გამგებლად _ ურუშაძე, მოადგილედ _ ბიწაძე

პოლიტიკა

გამგებლად _ ურუშაძე, მოადგილედ _ ბიწაძე

2013 იან 19 15:05:03

ამიტომ ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინეს და დეპუტატს საკუთარი კანდიდატის გაყვანაზე თითქმის ასპროცენტიანი თანხმობა განუცხადეს.

თუმცა, სანაცვლოდ მათაც აქვთ მოთხოვნები, რომელთა შესრულების პირობას დებენ დეპუტატიც და გამგებლობის უკვე უალტერნატივო კანდიდატი ზაზა ურუშაძეც. კოალიციის წარმომადგენელთა მთავარი მოთხოვნა ასე ჟღერს: ზაზა ურუშაძემ მათი მხარდაჭერის სანაცვლოდ, აუცილებლად უნდა დაასაქმოს კოალიციის ყოფილი კოორდინატორები და აქტივისტთა ნაწილი. ეს მოთხოვნა თავდაპირველად "ქართული ოცნების" "კარდაკარის" პროგრამის მონაწილემ შოთა ფირცხალაიშვილმა გაახმოვანა _ ის და მისი მეუღლე "კარდაკარში" იღებდნენ მონაწილეობას, მაგრამ ხელფასები დღემდე არ მიუღიათ. როგორც თავად ფირცხალაიშვილი ამბობს, იგი კუთვნილ ხელფასს აღარც ელოდება, მაგრამ მისთვის უფრო მნიშვნელოვანია ის ხალხი, რომლებიც მან მიიყვანა წინასაარჩევნო გადამწყვეტ ბრძოლაში: _ ეს თოთხმეტი ადამიანი დღესაც დაუსაქმებელია. მათ, ფაქტობრივად, თავი გაწირეს ამ საქმისთვის და ამაში ერთი თეთრიც არ აუღიათ. მე არ ვითხოვ არაფერს, მაგრამ მათი დასაქმების პირობას კი ველოდები თქვენგან, _ მიმართა შოთა ფირცხალაიშვილმა მომავალ გამგებელს.

ზაზა ურუშაძე დაპირებებს გულუხვად გასცემდა, თუმცა, როგორ აპირებს ამდენი უმუშევრის მხოლოდ საჯარო სექტორში დასაქმებას, ძნელი ასახსნელია. შეიძლება ითქვას, რომ მას არც კერძო ბიზნესი და მასთან დაკავშირებული ნიუანსები დავიწყებია. ურუშაძემ კიდევ ერთი "ხმამაღალი" პირობა დადო _ დაეხმარება ყველა მსურველს დაბალპროცენტიანი სახელმწიფო სესხების აღებაში. ეს სესხები კი, როგორც მომავალმა გამგებელმა განმარტა, მხოლოდ სოფლის მეურნეობისა და მცირე ბიზნესის გასავითარებლად გაიცემა.

შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე, კოალიციის შტაბში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა, რომლის შესახებ ჟურნალისტებისთვის მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი _ თბილისიდან ჩამოსულმა სტუმარმა, კერძოდ, კოალიციის გურიის რეგიონის კოორდინატორმა ბესო ღვინიაშვილმა მთავარი საბჭოს გზავნილი ჩამოიტანა ლანჩხუთში: "რესპუბლიკელები" მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებიან ზაზა ურუშაძის გამგებლობას, თუ მოადგილედ რომან ბიწაძე დაინიშნებაო.

რომან ბიწაძე, ჩვენთან სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ მანაც ღვინიაშვილიდან გაიგო ეს ამბავი და ამ თემასთან დაკავშირებით პარტიის ლიდერებთან საუბარი არ ჰქონია _ იგი თბილისში მიემგზავრება "რესპუბლიკური პარტიის" ეროვნული კომიტეტის მორიგ სხდომაზე დასასწრებად და ალბათ უკან დაბრუნებულს უფრო მეტი ინფორმაცია ექნება მედიისთვის.

დღეს უკვე ყველა თანხმდება იმაზე, რომ ძალიან მალე ლანჩხუთის გამგებლის ვაკანტურ თანამდებობას ზაზა ურუშაძე დაიკავებს, ხოლო მისი მოადგილე, ნუგზარ ცინცაძის წინააღმდეგობის მიუხედავად, რომან ბიწაძე დაიკავებს.




