"მიგვაჩნია, რომ გუნავას გუბერნატორად დანიშვნა არ იყო უკანონო"

gurianews.com

პოლიტიკა

"მიგვაჩნია, რომ გუნავას გუბერნატორად დანიშვნა არ იყო უკანონო"

2013 იან 11 18:51:26

_ საქართველოს პრეზიდენტმა 10 იანვარს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თანამდებობაზე ბრალდებული თენგიზ გუნავა წარადგინა. ამ გადაწყვეტილების კანონიერებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში შეკითხვები გაჩნდა. მიგვაჩნია, რომ გუნავას გუბერნატორად დანიშვნა არ იყო უკანონო.

საქართველოს მთავარი პროკურატურის 10 იანვრის განცხადების თანახმად, "პროკურატურამ დაასრულა გამოძიება თენგიზ გუნავას მიმართ და სისხლის სამართლის საქმეს არსებითად განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოში გადააგზავნის."

მიუხედავად იმისა, რომ თენგიზ გუნავას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ შეწყვეტილა და მხოლოდ გამოძიება1 დასრულდა, მისი გუბერნატორად დანიშვნა კანონდარღვევად ვერ ჩაითვლება, რადგან "საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის" მე-17 მუხლის "ბ" ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამსახურში არ მიიღება პირი, თუ იგი "იმყოფება გამოძიების ქვეშ". შესაბამისად, კანონი იმ ბრალდებულისთვის, რომლის მიმართაც ძიება დასრულებულია, მსგავსი ტიპის აკრძალვას არ ითვალისწინებს.

საყურადღებოა, რომ აღნიშნულმა ნორმამ 2010 წელს განიცადა ცვლილება, მანამდე ფრაზა "იმყოფება გამოძიების ქვეშ" ჩამოყალიბებული იყო, როგორც "იმყოფება წინასწარი გამოძიების ქვეშ". ცვლილებები განაპირობა 2009 წელს ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიღებამ, სადაც ცნება "წინასწარი გამოძიება" აღარ არსებობს, რადგან ახალი კოდექსით გამოძიება მხოლოდ წინასწარი შეიძლება იყოს და სასამართლოს აღნიშნული უფლებამოსილება აღარ გააჩნია2. კანონის ცვლილებებიდან მკაფიოდ იკვეთება კანონმდებლის ნება, რომ აღნიშნულმა ნორმამ პირს შეუზღუდოს საჯარო სამსახურში მუშაობის უფლება მხოლოდ გამოძიების ეტაპზე, რომლის დამთავრების შემდეგაც აღნიშნული შეზღუდვა აღარ მოქმედებს.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს ნორმა ალოგიკურია, რადგანაც მე-17 მუხლით დადგენილი შეზღუდვა მხოლოდ "გამოძიების ქვეშ" მყოფ პირებზე ვრცელდება და არა ბრალდებულზე, რომლის მიმართაც გამოძიება დასრულდა და საქმე გადაეგზავნა სასამართლოს. თუმცა კანონით დადგენილი შეზღუდვა ვერ გასცდება ამავე კანონით დადგენილ ფარგლებს (კანონის განჭვრეტადობის პრინციპი), რის გამოც მე-17 მუხლის შეზღუდვები ვერ გავრცელდება ბრალდებულზე, რომლის მიმართაც გამოძიება დასრულებულია.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ მე-17 მუხლის "ბ” პუნქტის არსებული რედაქცია არ უკრძალავს თენგიზ გუნავას დაინიშნოს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თანამდებობაზე. სხვა საკითხია, რამდენად მიზანშეწონილია სახელმწიფოს მაღალ თანამდებობაზე პრემიერთან ფორმალური კონსულტაციის გარეშე იმ პირის დანიშვნა, რომლის მიმართაც გარკვეული კითხვები არსებობს სასამართლოს მხრიდან და რამდენად შეუწყობს ეს გარემოებები ხელს იმას, რომ ამ პირმა ეფექტურად აღასრულოს თავისი უფლებამოსილებანი" _ აღნიშნულია "საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს" ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად თენგიზ გუნავა, საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ დანიშნა.




