დიდი პოლიტიკური გაუგებრობა ლანჩხუთში

პოლიტიკა

დიდი პოლიტიკური გაუგებრობა ლანჩხუთში

2012 ნოე 26 17:51:29
როგორც თავად ფირცხალაიშვილი აცხადებს, ეს მისი პირადი ინიციატივაა და ამ გადაწყვეტილების უკან არც ერთი პოლიტიკური ჯგუფი არ მოიაზრება. ამასვე ადასტურებენ კოალიციაში შემავალი პარტიების "ქართული ოცნების" და "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერებიც.

შოთა ფირცხალაიშვილი წინასაარჩევნო პროცესების აქტიური მონაწილე იყო და ხშირად გამოირჩეოდა შემოქმედებითი ხასიათის აქციების ორგანიზებით _ მან მოაწყო ლანჩხუთის ერთ-ერთ უბანში, ლაშისღელეში "სახალხო ტელევიზორის" აქცია და წინა მთავრობის მიერ სატელიტური ანტენების დაყადაღების ფაქტი გააპროტესტა.

მისივე ინიციატივით მოეწყო "საქართველოს ბანკის" ლანჩხუთის ფილიალთან საპროტესტო აქცია. შეგახსენებთ, რომ კოალიცია "ქართული ოცნების" აქტივისტებისა და კოორდინატორების საკრედიტო ბარათებზე მრავალმილიონიანი დავალიანებები დაირიცხა, "საქართველოს ბანკის" ადმინისტრაცია კი ყველაფერს ტექნიკურ ხარვეზებს მიაწერდა. მაშინ შოთა ფირცხალაიშვილი, გადატანილი სტრესის გამო, საავადმყოფოშიც კი აღმოჩნდა.

შაბათს, გვიან საღამოს ფირცხალაიშვილმა ლანჩხუთის გამგეობის წინ კარავი გამართა და განაცხადა, რომ მანამდე იშიმშილებს, სანამ კახა ასკურავა არ გადადგება.

ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ ჩხაიძე და მისი ადგილობრივი ბიურო არ ეთანხმებიან ამ მოთხოვნას და მიიჩნევენ, რომ ქუჩის აქციები აღარ შეიძლება მივიჩნიოთ ურთიერთობების დალაგების ცივილურ მეთოდად. დეპუტატის აზრით, შოთა ფირცხალაიშვილის ქმედება ნაჩქარევია და არამომგებიანია ლანჩხუთის საზოგადოებისთვის. ამ აზრს ეთანხმება დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი გოგი გეგიაძეც, რომელიც მიიჩნევს, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის მიერ მიღებული გადაწყვეტილება: _ ყველაფერი კარგადაა გათვლილი და კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მიზნებს ემსახურება, _ მიაჩნია გეგიაძეს.

დღეს აქციის მხარდასაჭერად მოვიდნენ ადამიანები, რომლებიც გამგებლობის კანდიდატის დავით ჩხაიძის საახლობლო წრედ მოიაზრებიან. თავად შოთა ფირცხალაიშვილი გამგეობის სკვერში მოწყობილ კარავში ვერ აღმოვაჩინეთ. ეტყობა, მან ნოემბრის სუსხიანი ამინდების მავნე ზემოქმედება ვერ გაითვალისწინა, რამაც გავლენა მოახდინა კიდეც მის ჯანმრთელობაზე _ როგორც იქ მყოფებმა გვითხრეს, მოშიმშილე ოპოზიციონერი გაცივდა, ტემპერატურამ აუწია და წამლების მისაღებად სახლში წავიდა.

სამაგიეროდ, კარავთან იმყოფებოდნენ, "რესპუბლიკელთა" ლიდერი რომან ბიწაძე, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრი გია ფირცხალაიშვილი და კოალიცია "ქართული ოცნების" ახალგაზრდული გაერთიანების წევრები.

გია ფირცხალაიშვილმა თავი შეიკავა ჩვენთან რაიმე სახის კომენტარის გაკეთებისგან და განაცხადა, რომ მედიისთვის განცხადებას ხვალ გააკეთებს. რაც შეეხება რომან ბიწაძეს, იგი აღიარებს, რომ აქ სწორედ შოთა ფირცხალაიშვილის მხარდასაჭერად მოვიდა: "ჩემთან შეთანხმებული არაფერი ყოფილა. მე ამის შესახებ ახლობლის წლისთავისადმი გამართულ სუფრაზე გავიგე. როგორც თავად შოთაც ამბობს, ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა. იგი კონკრეტულად კახა ასკურავას გადადგომას მოითხოვს, იმიტომ რომ მან წინასაარჩევნო პროცესებში ცუდად გამოიჩინა თავი. მან ლანჩხუთის მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ხელმოწერილი განცხადებაც შეიტანა გამგეობის კანცელარიაში რევაზ ჩიტიძის სახელზე, რომელშიც მიუთითებს ასკურავას გადადგომის კონკრეტულ მიზეზებს. როგორც მე ვიცი, მან კოალიციის ლიდერებსაც შეატყობინა ამის შესახებ, მაგრამ რა რეაქცია ჰქონდათ მათ, არ ვიცი".

