ნუგზარ სარია: "ზუგდიდში მარტვილის ვარიანტი?! არავითარ შემთხვევაში! სირცხვილია!"

პოლიტიკა

ნუგზარ სარია: "ზუგდიდში მარტვილის ვარიანტი?! არავითარ შემთხვევაში! სირცხვილია!"

2012 დეკ 17 00:31:51

_ ბატონო ნუგზარ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხვალ  კოალიცია ,,ქართული ოცნება”  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამეგობის ,,შტურმს” გეგმავს.  ამ აქციის  ორგანიზტორად  თქვენ სახელდებით.

_ მსგავსი რაღაცა გამორიცხულია. საერთოდ, კოალიცია "ქართული ოცნება" ყოველთვის წინააღმდეგი იყო  მსგავსი მივარდნების, შეჭრების და ძალისმიერი ღონისძიებების. ჩვენი პირველი მოთხოვნა იყო ქუჩიდან გადავსულიყავით საარჩევნო პროცედურებზე, რეალურ კამპანიაზე და ყველაფერი სამართლებრივი ფორმით ყოფილიყო წარმართული. ეს არის ძალა, რომელიც ამ პრინციპს ბოლომდე მიჰყვება.  ადრეც იყო მსგავსი შემთხვევები, როცა რამდენიმე მოქალაქე მივიდა, თითქოს ამის ორგანიზება ჩვენ გავაკეთეთ და რაღაცას ვცდილობთ. პირიქით, ჩვენი მცდელობაა, ეს როგორმე  სამართლებრივი ფორმით განხორციელდეს. არ შეიძლება შეჭრით და შევარდნით ცვლილებები განვახორციელოთ.

ჩვენი პრინციპული მიოთხოვნაა, ყველაფერი  კანონიერად გაკეთდეს. ისე როგორც საჭიროა. არ შეიძლება ამ ფორმით შევქმნათ ისეთი ვითარება, რომელიც  სხვა ვითარებაში მსგავს მოვლენებს წაახალისებს. არვითარ შემთხვევაში. ჩვენ წინააღმდეგი ვართ, კატეგორიულად ვემიჯნებით ასეთ პროცესებს. ეს ჩემი პოზიციაა. გიდასტურებთ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს გამორიცხულია! სამწუხაროდ, ალბათ ასეთ ჭორები ვიღაცას  აწყობს. ჩვენ  ამას  ვემიჯნებით.

_ მიუხედავად იმისა რომ თქვენ კატეგორიულად ემიჯნებით არაკანონიერი გზით თვითმმართველ ორგანოებში შეჭრას,  ორგანიზაცია "თეთრი მანდილი"  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისაგან და მუნიციპალიტეტის გამგებელისგან მოითხოვს  თანამდებობა დატოვონ. რა ურთიერთობა აქვს კოალიაცია "ქართულ ოცნებას" "თეთრ მანდილთან" და არიან თუ არა ამ ორგანიზაციის წევრები "ქართული ოცნების" წარმომადგენლები?

_ რაც შეეხება "თეთრ მანდილს," მათ შესახებ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია. თვითმმართველ ორგანოებში მათი მისვლის შემდეგ, იმ ქალბატონებთან გვქონდა საუბარი. არავითარ შემთხვევაში სამოქალაქო საზოგადოების ასეთი აქტიურობა პოლიტიკურ სივრცეში არ უნდა გადავიდეს.

,,თეთრი მანდილი” აქტიურობს, ისინი საჭიროდ თვლიან მოაწყონ ასეთი შეხვედრები. ჩვენ წინააღმდეგი ვართ. ჩვენ გვინდა სამართლებრივი ფორმით, ნორმალურად მოხდეს ეს ყველაფერი.  მუხედავად მათი აქტიურობისა, ჩვენი პოზიცია არ იცვლება. რა თქმა უნდა, არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ უფლება, თავიანთი აქტიურობები განახორციელონ.  ამაში ვერ ჩავერევით. ჩვენი მხრიდან ჩარევა და მითითება გამორიცხულია. შეხვედრაზე განვაცხადეთ და ვუთხარით: კი ბატონო, თქვენ მოქმედებთ ასე, მაგრამ ჩვენი პოზიცია არის სხვა. ჩვენი ვმოქმედებთ მხოლოდ სამართლებრივი ფორმით და ჩარჩოებში.

