"ჩვენი ქვეყნის მომავალი დღეს სასწორზე დევს"

პოლიტიკა

"ჩვენი ქვეყნის მომავალი დღეს სასწორზე დევს"

27 თებ. 2011, 01:26:54

"პოლიცია უნდა ემსახურებოდეს კანონს და არა მმართველ გუნდს. უნდა გაიხსნას სატელევიზიო მედიის სივრცე, სააკაშვილი არ უნდა

დაადგეს პუტინის გზას, მან უნდა უზრუნველყოს თავისუფალი არჩევნების ჩატარება და უნდა დატოვოს პოლიტიკური თანამდებობა, როგორც ამას კონსტიტუცია მოითხოვს, ის არ უნდა გახდეს პრემიერ-მინისტრი, როგორც ეს პუტინმა გააკეთა", _ აცხადებს "გურია ნიუსთან" საუბარში "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია.

_ ბატონო ირაკლი, როგორ ფიქრობთ, რამდენად ეფექტურია ის შეღავათები მოსახლეობისთვის, რომელსაც ხელისუფლება ამ მძიმე ეკონომიკურ-სოციალურ პირობებში სთავაზობს?

_ რა თქმა უნდა, არანაირად არ არის ეფექტური; როდესაც ჩვენ დავაკვირდით პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლას პარლამენტში და მანამდეც, როდესაც პრეს-ბრიფინგი ჩაატარა, მე დავინახე პრეზიდენტი, რომელიც არ არის ქვეყნის ლიდერი, არ აქვს არანაირი ხედვა, თუ როგორ გამოიყვანოს ქვეყანა ეკონომიკურ-სოციალური კრიზისიდან. ძალიან სამწუხაროა და თვითონაც აღიარა, რომ არ აქვს არანაირი ბერკეტები და ხედვა, როგორ მოუაროს ინფლაციურ პროცესებს, ანუ, პრაქტიკულად, ჩვენ დავინახეთ პრეზიდენტი, რომელიც არის წარსულის ლიდერი და არა _ მომავლის.

_ ამერიკელი ექსპერტები საქართველოში სამოქალაქო ბუნტს და სოციალურ აფეთქებას ვარაუდობენ ...

_ სოციალური აფეთქება, კვლავ დაძაბულობის შექმნა და სტაბილურობის დარღვევა საქართველოში, მიუღებელია თითოეული ჩვენგანისთვის; ვთვლი, რომ ახლა გვიჩნდება შანსი როგორც ხელისუფლებაში მყოფ, ასევე ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს, გავიზიაროთ პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის მომავალზე, ამიტომაც ვთავაზობ ხელისუფლებას ჩემს ხედვას სოფლის მეურნეობაზე, პოლიციის დეპოლიტიზაციაზე. მესმის, რომ თუნდაც მარტო ნაციონალური მოძრაობა ვერ გამოიყვანს ქვეყანას კრიზისიდან. ჩვენი ქვეყნის მომავალი დღეს სასწორზე დევს. მგონია, რომ კაიროს და ეგვიპტის მოვლენები, მსოფლიოში ერთპარტიული, ერთპიროვნული მმართველობის დასასრულის დასაწყისია. აუცილებელია ჩვენ ერთობლივად გავიზიაროთ პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის მომავალზე. თუ ხელისუფლებამ ყური დაუგდო კომპეტენტურ აზრს და გაითვალისწინა, სოციალურ აფეთქებას თავიდან ავიცილებთ. არადა, ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული პოლიტიკური რეფორმა გასახორციელებელი საარჩევნო გარემოს შეცვლისა, რაც მისცემს მოქალაქეს ღვთის და კონსტიტუციით ბოძებული თავისუფალი არჩევანის უფლების გარანტიას. აი, ეს არის სერიოზული საკითხები დღეს და არა ის, რომ მოვუწოდოთ ხალხს სოციალური აფეთქებისკენ, რათა სიდუხჭირის ნიადაგზე ქუჩაში გამოვიდნენ.

_ ასეთი ინფლაციის პირობებში როგორ იმოქმედებს ერთჯერადი შეღავათები ქვეყანაში არსებულ ეკონომიკაზე?

