პრეზერვატივებიდან _ ჩოხა-ახალუხამდე

პოლიტიკა

პრეზერვატივებიდან _ ჩოხა-ახალუხამდე

2013 თებ 6 20:56:25

_ დღევანდელ დებატებს დადებითად ვაფასებ. ფაქტობრივად, ეს "ნაციონალური მოძრაობის", უმცირესობის ლუსტრაცია იყო. მათ არ უნდათ რეალური ცვლილებები. ისე უნდათ სააკაშვილს მისცენ ასანთი ხელში და ამ თივის ზვინთან დატოვონ მარტო ეს გიჟი, გადარეული, უზნეო ბავშვი, რომელიც შეიძლება ხანძრის მიზეზი გახდეს ქვეყანაში. ამის უფლებას ჩვენ არ მივცემთ. ასე იქნება თუ ისე იქნება, ამ უმრავლესობას ჩვენ მაინც მოვაგროვებთ.

_ უმცირესობა ამბობს, რომ ამას ძალდატანებით, შანტაჟით და მუქარით აკეთებთ...

_ არავითარი ძალდატანება. თუ ასეა, რატომ არ ასახელებენ კონკრეტულ პიროვნებას. ლონდარიძემ თქვა გამოსვლის დროს _ კომისია როცა იკრიბებოდა, მაშინ დამიბარეს პროკურატურაშიო. დანაშაული თუ გაქვს ჩადენილი, დაგიბარებდნენ, აბა რას იზამენ?! გამოდის რომ დამნაშავე, ეჭვმიტინილი პირი არ უნდა დაიბარონ, თუ კომისია რაიმე საკითხს იხილავს.

_ უმცირესობამ დღეს მუშაობისკენაც მოგიწოდათ. რას აკეთებთ პარლამენტში, ხელფასებს რაში გიხდით, სულ არ მუშაობთ, თუ როგორაა საქმე?

_ როგორც ჩანს, ვმუშაობთ და ის აღიზიანებთ.

_ თქვენ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს დღეს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. რითი უნდა იარონ პარლამენტში დეპუტატებმა?

_ ვისაც რისი სურვილი აქვთ იმით. ოღონდ არა "ტრუსიკით", "მაიკით" და სპორტულებით.

_ ასე ჩაცმული რომელი დეპუტატი დადის?

_ უტრირებას ვაკეთებ თქვენი კითხვის პასუხად. კანონპროექტში წერია, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში მყოფმა ყველა პირმა უნდა ჩაიცვას ან კლასიკური ფორმა ან ეროვნული. აი, ამ არჩევნის საშUალებას ვაძლევთ _ ეს ძალდატანება არ არის და თავს არავის ვახვევთ.

_ ამ მოწვევის პარლამენტმა საზოგადოებას რამდენიმე ხმაურიანი სხდომით უკვე დაამახსოვრა თავი. მათ შორის კი, ყველაზე დასამახსოვრებელი პრეზერვატივების თემის განხილვა იყო...

_ თქვენც უტერირებთ ახლა. ეს პრეზერვატივებზე კი არ იყო, მომავალი თაობის გარიდება გახლდათ ამისგან.

_ რისგან? პარლამენტიდან გვხსნიდნენ, თუ რა სახის პრეზერვატივები არსებობდა.

_ ხო, ეს კითხვები წარმოიშვა. მე მაგის განხილვის ინიციატორი არ ვყოფილვარ და...

_ პრეზერვატივების სხვაობის განხილვის შემდეგ, ჩაცმულობის საკითხი დადგა დღის წესრიგში. სხვა თემები არ გაქვს განსახილველი?

_ ჭკვიანი გოგო ხარ და პრეზერვატივების თემას როცა ეროვნულ ტანსაცმელს ადარებთ...

_ არანაირ შედარებას არ ვახდენ. ფაქტს ავღნიშავ მხოლოდ. ამ ქვეყანაში უფრო მნიშვნელოვანი თემები არ არის განსახილველი?

_ ყველა მნიშვნელოვანი თემა დღის წესრიგშია და ყველა მიდის თანმიმდევრულად. უმცირესობა რომ არ გვიშლიდეს ხელს, აქამდე გვექნებოდა ეს საკითხები მიღებული და გადაწყვეტილი.

_ კონკრეტულად რაში გიშლიან ხელს?