 ახალი ამბები
  • კიდევ ერთი კანონდარღვევა, ამჯერად გრიგოლ ვაშაძის "მონაწილეობით"ეს ფოტო ჩოხატაურში, სოფელ ხიდისთავშია გადაღებული. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პლაკატი მგზავრთა მოსაცდელზე ემულსიითაა გაკრული. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებულ დადგენილებაში, რომელშიც პლაკატების გასაკრავი ადგილებია მითითებული, მგზავრთა მოსაცდელები არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ პლაკატი კანონდარღვევით გააკრეს. დილით, "გურია ნიუსმა" სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო პლაკატის უკანონოდ გაკვრის ფაქტიც დააფიქსირა. მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის პლაკატი, სოფელ ზომლეთში, საგზაო ნიშანზე დაგვხდა ... ...
  • რუსმა ოკუპანტებმა ლომისის მამათა მონასტერთან ბერ-მონაზონი და მრევლის წევრი გაიტაცესლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსმა ოკუპანტებმა ორი ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას "პირველ არხი" ავრცელებს. გატაცებულთაგან ერთი მამათა მონასტრის ბერ-მონაზონია, ხოლო მეორე მრევლის წევრი. ისინი სავარაუდოდ ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით არიან დაკავებული. არსებული ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ისინი მონასტრის მიმდებარედ, წყაროსთან დააკავეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსი სამხედროების მიერ ორი პირის დაკავების ფაქტს ადასტურებენ. როგორც პირველ არხს სუს-ში განუცხადეს, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო ... ...
  • შსს-მ ძალადობის და იძულების ბრალდებით რუსთავში 1 პირი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძალადობის და იძულების ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.მ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, ღამით, რუსთავში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ამავე კორპუსის მაცხოვრებელ გოგონას შეყვა და მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაადგილებას აიძულებდა. გოგონამ თავდამსხმელს წინააღმდეგობა გაუწია და გ.მ.-მ შემთხვევის ადგილი დატოვა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. გამოძიება ძალადობის და იძულების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი: ერთმანეთისადმი დაპირისპირება უნდა დასრულდეს (R)"ვიქნები ყველა მოქალაქის პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რა დაპირისპირება, სიძულვილის ენაც სუფევს. ერთმანეთისადმი დაპირისპირება უნდა დასრულდეს", – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა თბილისში, მთაწმინდის რაიონის ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთან შეხვედრისას აღნიშნა, გამარჯვების შემთხვევაში, იგი მოსახლეობას ჰპირდება, რომ საქართველოს განვითარება 21 საუკუნის თანამედროვე, ევროპულ ფორმატზე გადავა. "მე ვიქნები ყველა მოქალაქის პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რა დაპირისპირება, სიძულვილის ენაც სუფევს. ერთმანეთისადმი დაპირისპირება უნდა დასრულდეს. ჩვენ უნდა გადავიდეთ ახალ ფორმატზე, რაც 21-ე საუკუნის ევროპას გულისხმობს. ევროპის ქვეყნებიდან უნდა გადმოვიტანოთ ის, რაც დადებითი აქვს. კარგი მაგალითები უნდა გამოვიყენოთ. აზრთა სხვადასხვაობა საჭიროა ქვეყნის განვითარებისთვის, იქ, სადაც სხვადასხვა აზრი არ არსებობს, ქვეყანა მკვდარია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთი უნდა დავჭამოთ. ჩვენ ერთიანი უნდა ვიყოთ ყველა იმ საკითხებში, რაც საჭირბოროტოა ამ ქვეყნის მომავლისთვის, დამოუკიდებლობისთის, გამთლიანებისთვის. ვინც მომყვებით გამთლიანების, გაერთიანების, ევროპულობის გზაზე და რაც მთავარია, ქართველობის გზაზე, ყველა ერთად საქართველოსთვის, მაშინ გამომყევით", – განაცხადა სალომე ... ...
  • ზურაბიშვილი: ქვეყნის გარეთ მე ვიქნები თქვენი წარმომადგენელი, ქვეყნის შიგნით კი თქვენი გამაერთიანებელი (R)ქვეყნის გარეთ მე ვიქნები თქვენი წარმომადგენელი, ქვეყის შიგნით კი თქვენი გამაერთიანებელი,-ამ სიტყვებით საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საბურთალოს მოსახლეობას მიმართა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ამის მიღწევა მხოლოდ ერთობით არის შესაძლებელი. „ჩვენ, რაც ვართ, ამას ვაჩვენებთ მსოფლიოს. მე, ვიქნები თქვენი გარეთ წარმომადგენელი, მე ვიქნები აქ, ქვეყნის შიგნით, თქვენი გამაერთიანებელი, რაც არ უნდა ეს ზოგჯერ რთული ჩანდეს. ეს უნდა მოხდეს თქვენთან ერთად, იმიტომ, ამას მარტო ვერ შევძლებ. ამას ვერ შევძლებთ თუ არ ვიქნებით გაერთიანებული ყველანი ერთად, თუ არ ვიქნებით კავშირში იმ მოსახლეობასთან, რომელიც დარწმუნებული ვარ ჩვენ გველოდება აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, რომლის ენა, რომლის კულტურა, ჩვენ უნდა დავიცვათ, იმიტომ რომ დღეს სხვა არავინ არ იცავს მათ. ხვალ ვიქნებით გამთლიანებული და მათთან ერთად გაერთიანებული. ეს არის ის საქართველო, რომელსაც მე გთავაზობთ, რომელსაც ჩვენ ავაშენებთ ერთად- პატარები, დიდები, ხანში შესულები, ყველანი ერთად",-აღნიშნა სალომე ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ცნობილი მზარეულები მსოფლიოში

გორდონ რამზი ცნობილი კულინარიული პროგრამების...

ბუნების სამკურნალო თვისებები

შოტლანდიის შეტლანდის კუნძულებზე ჩატარებული წარმატებული...

რატომ თვლით, რომ უბედური ხართ

იმისათვის, რომ ტკივილი გადაიტანოთ, საჭიროა...

მიზეზები, რომელიც ლამაზს გხდის

იქნებ საქმე შინაგან განწყობაში, ახალ...

„უიღბლო“ ამერიკელი

კონექტიკუტის შტატში მცხოვრებმა ჩარლზ დადლიმ...

ახლო მეგობარი მოდელები

რატომღაც მივეჩვიეთ, რომ სამოდელო ბიზნესში...
კარმიდამო ჩემი

ლობიოს რაგუ ბასკურად

ესპანური სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო...

გავამრავლოთ ქოთნის ყვავილები

შემოდგომის დასაწყისი, ოქტომბრის ბოლომდე, ქოთნის...

ბულგარული წიწაკის საწებელი ნედლი მწავანილეულით

მრავალგვარ საწებელს შორის, ჩვენს მიერ...

როგორ მოვამზადოთ წათხი

ყველის წათხის მოსამზადებლად საჭიროა: ერთი...

დანდური _ მხალეული, მწნილი, სამკურნალო მცენარე

ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე დანდური საქართველოში...

ბოსტნეულის შენახვის რა მეთოდს იყენებდნენ წინაპრები

შემოდგომის დასაწყისიდან ყველა დიასახლისი ამზადებს...

როგორ დავიცვათ სიმინდი ფაროსანასგან

აზიური მავნებლის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის...

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნებზე?