ტაშით არჩეული დელეგატები

პოლიტიკა

ტაშით არჩეული დელეგატები

4 თებ. 2013, 19:14:04
მესიჯის ავტორს, რა თქმა უნდა, არ დავასახელებ.

მესიჯის მიღებიდან რამდენიმე წუთში ადგილზე ვიყავი. სასტუმრო "მაილოს" ეზოში, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი (იგივე მაილო) ჯაშს ეკუთვნის ხალხმრავლობა შეიმჩნეოდა. შეხვედრაზე მხოლოდ სპეციალური მოსაწვევებით შედიოდნენ, თუმცა, ყრილობა უკვე დაწყებული იყო და შემსვლელ-გამომსვლელისათვის ყურადღება არავის არ მიუქცევია. დარბაზში იქვე უკანა სკამზე დავჯექი და დიქტოფონი ჩავრთე.

წინ შეხვედრის ორგანიზატორები ისხდნენ _ ბათუმის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში მურმან დუმბაძე, ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი ფატი ხალვაში, ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატის როსტომ ხალვაში, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ალექსანდრე ჩიტიშვილი და კოალიციის სხვა სახეები.

"მე მინდა გაგაცნო _ ალბათ, ყველა იცნობთ _ ბატონი იოსებ ბოლქვაძე," _ ამბობს მომხსენებელი.

ტაში.

"შტაბში ერთად მუშაობის დროს ბევრი საქმე ერთად გავაკეთეთ. არის კარგი მამა, კარგი მეოჯახე და ადამიანი, რომელთან ერთადაც შეიძლება ომში წასვლაც," _ აგრძელებს მომხსენებელი.

კვლავ ტაში.

"ბოდიში, ბოდიში," _ სიტყვას აწყვეტინებს ავთანდილ ბერიძე, რომელიც სკამიდან წამოდგა და მიკროფონთან მივიდა: "მახასიათებს და იცით... 89 წელში, როცა "სახალხო ფრონტს" ვქმნიდი, ვაყენებდი პირობას. ბევრმა იცის. მივიღებთ პარტიაში მას, ვისაც მე რომ ღამის 3 საათზე დავურეკავ და ვეტყვი, რომ ხულოში უნდა ავიდეთ, გარეთ თოვს, წელამდე თოვლია, მაგრამ ჩვენ დილამდე ხულოში უნდა ვიყოთ, მანქანა არ მოძრაობს, ფეხით მივდივართ, მეუღლე დაუმალავს ფეხსაცმელს. ფეხშიშველა ვინც გამომყვება, ის უნდა იყოს ჩემს გვერდით," _ ომახიანად ამბობს ბერიძე.

ტაში.

"ხელვაჩაურის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელად არჩეული იქნას იოსებ ბოლქვაძე. ვინ არის მომხრე?" - კითხულობს მომხსენებელი.

ყველამ აწია მანდატი.

ტაში.

ამის შემდეგ სიტყვა იოსებ ბოლქვაძეს გადაეცა. ბოლქვაძემ "ქართული ოცნების" ცენტრალური ყრილობის დელეგატები დაასახელა: "ვფიქრობ მე, თანამებრძოლებად მივიჩნევ ამ ადამიანებს. ამირან ცეცხლაძე, გურამ დუმბაძე, უნდა იყვნენ რაიონულ ორგანიზაციაში. მათ ძალიან დიდი დამსახურება აქვთ".

ტაში.

დელეგატებად დასახელდნენ თეიმურაზ ზაქარაძე, გურამ მსხალაძე, ნუგზარ კეკელიძე და ქალბატონი ნაზი (გვარი სამწუხაროდ ვერ გავიგონე).

შემდეგ კენჭი უყარეს.

კვლავ ტაში.

ჯამში, 10 ადამიანი იქნება "ქართული ოცნების" ყრილობაზე წარდგენილი. "ჯერ ფინანსების შესახებ არ ვიცით. არც ოფისის საკითხია გადაწყვეტილი. ჯერ ამ თემაზე არაფერი არ არის," _ ამბობს ბოლქვაძე.