_ როდესაც სოციალურად დაუცველია პენსიონერი, როდესაც ჩვენი მოსახლეობის 80% სოციალური და ჯანმრთელობის დაზღვევის გარეშეა დარჩენილი, როდესაც მილიონ 800 ათასი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს და ხელისუფალი სააკაშვილი თვლის, რომ 20 და 30-ლარიანი ერთჯერადი ვაუჩერით ის მოიხსნის პასუხისმგებლობას საკუთარ ხალხზე, ეს ცინიზმია და კიდევ ერთხელ ვამბობ, აბსოლუტურად არასწორი ხედვაა ქვეყნის მომავლის.

_ იგივე ის მილიონები, რომელიც ამ ვაუჩერების დარიგებისთვის არის საჭირო, რაც თავის მხრივ, ინფლაციის გაზრდას უწყობს ხელს, ხომ შეიძლებოდა სოფლის განვითარებისთვის მიმართულიყო?

_ რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის არც ერთ წელს 1%-ზე მეტი არ ჩადებულა ბიუჯეტში, საფინანსო მხარდაჭერის კუთხით. სწორედ არაპრიორიტეტული სარჩო, თავად საკუთარ თავზე და ბიუროკრატიაზე გაზრდილი ხარჯები, ეს ყველაფერი ერთობლიობაში ქმნის სოციალური აფეთქების საფრთხესაც. მაგრამ მეორე მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია პოლიციის დეპოლიტიზაცია, მედიის გათავისუფლება და თავისუფალი საარჩევნო გარემოს შექმნა. ჩვენ რომ მივიდეთ არჩევნებამდე გამართული, ინსტიტუციონალური საარჩევნო სისტემით, ეს არის შანსი, რომ ჩვენ რეალურად შევდგეთ დემოკრატიულ ქვეყნად და გავხდეთ ევროპული ოჯახის ნაწილი.

_ სწორედ ეს ინიციატივები, პიარის შემცველი განცხადებები ჴ იგივე "შემოჭერილი ქამრები" და ასე შემდეგ, ხომ არ უკავშირდება მოახლოებულ არჩევნებს და რამდენად მოსალოდნელია, არჩევნების არაკონსტიტუციურ ვადებში ჩატარება?

_ მე არ ვვარაუდობ, მაგრამ არსებობს ასეთი მოსაზრება. არ მგონია, როგორც ასეთი, პოლიტიკური კალენდარი შეიცვალოს.

_ რას ფიქრობთ ბიომეტრულ პასპორტებზე და რას შეცვლის ეს პროცესი ჩვენს რეალობაში?

_ მთავარია, თითო მოქალაქე წარმოადგენდეს თითო ხმას. ამისთვის აუცილებელია, დაზუსტდეს ამომრჩეველთა სიები. ბიომეტრია არისEერთ-ერთი სწორი ფორმა, მაგრამ თუკი ჩვენ დავინახეთ, კომპლექსურად სხვა მექანიზმები უზრუნველყოფს, რომ თითო მოქალაქეს თითო ხმა ჰქონდეს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში კომპრომისზე წასვლა შეიძლება. ბიომეტრია ამოჩემებული კი არ გვაქვს, როგორც ერთადერთი საშუალება, ჩვენ შევთავაზეთ ეს ფორმა მათ და ახლა ვნახოთ, რას შემოგვთავაზებს ხელისუფლება. თუკი ის ეფექტურად დაადგენს ამომრჩეველთა სიას და არ იქნება შესაძლებლობა ამ კუთხით გაყალბების, ჩვენ კომპრომისისთვის მზად ვართ.

_ რეალურად თუ არაფერი შეიცვალა, საქმე თუ არ გაკეთდა და ხელისუფლება მხოლოდ ლაპარაკით შემოიფარგლა, თქვენ როგორ ფიქრობთ, თუნდაც კონსტიტუციურ ვადებში არჩევნების ჩატარებას რეალობის შეცვლა შეუძლია?

_ აუცილებლად მოხდება ცვლილებები საარჩევნო სისტემაში.

_ ძირეულ ცვლილებებს გულისხმობთ?

