მანანა კობახიძე: "გურულებო, ჯანყს ნუ მოაწყობთ, სტუმრის დახვედრა არ გეშლებათ!"

პოლიტიკა

მანანა კობახიძე: "გურულებო, ჯანყს ნუ მოაწყობთ, სტუმრის დახვედრა არ გეშლებათ!"

2013 იან 23 19:04:11

შეხვედრაზე, რომელიც ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის დარბაზში შედგა, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები შეკრებილებს ესაუბრნენ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ.  ეს შეეხებოდა ორ საკითხს _ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს, პარლამენტის ადგილსამყოფელს და  პრეზიდენტის უფლებამოსილებას.

უმრავლესობის წარმომადგენლების ვახტანგ ხმალაძისა და ზაქარია ქუცნაშვილის გამოსვლის შემდეგ, უმცირესობის წარმომადგენლებმა სერგო რატიანმა და ვახტანგ ლემონჯავამ ისაუბრეს, თუმცა, სერგო რატიანის გამოსვლისას, დარბაზის დაწყნარებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა. პარლამენტის ქუთაისში დატოვებაზე მტკიცებითი ფორმით საუბარმა და შესადარებლად ყაზახეთის დედაქალაქ ასტანის მაგალითის მოხმობის გამო, გურულებმა სერგო რატიანი ლამის გარეთ გაუხმეს. ჩოჩქოლის შეჩერება მანანა კობახიძემ შეძლო: გურულებო, ჯანყს ნუ მოაწყობთ, მოვუსმინოთ, თქვენ სტუმრის დახვედრა არ გეშლებათ, დაწყნარდით და მერე გამოთქვით თქვენი აზრიო, _ თხოვნით მიმართა მან გაფიცხებულ გურულებს. დაწყნარებული დარბაზი რატიანმა კვლავ წყობიდან გამოიყვანა, _ მე რომ ვსაუბრობ და არ მაცლით, მართალი ვარ, ესე იგიო.

ამის შემდეგ ხალხის დაწყნარება ძნელი გახდა.

_შენ, შვილო, დაიხსომე, მიშამ თავისი დრო  მოჭამა, ბევრი ცუდი გაუკეთა ქვეყანას და მოსცილდით, სამარეში ნუ ჩაყვებით მას, თორემ ის კიდევ უშველის თავის თავს და თქვენ ხალხთან მისახედი პირი აღარ გექნებათ, _ ასე მიმართა ჭარმაგმა გურულმა დარბაზიდან სერგო რატიანს.

უმცირესობის მეორე წარმომადგენელმა ვახტანგ ლემონჯავამ ყაზახეთსა და ასტანაზე საუბარს, ესპანეთში  ვალენსიის მნიშვნელობის შესახებ საუბარი არჩია, რამაც კიდევ ერთხელ "გააგიჟა" გურულები და ემოციური რეპლიკებიც უხვად წამოვიდა: _"წადით, გაგვეცალეთ", "პატრიოტიზმზე პატრიოტებმა უნდა ისაუბრონ და არა თქვენნაირმა ცინიკოსებმა", "მხოლოდ ერთს გკითხავთ _ შუბლის ძარღვი გაქვთ?", "პრეზიდენტის მახინჯი ინსტიტუტი ერთხელ და სამუდამოდ მოგვაშორეთ", "თქვენ გინდათ საქართველოს უკან დაბრუნება, თუმცა, ამას ვერ შეძლებთ. თქვენ კი ხართ უკან, აკვანში დასაბრუნებელი, რომ თავიდან, იქნებ, მოხერხდეს თქვენი აღზრდა"...

ოზურგეთის საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ლელა ნაცვალაძემ ნაციონალ პარლამენტარებს მიმართა, დღეს რომ ამ დარბაზში ეკონომიკური გასაჭირით გამოწვეული ემოციები მძლავრობს, ეს თქვენ არგუნეთ ქვეყანას და ხალხს, თქვენი მოღვაწეობის ცხრა წლის მანძილზეო. დარბაზში მყოფთა უმეტესობა, აშკარად  მიემხრო პარლამენტის თბილისში დაბრუნებას და პრეზიდენტის უფლებამოსილების კანონპროექტის ჩარჩოში მოქცევას.

საბოლოოდ, საკმაოდ პოლიტიზირებული იერის მქონე, მაგრამ მაინც ეკონომიკური სიდუხჭირისგან გამოწვეული ემოციის გამომხატველი  დარბაზი დაწყნარდა. მანანა კობახიძემ მადლობა მოუხადა მასპინძლებს საკმაოდ ხმაურიანი, ცოცხალი და საინტერესო შეხვედრისთვის. განხილვის მონაწილეები არაერთ პირად პრობლემურ საკითხზე ოზურგეთის მაჟორიტარ დეპუტატს ზვიად კვაჭანტირაძეს, "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს მანანა კობახიძეს და ვახტანგ ხმალაძეს ესაუბრნენ. მათ მიიღეს დაპირებები, რომ პრობლემების მოგვარებაში მაქსიმალურად  დაეხმარებიან.

დღევანდელი შეხვედრა "ენდიაის" ორგანიზებით მოეწყო.