ბოლოს მომხსენებელმა გამოაცხადა, რომ კონფერენციას 96 დელეგატი ესწრებოდა, თუმცა, რეალურად დარბაზში ყველა დელეგატი არ იყო, რადგან ნაწილი აივანზე, ნაწილი კი დერეფანში სიგარეტის მოსაწევად თუ საჭორაოდ იყო გასული.

ბოლო ტაში და შეხვედრა დასრულდა. "ქართულ ოცნებამ" ხელვაჩაურის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ბიურო და 10 დელეგატი აირჩია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მურმან დუმბაძეს კომენტარი ვთხოვეთ:

"აღმასრულებელი ორგანო ავირჩიეთ. ეს არის ბიურო და პარტიის რაიონული ხელმძღვანელი ბატონი იოსებ ბოლქვაძე. პრაქტიკულად უნდა ჩავთვალოთ, რომ სტრუქტურა ამუშავდა მიუხედავად იმისა, რომ ეს არის გამარჯვებული პოლიტიკური სუბიექტი და უკვე მუშაობდა. მაგრამ ახლა არის რეორგანიზაციის საკითხი და ორგანიზაციულად გამართვა ხდება. დღევანდელი კონფერენციის დელეგატებით დადასტურდა ბიუროს შემადგენლობა, რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობის სტატუსი გამოიკვეთა და აირჩიეს დელეგატები, რომლებიც მომავალ ყრილობას დაესწრებიან. ეს არის 10 კაცი," _ განაცხადა მურმან დუმბაძემ.

დუმბაძემ განაცხადა, რომ სწორედ ასე აირჩევა ბათუმსა და სხვა რაიონებში "ქართული ოცნების" რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელები, ბიუროს წევრები და დელეგატები.




