ვინ არის აჭარის მთავრობის ”რუხი კარდინალი”

gurianews.com

პოლიტიკა

ვინ არის აჭარის მთავრობის ”რუხი კარდინალი”

2013 იან 10 22:30:58

"ყველა გადაწყვეტილებას სამსახურში მიღება-არ მიღებაზე, გაშვება-არ გაშვებაზე, რომელიც  მთავრობის საქვემაუწყებო დაწესებულებებში ხდება, იღებს ირაკლი ჭეიშვილი. დღეის მდგომარეობით, იგი რუხი კარდინალია აჭარის მთავრობაში" - ამბობს ლეიბორისტული პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი დავით რობაქიძე.

"ირაკლი ჭეიშვილის მეჯვარე იყო მთავრობის ახლანდელი თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე. შესაბამისად, ირაკლის გავლენა  აჩიკოზე ძალიან დიდია. ის არის რუხი კარდინალი თუ არ არის, კანონით აპარატის უფროსი ვალდებულია გააკეთოს ის, რასაც აკეთებს. მხედველობაში მაქვს განცხადება, გაფრთხილება და ა.შ." - ამბობს რობაქიძე.

" რაიონების გამგებლები რატომ გააფრთხილა ხაბაძემ დაეწერათ განცხადებები?  ეს მართალი ამბავია. შემდეგ კი უარყვეს, მაგრამ მართლა უთხრა ხაბაძემ, დაწერეთ განცხადება და წადითო. როდესაც ეს უნდა გაეკეთებინა ბატონ ჭეიშვილს. მისი კომპეტენციაა" _ აღნიშნავს რობაქიძე ჩვენთან საუბრისას.

"გურია ნიუსი" ირაკლი ჭეიშვილს ესაუბრა. იგი უარყოფს, რომ გადაწყვეტილებებს საკადრო საკითხებზე თავად იღებს. მისი განცხადებით გადაწყვეტილებებს მთავრობის თავმჯდომარე იღებს.

_  ამბობენ, რომ საკადრო გადაწყვეტილებებს თქვენ იღებთ და კონკრეტულ ადამიანებს ლობირებთ.

_ ერთი მაგალითი მინდა ისეთი, რომ მითხრან ვის ვლობირებ, ან ვინ ავიყვანე ისეთი, ვისი აყვანაც საკუთარ თავზე ავიღე. ერთს გეტყვი რა ტარიელ, ჩემო კარგო, კონკრეტულად ვილაპარაკოთ. კონკრეტული შეკითხვები თუ იქნება, კონკრეტულ პასუხს გაგცემ. მე ვფიქრობ, თქვენთვისაც უკეთესი იქნება. ბევრს არ ვილაპარაკებ.

რაც შეეხება მთავრობის თავმჯდომარეს, აჭარას ჰყავს ერთი და შესაბამისად, ბატონი არჩილი იღებს გადაწყვეტილებას. მე თუ ახლა ვინმეს რეკომენდაციას გავუწევ, არის მაგალითად რამდენიმე ვარიანტი, რამდენიმე ადამიანი, რომელიც ამა თუ იმ სამსახურის თანამდებობაზე განიხილება. მე ვხდები ამ ადამიანებს, რა თქმა უნდა, ვესაუბრები, სივებს მოიტანენ თუ სხვა ფორმით არ აქვს მნიშვნელობა, მერე მთავრობის თავმჯდომარეს ვაწვდი ინფორმაციას, თუ დაინტერესებას გამოთქვამს, შევახვედრებ იმ ადამიანს. შესაბამისად, ამის შემდეგ ხდება იმ ადამიანის თანამდებობაზე დანიშვნა" - ამბობს ჭეიშვილი.

