ირაკლი ალასანიამ "ჩეთემ ჰაუზ"-ში შეხვედრები გამართა

პოლიტიკა

ირაკლი ალასანიამ "ჩეთემ ჰაუზ"-ში შეხვედრები გამართა

31 იან. 2013, 17:40:37

ირაკლი ალასანიამ მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. "ჩეთემ ჰაუზ"-ში თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ასევე, შეხვდა გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო უწყებების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს.

ფართო საზოგადოების წინაშე გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრმა საუბარი სამხედრო დოქტრინის შესახებ დაიწყო, რომელშიც წარსულში დაშვებული შეცდომები იქნება გათვალისწინებული.

"საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ბოლო ოცი წლის განმავლობაში სამჯერ ჰქონდა ომი რუსეთთან. მაგრამ სამხედრო წარმატებები თუ მარცხი არასდროს ყოფილა გაანალიზებული. ამიტომ, გვსურს სტრატეგიულ, ოპერატიულ და ტაქტიკურ დონეებზე განხორციელებული ყველა ქმედება იყოს შესწავლილი. ეს შეცდომები გათვალისწინებული უნდა იყოს თავდაცვის მომავალ დოქტრინაში, რათა აღარ განმეორდეს” – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

"ჩეთემ ჰაუზ"-ში გამართულ დისკუსიაში თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთთან და რუსეთთან მომავალი ურთიერთობების შესახებაც ისაუბრა. მინისტრის თქმით, ქართულმა საზოგადოებამ უნდა აჩვენოს აფხაზებსა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას, რომ ჩვენ გვსურს მათთან კავშირი, სავაჭრო ურთიერთობები.

"შესაძლებელია მხარეებს შორის ნდობის ფაქტორი იმ დონეზე აღდგეს, რომ პოლიტიკურად სენსატიური საკითხების განხილვა დავიწყოთ, როგორც არის სტატუსთან დაკავშირებული საკითხი. მსოფლიო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მე დარწმუნებული ვარ, რომ პირველი ილუზიები, რაც ორივე სეპარატისტულ მთავრობას ომის შემდეგ გაუჩნდათ, გაქრა. დარწმუნებული ვარ, რუსეთმაც გაანალიზა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების პოლიტიკაში მარცხი განიცადა. ახლა, დროა, ამჟამინდელ მდგომარეობას დავთანხმდეთ, სანამ უშუალოდ პოლიტიკურად სენსატიური საკითხების მოგვარებაზე გადავალთ. ამიტომაც ვარ პრაგმატული რუსეთის მიმართ" - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მინისტრის თქმით, საქართველოს სურს რუსეთთან თანამშრომლობა.

"ჩვენს ურთიერთობებში არსებული ჩიხი ორივე მხარისთვის მტკივნეულია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ერთ ან ორ წელში რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება საშუალებას მოგვცემს გავაანალიზოთ, თუ რა მოხდა და როგორ განვავითაროთ რიგი საკითხები. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება. ეს არ მოხდება ორ ან სამ წელიწადში. მაგრამ ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ ეს შესაძლებელია. უპირველეს ყოვლისა, რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება ჩვენ სწორი მიმართულებით უნდა დავიწყოთ" - აღნიშნა თავდაცვის უწყების ხელძღვანელმა "ჩეთემ ჰაუზ"-ში გამართულ შეხვედრაზე.




 ახალი ამბები
  • ხანძარი მესტიის მუნიციპალიტეტშიხანძარია მესტიის მუნიციპალიტეტში. სოფელ ხაიშთან ცეცხლი ტყის მასივზეა გავრცელებული. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშთან, ტყის მასივში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება. ტყის ხანძარზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინა საგანგებო სიტუაციების სამსახურმა. ადგილზე გამოცხადა ცოცხალი ძალა ჯვრის, წალენჯიხის და მესტიის განყოფილებებიდან, 20 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. სიტუაციის შეფასების შემდეგ, გადაწყდა ხანძრის ქრობის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა. პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი გავრცელებულია შერეული ტყის მასივზე. ამ დროისთვის ხანძრის ქრობის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს”,_ ამბობენ ... ...
  • "გავრცელდა ცრუ ინფორმაცია“ - ირაკლი ლომაძის დედა მედიასთან კომენტარს აკეთებსდაკავებული ირაკლი ლომაძის დედა, თამარ მორჩილაძე, მედიის წარმომადგენლებთან საუბრის დროს არ ადასტურებს, რომ მისმა შვილებმა მეგობრებთან ერთად ადამიანი გაიტაცეს. "გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს მიტოვებულ სახლში მიიყვანეს ეს ბიჭი და აწამეს და ახლა საავადმყოფოში წევს. ეს არის სიცრუე, რადგან ვიცი ის არ წევს საავადმყოფოში. სინამდვილეში, მიტოვებულ სახლში არ მიუყვანიათ. მიიყვანეს იმ ოჯახში, ვისაც შეურაცხყოფა მიაყენა. შემდეგ ამ ბიჭს ტაქსი გამოუძახეს და გაუშვეს. დღემდე ფეხით დადის, არანაირი საავადმყოფო და ნაწამები არაა,"- თქვა ჟურნალისტებთან საუბრის დროს თამარ ... ...
  • ქობულეთში მაშველმა 21 წლის მამაკაცი დახრჩობას გადაარჩინაცოტა ხნის წინ, ქობულეთში 21 წლის მამაკაცი მაშველმა დახრჩობას გადაარჩინა. როგორც  ადგილიდან ჩვენი კორესპონდენტი იტყობინება, მამაკაცმა  ზღვაში შორს შეცურა, დაიღალა და შველას ითხოვდა. მაშველმა  მას პირველადი დახმარება ადგილზევე გაუწია, შემდეგ კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში ... ...
  • ოზურგეთელ ვიცე-ჩემპიონს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდესევროპის ვერცხლის მედალოსანსა და საქართველოს ჩემპიონს, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, იური ლომაძეს ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა გირაოს თაობაზე, ლომაძეს, მის ძმასა და კიდევ სამ პირს, ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. იური ლომაძეს, თავის ძმასთან და კიდევ სამ პირთან ერთად, გამოძიება ადამიანის გატაცებასა და წამება ედავება. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 1988 წელს დაბადებულ ნ.ძ.-ს ქალაქ ბათუმში, შურისძიების მოტივით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, კერძოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს მ.ბ.-ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში, წაიყვანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დანაშაული 2- დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წინასასამართლო სხდომა 28 აგვისტოს ... ...
  • გურიაში წელს საგამოცდო ცენტრში 460 აბიტურიენტს ელოდებიანხვალ, ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. გურიაში საგამოცდო ცენტრი ოზურგეთში #2 საჯარო სკოლის შენობაშია განთავსებული. ოზურგეთის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის, ლელა იმედაშვილის თქმით, გურიიდან წელს 460 აბიტურიენტია დარეგისტრირებული. “ცენტრი სრულ მზადყოფნაშია აბიტურიენტების მისაღებად. ჯანდაცვის რეკომენდაციები გათვალისწინებულია სრულად. ხვალ ველოდებით აბიტურიენტებს და საგამოცდო დღეები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით იწყება“, - აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ლელა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...