ვის ეკუთვნის კოალიციის ქონება?

პოლიტიკა

ვის ეკუთვნის კოალიციის ქონება?

28 ნოე. 2012, 20:54:27
მისი თქმით, კოალიცია სამ გუნდადაა გაყოფილი, ხოლო პოლიტიკოსების ნაწილი ინტრიგების ხლართვითაა გართული. გთავაზობთ მის მიერ „გურია ნიუსისთვის" გამოგზავნილ ღია წერილს, რომლითაც ოთხმეზური საქართველოს პრემიერმინისტრს მიმართავს: "ამ წერილის დაწერა თქვენს ერთ-ერთ "წვიმის მეგობარს" ლანჩხუთის რაიონში შექმნილმა განსაკუთრებით მწვავე პოლიტიკურმა სიტუაციამ მაიძულა.

მას შემდეგ, რაც არჩევნებში სამართლიანი გამარჯვება მოვიპოვეთ (თავად მე კოორდინატორი გახლდით), გაგვიჩნდა იმედი, რომ რაიონის ხელმძღვანელ ორგანოებში პროფესიონალი, ზნეობრივად პატიოსანი და კეთილშობილი ადამიანები დაიმკვიდრებდნენ ადგილს. არჩევნებიდან სულ მცირე ხანში, პირადი ოჯახური პრობლემისგან გამომდინარე, სამწუხაროდ, სულ სხვა რეალობის წინაშე აღმოვჩნდი. ყოფითი პრობლემების გამო, დედაჩემმა მიიღო მიოკარდიის მწვავე ინფარქტი, რის გამოც გადავიყვანეთ ბათუმში კლინიკა "მედინაში", სადაც გაუკეთდა კორონოგრაფია _ მარჯვენა კორონალური არტერიის სტენდირება.

უკიდურესმა მატერიალურმა მდგომარეობამ მაიძულა ხელფასის მოთხოვნით მიმემართა დეპუტატის ბიუროსთვის. აღმაშფოთა იმ გულგრილობამ, რაც მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა გოგი გეგიაძემ და მისმა მოადგილემ გია მაჭარაშვილმა, რომელიც დეპუტატის ცოლისძმა გახლავთ, გამოიჩინეს. მინდა შეგახსენოთ მისი პოლიტიკური წარსული: გ. მაჭარაშვილი ლანჩხუთში "ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელი მდივანი იყო. იმის გამო, რომ იგი ამხილეს მიხეილ სააკაშვილის და მისი თანაგუნდელების დარბევაში, იგი პარტიიდან გარიცხეს.

ისინი სამსახურში დაგვიანებით, 11 საათზე მოვიდნენ. ჩემთან შეხვედრის შემდეგ, ნაცვლად იმისა, რომ დამხმარებოდნენ პრობლემის მოგვარებაში, აქცენტი გადაიტანეს "ქართული ოცნების" ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის და მისი თანაპარტიელების ლანძღვა-გინებაზე. აგრეთვე, საუბრობდნენ პარტიის ოფისის დახურვაზე და ავეჯის გადატანაზე.

აქვე მინდა ჩემი და ფართო საზოგადოების მოსაზრება გაგიზიაროთ კოალიციის ლიდერზე ბატონ სოსო ბოლქვაძეზე. იგი გახლავთ ადამიანური თვისებებით დაჯილდოებული პიროვნება, რის გამოც, ხალხის სიყვარულით სარგებლობს. მას გუნდიც ღირსეული ადამიანებით ჰყავს დაკომპლექტებული. აქვე დავამატებ, რომ ლანჩხუთის საზოგადოების აზრით, თითოეული მათგანი გამგებლობის შესანიშნავი კანდიდატი იქნებოდა.

სამწუხაროდ, კოალიციაში გამოიკვეთა სამი დაჯგუფება: თავად სოსო ბოლქვაძის; მაჟორიტარი დეპუტატის ნათესავებით დაკომპლექტებული "ღირშესანიშნავი" ბიურო და "რესპუბლიკელების" ლიდერის რომან ბიწაძის გუნდი. ამ გუნდის ფავორიტი და გამგებლობის კანდიდატი გახლავთ დავით ჩხაიძე, რომელიც ნაკლებად გამორჩეული სახეა, სოსო ბოლქვაძის, ვახტანგ ზენაიშვილის, ნუგზარ ცინცაძის და სხვათა ფონზე.

ლანჩხუთის პოლიტიკურ ცხოვრებაში არსებული მდგომარეობა მეტად სავალალოა. საზოგადოება ელის სასიკეთო ცვლილებებს. ვშიშობ, საკადრო პოლიტიკაში დაშვებულმა შეცდომებმა უკუშედეგი არ გამოიღოს, რითაც, პირველ რიგში, ჩვენ, ისედაც ტრავმირებული საზოგადოება დავზარალდებით.

ბატონო ბიძინა, მოგმართავთ თხოვნით: იმისთვის, რომ შეირჩეს თქვენი პოლიტიკური კურსის სწორად გამტარებელი და არ მოხდეს ჯანსაღი ძალების სრული დისკრედიტაცია, მოავლინოთ ლანჩხუთში თქვენი ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც შეისწავლის არსებულ მწვავე სიტუაციას და ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს".

ლანჩხუთში გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის გადადგომის მოთხოვნით რამდენიმე დღის წინ შიმშილობა დაიწყო კოალიციის ყოფილმა აქტივისტმა შოთა ფირცხალაიშვილმა. ეს მისი პირადი ინიციატივა იყო და როგორც თავადვე აცხადებდა, არაფერი ჰქონდა საერთო კოალიციის მიზნებთან. მეორე დღესვე მას მხარდაჭერა გამოუცხადა "რესპუბლიკური პარტიის" ადგილობრივმა ლიდერმა რომან ბიწაძემ. კოალიციის სხვა ლიდერები ამ აქციას არ გამოხმაურებიან.

შიმშილობიდან მესამე დღეს ფირცხალაიშვილი ავად გახდა და აქცია შეწყვიტა. მაგრამ, ამჯერად მოვლენების ეპიცენტრში კოალიციის ე. წ. ახალგაზრდული ფრთა მოექცა. მისი წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, კახა ასკურავას მისამართით პირადად ჰქონდათ პრეტენზიები. რესპონდენტები ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ ამ ახალგაზრდებს კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფი იყენებდა საკუთარი მიზნების გასახორციელებლად. იგულისხმება გამგებლობის კანდიდატის დავით ჩხაიძის გუნდი, რომლის ძმისშვილი ამ ახალგაზრდული მოძრაობის აქტივისტი იყო.

ამ მოვლენების პარალელურად, კოალიცია "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბმა მუშაობა დაასრულა და დაიშალა. შენობაში, სადაც შტაბი იყო განთავსებული, მხოლოდ ორი პარტიის "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" და "თავისუფალი დემოკრატების" ოფისები დარჩა. როგორც "ქართული ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე სოსო ბოლქვაძე ამბობს, სახლის პატრონმა მათ დროებით უსასყიდლოდ დაუთმო ფართი. კოალიციის ოფისში არსებული უძრავი ქონების ნაწილი, კერძოდ, ძვირადღირებული აპარატურა გადაიტანეს და უფრო დაცულ შენობაში შეინახეს.

პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ორგანიზაციის თავმჯდომარე ელგუჯა ჩხაიძე ამბობს, რომ ავეჯი კომპანია "ელიტა ბურჯს" ეკუთვნის. სახლის მეორე სართული დაკეტეს, ხოლო ავეჯი -10 მაგიდა, 7 ტუმბო, 2 კარადა და 35 სკამი შენობის პირველ სართულზე ინახება. სანამ იმუშავებს პარტიის ოფისი, ავეჯი აქ იქნება.

რა პრეტენზია გააჩნიათ კოალიციის კუთვნილ ქონებაზე დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლებს, ჩვენ ვერ გავარკვიეთ. ბიუროს ხელმძღვანელი გოგი გეგიაძე სამსახურში არ იმყოფებოდა. მასთან დაკავშირება ვერც მობილურ ტელეფონზე მოვახერხეთ.