ირაკლი ჭეიშვილი ნათესაობით დანიშვნების საკითხებსაც შეეხო. მისი თქმით, არც  მას და არც მთავრობის თავმჯდომარეს სამსახურებში ადამიანები ნათესაობით არ მიუყვანიათ. ჭეიშვილი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ადამიანების დანიშვნა-გათავისუფლებაზეც საუბრობს. აპარატის უფროსის თქმით, იგი მხოლოდ ვიზირებას და ბრძანების მომზადებას აწარმოებს, ბრძანებებზე კი ხელს ხაბაძე აწერს.

" შესაბამისად, საკადრო პოლიტიკაში  ვთქვა, რომ მე ვწყვიტავ,  მე ვერ ვწყვიტავ. ჩემს რეკომენდაციებს, ნომერ პირველი, რა თქმა უნდა, ითვალისწინებს მთავრობის თავმჯდომარე" _ აცხადებს ჭეიშვილი.

"123 კაციდან გაშვებული მყავს 20 კაცი. ისიც ლევანის უფლებამოსილების ვადით იყვნენ დანიშნულები. ასეთია კანონი. ხვალ რომ არჩილ ხაბაძე აღარ იყოს მთავრობის თავმჯდომარე, მე ვარ გათავისუფლებული. არც გამჭირვებია ადამიანების გაშვება, სიმართლე გითხრა. არავისთან  მივსულვარ და არ მითქვამს, რომ სამსახურიდან უნდა წახვიდეო. ვინც ხელმძღვანელ რანგში იყო, გათავისებული ჰქონდა, რომ უნდა წასულიყო. მეტს გეტყვი, განთავისუფლებული თანამშრობლებიდან 80% ალბათ სადღაც გადავიყვანე ან დავასაქმე, ან სამომავლოდ სადღაც რაღაცას მოვუძებნი. მაგალითად, ეკა დავითაძე პრესსამსახურიდან გადავიყვანეთ რადიო "აჭარაში". იყო ერთი არქივის ბიუროში მოადგილე, გადავიყვანეთ მერიაში".

ირაკლი ჭეიშვილს არჩილ ხაბაძესთან მეჯვარეობის შესახებაც ვკითხეთ. მისი თქმით, ხაბაძე პოლიტიკაში რამდენიმე თვეა მოვიდა, ხოლო თვითონ 2004 წლიდან პოლიტიკაშია:

"შეიძლება მთავრობის თავმჯდომარე სხვა ყოფილიყო, მაგრამ მე მაინც ვყოფილიყავი თანამდებობაზე. მეჯვარეობა რა შუაშია? მეზობლები ვართ. ერთი ღობე გვყოფს. 31 წელია ერთმანეთს ვიცნობთ. რა შუაშია მეჯვარეობა? მეგობრები ვართ, ძმაკაცები ვართ, თანამოაზრეები ვართ. მე ორი მეჯვარე მყავდა. სულხან ღლონტიც არის ჩემი მეჯვარე. იმას რატომ არ მეკითხებით სულხან ღლონტი შენი მეჯვარე ყოფილაო?" (სულხან ღლონტი აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატია. ავტ.) _ აცხადებს ირაკლი ჭეიშვილი.

აჭარის მთავრობის აპარატის უფროსს მის მიმართ გამოთქმული ტერმინის "რუხი კარდინალის" შეფასება ვთხოვეთ.

"არა, რა რუხი კარდინალი. აქ კოლექტიურ გადაწყვეტილებებს ვიღებთ. ყოველ შემთხვევაში, რეკომენდაციებს როცა ვუწევ ადამიანს, მარტო მე არ ვუწევ. აქ არის დეპარტამენტების ხელმძღვანელები და კოლექტიურად ვღებულობთ გადაწყვეტილებებს. იცი, მე რამდენი ადამიანი შევთავაზე? მათგან რამოდენიმე ადამიანია დაკმაყოფილებული".

ირაკლი ჭეიშვილი ბოლო დროს "თავისუფალ დემოკრატების" წევრი იყო. 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ბათუმში, ბონი-გოროდოკის ოლქში იყრიდა კენჭს, თუმცა არჩევნები წააგო. მანამდე, აჭარის წინა მთავრობის დროს, ლევან ვარშალომიძის მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილებაში მუშაობდა. აღნიშნული თანამდებობა 2009 წლის 14 თებერვალს დატოვა და ოპოზიციაში გადაინაცვლა. ვარშალომიძესთან მუშაობამდე კი იგი ბათუმის მერიაში, თავართქილაძესთან  თანაშემწედ მუშაობდა. ირაკლი ჭეიშვილი საქართველოში "ვარდების რევოლუციაში", ხოლო უკრაინში "ნარინჯისფერ რევოლუციაში" აქტიურად მონაწილეობდა.


ნახვა: 2015


 ახალი ამბები
  • ხორცპროდუქტების ფალსიფიკაციის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცესსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს  წარმომადგენლებთან კოორდინაციით,  გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხორცპროდუქტების ფალსიფიკაციის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ხორცპროდუქტების მწარმოებელი  ერთ-ერთი ინდ. მეწარმე, ქალაქ თბილისში  კუსტარულად მოწყობილ საამქროში ხორცპროდუქტის, ე.წ. „სუჯუკის“ წარმოებას და რეალიზაციას ახდენდა. პროდუქტის ეტიკეტზე, მის შემადგენლობაში მითითებული საქონლისა და ღორის ხორცის ნაცვლად, ბრალდებული წარმოების პროცესში ცხენის ხორცს იყენებდა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია, როგორც მზა პროდუქცია, ასევე გადასამუშავებლად გამზადებული ცხენის ნედლი ხორცი. ამასთან, ქალაქ თბილისში გატარებული ღონისძიებების შედეგად, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გამოავლინეს  სხვადასხვა კომპანიის კუთვნილი ხუთი საამქრო, სადაც სარეალიზაციოდ მზადდებოდა ფალსიფიცირებული ხორცპროდუქტები: სოსისი, ძეხვეული და სარდელი. ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების პროდუქცია, რომელსაც ამ ეტაპზე შესაბამისი ექსპერტიზა უტარდება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ... ...
  • მოზარდების მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის კითხვებს ძალოვანი უწყების წარმომადგენლები პასუხობენპარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შეიქმნა, ბრალდების მხარის მტკიცებულებებს ეცნობა. საქმის მასალებსა და ბრალდების მხარის ვერსია კომისიის წევრებს საქმის პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ და შს სამინისტროს გამომძიებელმა კახა სირაძემ ისაუბრა.  პარლამენტის საგამოძიებო კომიტეტში,მოკლული მოზარდების საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში კომისიის წევრების კითხვებს საქმის პროკურორი ზვიად ფხაკაძე პასუხობს. ზვიად ფხაკაძე ბრალდების მხარის ხელთარსებულ მასალაზე დაყრდნობით იმ ვერსიაზე საუბრობს, რომელიც გამოძიებამ სასამართლოს წარუდგინა. როგორც ფხაკაძე აღწერს, დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობა გ.ბ. - მ მიაყენა, მაშინ როდას ის გ.ჯ-ს ეჩხუბებოდა. „გ.ჯ დავით სარალიძეს ჰყავს დაჭერილი მარჯვენა მხრიდან, მუცელზე ჰყავს მიკრული. რა დროსაც მას მარჯვენა მხრიდან მარჯვენა ხელით აყენებს ჭრილობებს გ.ბ. იმ ჭრილობაზეა საუბარი, რომელიც იდენტიფიცირებული არის. ანუ არის მარჯვენა დუნდულასა და ბარძაყის არეში 12-14 ნომერი, ღვიძლის არეშია დაზიანება #1,სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება, შემდეგ იცვლის პოზას, ამ დროს სარალიძეს გ.ჯ. ისევ წინ უჭირავს, მოხრილ მდგომარეობაში, და იმავე ბარძაყის, ფეხის საზარდულის არეში წინა მხრიდან ჭრილობის მიყენება, ეს არის #11 , რამაც გამოიწვია არტერიის გადაჭრა და ვენის დაზიანება. ექსპერტებთანაც მაქვს გავლილი კონსულტაციები, მათი თქმით,#11 ჭრილობა იმდენად საშიშია სიცოცხლისთვის, რომ რამდენიმე წამში ადამიანის რეფლექსები დუნდება, ექიმის განმარტებით 5 წთ საკმარისი, რომ დაიცალოს პირი სისხლისგან რისი აღდგენაც შემდეგ შეუძლებელია. ეს ხდება წამიერად. შემდეგ დათო სარალიძე იცვლის პოზას და შესაბამისად გ.ჯ.-ც იცვლის ადგილს, იმას არ უშვებს ხელს. ამ დროს შემობრუნებულს გ.ბ. კიდევ აყენებს ერთ დაზიანებას, დაზიანება #2.  გულმკერდის არეში უკვე მარცხენა მხარეს, მაშ შემდეგ რაც სარალიძემ მდგომარეობა შეიცვალა. ამ დროს უკვე მოდის აქ მ.კ. პარალელურად, როდესაც უკვე ამ მდგომარეობაშია, გ.ჯ-ს უკვე მარჯვენა ხელში უჭირავს (უკვე ფიქსირდება) დანა იქნევს ხელს დათოს მიმართულებით, ოღონდ მარცხენა იღლიის არეში აყენებს ჭრილობას,"- ამბობს ფხაკაძე. ფხაკაძის თქმით, გ.ჯ. , რომელიც მსჯავრდებულია დავით სარალიძის მკვლელობის საქმეში სარალიძეს ორ ჭრილობას აყენებს, თუმცა არცერთი მათგანი სასიკვდილო არ აღმოჩნდა.  ფხაკაძის თქმით, ბრალდების ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე დაპირისპირება ... ...
  • ძარცვა ღამის კლუბში _ დაკავებულია ერთი პირიშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისა და სხვისი ნივთის დაზიანებისთვის ნასამართლევი რ.გ., ქურდობის ფაქტზე   დააკავეს.მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 24 ივნისს, ერთ-ერთ ღამის კლუბში ღონისძიებაზე მყოფი სტუმრის, დ.ლ.-ს კუთვნილი მოტოციკლი ამავე კლუბის მიმდებარე ტერიტორიიდან მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა.სამართალდამცველებმა ის მომხდარიდან რამდენიმე წუთში, ცხელ კვალზე დააკავეს. მოპარული მოტოციკლი კი ნივთმტკიცებად ამოიღეს.საგამოძიებო მოქმედებების დასრულებისთანავე, სატრანსპორტო საშუალება კანონიერ მფლობელს დაუბრუნდება.გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ... ...
  • ზვიად კუპრავა და მათთან ერთად დაკავებული პირები გაათავისუფლესზვიად კუპრავა და მათთან ერთად დაკავებული  პირები გაათავისუფლეს. კუპრავას თქმით, მათმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო და ხელისუფლება შეიცვალა, თუმცა მათი საბოლოო მიზანი მიღწეული არ არის. „ჩემი დაკავების ერთადერთი მიზანი იყო მუხტის დახშობა, რომელიც რუსთაველზე იყო. მადლობა მინდა ვუთხრა იმ ათიათასობით ადამიანს, ვინც იმ დღეების განმავლობაში იდგა ჩვენთან ერთად, რუსთაველის გამზირზ​ე ებრძოდა სისტემას და ებრძოდა სამართლიანობას. ამ ბრძოლამ, შეუპოვრობამ, უკან რომ არ დავიხიეთ, რომ ვერ მოგვისყიდეს და ვერ დაგვაშინეს, ამან თავისი შედეგი გამოიღო და ხელისუფლება შეიცვალა. თუმცა, ეს ყველაფერი არის ფორმალობა”, -განაცხადა ზვიად კუპრავამ. ზვიად კუპრავა, ლაშა ცუცქირიძე და კიდევ 2 პირი 11 ივნისს დააკავეს. როგორც შსს-მ მაშინ განაცხადა, ისინი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე დააკავეს. 12 ივნისს სასამართლომ მათ 14-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს სხდომის დროს, სამართალდამცველებმა ზვიად კუპრავა სასადილოდან დარბაზში ძალის ... ...
  • ახმეტაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩოახმეტაში 17 წლის ახალგაზრდა დაიხრჩო. შემთხვევა ილტოს ხეობის საგუბარზემოხდა.დაღუპული სოფელ ქისტაურის მკვიდრია. თვითმხილველების თქმით, ხეობაში რამდენიმე მეგობარი იმყოფებოდა. 17 წლის ახალგაზრდა წყალში მოულოდნელად გაუჩინარდა. ცხედრის პოვნა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც საგუბარი დაცალეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ახალგაზრდამ ცურვა არ იცოდა. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის გაჩერება გახდა. „გავიგეთ ხმაური, რომ ბიჭი დაიკარგაო. როგორც ერთ-ერთი ბიჭი ამბობს, ვესაუბრებოდი, გვერდზე გავიხედე, როგორც კი მოვიხედე აღარ იდგაო“- ამბობს ადგილობრივი ზაქრო გავარდიშვილი. ... ...