დღეს ლანჩხუთის გამგეობის საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ, კოალიციის ერთ-ერთმა სახემ ვახტანგ ზენაიშვილმა პრესისთვის განცხადება გააკეთა კოალიციის სახელით. მან განაცხადა, რომ კოალიცია "ქართული ოცნების" ლანჩხუთის შტაბი არანაირ კავშირში არ იმყოფება შოთა ფირცხალაიშვილის ქმედებასთან.

_ ვახტანგ ზენაიშვილი არ არის კოალიციის წევრი. მეტიც, ის კოალიციაში შემავალი არც ერთი პარტიის წევრი არაა და ნუ აკეთებს განცხადებებს კოალიციის სახელით, _ აცხადებს "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი რომან ბიწაძე.

შიმშილობის დაწყების მესამე დღეს, მოვლენები მთავარი გმირის გარეშე, ელვის სისწრაფით ვითარდება. მას შემდეგ, რაც შოთა ფირცხალაიშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, საკუთარ სახლში გადაიყვანეს, აქ მოვიდნენ კოალიცია "ქართული ოცნების" ახალგაზრდული გაერთიანების წევრები და განაცხადეს, რომ მსგავსი მოთხოვნებით თავად უერთდებიან აქციას.

ბაჩო მშვიდობაძე: "ჩვენ მოვითხოვთ კახა ასკურავას გადადგომას, იმიტომ, რომ იგი ძალიან ცუდად ერეოდა წინასაარჩევნო პროცესებში, ხელს გვიშლიდა საქმიანობაში, გამოხატავდა გადაჭარბებულ აგრესიას და იგი აღარ უნდა იყოს ლანჩხუთის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი".

გოგი გეგიაძე მიიჩნევს, რომ ახალგაზრდული გაერთიანების წევრი იყო გამგებლობის კანდიდატის დავით ჩხაიძის ძმისშვილი ვლადიმერ ჩხაიძე. ეს ახალგაზრდები კი მის მხარდასაჭერად მოვიდნენ გამგეობის წინ. ხოლო ყველაფერი ემსახურება იმას, რომ დავით ჩხაიძის თანამოაზრეებმა ზეწოლა მოახდინონ საზოგადოებრივ აზრზე და გამგებლად მისი კანდიდატურა გაიყვანონ.

მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსმა ბლიცპრესკონფერენციაც კი მოაწყო, რომელზეც თემურ ჩხაიძის პოზიცია დააფიქსირა. დეპუტატი კატეგორიულად არ ეთანხმება პროცესების ასე განვითარებას და მოშიმშილეებს აქციის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

დღეს ლანჩხუთის საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა კახა ასკურავამ განაცხადა, რომ გამგებლობა მისთვის სულაც არ არის იდეაფიქსი და იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოება მოინდომებს, იგი უპრობლემოდ დატოვებს თანამდებობას. როგორც კახა ასკურავა ამბობს, ამ თემაზე მას თემურ ჩხაიძესთანაც კი ჰქონია კონსულტაციები.