_ ძირეული ცვლილებები იქნება, სწორედ. იმიტომ, რომ არსებობს საზოგადოების ცალსახა მოთხოვნა და არსებობს მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა. ამ ორ ძალას სააკაშვილი ვერ დაუპირისპირდება. თქვენ გახსოვთ, იყო მოსაზრებები, რომ სააკაშვილი არც კი დაჯდებოდა მოლაპარაკებების მაგიდასთან საარჩევნო გარემოს შეცვლასთან დაკავშირებით, მაგრამ მოლაპარაკებები, რვა პარტიის ინიცირებით, მათ შორის "თავისუფალი დემოკრატების", დაიწყო, რომელიც მაისისთვის უნდა დასრულდეს. მე მწამს თითოეული ქართველი მოქალაქის, რადგან შინაგანად, ფუნდამენტალურად დემოკრატიული ერი ვართ, მაგრამ გვჭირდება ინსტიტუციების გამართვა. მე მწამს, რომ ამ ძალას, ხალხის ნებას სააკაშვილი ვეღარ დაუპირისპირდება. რა თქმა უნდა, მომავალი გვიჩვენებს რა შედეგებით დასრულდება მოლაპარაკებები.

_ მინდა სასამართლო სისტემაზე და საპროცესო გარიგებებზე გკითხოთ, დღეს, გურიაში, მოსახლეობას სოციალურ პრობლემებზე მეტად, უსამართლობის განცდა აწუხებს. შეიძლება თუ არადემოკრატიული უწოდო ისეთ ქვეყანას, სადაც არ არის სასამართლო დამოუკიდებელი და ვერ უზრუნველყოფს თავისუფალი გადაწყვეტილებების მიღებას?

_ ეს არის ჩვენი განცდა, ეს არის საერთაშორისო თანამეგობრობის განცდა, რომ საქართველოში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო. გულახდილად და გულწრფელად გეტყვით, ვიდრე სააკაშვილია ხელისუფლებაში, სასამართლო ბოლომდე დამოუკიდებელი ვერ გახდება. იმიტომ, რომ მას არ აქვს პოლიტიკური ნება, ის არ ენდობა საკუთარ ხალხს, ის არ ენდობა საკუთარ მოსამართლეებს, დამორჩილებული პროკურატურის გავლენის გამო; ასევე არ ენდობა ჟურნალისტებს და ამიტომაც ჰყავს დამორჩილებული ძირითადი ტელეარხები; ამიტომ, მე ვერ ვხედავ რეალურად შანსს, დამოუკიდებლობა შეიძინოს სასამართლომ, ვიდრე არ დადგება პოსტსააკაშვილის პერიოდი. მე მინდა განვაცხადო, რომ დასრულდა ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობების პერიოდი. საქართველოს, მხოლოდ ერთპარტიულობის ფუფუნება არ აქვს. ჩვენი ქვეყანა, ყველამ ჩვენი ინტერესების წინ უნდა დავაყენოთ.

_ როგორ ფიქრობთ, შემოიჭირა თუ არა ხელისუფლებამ რეალურად ქამრები. გეტყვით, რომ მხოლოდ გურიის რეგიონის მუნიციპალიტეტეტის თანამშრომლებმა, გასულ წელს, პრემიის სახით ბიუჯეტიდან 175 ათასი ლარი მიიღეს.

_ სააკაშვილი პირადად არის ელიტარულ კორუფციაში ჩართული. ყველა სტრატეგიული ობიექტი პირდაპირი ბრძანებულებით, ერთპიროვნულად გაასხვისა. მაგალითად, სასტუმროები, ფოთის პორტი, თბილ-წყალი და ასე შემდეგ. ჩვენ, საზოგადოებამ არ ვიცით, რა ფული შემოვიდა ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტში ამ გარიგებებიდან. არც დარღვეულ კონტრაქტებზე მოთხოვეს პასუხი კონტრაქტორებს _ ასი საავადმყოფოს აშენებას ვგულისხმობ. სწორედ ეს მაძლევს საფუძველს, ვივარაუდო, რომ პირადად სააკაშვილია შესული კორუფციულ გარიგებებში. თუ ასე არ არის, რატომ არ გაიტანეს მაშინ ყველა პროექტი ტენდერზე?

_ ტენდერები, ზოგადად, დღევანდელობის პრობლემაა ...

_ იგივე პრემიების საკითხი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტის 60%-ი პრემიების სახით არის გაცემული. ეს სწორედ მათი მუშაობის და ცხოვრების წესია. თუმცა, თავად პრეზიდენტი დაფრინავს საკუთარი, პირადი თვითმფრინავით, მაშინ როცა პრეზიდენტობის კანდიდატობის დროს თვითონ იძახდა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ივლიდა. ეს ყველაფერი კორუფციის ნიშნების შემცველია. სწორედ, ამის შეცვლა უნდა ქვეყანას. ამოსაძირკვია ელიტარული კორუფცია. ჩვენ არ გვაქვს უფლება, ქვეყანა დავყოთ სხვისიანებად და ჩვენიანებად, რასაც სამწუხაროდ, ქვეყნის პრეზიდენტი აკეთებს. ის არის არა გამაერთიანებელი, არამედ გამხლეჩი და დამყოფი.