 ახალი ამბები
  • გუთურსა და შრომაში ახალი სკოლები აშენდებასაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სკოლების მშენებლობასთან დაკავშირებით, ღია კარის დღე გამართა და სამშენებლო კომპანიებს გამოსაცხადებელი ტენდერები წინასწარ წარუდგინა. ფონდი 22 მუნიციპალიტეტში 27 სკოლის მშენებლობას იწყებს. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება, დაახლოებით, 68 მილიონი ლარია. როგორც “გურია ნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, 22 მუნიციპალიტეტიდან გურიის ორ მუნიციპალიტეტში: ჩოხატაურსა და ოზურგეთში ახალი სკოლების მშენებლობა დაიწყება. სოფლებში_ გუთურსა და სოფელ შრომაში სკოლების მშენებლობა წელს დაიწყება. გარდა 27 სკოლისა, მუნიციპალური განვითარების ფონდს 2019-2020 წლებში ევროპის საბჭოს ბანკის  (CEB) და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციის  (NEFCO) დაფინანსებით 31 სკოლის რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერება აქვს დაგეგმილი. ასევე, დაგეგმილია საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ათეულობით სკოლის რეაბილიტაცია, მათ შორისაა ადიგენის მუნიციპალიტეტში სოფელ ზარზმისა და მოხის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია. როგორც მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, სკოლების  ინფრასტრუქტურული საჭიროებები  შესწავლილია მთელ საქართველოში, მათი  რეაბილიტაცია იგეგმება მაღალმთიან რეგიონებშიც. „განათლების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, შევარჩიეთ ის რეგიონები, სადაც  საჭიროა ახალი სკოლების მშენებლობა, ან მათი კაპიტალური შეკეთება. სამწუხაროდ,  რამდენიმე სოფლიდან ბავშვებს უწევთ ერთ სკოლაში სიარული,  ვცდილობთ, რომ ჩვენი გეოგრაფიული დაფარვა იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი, რადგან  ყველა რეგიონს სჭირდება სკოლა. მაღალმთიანი რეგიონებიც  ჩვენი ყურადღების ცენტრშია, სკოლების რეაბილიტაციაც და ახალი სკოლების მშენებლობაც ყველა რეგიონს  შეეხება", _ აღნიშნა მაია ... ...
  • რუსთაველის გამზირი გადაიკეტებადედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო დეკორაციებისა და ილუმინაციების დემონტაჟი დაიწყო.   თბილისის მერიის ცნობით, ამ სამუშაოებიდან გამომდინარე, რუსთაველის გამზირი, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე, ამაღამ, 00:00 საათიდან 22 იანვრის 07:00 საათამდე გადაიკეტება. სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ... ...
  • H1N1 ვირუსის კიდევ ერთი მსხვერპლი _ ქუთაისში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალაქუთაისში H1N1 ვირუსით 32 წლის ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრში რამდენიმე დღის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალნამშობიარები ქალია. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს ღორის გრიპით გარდაცვალების მე-19 დადასტურებული ... ...
  • თოფის გასუფთავების დროს მამაკაცი დაიღუპამარნეულში მამაკაცი,  თოფის გასუფთავების დროს დაიღუპა. როგორც ცნობილია, ის სანადირო თოფს ასუფთავებდა, რა დროსაც, ტყვია გავარდა. როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,  მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას ... ...
  • "არ მიეცეს მსვლელობა ჩვენი კანდიდატურების განხილვას" - მოსამართლეობის კანდიდატები პარლამენტს მიმართავენუზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიტატები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. "გურია ნიუსი" მოსამართლეობის კანდიტატების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:  "საზოგადოებისათვის ცნობილია, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით, უზენაეს სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტს  წარედგინა ჩვენი კანდიდატურები. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებით (ადრე არსებული პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტიც იმავე წესით ახდენდა მოსამართლეების წარდგენას მრავალი წლის განმავლობაში) და კანონმდებლობის სრული დაცვით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარადგინა 10 კანდიდატი, რომელთაგან უმრავლესობა სასამართლო სისტემაში უვადო მოსამართლედ არის გამწესებული.  აღნიშნულ საკითხს შედეგად მოჰყვა არაჯანსაღი აჟიოტაჟი, მათ შორის საქართველოს პარლამენტში და გამოითქვა მოსაზრებები იმის შესახებ, რომ უნდა დადგინდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურები და კრიტერიუმები და ამის შემდეგ ახლებური წესით უნდა მოხდეს კანდიდატების ნომინირება. სამწუხაროდ, ამავე დროს, ხშირ შემთხვევაში  ადგილი ჰქონდა  წარდგენილი კანდიდატების მიმართ არაეთიკურ და შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს, რაც მოგვიანებით ხელოვნურად გადაიზარდა სასამართლო ხელისუფლებაზე უპრეცედენტო ზეწოლის კამპანიაში, სადაც უკვე პირდაპირ გაისმის მოწოდებები რეპრესიული გზით დაიშალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და სასამართლო სისტემიდან განდევნილ იქნენ  მიუღებელი, მათ შორის, ამ სიაში მყოფი მოსამართლეები. ყოველივე ეს კი პირდაპირ ზიანს აყენებს სასამართლო დამოუკიდებლობას და უხეშად ხელყოფს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ცალსახად იმოქმედა თავისი მანდატის ფარგლებში და ზედმიწევნით იხელმძღვანელა ამჟამად არსებული კანონმდებლობით, ჩვენ არ გვსურს  გარკვეულ პირებს მიეცეთ საშუალება, ეს ვითარება გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის და ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟით, კიდევ უფრო დააზიანონ მიმდინარე პროცესი და ამით ჩრდილი  მიაყენონ სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტს. ამავე დროს, მხედველობაში ვიღებთ იმასაც, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატურების უკან გაწვევის შესაძლებლობას და ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, მივმართავთ საქართველოს პარლამენტს - არ მიეცეს შემდგომი მსვლელობა ჩვენი კანდიდატურების განხილვას. მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე, გიორგი მიქაუტაძე", - აღნიშნულია ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ძვირფასი ღვინო

საფრანგეთში არსებული მამულის, რომელსაც სახელად...

ის, რაც გურმანებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ

მდოგვი ასტიმულირებს საკვების მონელებას. მას...

კონიაკი მილიონერთათვის

კონცერნ LVMH-ის ფრანგული კომპანია Moet...

ცხოველების კურთხევის ცერემონია მადრიდში

მადრიდში ძაღლები, კატები და ზაზუნა...

სიზმარის მიღმა ჭეშმარიტება

ისტორიაში საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი სიზმარია,...
კარმიდამო ჩემი

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...