 ახალი ამბები
  • ლაითურის, ნარუჯას და ანასეულის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა (R)ცენტრალური, საკანონმდებლო, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთში, ლაითურის, ნარუჯასა და ანასეულის მოსახლეობას შეხვდნენ. მათ ადგილობრივების საჭიროებები მოისმინეს და რეგიონში მიმდინარე პროექტებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე, მუნიციპალურ და სახელმწიფო სერვისებზე გამახვილდა. ანასეულის მოსახლეობამ ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად კანალიზაციის რეაბილიტაცია დაასახელა. ასევე, სრულ რეაბილიტაციას საჭიროებს მე-5 საჯარო სკოლაც. იქ არსებულ პრობლემას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი პირადად გაეცნო. დაბა ლაითურისა და ნარუჯის მოსახლეობამ ძირითად მოთხოვნად დასაქმებისა და შიდა გზების მოწესრიგების საკითხები დააყენა. მოსახლეობასთან შეხვედრებს პარლამენტის წევრები გიორგი ვოლსკი, თემურ ჭკუასელი, გია გაჩეჩილაძე, გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭანუყვაძე, საოლქო ორგანიზაციის წევრები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამჟამად, დაბა ლაითურში წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. დაბა ნარუჯაში მიმდინარეობს 7 280 მ. სიგრძის საავტომობილო გზის მშენებლობა, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 3 777 936 ლარით დაფინანსდა. ანასეულში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ წყლის სისტემის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ღირებულება - 6 799 998 ლარს შეადგენს. ... ...
  • ბახმაროში საცხოვრებელი სახლები დაიწვაგასულ შაბათს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში, მახარაძის ქუჩაზე, ეკლესიის მიმდებარედ, ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც გვითხრეს, არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშროება, თუმცა, მეხანძრეებმა, ცეცხლის დროულად ლოკალიზება შეძლეს. _ ღამის საათებში ერთ-ერთ საცხოვრებელში გაჩნდა, შემდეგ გადავიდა მეორე სახლზეც. არავინ დაშავებულა, კარგად იმუშავა სამაშველო სამსახურმა. მათი დამსახურებაა, რომ ხანძარი გვერდით მდგომ სახლებზე არ გავრცელდა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ა(ა)იპ "ბახმაროს დირეტქორმა დავით საჯაიამ. ამ დროისთვის უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. მომხდარზე გამოძიებაა ... ...
  • "საქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად" - ზურაბიშვილისაქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „ჩვენ ვუერთდებით ჩვენი პლანეტის გადარჩენის ძალისხმევას და მოვუწოდებთ ქმედებისკენ ამაზონის გადასარჩენად“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი. ამაზონის ტყეში მასშტაბური ხანძარი უკვე მესამე კვირაა მძვინვარებს. „დედამიწის ფილტვებად“ წოდებული ამაზონის ტყეში ხანძრის ათასობით კერაა ... ...
  • სოფელ საყავრესთან ხანძარი ლოკალიზებულიასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დამხარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. ამ დროისთვის შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ მომენტისათვის ადგილზე ღია ცეცხლის კერა აღარ არის. მიმდინარეობს ცალკეული მონაკვეთების დამუშავება, როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ვერტმფრენების საშუალებით. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა თბილისის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. სულ 250-მდე მეხანძრე-მაშველი. პროცესში ჩართული იყო სახანძრო სამაშველო და დამხმარე ტექნიკა. გათენებისთანავე განაახლა მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა. სოფელ საყავრესთან ხანძარი 22 ... ...
  • საზარელი მკვლელობა კახეთში - ცხედარი, სავარაუდოდ, დაანაწევრეს და მდინარეში გადააგდესგურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში 34 წლის ვ. მ-შვილი, სავარაუდოდ, მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციას არავინ ჰყავს დაკავებული და ვერც გვამი იპოვეს, _ ინფორმაციას reginfo ავრცელებს. ვ. მ-შვილი სოფელ ძირკოკის მკვიდრია. ოჯახის წევრებს ის 2 აგვისტოს შემდეგ აღარ უნახავთ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 16 აგვისტოს მიიღეს. პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. „რეგინფომ“ გამოარკვია, რომ ბოლოს ვ. მ-შვილი მეზობელ სოფელში, ვეჯინში, ერთ-ერთ ოჯახში ნახეს, სადაც ის ხშირად მიდიოდა. ახალგაზრდები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და ჩხუბი მოუვიდათ. ერთ-ერთი პირი პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაშიც აღნიშნავს, რომ ვ. მ-შვილი მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს, ტაქსი გამოიძახეს, საბარგულში მოათავსეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციამ ტაქსის მძღოლი დააკავა, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ დაკავებული არავინ ჰყავთ. გვამის პოვნის მიზნით, 21 და 22 აგვისტოს მდინარე ალაზნის სარწყავ არხში წყალიც დაწყვიტეს, მაგრამ ცხედარი ვერ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ვიშოვნოთ ფული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ადამიანების უმრავლესობა ოდითგანვე დაეძებდა გზებს...

დაუჯერებლად თავხედი 3 ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ალბათ, ოცდამეერთე საუკუნეში ქალის სითამამე...

ასტროლოგია და ასაკობრივი კრიზისი ბავშვებში

საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ადამიანის...

ასტროლოგია ბავშვების სწორად აღზრდის შესახებ

ამბობენ - "მშობლებს არ ირჩევენ"...

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...