"დარჩიამ ის ინფორმაცია თუ ჩაუტანა ივანიშვილს, მისმა ფავორიტმა კრიმინალი რომ ჩაიდინა?"

gurianews.com

პოლიტიკა

"დარჩიამ ის ინფორმაცია თუ ჩაუტანა ივანიშვილს, მისმა ფავორიტმა კრიმინალი რომ ჩაიდინა?"

2013 იან 24 22:11:29

ოზურეგთელი დავით დარჩიას მიერ, რომელიც ივანიშვილის სტუდენტობის მეგობარია, პრემიერ მინისტრთან ჩატანილ ინფორმაციას სავარაუდოდ, გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის, ზაზა პეტრიაშვილის სავარძელი შეეწირა. ინფორმაციის ან უარყოფას ან დადასტურებას "გურია ნიუსი" შსს-ს პრესსამსახურიდან ორი დღეა, უშედეგოდ ელოდება.

ამ თემაზე დღეს ზაზა პეტრიაშვილი არ საუბრობს, ჩვენს კითხვებს არც დავით დარჩია პასუხობს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულის წევრი ლელა ნაცვალაძე ჟურნალისტებთან შეხვედრისას აცხადებს, რომ არ შეიძლება, ერთი და ორი ადამიანის ახირებას გადაყვეს ადამიანები და ამან ამოიწვიოს იმედგაცრულება ხალხში.

"ოზურგეთი აუღებელი ციხესიმაგრე გახდა. ყველამ კარგად იცის, საჯარო მოხელის, გამგებლის, მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ.   ამ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა დაიწყეს სრულყოფილი გამოძიება, დაიკითხა თუკი ვინმე შეიძლებოდა,  მათ შორის მეც, მაგრამ დღეს რაც მოხდა, ეს ყველამ კარგად იცის. დაზარალებულიც და შემსრულებელიც უარყოფს ამ ფაქტს, თუმცა მაჟორიტარმა დეპუტატმა თითქმის დაადატურა, მან ვერ უარყო ფაქტი და აღიარა, რომ ამის შესახებ იცოდა.

ახლა ხდება ის, რომ არანაირი რეაგირება არსაიდან, არც პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამაზე არ არსებობს, მათ შორის, არც მუნიციპალიტეტის საკრებულოდან, მე ველოდები საკრებულოს თავმჯდომარის მხრიდან პასუხს ამასთან დაკავშირებით."

ლელა ნაცვალაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის კოტე შარაშენიძის საქმის გადასაფარავად გააკეთა დავით დარჩიამ ყველაფერი.

"ტელევიზიით გამოსვლისას ბრძანა ბატონმა ბიძინამ, რომ მისი თანაგუნდელი დავით დარჩია, უკვე არის არჩეული პოლიტიკური პარტიის "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ, თუმცა ამის შესახებ ჩვენ არაფერი ვიცით, იმიტომ რომ ჯერ კონფერენცია არც კი ჩატარებულა, ჩადის დავით დარჩია ივანიშვილთან და აწვდის ცრუ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ის უკვე არჩეულია.

ასევე აწვდის ცრუ ინფორმაციას, იმასთან დაკავშიორებით, რომ  ივანიშვილის თანაგუნდელს, მის უახლოეს მეგობარს ოზურგეთში, თურმე პოლიციის უფროსი გადაბირებას უპირებდა.

მე მინდა, პირდაპირ თქვენი საშუალებით მივმართო ბატონ ბიძინა ივანიშვილს!

დავით დარჩიამ, ის ინფორმაცია თუ ჩაუტანა ბიძინა ივანიშვილს, რომ  დავით დარჩიას რჩეული,  ფავორიტი, მისი ხელით დასმული კოტე შარაშენიძე, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელია, სჩადის კრიმინალს, რომლის გამოძიებაც ჩაიფარება უკვე, ამ ინფორმაციას თუ აწვდის დავით დარჩია ბატონ ბიძიან ივანიშვილს?" _ აღნიშნავს ლელა ნაცვალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას.

კიდევ ერთ მაგალითს მოგიყვანთ, როგორ სწრაფად გებულობენ ინფორმაციებს და როგორ სწრაფად გადის ეს გარეთ. აი, ოზურგეთში, მაგალითად, როდესაც ჩვენ პარტიულ ორგანიზაციებს რეგიონებში ვნერგავთ, იქ პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელად, ჩემი სტუდენტობის დროინდელი მეგობარი, დავით დარჩია აურჩევიათ ჩვენებს, ახალი პარტია მაქვს მხედველობაში. დავით დარჩია ჩამოვიდა თბილისში და მეუბნება, რომ იქაური პოლიციის უფროსი მივიდა მასთან და ეუბნება, რაღა გინდა ამ პარტიაში, იქ ყველაფერი გადაწყვეტილია, ყველა პროცესი დასრულებულია, ირაკლი ალასანია იქნება პრეზიდენტი და ჯობია, იმ გუნდში წამოდი, რაღა გინდა აქო. აი, ეს ელემენტარული უყურადღებობა იყო ირაკლის მხრიდან, რაც სულ სხვანაირად გავრცელდა რეგიონებში... _ ეს ამბავი პრემიერ-მინისტრმა გუშინ მოუყვა ჟურნალისტებს...