_ თქვენ თუ გქონდათ საკრებულოს თავმჯდომარესთან, ლევან კონჯარიასთან  გადადგომის შესახებ საუბარი?

_ ბატონ ლევანთან ვისაუბრე, მაგრამ ამ თემაზე არ მქონია საუბარი. შეიძლება დადგეს ამის დროც და ასეთი შეხვედრაც შედგეს, მაგრამ ჯერ-ჯერობით მიზანშეწონილად არ მიმაჩნია ასეთი საუბრის ჩატარება.

_ თქვენი აზრით, რა შედეგს მოიტანს ზუგდიდში  მარტვილის ,,ვარიანტის” განმეორება ?

_ არ შეიძლება! არავითარ შემთხვევაში! ზუგდიდში მარტვილის ვარიანტი?! არავითარ შემხვევაში! საერთოდ, ნებისმიერი მსგავსი ვარიანტი არა მარტო ზუგდიდში, არამედ არ უნდა მოხდეს მთელს საქართველოში. სირცხვილია! არ შეიძლება მსგავსი ცვლილებები ასეთი ფორმით განვახორციელოთ.

_  რამდენად მისაღები იქნება თქვენთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის და  მუნიციპალიტეტის გამგებელის თვითმმართველობის არჩევნების გარეშე თანამდებობიდან წასვლა?

_ ეს მათი გადასაწყვეტია.  არ შეიძლება რაღაცა ფორმით ეს გადაწყვეტილება  ჩვენ მივაღებინოთ, რადგან კანონი მათ მხარეს არის. არჩევნები ჩატარდა. შედეგი ასეთი გვაქვს. ჩვენ  როგორ უნდა გავაკეთოთ, რომ  არჩევნებამდე მოხდეს ეს ცვლილებები? რა ფორმით?  ეს ძალიან სერიოზული საკითხია. ამას ზოგჯერ ისე მარტივად უყურებენ, სამწუხაროდ კანონი ავიწყდებათ. ავიწყდებათ ბევრი რაღაცეები. მაგრამ ძირითადად როდესაც ჩვენ სერიოზულ ცვლილებებზე ვსაუბრობთ,  რა  თქმა უნდა, მხედველობაში პოლიტიკური ვითარებაც მიიღება, მაგრამ მთავარი მაინც კანონია.  რის საშუალებას გვაძლევს კანონი?! გვაძლევს იმის საშუალებას, ეს ძალადობრივად  და თვითნებურად გავაკეთოთ, თუ დავიცვათ პროცედურები, არ დაირღვეს კანონი,  არ დაირღვეს სხვების ინტერესები და ეს მოხდეს შეთანხმებულად. მე პირადად  მგონია, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ეს გადაწყვეტილება მათ პირადად უნდა მიიღონ.

_ თუ საკრებულოს თავმჯდომარემ და გამგებელმა არ მიიღეს გადაწყვეტილება თანამდებობიდან წასვლის შესახებ, თქვენ რას გეგმავთ?

_ არაფერს. ჩვენ რა უნდა დავგეგმოთ. გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას. საკრებულოს წევრი ვარ, საკითხების განხილვაში ჩვეულებრივად მივიღებ მონაწილეობას. მთავარია, თვითმმართველობა და ცენტრალური ხელისუფლება ერთმანეთს არ დაუპირისპირდეს. ცენტრალურ ხელისუფლებას მიაჩნია, რომ  იმისთვის რომ ადგილობრივების მოთხოვნა დაკმაყოფილდეს გარკვეული პროპგრამების განხორციელებაა აუცილებლი.  ამ დროს, ადგილობრივი თვითმმართველობა თუ ამას არ გააკეთებს, ეს სირთულეს გამოიწვევს, მაგრამ თუ ყველაფერი შეთანხმებულად მოხდება, იგივე პოლიტიკა გატარდება, რა პრობლემაა. მე პრობლემას ვერ ვხედავ. მთავარია, მოსახელობის ინტერესების დაცვა. თუ ამ ფორმით ეს მიღწეული იქნება, სირთულე არაფერი არ არის. სირთულე იქნება მაშინ, თუ ადგილობრივი  და ცენტრალური ხელისუფლება ერთმანეთს დაუპირისპირდება. ეს არ უნდა მოხდეს. აქ მთავრი ზუგდიდელების ინტერესია. ძირითადი ნაწილი გაჭირვებულია და ალბათ, მათი ინტერესები უნდა გავითვალისწინოთ. ყველაფერი მათთვის უნდა გავაკეთოთ. აქ არ შეიძლება პოლიტიკური ნიშნების და შეხედულებების გამო ინტერესთა შეჯახება მოხდეს.