 ახალი ამბები
  • კახეთში გეოფიზიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა დაიწვასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ხანძარი ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ  არსებობს. ხანძრის შედეგად მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე მიტოვებული შენობა-ნაგებობა დაიწვა. მათ შორის ერთ-ერთი გეოფიზიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობაა. როგორც ცნობილია, ცეცხლი თავდაპირველად ხმელ ბალახსა და ეკალ-ბარდებს მოედო, შემდეგ კი ძლიერი ქარის გამო შენობებზეც გავრცელდა. ... ...
  • მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდათბილისში, მთაწმინდის ფერდობზე,  პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ოპერატიულად მოახდინეს რეაგირება და დაუყოვნებლივ დაიწყეს ცეცხლის ქრობის სამუშაოები. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, შეზღუდული ხილვადობის, რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ხმელ ბალახზე გავრცელებული ხანძრის ქრობას 60-მდე მეხანძრე-მაშველი და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა ახორციელებს. ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, არსებობდა  მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე ხანძრის გავრცელების საშიშროებაც, თუმცა  მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, საფრთხე სრულად აღმოფხვრილია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ინტენსიურად გრძელდება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ნახანძრალი ტერიტორიის მონიტორინგის მიზნით, მთაწმინდის ფერდობის მიმდებარედ მთელი ღამის განმავლობაში დარჩება 1 სახანძრო-სამაშველო ... ...
  • დაწესებულებაში, სადაც, ქმარმა ცოლი მოკლა, ხელმძღვანელი გაათავისუფლესდაწესებულებაში, სადაც, ქმარმა ცოლი მოკლა, ხელმძღვანელი გაათავისუფლეს. თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სამტრედიის სამოქალაქო რეესტრის აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, მანანა მსხილაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას. ,,ჩემო საყვარელო fb მეგობრებო, ახლობლებო, მოკეთეებო და მოყვარეებო! 27.02.2020 წლიდან შევუერთდი უმუშევართა ,,მცირერიცხოვან" არმიას. ვისაც გაქვთ ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ, არ დაგეზაროთ, მომწერეთ პირად მესენჯერში. პირადი პოზიციის და მომხდარი ფაქტის შესახებ არ მკითხოთ, რადგან პასუხით მაინც ვერაფერს მიხვდებით. წინასწარ მადლობა იმათ,  ვისაც გეწყინებათ ჩემი უმუშევრობა და უფრო მეტად მათ, ვისაც ძალიან გაგახარებთ",-სამტრედიელი საზოგადოებისათვის მოულოდნელად ასეთი მიმართვა გაავრცელა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე სამტრედიის სამოქალაქო რეესტრის აწ უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა. 44 წლის მანანა მსხილაძე ზემოაღნიშნულ თანამდებობას , დაახლოებით, 15 წელია იკავებდა და საკმაოდ დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა საკუთარ თანამშრომლებსა და იმ ადამიანებში, რომლებთანაც მას ყოველდღიურად უხდებოდა სამსახურეობრივი ურთიერთობა. ქალბატონი მანანა მარტოხელა დედაა და მას ერთადერთი, სტუდენტი შვილი ჰყავს. სამტრედიელებმა ეს ამბავი დღეს მანანა მსხილაძის ფეისბუქით შეიტყვეს, რაზეც უმრავლესობის რეაქცია უარყოფითი იყო.  სამტრედიელები მანანა მსხილაძის გათავისუფლებას 11დღის წინ, სამტრედიის სამოქალაქო რეესტრში მომხდარ მკვლელობას უკავშირებენ. შეგახსენებთ, რომ სამტრედიის სამოქალაქო რეესტრში 11 დღის წინ საზარელი მკვლელობა მოხდა. სამოქალაქო რეესტრის მოქალაქეთა მისაღებში მამაკაცი მოულოდნელად დაესხა თავს ყოფილ მეუღლეს და იქ მყოფი ადამიანების თვალწინ დანის რამდენიმე დარტყმით სასიკვდილო ჭრილობები ... ...
  • ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციამდე აბიტურიენტებს სულ უფრო ცოტა დრო რჩებათ. აბიტურიენტებისთვის საჭირო ინფორმაცია კი ეტაპობრივად ქვეყნდება. დღეს ცნობილი გახდა ის ზოგადი კრიტერიუმები, რომლითაც 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები და სტუდენტთა საგრანტო კონკურსი შეფასდება. იხილეთ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შეფასების ზოგად კრიტერიუმები დოკუმენტში გაწერილია რა უნდა იცოდეს აპლიკანტმა გამოცდაზე გასვლისას და კონკრეტული ტესტური დავალების შეფასებისას რას მიექცევა ყურადღება. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია მარტის პირველ ნახევარში დაიწყება და რამდენიმე კვირას გასტანს. წყარო: ... ...
  • ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, სავარაუდოდ, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავესსაზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით,  ბორჯომის  მერი  ლევან  ლიპარტია და  საკრებულოს  თავმჯდომარე  გიორგი გოგიჩაიშვილი, სავარაუდოდ, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, ლიპარტია და გოგიჩაიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. სუს-ში აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ჯერ არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. წყარო: ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ნიჭიერი ზოდიაქოს ნიშნები

მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის...

როგორია ქალის იდეალური სხეული

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ტეხასის...

როგორ ვიპოვოთ ცხოვრების ერთგული მეგზური

ბედნიერება ჰგავს პეპელას. მან ზუსტად...

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...