ნახვა: 1415


 ახალი ამბები
  • ბახმარო სამთო-სათხილამურო კურორტი გახდება _ მერაბ ჭანუყვაძეროგორც დღეს "ბახმაროს თასი 2018"_ზე გურიის გუბერნატორმა, მერაბ ჭანუყვაძემ განაცხადა, კურორტი ბახმარო სამთო-სათხილამურო კურორტი გახდება. მისივე თქმით, ბახმაროს განვითარების გეგმა უკვე შემუშავებულია. "უკვე შემუშავებულია ქალაქმშენებლობითი გეგმა, მთავრობასთან ერთად იგეგმება ექსპერტების ჩამოყვანა, ვისაც შესაბამისი გამოცდილება აქვს ამ სფეროში და ამის შემდეგ დავიწყებთ იმ კონკრეტული პრობლემის აღმოფხვრას, რომელიც წლების განმავლობაში აქვს კურორტს. ფაქტობრივად ყველაფერი 0-დან არის დასაწყები, სწორედ ამიტომ განხორციელდა ქალაქდაგეგმარების შემუშავება, როგორც კი ექსპერტები მოიწონებენ მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყებთ ინფრასტქურტურულ პროექტებს, ეს არის არის წყალი, კანალიზაცია, რაც პირველ რიგში საჭიროა", - განაცხადა ... ...
  • რა ხდება ბახმაროში (ფოტორეპორტაჟი)დღეს ბახმაროში "ბახმაროს თასი 2018" იმართება. როგორც ცნობილია, ბახმაროში დოღის ჩატარებას გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი, ყოველ 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე ტრადიციულ დოღსა და მარულაში სამეგრელოდან, აჭარიდან, გურიასა და სხვა რეგიონებიდან ჩამოსული 50-ზე მეტი ცხენოსანი იღებდა მონაწილეობას. "გურია ნიუსი" გთავაზობთ კადრებს რა ხდება ბახმაროში. ... ...
  • "ბახმაროს დასახლებული პუნქტის სახელი მიენიჭება"_ მაია ცქიტიშვილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ბახმაროს დასახლებული პუნქტის სტატუსი მიენიჭება და მას შემდეგ შეძლებს განვითარებას. მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე ბახმაროში ელექტრომომარაგების სამუშაოები მიმდინარეობს, რისთვისაც წელს 5 მილიონი ლარი დაიხარჯება. მინისტრის განცხადებით, ბახმაროს განვითარების გენგეგმაში ბახმაროს სამთო-სათხილამურო კურორტად ქცევაც არის გათვალისწინებული. " ბახმაროს, როგორც კურორტის განვითარებისთვის სახელმწიფოს ბევრი რამ აქვს გაკეთებული. ბახმაროს განვითარების გენგეგმა საშუალებას გვაძლევს, ამ კურორტს ერთიანად მივუდგეთ, პირველ რიგში, გადავარჩინოთ ის გარემო, რომელიც ბახმაროში უკვე არსებობს - უნიკალური გარემო, რის გამოც ბახმაროში ჩადის დამსვენებელი, მეორეს მხრივ განვავითაროთ თანამედროვე კურორტად. რაც შეეხება კურორტზე განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, რამდენიც იქნება საჭირო ამ კურორტის განვითარებისთვის", _ განაცხადა ... ...
  • ბახმაროს პირველი მუსიკალური ფესტივალის სამზადისი პრემიერმა მოინახულაამ წუთებში ბახმაროს პირველი მუსიკალური ფესტუვალის სამზადისი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, მისმა მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა, პრემიერის აპარატის უფროსმა გიორგი ჭოლაძემ და გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ მონახულეს. მამუკა ბახტაძის თქმით, ეს არის ყველაზე კარგი წამოწყება და ამან ტრადიციული სახე აუცილებლად უნდა მიიღოს. ბახმაროს პირველი მუსიკალური ფესტივალი 5 საათზე ... ...
  • "ბახმარო 4-სეზონიანი კურორტი იქნება" _ სოზარ სუბარიბახმაროში, ბახმაროს თასი 2018-ზე იმყოფება სოზარ სუბარიც, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ბახმარო 4-სეზონიანი კურორტი გახდება. "ძალიან მიყვარს აქ ჩამოსვლა და როცა ვახერხებ, აუცილებლად ჩამოვდივარ. ბახმაროს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ბახმარო იქნება 4-სეზონიანი კურორტი და ადამიანებს 12 თვის განმავლობაში შეეძლებათ აქ ამოსვლა, იქნება სათხილამურო ტრასები და იქნება საყვარელი ადგილი არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის", _განაცხადა ... ...

არქივი

ზაფრანი

,,ყველაზე", „ყველაზე“ ადამიანები მსოფლიოში

მსოფლიოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვნად...

მოგწონთ თქვენი სახელი?

სახელს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის....

ამერიკელი ინდიელების ცხოვრებისეული ფილოსოფია

როცა უკანასკნელ ხეს მოჭრი, უკანასკნელ...

ქვეყნიერების მერვე საოცრება

„თუ ქვეყნიერების მერვე საოცრება გინდათ...

გადაშენების პირას მყოფი ცხოველები

ცოტა ხნის წინ ბუნების დაცვის...
კარმიდამო ჩემი

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...

გავამდიდროთ ხაჭაპური ჯიჯილაყას ნარევი გულსართით

მცენარე ჯიჯილაყა, იგივე ამარანტი, რომელსაც...

თევზის ფილეს სალათი

ზეთში შემწვარი თევზის ფილე დავჭრათ...

ბერძნული მუსაკა

მასალა: 1 კგ კარტოფილი; 2...

სუსტი განტოტვის დამაგრება

ხეხილის მოსავლიან ბაღებში, ისეთი უხვი...

დავრგოთ ტირიფი შესაფერის გარემოში

გურიაში ტირიფს ბევრგან შეხვდებით. 600-მდე...

პირველ რიგში ჩასატარებელი სამუშაოები აგვისტოში

აგვისტოში, როგორც ბაღ-ვენახებში, ისე, ბოსტნებში...

ქართველი "ზორო" ბიზნესსაქმიანობას, ამქრებთან ერთად, "ზუკიტოს ქოხიდან" იწყებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის...