"მე, გამგებელს, იმდენი საქმე მაქვს, ასეთი საქმეებისთვის არ მცალია..."

პოლიტიკა

"მე, გამგებელს, იმდენი საქმე მაქვს, ასეთი საქმეებისთვის არ მცალია..."

25 დეკ. 2012, 10:44:05

ცხადია, ამ ფაქტზე ღიად არავინ საუბრობს, თუმცა მსაგავს შემთხვევბს რომ ადგილი ჰქონდა, ეს "გურია ნიუსს" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან უთხრეს.

"გურია ნიუსი" შეეცადა აღნიშნული ინფორმაცია საკრებულოს დეპუტატებთან და წევრებთან გადაემოწმებინა.

მერაბ მჟავია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის მაჟორიტარი დეპუტატი:

_საკრებულოში ფრაქცია "ქართული ოცნება" უკვე შექმნილია., ზეწოლა არ მესმის რა ფორმით უნდა გახორციელებულიყო? ზეწოლა კი არა და ვმეგობრობთ, ურთიერთობა გვაქვს ლამაზი და საქმიანი, ერთანეთს ვცემთ პატივს. ზეწოლა შეიძლება იყოს ყანწით ღვინის დალევაში, სხვანაირად არ მესმის ვინ და როგორ უნდა დაგაძალოს რამე? კოტე შარაშენიძე არის გამგებელი, რომელიც ერთხმად აირჩია საკრებულომ, ზეწოლით არ ხდება ასეთი რამ.

თემურ მოქია, რომელმაც რამდენიმე დღეა რაც დატოვა ფრაქცია, "ნაციონლური მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტი, აღნიშნავს, რომ მისი მისმართით მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და არც მეგობრებიდან და სხვა წევრებიდან სმენია მსაგვსი რამ.

_არავითარი ზეწოლა გამგებლის მხრიდან პირადად ჩემთან ურთიერთობაში ნამდვილად არ ყოფილა, ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით. ესე იგი რა გამოდის, მე რომ დავტოვე "ნაციონალური მოძრაობა" ეს გამგებლის მხრიდან ზეწოლის შედეგად გავახორციელე? ეს არის აბსურდი.

_ "გურია ნიუსს" ჰქონდა ინფორმაცია, რომ ასკანის მაჟორიტარი დეპუტატი ლევან ნინიძე, როცა ის ქმნიდა "ქართული ოცნების" ფრაქციას, მასზე გარკვეული ფორმით ხორციელდებოდა ზეწოლა, ამის შესახებ ვწერდით კიდეც. .

_ და რა გგონიათ, რომ ლევანმა ის ფრაქცია ზეწოლის შედეგად ჩამოაყალიბა? ან ვინმეს ხათრით გააკეთა? მას აქვს ასეთი აზრი, სწამს დღევანდელი ხელისუფლების, მას უჭერს მხარს და სწორადაც აკეთებს, ეს იყო მისი პირადი სურვილი და სხვა არაფერი, ამით დაუდგა გვერდით შარაშენიძეს და ეს გასამტყუნებელია? პირიქით, _ ამბობს მერაბ მჟავია.

თემურ მოქია: ძალიან მალე, უახლოეს დღეებში სავარაუდოდ, ჩემი ხელმძღვანელობით შეიქმნება ახალი ფრაქცია, რომელსაც გადავწყვიტეთ, დავარქვათ "ერთობა". აქ გაერთიანდება "ნაციოანალური მოძრაობის" წევრები, რომლებმაც დატოვეს ოფიციალურად აღნიშნული ფრაქცია.

_ ბატონო თემურ, ვინ უხელმძღვანელებს "ნაციონალურ მოძრაობას" საკრებულოში?

_ ჯერჯერობით ნამდვილად არ ვიცი, არაა გადაწყვეტილი.

ვალერიან გირკელიძე, სოფელ ბოხვაურის მაჟორიტარი დეპუტატი: იმიტომ ჭიანურდება ეს პროცესები, რომ ადამიანებს უჭირს გადაწყვეტილების მიღება. ეს ყველაფერი რომ ზეწოლით ხდებოდეს, მაშინ ორ დღეში გადაწყდებოდა რა და როგორ შექმნილიყო, თუ ეს ერთი ადამიანის მიერ მითითებით უნდა გაკეთებულიყო. აქ არის აზრთა სხვადასხვაობა, ვინ რას ფიქრობს არ ვიცით, იმიტომ, რომ არავითარი კონსულტაციებს ჩვენ არსად არ გავდივართ. ეს ყველაფერი დეპუტატებზეა დამოკიდებული.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კოტე შარაშენიძე, "გურია ნიუსთან" ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ის ზეწოლას ახდენს საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებზე არ ადასტურებს და ჩვენი მისამართით აღნიშნავს, რომ უმჯობესია, სხვა საკითხებით დავინტერესდეთ.

_ საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია? ეს არის აბსურდი, რაზე ეყრდნობით, როცა ასეთ შეკითხვას მისვამთ?დამისახელეთ კონკრეტული ფაქტი, სადაც აცხადებენ, რომ მე რომელიმე დეპუტატთან რაიმე სახის კონსულტაცია გავიარე, რა ბერკეტი მაქვს იმისა, რომ ზეწოლა მოვახდინო, ან დავემუქრო, დამისახელეთ.

_ჩვენ წყაროს ნამდვილად ვერ დავასახელებთ, თუმცა ინფორმაციას ვფლობთ.

_ერთ რამეს გეტყვით, ეს არის ჩასაფრებულის პოზიცია, მე არა მაქვს იმის უფლება, რომ ვინმეზე, დეპუტატებზე მით უმეტეს, ზეწოლა მოვახდინო.  ჩვენ ვთანამშრომლობთ, მათი საქმეა რას გააკეთებენ, ფრაქცია "ქართული ოცნება" ჩამოყალიბებულია საკრებულოში. მე გამგებელს, იმდენი საქმე მაქვს, ასეთი საქმეებისთვის არ მცალია და არც ასეთ აბსურდულ განცხადებებზე  ვაპირებ დავხარჯო დრო, უამრავი პრობლემაა, წლის ბოლოა, ბიუჯეტთან დაკავშირებული საკითხები გადასაწყვეტია, უამრავი სოციალურად გაჭირვებული დგას ჩემს კარებთან, რომლებსაც დახმარება სჭირდება, ასევე საბავშვო ბაღებს. ახალი წელი მოდის, წინ ცივი ზამთარი გველის და უამრავი საქმეა გადასაკეთებელი და რა გავაკეთე, რას ვაკეთებ ეს უფრო უნდა გაინტერესებდეთ ასე მგონია.  ჩემი რჩევა  იქნება,  ასეთი  საკითხებით დაინტერესდეთ, _ გვითხრა შარაშენიძემ.




 ახალი ამბები
  • "გავრცელდა ცრუ ინფორმაცია“ - ირაკლი ლომაძის დედა მედიასთან კომენტარს აკეთებსდაკავებული ირაკლი ლომაძის დედა, თამარ მორჩილაძე, მედიის წარმომადგენლებთან საუბრის დროს არ ადასტურებს, რომ მისმა შვილებმა მეგობრებთან ერთად ადამიანი გაიტაცეს. "გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს მიტოვებულ სახლში მიიყვანეს ეს ბიჭი და აწამეს და ახლა საავადმყოფოში წევს. ეს არის სიცრუე, რადგან ვიცი ის არ წევს საავადმყოფოში. სინამდვილეში, მიტოვებულ სახლში არ მიუყვანიათ. მიიყვანეს იმ ოჯახში, ვისაც შეურაცხყოფა მიაყენა. შემდეგ ამ ბიჭს ტაქსი გამოუძახეს და გაუშვეს. დღემდე ფეხით დადის, არანაირი საავადმყოფო და ნაწამები არაა,"- თქვა ჟურნალისტებთან საუბრის დროს თამარ ... ...
  • ქობულეთში მაშველმა 21 წლის მამაკაცი დახრჩობას გადაარჩინაცოტა ხნის წინ, ქობულეთში 21 წლის მამაკაცი მაშველმა დახრჩობას გადაარჩინა. როგორც  ადგილიდან ჩვენი კორესპონდენტი იტყობინება, მამაკაცმა  ზღვაში შორს შეცურა, დაიღალა და შველას ითხოვდა. მაშველმა  მას პირველადი დახმარება ადგილზევე გაუწია, შემდეგ კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში ... ...
  • ოზურგეთელ ვიცე-ჩემპიონს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდესევროპის ვერცხლის მედალოსანსა და საქართველოს ჩემპიონს, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, იური ლომაძეს ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა გირაოს თაობაზე, ლომაძეს, მის ძმასა და კიდევ სამ პირს, ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. იური ლომაძეს, თავის ძმასთან და კიდევ სამ პირთან ერთად, გამოძიება ადამიანის გატაცებასა და წამება ედავება. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 1988 წელს დაბადებულ ნ.ძ.-ს ქალაქ ბათუმში, შურისძიების მოტივით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, კერძოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს მ.ბ.-ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში, წაიყვანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დანაშაული 2- დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წინასასამართლო სხდომა 28 აგვისტოს ... ...
  • გურიაში წელს საგამოცდო ცენტრში 460 აბიტურიენტს ელოდებიანხვალ, ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. გურიაში საგამოცდო ცენტრი ოზურგეთში #2 საჯარო სკოლის შენობაშია განთავსებული. ოზურგეთის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის, ლელა იმედაშვილის თქმით, გურიიდან წელს 460 აბიტურიენტია დარეგისტრირებული. “ცენტრი სრულ მზადყოფნაშია აბიტურიენტების მისაღებად. ჯანდაცვის რეკომენდაციები გათვალისწინებულია სრულად. ხვალ ველოდებით აბიტურიენტებს და საგამოცდო დღეები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით იწყება“, - აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ლელა ... ...
  • ახალი დეტალები ოზურგეთში ადამიანის გატაცების ბრალდებით დაკავებულებზეგავრცელებული ინფორმაციით, ადამიანის გატაცების ბრალდებით დაკავებული ხუთი პირიდან ორი ერთი ოჯახის წევრია _ ევროპის ვიცე-ჩემპიონი და მისი ძმა _ ირაკლი და ლუკა ლომაძეები. ხუთივე ბრალდებული გადაყვანილია ბათუმში და სწორედ დღეს გაიმართება სასამართლო პროცესი. სწორედ დღეს გახდება ცნობილი, გადაიყვანენ თუ არაა დაკავებულებს წინასწარი დაკავების იზოლატორიაში.   ამავე თემაზე: ადამიანის გატაცების ბრალდებით ოზურგეთელი სპორტსმენი, ევროპის ვიცეჩემპიონია დაკავებული ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...