"რესპუბლიკელი" რომან ბიწაძე ამბობს, რომ არ შეიძლება გია მაჭარაშვილს კოალიციის კუთვნილ ქონებაზე რაიმე პრეტენზია ჰქონდეს. "მე მაქვს მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც პარტიის ოფისში გადმომცეს 3 მარტს. ამ აქტით, კოალიციის კუთვნილ ქონებაში აღირიცხება ტელევიზორი, 2 კომპიუტერი, ქსეროქსი, მაგთიფიქსის აპარატი, მაგთის ინტერნეტმოდემი, 3 ელექტროღუმელი, 2 ელქტროდამაგრძელებელი და 30 სკამი. ამ ქონებაზე მე ვარ პასუხისმგებელი. ავეჯი კი ეკუთვნის "ელიტა ბურჯს". საერთოდ მაინტერესებს, რატომ უჩნდებათ პრეტენზიები ამ ქონებასთან დაკავშირებით? გია მაჭარაშვილს მინდა ვკითხო, რა უქნა პატარკაციშვილის შტაბიდან მიღებულ კომპიუტერს? ხომ უდგას ახლაც სახლში? ხოდა, ახლა თავი დაანებოს სხვის ქონებაში ხელების ფათურს."

რაც შეეხება ლანჩხუთში არსებულ სამ პოლიტიკურ დაჯგუფებას: ბიწაძე ამბობს, რომ იგი კოალიციას არ გამოყოფია: "კოალიციაში აზრთა სხვადასხვაობა დემოკრატიის მაღალი სტანდარტის მაჩვენებელია. მე არ მიმაჩნია, რომ სამი დაჯგუფება არსებობს. მეორე დაჯგუფებად ჩავთვალოთ დეპუტატის ბიურო. მან მხარედ თავი მაშინ დააფიქსირა, როცა დეპუტატობის კანდიდატის ინიციატივით, საარჩევნო შტაბის ხელმაძღვანელობიდან გაათავისუფლა სოსო ბოლქვაძე. მათი პოზიცია სირაქლემას პოზაში ყოფნას ჰგავს. ჩვენ მაშინ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, შტაბი რომ არ დავშალეთ.

მე აქ ახლა იმიტომ ვარ, რომ იგივე არ მოხდეს, რაც ხდება მარტვილში. პოლიტიკური კულტურა ჩვენ ყოველთვის გვქონდა და არ მინდა ასეთი მავნე რაღაცეები წახალისებული იყოს ლანჩხუთში."

შევეცადეთ მაჟორიტარი დეპუტატის თემურ ჩხაიძის პოზიციაც დაგვეფიქსირებინა. წინასაარჩევნო პერიოდში კანდიდატი ხშირად ამბობდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, არც ტელეფონის ნომრის შეცვლას და არც ზარების უპასუხოდ დატოვებას არ აპირებდა. მაგრამ დეპუტატს ჩვენს ხელთ არსებული ორივე ნომერი გამორთული ჰქონდა მთელი საღამოს განმავლობაში, თუმცა, იმედს ვიტოვებთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩხაიძე აუცილებლად შეგვეხმიანება.