მე წინააღმდეგი ვარ იძულებითი და ძალადობის ფორმით ცვლილებების განორციელების.




 ახალი ამბები
  • დაგვეხმარეთ მაუწყებლის გადარჩენაში - ჟურნალისტების ნაწილი დიპლომატიურ კორპუსს მიმართავსაჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ. ისინი ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის - მაია მერკვილაძის შტატის გაუქმება სარედაქციო პოლიტიკაზე პირდაპირი თავდასხმად მიიჩნევენ და დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ. "საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას ახალი ამბების სამსახურის თანამშრომლები სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვად მივიჩნევთ. ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის - მაია მერკვილაძის შტატის გაუქმება სარედაქციო პოლიტიკაზე პირდაპირი თავდასხმაა. დღეს მრჩეველთა საბჭომ და მაუწყებლის დირექტორმა არხის თანამშრომლების მოთხოვნა, - საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით მისი განხილვა გადადებულიყო, არ გაითვალისწინა. გაუგებარია, რატომ არის პროცესი ფორსირებული, როდესაც დირექტორს ისედაც აქვს გაცხადებული, რომ რეორგანიზაციას გეგმავს. ამასთან, დაწყებულია დისციპლინური დევნა ახალი ამბების სამსახურის უფროსის - შორენა ღლონტის წინააღმდეგ, რაც კიდევ უფრო მეტად გვიღრმავებს ეჭვებს, რომ მენეჯმენტისთვის სასურველი ახალი კადრების შემოსაყვანად პოზიციები თავისუფლდება. გვაქვს მოლოდინი, რომ მაია მერკვილაძის შემდეგ, სარედაქციო პოლიტიკას ჩამოაშორებენ ახალი ამბების ხელმძღვანელს - შორენა ღლონტს. მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში შექმნილი ვითარება საარჩევნო წელს ემსახურება არასასურველი კადრების, განსაკუთრებით კი - კრიტიკული ჟურნალისტების ჩამოშორებას. მივმართავთ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს - ჩაერთონ პროცესში და დაგვეხმარონ მაუწყებლის გადარჩენაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაზარალდებიან არა მხოლოდ ჟურნალისტები, არამედ დაზიანდება საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა, რაც კიდევ უფრო დააზარალებს მედიაგარემოს, პლურალიზმსა და დემოკრატიულ პროცესებს ქვეყანაში. დირექტორის მიერ დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებები შეეხო სხვა სამსახურებსაც. მაგალითად: საავტორო - შემოქმედებითი გადაცემების სამსახურის უფროსის მოადგილეს შემოქმედებითი მიმართულებით - გიორგი მურვანიძეს, ამავე სამსახურის მოადგილეს საორგანიზაციო მიმართულებით - ბესო დუმბაძეს და ფინანსური სამსახურის უფროსის მოადგილეს მაია შაშიკაძეს. ასევე სხვა მოადგილეების შტატებს, რომლებიც ვაკანტური იყო. მაუწყებელში დღეს განვითარებული მოვლენები ლოგიკური გაგრძელებაა იმ პროცესებისა, რომელიც დაიწყო 2019 წლის აპრილში ნათია კაპანაძის იმპიჩმენტით, გაგრძელდა მაუწყებლიდან ნათია ზოიძის იძულებით წასვლით და ნათია შავაძესთან შრომითი ხელშეკრულების ამოწურვით."_ ნათქვამია ... ...
