"მე ისეთი პროგრამა მაქვს, ვეჭვობ, ვინმემ კონკურენციის გაწევა შეძლოს"

პოლიტიკა

"მე ისეთი პროგრამა მაქვს, ვეჭვობ, ვინმემ კონკურენციის გაწევა შეძლოს"

2012 დეკ 18 17:14:53
ეს რაიონი გურიაში გამგებლობის მსურველთა მრავალრიცხოვნობით გამოირჩევა _ ოზურგეთში გამგებლობის სურვილით, მხოლოდ ერთი კანდიდატის, კოტე შარაშენიძის განცხადება შევიდა და ისიც საკრებულოს წევრებმა უპრობლემოდ დაამტკიცეს. ჩოხატაურში კი, ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.

ლანჩხუთელები "ნაციონალების" მიმართ პროტესტს შიმშილობით გამოხატავენ და ითხოვენ გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, კახა ასკურავას გადადგომას. ახლა ლანჩხუთის ცენტრში "ქართული ოცნების" რამდენიმე აქტივისტი შიმშილობს. მათ, გამგეობის შენობის წინ, კარავიც აქვთ გაშლილი, თუმცა, კახა ასკურავა გადადგომას არ აპირებს.

"გურია ნიუსის" ინფორმაციით, გამგებლობის ყველაზე რეალური კანდიდატი, წარმოშობით მამათელი ზაზა ურუშაძეა. იგი, როგორც ამბობენ, მაჟორიტარი დეპუტატის თემურ ჩხაიძის მიერ წამოყენებული კანდიდატურაა. ზაზა ურუშაძე განცხადებას ამ დღეებში შეიტანს.

ვინ არის ზაზა ურუშაძე და აქვს თუ არა რეალური შანსი, გახდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ამაზე ის "გურია ნიუსთან" საუბრობს.

ზაზა ურუშაძე: _ ერთ-ერთი უკრაინული ფირმის პრეზიდენტი, წარმოშობით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათიდან ვარ, ვცხოვრობ გრიგოლეთში, სადაც სახლი მაქვს. ძალიან დიდი ხანია, სუფსაში ვარ საცხოვრებლად დარეგისტრირებული. ჩემი მშობლები ამჟამად მამათში ცხოვრობენ. განცხადებას ამ დღეებში შევიტან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

_ ბატონო ზაზა, გაქვთ კი რეალური შანსი, გახდეთ გამგებელი, როცა ლანჩხუთის გამგებლობის მსურველ 80 ადამიანს აქვს განაცხადი შეტანილი?

_ მე ისეთი პროგრამა და მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმა მაქვს, არა მგონია, სხვამ კონკურენცია გამიწიოს! ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ! ვინც ნახავს და გაეცნობა ამ პროგრამას, მასზე უარს არ იტყვის. ეს ყველაფერი მოხდება კანონის სრული დაცვით, იქნება კონკურსი და ჩემთან გასაუბრება.

_ იქნებ, გვითხრათ, თქვენს მიერ წარმოდგენილ პროგრამაში, ძირითადად რა მიმართულებებზეა საუბარი?

_ იცით, ძირითადი დარგები გურიაში რა არის? მეჩაიეობა, მეციტრუსეობა, მეცხოველეობა, სიმინდის კულტურა. გარდა ამისა, სოფლის განვითარების პროგრამებზე და მიკროსაწარმოებებზე მაქვს ძირითადი ყურადღება გამახვილებული: თხილის საწარმოები, ჩაის ფაბრიკები... დიდი საკონსერვოები, ძირითადად არ არის გამართლებული იმიტომ, რომ ძვირი ჯდება მათი შენახვა. ამიტომ, ძირითადად, აქ მცირე საწარმოებზე გადავიტანთ ყურადღებას. არის მაღალმთიანი სოფლები, სადაც მეჩაიეობა და მეციტრუსეობაა; ვფიქრობ, იქ წვენების ქარხანა გავხსნა. დაბალ ზონაში მეცხოველეობის განვითარებაა შესაძლებელი. მაქვს შემოთავაზება, რომ გავაკეთო დაფნის საწარმო და კიდევ ერთი, _მე ვაწარმოებდი საუბრებს უცხოელებთან, როგორ წარვმდგარიყავი კომისიის წინაშე.

_ ბატონო ზაზა, როგორც ამბობენ, თქვენ ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატის თემურ ჩხაიძის ერთადერთი კანდიდატურა ბრძანდებით...

_ კი, ბატონო, ნამდვილად ვარ თემურ ჩხაიძის მიერ წამოყენებული კანდიდატურა, მაგრამ მთლად მასე ნუ ვიტყვით, რა. გავრცელებულია ასეთი ხმა, თითქოს, მარტო მაჟორიტარი დეპუტატი მიჭერს მხარს. არ დაგიმალავთ და გეტყვით, როცა გამგებლობაზე დაიწყო საუბარი, ჩემი ტელეფონი არ გაჩერებულა, იმდენი ვინმე მირეკავს და მთხოვს, რომ იქნებ, ჩამოხვიდე და შენი კავშირებით რაიონს დაეხმაროო. თუმცა, პირველი შემოთავაზება მაჟორიტარისგან მივიღე.

_ ბატონო ზაზა, მიზანშეწონილად მიგაჩნიათ თუ არა, რომ შიმშილობით გამოხატული პროტესტის ფორმით მოითხოვენ ლანჩხუთის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის _ კახა ასკურავას გადადგომას?

_ მე პირადად არ მივსულვარ იქ, მით უმეტეს, ვიცნობ იქ ზოგიერთებს. ჩემი აზრით, დემოკრატიაა და თავისუფლებაა, როცა ყველას აქვს აზრის გამოხატვის უფლება. ამ ყველაფერსაც თავისი პროცედურები აქვს. მე ვფიქრობ, რომ პრობლემები ცივილიზებულად უნდა გადაიჭრას. ყველასთან შემიძლია გასაუბრება და აუცილებლად გავითვალისწინებ თითოეული ადამიანის აზრს.

კითხვაზე, არის თუ არა ზაზა ურუშაძე მაჟორიტარი დეპუტატის თემურ ჩხაიძის კანდიდატურა, დეპუტატი "გურია ნიუსთან" ასეთ კომენტარს აკეთებს:

_ არის თუ არა ჩემი კანდიდატურა? რატომაც არა. ზაზა ურუშაძე არის ყველაზე ღირსეული იმ 100 კაცს შორის, ვისაც გამგეობაში აქვს განცხადება შეტანილი.

_ ამ ადამიანმა ეს ყველაფერი ჩემთან შეთანხმებით გაიარა, დანარჩენმა კი არაფრად არ ჩამაგდო, აზრიც არ მკითხა. მე ვარ ხალხის რჩეული, მიმაჩნია, რომ სწორედ მე უნდა დავასახელო და წარვადგინო გამგებელი. გეტყვით, რომ ზაზა ურუშაძეს აქვს ყველაზე დიდი შანსი გახდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, _ აცხადებს თემურ ჩხაიძე "გურია ნიუსთან".