 ახალი ამბები
  • ფაროსანა გამოჩნდა, საწინააღმდეგო ღონისძიებები კი ჯერ არ ჩანსაზიური ფაროსანას საწინაარმდეგო ღონისძიებების  გატარება, წელიწადის ამ დროს, კონკრეტულად, არათუ მაისში, აპრილშიც დაწყებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ ფაროსანას რაოდენობა შემცირებულია გატარებული  ღონისძიებების შედეგად, მავნებელი უკვე გამოჩნდა და ანალოგიურად  მოსახლეობაშიც ისმის კითხვები, რომ  მცენარებისთვის ესოდენ საშიში და სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის პირველი მავნებელი სანამ  ძალიან გააქტიურდება, დაიწყება თუ არა საწინააღმდეგო ღონისძიებები. „გურია ნიუსი“ სეს-ის რეგიონული სამსახურის უფროსს მანანა ერქომაიშვილს ესაუბრა: _ დღეისთვის მონიტორინგი მიმდინარეობს. ყოველდღიურ რეჟიმში დადიან ფიტოსანიტარები და იკვლევენ, თუ სად  რა რაოდენობით ფიქსირდება. ამის შემდეგ დაიწყება საწინააღმდეგო ღონისძიებები. _ შარშან ამ დროს დაწყებული იყო და თუ შეგიძლიათ გვითხრათ, როდის დაიწყება შეწამვლითი სამუშაოები? _ ყველაფერს აქვს თავისი წესი. როცა დასრულდება მონიტორინგი, დაიწყება. _ ქალბატონო მანანა, დაახლოებით, როდის დაიწყება, ვერც ამას გვეტყვით? როდის სრულდება მონიტორინგი? _ როცა შტაბიდან მივიღებთ ინფორმაციას, მოგაწვდით თქვენც, _  გვითხრა ერქომაიშვილმა.  ცოტა ხანში კი თავადვე დაგვიკავშირდა და  გვითხრა, რომ შეწამვლა დაიწყება იმ ადგილიდან, სადაც განთავსებულ ფერომონებში 15 ფაროსანაზე მეტი დაფიქსირდება. _ იქ, სადაც განთავსებულია ფერომონები და ერთ ცალზე 15-ზე მეტი ფაროსანა აღმოჩნდება, შეწამვლა იქედან დაიწყება. მონიტორინგის შედეგად, ამ ეტაპზე, ასეთ სიაში,  „წითელ ზონაში“.  მოხვდა ურეკი, ნიგოითი, აკეთი, აცანა, შუხუთი, შუა სურები, ზემო სურები, დიდი ვანი; ასევე, უნდა შეიწამლოს ქალაქ ოზურგეთის მცენარეული საფარი. ჯერჯერობით, მხოლოს ცივი შესხურებით შეიწამლება, თერმულად,  ცხელი ნისლით ჯერ არ დამუშავდება, _ გვითხრა ერქომაიშვილმა. თუმცა,  სეს-ის რეგიონული სამსახურის უფროსს  დაკონკრეტებული თარიღი არ უთქვამს, როდის დაიწყება ფაროსანას ესოდენ საჭირო საწინააღმდეგო ღონისძიების გატარება, რასაც მოსახლეობა დაგვიანებულად ... ...
  • ე.წ. ყვითელ მიკროავტუბუსებში მგზავრები ფეხზე ვეღარ დადგებიანკომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს და იმ შეზღუდვებს განმარტავს, რომელიც 29 მაისიდან ტრანსპორტის ამუშავების შემდეგ იქნება. „კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ გაცნობებთ, რომ 29 მაისიდან სრულად აღდგება კომპანიის დაქვემდებარებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა მომსახურეობა, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით. კერძოდ: აკრძალულია მგზავრის დაშვება მიკროავტობუსში დამცავი პირბადის გარეშე, ასევე აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებაში ფეხზე მდგომი მგზავრის გადაყვანა, აიკრძალა გაგრილების სისტემის ჩართვა და ასევე სავალდებულოა სატრანსპორტო საშუალების ღია ფანჯრებით გადაადგილება. ამასთან ერთად, მოგახსენებთ, რომ ჩOVID19 -ის გავრცელებისგან თავის დაზღვევის მიზენით კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ სატრანსპორტო ხაზზე გასულ ყველა მიკროავტობუსს ავტოფარეხში დაბრუნებისთანავე ყოველდღე ჩაუტარებს დეზინფექციას. კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ წინასწარ მადლობას უხდის მგზავრებს დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებისთვის“, - აღნიშნულია კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ ... ...