არქივი

ზაფრანი

იცით თუ არა რომ

დედამიწაზე მცხოვრები ცოცხალი ორგანიზმების 70%-ს...

მრავალწლიან ხეებს განსაკუთრებული ენერგეტიკა აქვთ

ჩვენი წინაპრები განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ...

ტელეფონი-ხელთათმანი

ამერიკელმა დიზაინერმა და მხატვარმა, ბრაიან...

გინესის წიგნში შეტანილი ქვეწარმავლები

ყველაზე დიდი ბაყაყი. აფრიკული ბაყაყი...

ყველაზე დიდი ყვავილი მსოფლიოში

მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, ბრიტანელმა მეცნიერმა...

დაავადება, რომელსაც "დორიან გრეის სინდრომი" ეწოდა

დორიან გრეის სინდრომი ოსკარ უაილდის...
კარმიდამო ჩემი

ალოეს სამკურნალო თვისებები

შესაძლოა, ალოეს დადებითი თვისებების შესახებ...

როგორ აღვიდგინოთ მხედველობა ნივრის დახმარებით

დროთა განმავლობაში, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა...

რატომ არ უნდა აადუღოთ წყალი ხელმეორედ

ფილმის ყურებაში ისე გაერთეთ, რომ...

"უთვალავ საქმეთაგან, სახარების გადაწერაა შვება"

ჩვენი სტატიის გმირი მრავალმხრივი ნიჭით...

როგორ ვებრძოლოთ პირუტყვის კანქვეშა ბორას

ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით, მსხვილფეხა რქოსანი...

მეფუტკრის კალენდარი _ მაისი და ივნისი

მაისის შუა რიცხვებიდან დგება დიდი...

ქართული ზამბახი დედამიწის ზურგზე ერთადერთია

ქართული ზამბახის ყვავილის წარმტაცი სილამაზე,...

მოვამზადოთ ჭინჭრის წუნწუხი

გაზაფხულზე ჩვენს ბოსტნებში, უამრავ სამუშაოსთან...

კენკროვნების კერკი

სხვადასხვა კენკროვნების, ასევე, კურკოვანებისგანაც მოვამზადოთ...

როგორ ავიცილოთ თავიდან გრიპი და ვირუსები

საზოგადოებისთვის გრიპი და გავრცელებული ვირუსები...

მარტო კაცის დიდი მეურნეობის სავიზიტო ბარათი იხვისა და ბატის ფერმაა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის მკვიდრი...