაც ამბობენ, და რა ინფორმაციასაც ავრცელებენ, არის აბსოლიტური ჭორი, - გვითხრა ცქვიტინიძემ.

„გურია ნიუსი“ დაუკავშირდა შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსს ზაზა პეტრიაშვილს და კომენტარი თხოვა, თუმცა მან კითხვებს თავი აარიდა და პრესსამსახურისკენ გადაგვამისმართა.

რადგან ზაზა პეტრიაშვილი ამ ეტაპზე ჟურნალისტებს არ წყალობს, „გურია ნიუსი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახურის უფროსს, ნინო გიორგობიანს დაუკავშირდა. მისი თქმით, ზაზა პეტრიაშვილი დღის განმავლობაში უამრავ მოქალაქეს ხვდება და ის ამ ადამიანებს  არ შეხვედრია, როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს.

_ დღის განმავლობაში უამრავ ადამიანს ხვდება, მათ შორის ამ ადამიანებსაც შეხვდა, როგორც უბრალო მოქალაქეებს. მისთვის არ იყო ცნობილი, თუ რომელი პარტიის წარმომადგენლები იყვნენ ისინი.

_ ქალბატონო ნინო, როდის იგეგმება ზაზა პეტრიაშვილის და ჟურნალისტების შეხვედრა?

_ რეგიონის პოლიციის სამმართველოს უფროსები ჟურნალისტებთან შეხვედრებს უახლოეს მომავალში დაიწყებენ, როდესაც ამის მითითება ექნება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახურიდან, _ თქვა ჩვენთან საუბრის დროს ნინო გიორგობიანმა.

ჯერჯერობით უცნობია, როდის მიიღებს გურიის პოლიციის ახალი უფროსი შსს პრესსამსახურიდან მითითებას, რომ ის ჟურნალისტებს შეხვდეს და  იმ კითხვებს, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს  პასუხი გაეცეს.




 ახალი ამბები
  • აუტიზმის პროგრამა დამატებით 230 ბავშვს დააფინანსებსთბილისის მერია „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამას“ აფართოებს და მასში დამატებით 230 ბენეფიციარს რთავს. მოლოდინის რეჟიმში მყოფი 230 ბავშვი პროგრამაში ეტაპობრივად წლის ბოლომდე ჩაერთვება. „გასულ წელს დაფინანსება 1000 ბავშვისთვის იყო გამოყოფილი, წელს მათი რიცხვი 1230-მდე გაიზრდება. შარშან ჩვენ გავზარდეთ პროგრამით მოსარგებლეთა ასაკის ზედა ზღვარი 15-დან 18 წლამდე და ამან მნიშვნელოვანი შეღავათი მისცა ოჯახებს. პროგრამის ფარგლებში ყოველთვიურად ერთი ბავშვის დასაფინანსებლად გამოყოფილია 400 ლარი. პროგრამით მოსარგებლეები ასაკობრივ ჯგუფებად არიან დაყოფილი და მათ თვის განმავლობაში კომპლექსური თერაპიის 20 სეანსი უტარდებათ. სეანსები მოიცავს მულტიდისციპლინური გუნდის – ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, ნევროლოგის, ქცევითი თერაპევტის, ლოგოპედის, სპეციალური პედაგოგისა და სხვა სპეციალისტების მომსახურებას. ვფიქრობ ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა მიღებული“, - განაცხადა კახა კალაძემ. ... ...
  • პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია იწყებათბილისის მერია პარლამენტის შენობის წინ მდებარე მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს. ამასთან დაკავშირებით პარლამენტის წინ ტერიტორია შემოღობეს. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ  თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სამუშაოების ფარგლებში, მოწესრიგდება 9 აპრილის მემორიალიც. „დღეს ვიწყებთ პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რადგანაც მიმდებარე ტერიტორია არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ასევე, მინდა  ჩემს მოადგილეს სოფიო ხუნწარიას დავავალო, რომ 9 აპრილის მემორიალის მოწესრიგებაც მოხდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის  დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება გასული წლის ივნისში დასრულდა. „აღნიშნული ტერიტორიის რეაბილიტაციის პროექტი გასული წლის ივნისში შევიძინეთ. უშუალოდ სამუშაოების განხორციელება კი დღეს დაიწყება. დაიგება ახალი ფილები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება შადრევნებს, განხორციელდება გამწვანების სამუშაოები. როდესაც სამუშაოები დასრულდება, ეს იქნება ერთ-ერთი ულამაზესი სივრცე“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. პროექტი ითვალისწინებს მოედანზე არსებული ფილების დემონტაჟს, ჰიდროსაიზოლაციო ფენის მოწყობას, საკომუნიკაციო ჭების მოწესრიგებას და მთელი პერიმეტრის ფილებით მოპირკეთებას. სამუშაოებიდან გამომდინარე, რეაბილიტაციის პროცესში, დროებით გადაიკეტება პარლამენტის მიმდებარე საფეხმავლო გზა.  ... ...
  • საქართველოში დღეს მიწისძვრა მოხდასაქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ოზურგეთთან 14კმ-ში, სოფელ ხინოსთან იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა. ... ...
  • იმნაძე:ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების რეალური რისკი პრაქტიკულად არ არისსაქართველოში კორონავირუსის გავრცელების რეალური რისკი პრაქტიკულად არ არსებობს,_ამის შესახებ  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის  მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. პაატა იმნაძემ განმარტა, რომ კორონავირუსები ვირუსების დიდი ჯგუფია, რომლითაც ადამიანებიც ინფიცირდებიან. მისი თქმით, ეს არის მსუბუქად მიმდინარე რესპირატორული დაავადების გამომწვევი, თუმცა პერიოდულად ჩნდება ახალი კორონავირუსები, რომლებიც ძირითადად, ცხოველებიდან გადადის ადამიანებზე და ერთ-ერთ მაგალითად,  საუდის არაბეთში აქლემებიდან ადამიანებზე ვირუსის გავრცელების შემთხვევა დაასახელა. რაც შეეხება საქართველოში ვირუსის გავრცელების რისკებს, იმნაძის თქმით, საქართველო ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების მიხედვით მოქმედებს და რამე ტიპის შეზღუდვაზე რეკომენდაცია ქვეყანას ჯერ არ მიუღია. „რაც შეეხება რისკებს, საქართველო იცავს ყველა მის ვალდებულებას, ანუ ჩვენ ვმოქმედებთ ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების შესაბამისად, რასაც განაპირობებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები. დღესდღეობით, რამე რეკომენდაციები ჩინეთთან მგზავრობის ან სავაჭრო შეზღუდვაზე არ არსებობს. ჩრდილოეთ კორეას ვერ დავემსგავსებით, რომელმაც დაკეტა საზღვარი ყველა ტურისტისთვის. ჩვენთან რეალური რისკი პრაქტიკულად არ არსებობს, რადგან პირდაპირი რეისები უხანთან არ გვაქვს. პარიზში ყოველდღიური რეისებია და პარიზში ჯერ არაფერს აკეთებენ, ლონდონში კვირაში სამი რეისია, რომშიც, იქ არ არის პანიკა, მგონი, ჩვენთან გადაჭარბებულია ამის პანიკური შიში“, – განაცხადა იმნაძემ.   ჩინეთში კორონავირუსით რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა ამერიკის შეერთებულ ... ...
  • ხორავას ქუჩაზე მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირების საქმის განხილვა უზენაეს სასამართლოში იწყებახორავას ქუჩაზე დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული გუგა ბარბაქაძისა და გიორგი ჯანაშიას საქმის განხილვა უზენაეს სასამართლოში იწყება. სხდომა უზენაეს სასამართლოში 12:00 საათზე გაიმართება.  დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ. ბარბაქაძის ადვოკატის, რამაზ ჩინჩალაძის თქმით, ის დადუნაშვილის ეპიზოდში არა სასჯელის გაუქმებას, არამედ სასჯელის შეცვლას მოითხოვს. "ჩვენ ვასაჩივრებთ დადუნაშვილის ეპიზოდს, ხოლო ბრალდების მხარე ასაჩივრებს დავით სარალიძის ეპიზოდს,"_განაცხადა ჩინჩალაძემ. დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი, ორი არასრულწლოვანი მოზარდი, თბილისში 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა, მეორე- მეორე დღეს. ... ...

არქივი

ზაფრანი

დილით დასვენებულმა რომ გაიღვიძოთ

ორგანიზმი ძილის დროს ახალგაზრდავდება, დუნდება...

ფინანსური სტაბილურობა და ასტროლოგია

გთავაზობთ იმ ნიშნების ჩამონათვალს, რომლებიც...

როგორ დავგეგმოთ წარმატებული კვირა

ვედურ ასტროლოგიაში არსებობს კონკრეტული რჩევები...

შეყვარებულის ყოლა ასუქებს…

ქუინსლენდის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის ფარგლებში...

უვარგისი ქმრები და ასტროლოგია

წარმოგიდგენთ უსაქმურობისკენ მიდრეკილი და ინერტული...

იუმორი და ასტროლოგია

ვერძი - მუშაობს პრობლემური სესხების...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...