_ საგადასახადო სისტემაზე რას ფიქრობთ? ამ კუთხით ჩვენს რეგიონში ძალიან ბევრ მოქალაქეს პრობლემები ექმნება.

_ საგადასახადო კოდექსი იძლევა ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას. მთლიანი კანონმდებლობა საჯარიმოა, ანუ პრევენციაზე კი არ არის მორგებული, რომ დანაშაული არ ჩაიდინოს მეწარმემ, პირიქით _ ჩასაფრების პოლიტიკა მუშაობს, რომ შემდეგ საპროცესო გარიგებით გამოტყუოს მოქალაქეებს თანხა; ასეა ბოლო 4 წლის განმავლობაში და არაფერი იცვლება ამ კუთხით. კიდევ ერთს გეტყვით, საქართველოში ბიზნესების 65% შემოწმების ქვეშ არის და მათგან 20% ფიქრობს, რომ დახუროს ბიზნესი და სხვა ქვეყანაში გადაიტანოს, რაც გამოიწვევს კიდევ უფრო მეტ უმუშევრობას, კიდევ უფრო გაიზრდება ფასები და კიდევ უფრო მოიმატებს სოციალური სიდუხჭირე. ასე, რომ მთლიანად შესაცვლელია საგადასახადო კანონმდებლობა.

_ ამერიკაში ვიზიტის შესახებ რას გვეტყვით?

_ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, რადგან შეხვედრები გვქონდა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებ ყველა პირთან და საყოველთაოდ შეთანხმებულია პრინციპი, ანუ ვთანხმდებით ძირითად მომენტებზე: პირველი ჴ საარჩევნო გარემოს შეცვლა; რეფორმა, რომელიც დავიწყეთ მაისის თვეში, კონკრეტული შედეგებით უნდა დასრულდეს და ამას უჭერს მხარს ამერიკის ადმინისტრაცია. მეორე _ უნდა მოხდეს პოლიციის დეპოლიტიზაცია, ანუ პოლიცია უნდა ემსახურებოდეს კანონს და არა მმართველ გუნდს; უნდა გაიხსნას სატელევიზიო მედიის სივრცე და სააკაშვილი არ უნდა დაადგეს პუტინის გზას; მან უნდა უზრუნველყოს თავისუფალი არჩევნების ჩატარება და უნდა დატოვოს პოლიტიკური თანამდებობა, როგორც ამას კონსტიტუცია თხოვს, ის არ უნდა გახდეს პრემიერ-მინისტრი, როგორც ეს პუტინმა გააკეთა. ამ საკითხებზე მოხდა შეთანხმება, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე დიდ ბრიტანეთშიც.