 ახალი ამბები
  • ირინა ქავჟარაძის ტრიუმფი _ 80-იდან 79 ქულა უცხო ენაშიოზურგეთელმა ირინა ქავჟარაძემ ეროვნულ გამოცდებზე მორიგ  დიდ  წარმატებას მიაღწია. მან უცხო ენაში, 80-დან 79 ქულა მიიღო  და თამამად  შეიძლება ითქვას, ამ ტრიუმფით საქართველოში ერთი-ერთი  საუკეთესო შედეგი აჩვენა. კითხვაზე, დარწმუნებულია თუ არა, რომ უკვე სასურველ ფაკულტეტზე მოხვდება _ის ივ. ხავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აბარებს _ გვითხრა, რომ ეჭვი არ ეპარება. _ დარწმუნებული ვარ, რომ სასურველ ფაკულტეტზე ჩავირიცხები, - გვითხრა მან. „გურია ნიუსი“ ულოცავს და ახალ წარმატებებს უსურვებს ირინა ... ...
  • ოზურგეთში თხილის ტომრეში 800 გრამიანი ქვები იპოვეს: „გასატეხად გამოადგებათ“დღეს, დილიდან, ოზურგეთში,   ერთი კილოგრამი   თხილის ფასი ოთხი ლარია. სამიოდე დღის წინ დაწყებული ფასების განსხვავება „გულშიშველას“ და „ბერძნულას“ შორის, დღეს ისევ გათანაბრებულია და განურჩევლად ზომისა და ჯიშისა, საღ  თხილში  ყველას ერთნაირი ფასს - ოთხ ლარს უხდიან. თხილის მიმღებ პუნქტებში ჩანს, რომ თხილს ტეხენ, თუმცა როგორც მწონავები გვეუბნებიან, მხოლოდ  ხარისხის გაგება სურთ, რადგან უვარგისი თხილის შემოტყუება დაიწყეს.  ის მეთოდი კი, რაც გასულ წლებში იყო, ათი ცალი  გატეხილი თხილიდან,  საღის მიხედვით ფასის გამოყვანა,  აღარ მოქმედებს. გავრცელებული ინფორმაციით,   თხილის გატეხვის  აკრძალვას ხან მთავრობის მეთაურს მიაწერენ, ხანაც  ბიძინა ივანიშვილს, თუმცა ოფიციალურად ამას არავინ ადასტურებს. _არ იფიქროთ,  თხილს  იმიტომ ვტეხდეთ, ფასის გამოთვლა გვინდოდეს.  ხარისხს ვამოწმერთ და კიდეც იმას,  ტომარაში ქვები და ხრეში ხომ არ ყრია. მოაქვთ ნაგავით სავსე, უხარისხო  თხილი. 800 გრამიანი ქვები, აგურის ნამტვრევბი და ხრეში  ჩაყარეს თხილიან ტომრებში.  ერთ პატარა ტომარაში, რომელშიც სულ 6 კილო თხილი იყო, მერე აღმოვაჩინეთ რომ 800 გრამიანი ქვაც იდო.  ნახევარკილოიანი ქვებიც ვნახეთ. ამას კადრულობს ხალხი, - გვითხრეს ოზურგეთში, ნინო  რამიშვილის ქუჩაზე განთავსებულ  თხილის მიმღებ პუნქტში. „მტეხლაობა დაიწყეს და გამოადგებათ თხილის გასატეხად“ _ ზოგი ხუმრობის ხასიათზე დააყენა ამ უკადრისი საქციელის ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არასრულწლოვანიაბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, გვიან ღამით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის ერთი არასრულწლოვანია. არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას კიდევ სამი ქვეითი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. შსს-ს ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაკავებულია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.   ... ...
  • თიბისის მხარდაჭერით სამეგრელოში ჩაის პლანტაციები განახლდა (R)საქართველოში ჩაის პირველი ბუჩქი მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში გურიის სამთავროში გამოჩნდა. ნელ-ნელა ეს კულტურა შავი ზღვის სანაპიროზე გავრცელდა და საუკუნის შემდეგ პლანტაციებმა დასავლეთ საქართველოს მიწების დიდი ნაწილი მოიცვა. დღეს ჩაის პლანტაციების წილი შემცირებულია, თუმცა მაინც არსებობენ კომპანიები, რომლებიც ქვეყანაში ჩაის კულტურას ინარჩუნებენ. ერთ-ერთი ასეთია ქართული ჩაის კომპანია „ლაზი“, რომლის პლანტაციები წალენჯიხაში 350 ჰექტარზეა გაშენებული. თიბისის მხარდაჭერით, კომპანიამ პლანტანციების ნაწილის რებილიტაცია მოახდინა. „ლაზი“ საკმაოდ წარმატებით ოპერირებს საექსპორტო ბაზარზე, აქ მოყვანილი ჩაის 80% ჩინეთში, ხოლო 20% ცენტრალური აზიის ქვეყნებში იყიდება. კომპანიის განვითარებისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა 2017-2018 წლები, როდესაც პლანტაციები ჩინელმა ინვესტორებმა მოინახულეს. აღმოჩნდა რომ ჩაის ის ჯიში, რომელიც წალენჯიხაში