  • ინფიცირების ახალი შემთხვევები და გამოჯანმრთელებულები _ კოვიდსიტუაცია საქართველოშისაქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 16 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 738 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 573 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში 3 076 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 250. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში ... ...
  • კობახიძე: ერთ მხარეს იყო აბსოლუტურად უსაგნო კრიტიკა, ხოლო მეორე მხარეს - საქმე და შედეგები"დავასრულეთ ბრძოლის პირველი ეტაპი და ამ ეტაპზე ერთ მხარეს იდგა ქართული საზოგადოება, ექიმები და საქართველოს ხელისუფლება, ხოლო მეორე მხარეს იდგა კორონავირუსი, ოპოზიცია და მათი ტელევიზიები, რომლებიც უპრეცენდენტო მასშტაბის სიცრუის ტირაჟირებას ახდენდნენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ამ ბრძოლაში გაიმარჯვა ქართულმა საზოგადოებამ",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. დეპუტატმა ექიმებს, საერთაშორისო პარტნიორებს და კორონავირუსთან ბრძოლაში ჩართულ ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ კოვიდ 19-თან ბრძოლაში მიღწეული შედეგები მრავალი ადამიანის დამსახურებაა. მისივე თქმით, ერთადერთი სუბიექტი, რომელიც საერთო საზოგადოებრივი ერთიანობის მიღმა დარჩა, რადიკალური ოპოზიციაა. „სამწუხაროდ, ერთადერთი სუბიექტი, რომელიც დარჩა საერთო საზოგადოებრივი ერთიანობის მიღმა, იყო რადიკალური ოპოზიცია თავისი ფეიქ ტელევიზიებით. სამწუხაროდ, ეს იყო ერთადერთი სუბიექტი. ერთადერთი, რითიც მათ გამოიჩინეს თავი, ეს იყო სრულიად უსაგნო კრიტიკა და თქვენ გახსოვთ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, აბსოლუტურად უსაგნო კრიტიკა ისეთ თემებზე, როგორიც არის შეზღუდვების დაწესება, მაგალითად, ისინი აკრიტიკებდნენ აბსოლუტურად ყველა შეზღუდვას, გახსოვთ, რომ ისინი ითხოვდნენ ეკლესიების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას, ერთადერთი, ის არ მოუთხოვიათ, რომ სატვირთო მანქანებით შევვარდნილიყავით ეკლესიებში. ეს არის მათი სულისკვეთება. ისინი მძიმედ აკრიტიკებდნენ ეროვნული წარმოების პირბადეებს და სხვა სამედიცინო საშუალებებს, ითხოვდნენ 4 მილიონი ადამიანის გატესტვას, რაზეც დღეს ყველას ეცინება, საქართველოს ყავდა ათი ათასობით ინფიცირებული მათი სტატისტიკის მიხედვით და ასე შემდეგ. ყველა დეტალს, ბუნებრივია, არ ჩამოვთვლით, მაგრამ ეს ყველაფერი მიანიშნებს იმ აბსოლუტურად მძიმე ბუნებაზე, რომლითაც ხასიათდება ჩვენი ოპოზიცია. განსაკუთრებით მძიმე იყო ის თავდასხმები, რომლითაც ოპოზიცია გამოირჩეოდა ექიმების და ეპიდემიოლოგების წინააღმდეგ. ეს არის უმძიმესი მოვლენა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, 200 სახელმწიფოდან არცერთისთვის არ იყო დამახასიათებელი ამ მძიმე პერიოდის განმავლობაში. ერთ მხარეს იყო აბსოლუტურად უსაგნო კრიტიკა, ხოლო მეორე მხარეს არის საქმე და შედეგები. დღეს უკვე გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა სამჯერ აღემატება აქტიური შემთხვევების რაოდენობას, რომელიც 166-მდე არის უკვე შემცირებული, ორთვენახევრის შემდეგ უკვე თითქმის სრულად იხსნება უკვე ეკონომიკა და ივლისში უკვე საერთაშორისო ტურიზმიც კი გაიხსნება. ეკონომიკას და ადამიანების სოციალურ მდგომარეობას მიადგა მინიმალური ზიანი, რაც შეიძლებოდა, მიყენებული ყოფილიყო ამ მძიმე ვითარების - პანდემიის პირობებში, განხორციელდა უპრეცენდენტო სახსრების მობილიზება საერთაშორისო