  • ჩოხატაურელი ნორჩი მხატვრების წარმატება "ზამთრის ვერნისაჟზე"მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში გურიის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრების მეცხრე გამოფენა-კონკურსი _ „ზამთრის ვერნისაჟი“ მოეწყო. გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს ჩოხატაურის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა, რომლებიც სხვადასხვა ნომინაციაში, ოზურგეთის მერიისა და საკრებულოს მიერ მიერ დაჯილდოვდნენ სიგელებით, ფულადი ჯილდოთი და ფასიანი საჩუქრებით. ნომინაციაში ,,საუკეთესო ფერწერა'' დაჯილდოვდა პაპუნა ჯინჭარაძე (მე- 5 კლასი), ნომინაციაში ,,საუკეთესო კომპოზიცია'' _ ლუკა ფუტკარაძე (მე-3 კლასი); ნომინაციაში ,,საუკეთესო ნახატი’’ _ ნანა კვინტრაძე (მე-6 კლასი); ნომინაციაში ,,მნახველის სიმპათია’’ _ ანასტასია კობიძე (მე-4 კლასი). ა(ა)იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების სამხატვრო სკოლის ყველა მონაწილე ცენტრის მიერ დაჯილდოვდა სიგელებით გამოფენაზე ... ...
  • ხანძარი ზუგდიდში, სოფელ ზედა ეწერშიხანძარი იყო ცოტა ხნის ზუგდიდში, სოფელ ზედა ეწერში. როგორც ადგილიდან "გურია ნიუსის" ჟურნალისტი იტყობინება, ცეცხლი ეკალ-ბარდებს ეკიდა. ხანძარი ამდროისთვის ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სამი სახანძრო მუშაობდა. ჯერჯერობით, უცნობია, რამდენი ჰექტარი დაიწვა. ასევე, უცნობია ხანძრის გამომწვევი ... ...
  • „ვითხოვთ სამართალს“ _ აქცია ავტობანის მშენებლობაზე ლანჩხუთში, სუფსის მოსახლეობამ ავტობანთან დაკავშირებით აქცია გამართა. ისინი ამბობენ, რომ თანხა, რომელიც სახელმწიფომ მათ კუთვნილი მიწების დათმობის სანაცვლოდ გადაუხადა მიზერულია და საკითხით დაინტერესებას პრემიერ მინისტრს თხოვენ. სუფსის ადმინისტრაციის მოსახლეობის ნაწილის საპროტესტო მუხტი იმ ფართობების კომპენსირების თანხაზე, სადაც ავტომაგისტრალმა უნდა გაიაროს, არახალია _ მათთვის კატეგორიულად მიუღებელია სახელმწიფოს მიერ ერთ კვ/მეტრზე შეთავაზებული ფასი. ისინი ხელისუფლებას მოსახლეობის აბუჩად აგდებაში დებენ ბრალს და გაცილებით მეტი თანხის გადახდას ითხოვენ. საქმე სუფსის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში მოქცეულ კერძო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იმ ნაკვეთებს ეხება, რომლებიც "ფოთი-გრიგოლეთის" 14-კილომეტრიანი მონაკვეთის საზღვრებში ავტობანის მშენებლობის პროექტში მოხვდა. აქედან, "გრიგოლეთი-ქობულეთის ზოლი 10 კილომეტრია. „ჩვენი კერძო საკუთრება (მიწის ნაკვეთები) მიზერულ ფასებად მუქარითა და იძულებაში ჩაყენებით დაგვათმობინეს. დღემდე ვითხოვთ სამართალს, გენპროკურატურასაც მივმართეთ საქმის ჯეროვანი გამოძიების მოთხოვნით, მაგრამ 11 თვეა იძიებენ და ახლა ირკვევა, რომ საქმე შესასწავლად სუფსის პოლიციისთვის გადმოუგზავნიათ. დიდი ალბათობით თანამდებობის პირებმა მიითვისეს ჩვენი კუთვნილი სოლიდური თანხები და ამიტომაც ეტყობა საქმის ჩაფარცხვის სურვილი აქვთ“-ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ხათუნა გუჯაბიძე. ხათუნა გუჯაბიძის თქმით, ფართობების კომპენსირების თანხის თაობაზე სუფსის მოსახლეობის მხრიდან ინფორმირებულია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც. „ჩვენ ინფორმაცია საკითხთან დაკავშირებით მივაწოდეთ გია ვოლსკისა და თეა წულუკიანს, დაგვპირდნენ საკითხით დავინტერესდებითო, მაგრამ საქმე ამის იქეთ არ წასულა. წულუკიანი მაშინ  დაგვპირდა, რომ საქმეს გენპროკურატურისგან გამოითხოვდა და პასუხს ადგილობრივი ხელმძღვანელობის მეშვეობით შეგვატყობინებდა, ბევრჯერ მოვიკითხეთ მერიაში მინისტრისგან გამოგზავნილი პასუხი, მაგრამ დღემდე არააფერი ჩანს“-  ამბობს ხათუნა გუჯაბიძე. მიწის იმ მესაკუთრეები,  რომელთა ნაკვეთებიც მოექცა გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის პროექტში, საკუთარ პრეტენზიებს „გურია ნიუსთან“ საუბარში აფიქსირებენ: -"მონაკვეთის საზღვრები იწყება ზღვის სანაპირო ზოლიდან 700 მეტრის დაშორებით. ნაკვეთებს მარჯვენა მხრიდან ესაზღვრება საგზაო-სატრანსპორტო მაგისტრალი, მარცხენა მხრიდან კი _ მდინარე სუფსა. არის ვაკე ადგილი და თავისი მდებარეობის მიხედვით პრესტიჟულია ნებისმიერი ბიზნესსაქმიანობისთვის. მოსახლეობას გვქონდა დიდი მოლოდინი, რომ ამ ნაკვეთებში სახელმწიფო სოლიდურ თანხას გადაგვიხდიდა და ღირსეულად მოგვექცეოდა, მაგრამ მოხდა პირიქით. სუფსის საზღვრებში განლაგებული მიწის ნაკვეთები (ე. წ. "ნაოჩვანი"), რომლებიც წარმოადგენს 32 ოჯახის კერძო საკუთრებას, მდებარეობს პრესტიჟულ ადგილზე, დანიშნულებით _ სასოფლო-სამეურნეო, მოხვდა ავტობანის მშენებლობის პროექტში. ამ შემთხვევაში მიწის მესაკუთრეებთან მთავრობის, არასამთავრობო ორგანიზაციების და არც გზის დეპარტამენტის მხრიდან არანაირ შეხვედრას, შემოთავაზებას და კონსულტაციას ადგილი არ ჰქონია. დეპარტამენტის წარმომადგენლები გვაძალებდნენ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას და ჩვენი საკუთრების დათმობას ასეთ მიზერულ ფასად და მოსახლეობაში ავრცელებდნენ ხმებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მესაკუთრეს სახელმწიფო ჩამოართმევდა საკუთრებას _ პროექტის განხორციელების ხელის შეშლასთან დაკავშირებით. ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულებამ ისე შეაშინა და პანიკაში ჩააგდო სოფლის მოსახლეობა საკუთრების ჩამორთმევასთან დაკავშირებით, რომ მათმა ერთმა ნაწილმა, რომლებიც ბანკის ვალებში იხრჩობოდნენ, ამ უსამართლო და ძალით თავსმოხვეულ "ხელშეკრულებას" ხელი მოაწერა.  ჩვენ გვქონდა სიტყვიერი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ იმ მონაკვეთში, ე.წ. "ლოტში", რომელიც, დაახლოებით, 10-კილომეტრიან ზოლს მოიცავს, ჩვენი ნაკვეთების შემდეგ განლაგებულ ნაკვეთებში (რომელიც შედის, ლანჩხუთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზღვრებში), მესაკუთრეებს გადაუხადეს გაცილებით სოლიდური თანხები 1კვ. მეტრში. ზოგან 25-60 ლარი ერთ კვ, მეტრში, ზოგან კი 40-დან 120 ლარამდე“, _ ამბობს მიღებული კომპენსაციით უკმაყოფილო მოსახლეობა და ხელისუფლებას საკითხით დაინტერესებას ... ...
  • საზარელი ტრაგედია ვანში - 26 წლის მამაკაცმა სანადირო თოფით თავი მოიკლავანში, სოფელ მუქედეში 26 წლის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ინფორმაცია "გურია ნიუსს"მერის წარმომადგენელმა დაუდასტურა. ავთანდილ გუბერიძის განცხადებით,სუიციდის ფაქტი 16 თებერვალს მოხდა.  ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცმა თავი სანადირო თოფით მოიკლა. რა გახდა თვითმკვლელობის მიზიზეზი, უცნობია.  შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...

სიზმრის ახსნა

ორსულობა სიზმრები ორსულობის შესახებ შეიძლება...

მკურნალი პროდუქტები

დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. დღეში...

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...