ხარობს, ჩინეთში უკვე თითქმის აღარ არსებობს. ხარისხით გამორჩეული ქართული ჩაისთვის შორეული აღმოსავლეთის ბაზარი კარგი საექსპორტო სივრცე აღმოჩნდა. ჩინელ პარტნიორებთან ერთად „ლაზიმ“ ადგილობრივებისთვის სასწავლო ცენტრიც გახსნა, სადაც დანადგარების გამოყენებისა და სხვადასხვა ტექნოლოგიების შესახებ ცოდნას უზიარებენ დაინტერესებულებს. წალენჯიხაში ჩაის კრეფას აპრილიდან იწყებენ და აგვისტოში ასრულებენ. ამ პერიოდში ერთმანეთს ანაცვლებს ხელით და დანადგარით კრეფა იმის მიხედვით, თუ რა ხარისხის პროდუქტის მიღება სურთ. სეზონის პირველი ფოთლები ხელით იკრიფება, რაც საბოლოოდ შედარებით ძვირადღირებულ პროდუქტს ქმნის, შემდეგ დარჩენილ ფოთლებს სპეციალური დანადგარით კრეფენ. შუა ზაფხულში ახალი ფოთლები ისევ ხელით იკრიფება, შემდეგ კვლავ დანადგარით.  „ჩაი ერთ-ერთი ყველაზე სტაბულური მცენარეა და მისი წარმოება ნაკლებ რისკებს შეიცავს. ამინდის ცვალებადობა და სეზონურობა მასზე ნაკლებად მოქმედებს, შესაბამისად საკმაოდ პროგნოზირებადი და სანდო კულტურაა.  ჩვენთან განსაკუთრებულად ხარისხიანი მწვანე ჩაია. ქართულ მიწაზე მოყვანილი ჩაის ჯიშების უმეტესობა ჩინურია, დანარჩენი 20% კი იაპონური ან ადგილზე გამოყვანილია,“ - ამბობს გონერი სალია, „ლაზის“ დამფუძნებელი. დღეს საქართველოში ჩაის პლატაციები 8000 ჰექტარს იკავებს, თუმცა აქედან მხოლოდ ნახევარი იკრიფება დანარჩენი კი რეაბილიტაციას საჭიროებს. პერსპექტივა იმისა, რომ საქართველოში ბევრი წარმატებული ჩაის ბიზნესი ჩამოყალიბდეს, ნამდვილად არსებობს. როგორც ლაზიში ამბობენ, მთავარია თანმიმდევრულობა და 2-3 წელში ჩაი განსაკუთრებული მადლიერებით გიპასუხებთ. ... ...
  • ბ-ნ გია ვოლსკს საჯაროდ ვიწვევ- ზურაბ გირჩი ჯაფარიძე კენჭს დიდუბე-ჩუღურეთში იყრისზურაბ გირჩი ჯაფარიძე თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში იყრის. ამის შესახებ ოპოზიციონერმა ლიდერმა განცხადება ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა. „რამდენიმე კვირის წინ გირჩმა მიიღო გადაწყვეტილება გამოთიშოდა ოპოზიიციის შიგნით მიმდინარე, მაჟორიტარულ ოლქებში ერთიანი კანდიდატების შერჩევის პროცესს. ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო სურვილით გაადვილებულიყო შეთანხმება ერთიან კანდიდატებზე. მე საჯაროდ დავუჭირე მხარი ევროპული საქართველოს კანდიდატს ვაკის მაჟორიტარულ ოლქში, ქ-ნ ელენე ხოშტარიას და ვრჩები ამ გადაწყვეტილების ერთგული. ამავე დროს, იმის გამო რომ დროში გაიწელა თბილისის 6 ოქლის გარდა სხვა ოლქებში ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმების პროცესი, გირჩმა მიიღო გადაწყვეტილება ჩაერთოს მაჟორიტარულ არჩევნებში. მიუხედავად იმისა რომ ძალიან მნიშვნელოვანი მგონია ჩემი აქტიური ჩართულობა გირჩის წინასაარჩევნო კამპანიაში ქვეყნის მასშტაბით, რთულად წარმომიდგენია გირჩის მონაწილეობა მაჟორიტარულ არჩევნებში ისე რომ მე არ ვიყო კანდიდატი რომელიმე მაჟორიტარულ ოლქში. ამიტომ გადავწყვიტე გირჩის სახელით კენჭი ვიყარო თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში. წინასწარი კონსულტაცია მქონდა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერთან, რომლებმაც დამიდასტურეს საკუთარი კეთილგანწყობა ჩემს ამ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში. იმედი მაქვს ეს კეთილგანწყობა გადაითარგმნება პოლიტიკურ მხარდაჭერაში ოპოზიციური პარტიების მხრიდან. საბჭოთა საქართველოზე ოცნებიდან ჩემი კონკურენტი დიდუბე-ჩუღურეთის ოლში იქნება ბ-ნი გია ვოლსკი, რომელსაც ამ წუთიდან ვიწვევ საჯაროდ სასაუბროდ ქვეყნისთვის საჭირბოროტო ნებისმიერ თემაზე, იქნება ეს ეკონომიკა თუ იქნება ეს დეოკუპაცია, მისთვის მისაღებ ნებისმიერ მედია პლატფორმაზე, ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში“,_ წერს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...