პარტნიორებისგან, რაც არის მთავრობის და კონკრეტულად, ფინანსთა სამინისტროს განსაკუთრებული დამსახურება. შედეგად, მოქალაქეები და ეკონომიკური სუბიექტები მიიღებენ სამ მილიარდ ლარზე მეტი ოდენობის დახმარებას, რაც არის ძალიან რაციონალურად გაწერილი. საქართველო არის საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული ლიდერი კოვიდ-19-თან ბრძოლის თვალსაზრისით. ვიდრე ვისმენდით ოპოზიციის უსაგნო კრიტიკას ამ სამი თვის განმავლობაში, „ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა გაიღეს საკუთარი სახსრები კრიზისთან საბრძოლველად, შეგახსენებთ, რომ პარტიის თავმჯდომარემ გაიღო 100 მილიონი და ჩარიცხა კოვიდის ფონდში, დეპუტატებმა შეწირეს საკუთარი რამდენიმე თვის ხელფასის ერთი მესამედი კოვიდის ფონდს. აქაც თქვენ გახსოვთ, რომ ეს ასი მილიონიც კი გახადეს ქილიკის თუ კრიტიკის საგანი და ეჭვქვეშ დააყენეს ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც მე გადავამოწმე და მხოლოდ ერთი დეპუტატია, თუ არ ვცდები, ამ „ნაციონალების" კლასტერიდან, რომელმაც კოვიდის ფონდში ჩარიცხა თანხა. კეთილი გენებათ და თქვენ გამოგეჩინათ საკუთარი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, მაგრამ მთელი ეს პერიოდი თქვენ იყავით დაკავებული საზოგადოებასთან ბრძოლით. დავასრულეთ ბრძოლის პირველი ეტაპი. ეს არის ბრძოლის პირველი ეტაპი. ამ ბრძოლის პირველ ეტაპზე ერთ მხარეს იდგა ქართული საზოგადოება, ექიმები და საქართველოს ხელისუფლება, ხოლო მეორე მხარეს იდგა კორონავირუსი, ოპოზიცია და მათი ტელევიზიები, რომლებიც უპრეცენდენტო მასშტაბის სიცრუის ტირაჟირებას ახდენდნენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ამ ბრძოლაში, რა თქმა უნდა, გაიმარჯვა ბოროტზე კეთილმა, გაიმარჯვა ქართულმა საზოგადოებამ, გაიმარჯვა საქართველოს ხელისუფლებამ, გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ", რომელიც არა პოლიტიკური ქულების დაწერაზე, არამედ მთლიანად ქვეყანასა და საზოგადოებაზე ზრუნვაზე იყო კონცენტრირებული. განსაკუთრებული მადლობა ამ ბრძოლაში ეკუთვნის პრემიერმინისტრს, რომელიც დღეს წარდგა ანგარიშით. ეს იყო არა ანგარიში, არამედ ეს იყო მასტერკლასი, რომელიც ჩაგიტარათ თქვენ, გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს, პრემიერმინისტრმა. ეს იყო ჩვეული დამაჯერებელი გამოსვლა, რომლითაც კიდევ ერთხელ განიმარტა ის ნაბიჯები, რომლებმაც ამ ბრძოლაში მოგვიტანა ჩვენ დამაჯერებელი წარმატება",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის წევრმა პრემიერ-მინისტრს და სამთავრობო გუნდს შესრულებული სამუშაოსთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა „ეს იყო მთელი გუნდის განსაკუთრებული დამსახურება, თუმცა, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის სამთავრობო გუნდის ლიდერს, გიორგი გახარიას რომლის კრიზისის მენეჯმენტის უნარები ყველამ თვალსაჩინოდ ვიხილეთ მთელი ამ სამი თვის განმავლობაში",- განაცხადა ირაკლი ... ...
  • პრემიერმა მასტერკლასი ჩაგიტარათ გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს- კობახიძე"ეს არ იყო ანგარიში, ეს იყო მასტერკლასი, რომელიც პრემიერმა  ჩაგიტარათ თქვენ, გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს",_ აღნიშნული განცხადება გააკეთა  "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ანგარიშის შეფასებისას. ირაკლი კობახიძემ ასევე ხაზი გაუსვა სახელმწიფო სტრუქტურებისა და სამინისტროების ეფექტურ მუშაობას კრონავირუსის წინააღმდეგ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?