 ახალი ამბები
  • ქონებრივი ზიანისა და გადასახადისათვის თავის არიდების ფაქტზე 1 პირი დააკავესსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, ქონების მესაკუთრის მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, მისი მართვის ქვეშ მყოფი ორი კომპანიის სახელით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადების გზით, განხორციელებული 390 000 ლარის ღირებულების ქვიშა-ღორღის ფიქტიური მიწოდებებით, შემსყიდველ კომპანიებს დოკუმენტურად შეუქმნა უკანონო სასაქონლო ნაშთი და დღგ-ს ყალბი აქტივი, რითაც სახელმწიფოს მიაყენა ზიანი 22 881 ლარის ოდენობით. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული, მისი მართვის ქვეშ მყოფი, სხვა ორი კომპანიის სახელით სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას,  სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადისათვის თავის არიდების მიზნით, სწორად არ ასახავდა შემოსავლებსა და ხარჯებს, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მიაყენა ზიანი 275 380 ლარის ოდენობით. ასევე ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში შემჩნეული სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სს კოდექსის 210-ე მუხლის მეორე, 185-ე მუხლის მესამე და 218-ე მუხლის მეორე ნაწილებით. რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  5-დან 8 წლამდე ვადით“,_ ამბობენ საგამოძიებო სამსახურში. ... ...
  • "ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და 1600 ლარი გასტაცა"- ძარცვა მარნეულშიმარნეულში ძარცვის ბრალდებით 1995 წელს დაბადებული ა.ბ. დააკავეს. დანაშაული 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულდარაში, თანასოფლელს - 1943 წელს დაბადებულ კ.ხ.-ს მისსავე საცხოვრებელ სახლში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, 1600 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ა.ბ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, მარნეულის მუნიციპალიტეტში დააკავეს. პოლიციამ ნაძარცვი თანხა ნივთმტკიცების სახით ამიღო. ძარცვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს“,_ ამბობენ ... ...
  • ტყიბულში ქურდობის 6 ფაქტზე ნასამართლევი პირები დააკავესტყიბულში ბოლო დროს მომხდარი ქურდობის 6 ფაქტზე პოლიციამ  2 პირი დააკავა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ტყიბულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით დააკავეს ორი პირი: 1986 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი რ.ჩ. და 1994 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისა და თაღლითობისთვის ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ხ.ჯ. დანაშაული 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქალაქ ტყიბულში, მიმდინარე წლის აპრილ-მაისში, სხვადასხვა ქუჩაზე, მოქალაქეთა კუთვნილი 5 საცხოვრებელი სახლი და ერთი სამჭედლოს საამქრო გაქურდეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო. ორივე ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულებს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით, ორჯერ ან მეტჯერ ნასამართლევი პირების მიერ ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“,_ წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცეებულ ... ...
  • ქუთაისში მამის მკვლელობის ბრალდებით შვილი დააკავესპოლიციამ ქუთაისში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების და ქუთაისის საქალაქო სამმართველოების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული დ.კ. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 24 მაისს, ქუთაისში, თბილისის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან, ურთიერთშელაპარაკებისას, მამას - 1968 წელს დაბადებულ ა.კ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა, მიყენებული ჭრილობების შედეგად, იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დ.კ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ქუთაისში დააკავეს. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს“,_ ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ... ...
  • ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებსქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს: „გვსურს, გამოვეხმაუროთ იმ ბრალდებებს, რომლებიც დღეს ნიკოლოზის და ჩვენი ოჯახის მისამართით გაჟღერდა. პირველ რიგში, გვინდა, გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადოთ იმ ცრუ ბრალდებების გამო, რაც ნიკოლოზის და ჩვენი ოჯახის მისამარით ისმის. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ინფორმაცია ძალადობის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს და ამ ფაქტის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ეს არ არის პირველი შემთხვევა როცა, ნელი დოროყაშვილი, ნიკოლოზის ყოფილი მეუღლე ცდილობს ნიკოლოზს და მის ოჯახს მორალური, ფინანსური თუ რეპუტაციული ზიანი მიაყენოს. ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნელი დოროყაშვილი განქორწინებაში იმყოფებიან. ნელი დოროყაშვილი, განქორწინებაზე უარს აცხადებდა, შესაბამისად განქორწინება სასამართლოს გზით, გარიგების საფუძველზე მოხდა. ნიკოლოზს ყოფილ მეუღლესთან არანაირი კონტაქტი სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ არ ჰქონია, გარდა ბავშვის მეურვეობისა. ნელი დოროყაშვილმა, განქორწინების შემდგომ, ასევე უსაფუძვლოდ, ბავშვზე ძალადობის ბრალდებით უჩიოდა ნიკოლოზ ბასილაშვილის დედას. საჩივარი სასამრთლომ განიხილა და ბასილაშვილის დედა გაამართლა. რაც შეეხება 21 მაისის შემთხვევას, ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის მშობლების საკუთრებაში უნებართვოდ შეიჭრა, სადაც გამიზნულად ცდილობდა კონფლიქტის გამოწვევას. მიუხედავად ამისა, მის მიმართ არანაირი ძალადობის არათუ ფაქტი, მცდელობაც კი არ ყოფილა. საბედნიეროდ, ამის ბევრი მტკიცებულება არსებობს და მას სასამართლო 2020 წლის 16 ივლისს განიხილავს. სასამართლო პროცესი გრძელდება. გვჯერა, რომ ნიკოლოზი უდანაშაულობას სამართლებრივი გზით ძალიან მალე დაამტკიცებს”,_ წერია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ქართველ ჩოგბურთელს ყოფილი მეუღლე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. შემაკავებელი ორდერია გამოცებული ბასილაშვილის მამის მიმართაც. პროკურატურა ჩოგბურთელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, მაგრამ მოსამართლემ გირაო ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...


რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?