 ახალი ამბები
  • ორი თვის წინ დაკარგული 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვესორი თვის წინ დაკარგული 23 წლის შოთა სამხარაძე გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. როგორც გარდაცვლილის მეგობარი ამბები.გე-სთან ყვება, შოთა სამხარაძე გუშინ კურორტ შოვთან ახლოს, ტყეში იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. ახალგაზრდა მამაკაცი ონის მუნიციპალიტეტში ორი თვის წინ დაიკარგა. სამაშველო სამსახურში შეტყობინება 14 იანვარს შევიდა. თვითმხილველების თქმით, ბიჭი ბოლოს სასტუმროების მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ თოვლის ფესტივალზე ნახეს, მოგვიანებით ტერიტორია დატოვა და მას შემდეგ აღარ ... ...
  • ყალბი ფულის გასაღების მორიგი ფაქტი _ დაკავებულია 2 პირიშსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული ნ.ჟ. და 1975 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.ა. ყალბი ფულის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ "ბრალდებულებმა ქალაქ ახმეტაში მდებარე სხვადასხვა მაღაზიაში სამი ყალბი ასლარიანი კუპიურა გაასაღეს". პოლიციამ, გ.ა.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას ყალბი ასლარიანი კუპიურა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ყალბი ფულის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ... ...
  • ლადო აფხაზავა ვარკის ფონდისა და გლობალური ჯილდოს ელჩი გახდა „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ფეისბუქგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებელი ლადო აფხაზავა, რომელიც მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალურ ათეულშია, ვარკის ფონდისა და გლობალური ჯილდოს ელჩი გახდა. ვარკის ფონდი მასწავლებლის გლობალურ ჯილდოს 2015 წლიდან გასცემს, ფინალისტები კი ავტომატურად, ფონდის და გლობალური ჯილდოს ელჩები ხდებიან. ლადო აფხაზავა უკვე დუბაიში იმყოფება, სადაც ხვალ გლობალური ჯილდოს მფობელი მასწავლებელი  გამოვლინდება და პრიზის სახით მილიონ ამერიკულ დოლარს ... ...
  • ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატობას ლევან თოიძის შვილიც აპირებს _ "რაღაცეებს ველოდები"ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობა, საკრებულოს ყოფილი წევრის, რამდენიმე თვის წინ გარდაცვლილ ლევან თოიძის შვილს, სოფო თოიძესაც სურს. როგორც ცნობილი იყო, მას კენჭისყრა "ქართული ოცნების" სახელით სურდა, თუმცა მმართველმა ძალამ არჩევანი დავით მდინარაძეზე გააკეთა. შესაბამისად, სოფო თოიძე, რომელიც ამჟამად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელია, კენჭისყრას დამოუკიდებლად გეგმავს. "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია: "თავიდანვე, ეს გადაწყვეტილება მამაჩემის გამო მივიღე. ვიცი, რამდენიმე რამის გაკეთება სურდა და მინდოდა გამეგრძელებინა მისი საქმე. ახლაც მსურს და ვნახოთ. ჯერჯერობით საბოლოო გადაწვეტილება არ მიმიღია. რაღაცეებს ველოდები", _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას თოიძემ. შეგახსენებთ, რომ  ქალაქ ოზურგეთის ყველაზე დიდ საარჩევნო ოლქში (60/01/03), რომელშიც რაიცენტრალური, სერი,  ექადია, ცენტრი 3  და ანასეული შედის, შუალედური არჩევნები მაისში უნდა ჩატარდეს უნდა ჩატარდეს. ამავე თემაზე: ა(ა)იპ-ის დირექტორი კენჭისყრას დამოუკიდებლად გეგმავს _ "აქ არ ვარ ცუდად, მაგრამ"... ... ...
  • EMC ზვიად რატიანის საქმეზე გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება _ მივმართავთ ევროპულ სასამართლოს 22 მარტს, ტელეკომპანია პირველის ეთერში, შინაგან საქმეთა მინისტრმა ზვიად რატიანის საქმეზე საუბრისას აღნიშნა, რომ ის არ ნანობს იმას, რაც მაშინ მოხდა. "ამ თემაზე კომენტარისას, მინისტრის მიერ გამოხატული პოზიციები, პრაქტიკულად გამორიცხავდა ზვიად რატიანის მიმართ უფლების დარღვევის ფაქტის აღიარების რესურსსაც კი და არ აკეთებდა მითითებას ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიების მნიშვნელობის შესახებ", _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსააც ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს/  "სამწუხაროა, რომ ამ შემთხვევიდან ერთი წლის და სამი თვის თავზეც კი, შინაგან საქმეთა მინისტრი და უწყება, ვერ ახერხებს აჩვენოს პოლიტიკური მზადყოფნა სათანადოდ უპასუხოს საპოლიციო სისტემაში ადამიანის უფლებების დარღვევის მძიმე შემთხვევას.  ნათელია, რომ ამ საქმეში მინისტრი და უწყება მუდმივად არაღიარების პოზიციაში იყო და მსხვერპლის დემონიზების ტაქტიკით მოქმედებდა. სამინისტრო არცერთ ეტაპზე არ აჩვენებდა რესურსს, ემოქმედება ზვიად რატიანის ღირსების დაცვის ინტერესების გათვალისწინებით.  მინისტრის და უწყების მხრიდან, ყოველ ჯერზე ხაზგასმა ზვიად რატიანის არაფხიზელ მდგომარეობაზე, პოლიციასთან ურთიერთობისას გამოყენებულ ლექსიკაზე, მუდმივად ერთ მიზანს ემსახურებოდა - საზოგადოებაში შეესუსტებინათ თანაგრძნობა და სოლიდარობა ზვიად რატიანის მიმართ. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა, 2017 წლის დეკემბერში, სამინისტროს მიერ ზვიად რატიანის უკანონოდ მოპოვებული ვიდეო ჩანაწერის მედიაში გავრცელებაც. აღსანიშნავია, რომ სამინისტროს ამ უკანონო ქმედებების საპასუხოდ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, უწყება სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა. სამინისტროს უკანონო ქმედებით ზვიად რატიანისთვის მიყენებული მორალური ზიანის თაობაზე კი საქმის განხილვა სასამართლოში გრძელდება.  რაც შეეხება, საქმეზე ამ დრომდე განხორციელებულ სამართლებრივ რეაგირებას - გამოძიება პროკურატურაში ერთ წელზე მეტია გრძელდება, თუმცა, კონკრეტულ შედეგამდე ამ დრომდე არ არის მისული. მიუხედავად იმისა, რომ ჩატარებულმა გამოძიებამ გამოკვეთა რამდენიმე საკვანძო და პრობლემური ეპიზოდი პოლიციელთა მოქმედებებში, ამ დრომდე პასუხისგებაში მიცემული არ არის არცერთი მათგანი. უფრო მეტიც, ხუთჯერ მიმართვის მიუხედავად, პროკურატურამ ყოველ ჯერზე სრულიად დაუსაბუთებლად უარი თქვა ზვიად რატიანისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე. მისი უფლებების აღდგენის რესურსი არ აღმოჩნდა არც სასამართლოში, რომელმაც მიმდინარე წლის 21 მარტს, ასევე უარი თქვა ზვიად რატიანის დაზარალებულად ცნობაზე.    სამწუხაროა, რომ ზვიად რატიანის უფლებების დარღვევის მძიმე ფაქტებს ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემის ვერცერთმა რგოლმა ვერ უპასუხა და დაზარალებული პრაქტიკულად უფლების აღდგენის მექანიზმების გარეშე დატოვა. სწორედ ამიტომ, ზვიად რატიანის სახელით EMC უახლოეს პერიოდში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს", _ აღნიშნულია ... ...

არქივი

ზაფრანი

ეს „მახინჯი“ ეიფელის კოშკი

პარიზში ეიფელის კოშკის მშენებლობის დაწყებისას...

ლონდონური „ექსპერიმენტი“

ცოტა ხნის წინ, ქალაქ ლონდონის...

„ახალბედა მწერალი“

ცნობილმა მსახიობმა მეთიუ მაკკონაჰიმ ცოტა...

“უცნაური” ვარსკვლავები

ნებისმიერ პიროვნებას გარკვეული უცნაურობები ახასიათებს...

ადამიანის თვალის უსაზღვრო ხედვა

ამერიკელმა მკვლევარებმა დააფიქსირეს, რომ ადამიანის...

ინტერპოლი ეძებს კატას

რამდენიმე დღის წინ გამოცემამ „The...
კარმიდამო ჩემი

ჟოლო გახდომაში დაგეხმარებათ

ჟოლოს ერთდღიანი დიეტა ორგანიზმს შლაკებისა...

თაფლი მხედველობას აუმჯობესებს

დღეისათვის კომპიუტერთან მუშაობა ჩვეულებრივ ამბად...

თხილის მცენარის დაავადებათა აფეთქება

თხილის დაავადების აფეთქებას ჩვენში მოსახლეობა...

მეფუტკრე და ადრიანი გაზაფხული

გაზაფხულის დადგომისთანავე განსაკუთრებული ყურადღება უნდა...

თხილის დამღუპველ დაავადებას წლევანდელი თბილი ზამთარი ეხმარება

თხილის კულტურას რომ ყოფნა-არყოფნის საფრთხე...

მოვამზადოთ სათესლე მასალა და დახურულ გრუნტში დავთესოთ

სხვადასხვა ბოსტნეულის დათესვა, უმჯობესია, თებერვლის...

სანამ გაგრძელდება მშრომელი ხალხის აბუჩად აგდება?

საქართველოში, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ჩვენ,...

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...