_ ბევრ რამეში. არ ვიცი ამაში შემიშლიან თუ არა ხელს, მაგრამ მე ვეცდები, რომ ხელი არ შევაშლევინო. აბა, რა არგუმენტები აქვთ, რომ ეროვნული ტანსაცმლით არ შეიძლება პარლამენტში გამოცხადება, როცა მათ ამის სურვილი ექნებათ. რა არის ამაში ცუდი?! ჩვენ, "საქართველოს კონსერვატორები" ამით ვეწევით ეროვნული ტანსაცმლის პოპულარიზაციას. თუ ვინმეს ეს ხელს შეუშლის, ჩაიცვას სამოქალაქო ტანსაცმელი - ის, რაც არის მიღებული საპროტოკოლო, საქმიანი. ეს რეგლამენტში შედის და არა არის პრობლემა. ჩვენ პირველ სხდომაზე მივედით ჩოხა-ახალუხით და ამით გავუსვით ხაზი ჩვენს ტრადიციებს და პოპულარიზაცია გავუწიეთ ტანსაცმელს და ჩვენს ორიენტაციას გავუსვით ხაზი, _ გვითხრა გუჯაბიძემ და დასძინა, რომ ეს ცვლილება ეროვნულ უმცირესობებსაც შეეხებათ და პარლამენტში ეროვნული სამოსით მისვლა მათაც შეეძლებათ.




 ახალი ამბები
  • ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინასაქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 23 ივლისისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8831 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.8845 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0014-ით გამყარდა. ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 3.2357 ლარი შეადგინა, გუშინ მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.2410 ლარი იყო. ლარის კურსი ევროსთან 0.0053-ით გამყარდა. ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.5955 ლარია, აქამდე მოქმედი კურსი 3.6177 ლარი იყო. ლარის კურსი სტერლინგთან მიმართებაში 0.0222 -ით გამყარდა. თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.5077 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.5109 ლარი იყო. ლარი ლირასთან მიმართებით 0.0032-ით ... ...
  • საჯარო რეესტრმა ამზომველებისთვის „სახელმძღვანელო საკადასტრო სამუშაოებისთვის" მოამზადა (R)საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შემსრულებელი პირებისთვის „სახელმძღვანელო საკადასტრო სამუშაოებისთვის" მოამზადა. სახელმძღვანელო სარეკომენდაციო-საინფორმაციო ხასიათისაა და ამზომველებსსაკადასტრო სამუშაოების მაღალი სიზუსტითა და დადგენილი სტანდარტების შესაბამისად შესრულებაში დაეხმარება. სახელმძღვანელოში მოცემულია ინფორმაცია დამკვეთსა და ამზომველს შორის განსაზღვრული ვალდებულებების, აზომვითი სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო ხელსაწყოების, მეთოდებისა და ტექნიკური მოთხოვნების შესახებ. მოცემული რეკომენდაციებისმიხედვით ამზომველის მიერ კვალიფიციურად შესრულებული სამუშაო უფრო მეტად დაცულს ხდის როგორც მიწის მესაკუთრეების, ასევე ამზომველის უფლებებს, აღმოფხვრის გადაფარვებს და მინიმუმამდე დაიყვანს მესაკუთრეებს შორის სამომავლო დავებისწარმოშობის რისკს. ... ...
  • „რუსთავი 2“-ის გარკვეული შემადგენლობა ღამღამობით სატანისტურ შეკრებებს ატარებს _ გია ვოლსკისაპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, ბულინგი, შანტაჟი, შავი პიარი და იმის მცდელობა, რომ ტყუილებით დააზარალონ პოლიტიკური ოპონენტი, არის ხელწერა, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა. „ცოტა ხნის წინ ანონიმურ წერილზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მე და ჩემი კოლეგები ბიძინა ივანიშვილისგან რაღაცის სანაცვლოდ, მორჩილებისა და მესიჯების გამეორების სანაცვლოდ, შავ ფულს ვიღებთ. გარდა იმისა, რომ ეს სწორი არ არის, სიბინძურეა. ასეთივე წარმატებით შემიძლია ვთქვა, რომ ანონიმურმა წყარომ მითხრა, რომ „რუსთავი 2“-ის გარკვეული შემადგენლობა ღამღამობით სატანისტურ შეკრებებს ატარებს და შავი კატის წინაშე იფიცებს, რომ ერთმანეთს არ უღალატებენ და ბრძოლაში ბოლომდე დადგებიან. ზუსტად იგივე შემიძლია, გავავრცელო, მედიასაშუალება რომ მქონდეს, როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“ გააჩნია. არ მაინტერესებს, „რუსთავი 2“ ვისია, ქიბარ ხალვაშის არის, ოქრუაშვილის, ყარამანიშვილების, თუ ნაყოფიასი. როგორც მაყურებელს, მინდა, კრიტიკული მედია ვიხილო, რომელიც არის ინტენსიურად ინფორმაციის მიმწოდებელი საზოგადოებისთვის. მათ შორის ძალიან კრიტიკულ თემებზე, მაგრამ შანტაჟის, ბულინგისა და ჟურნალისტური ზონდერობის დამნერგავი მედია არც ხალვაშის მინდა და არც ყარამანიშვილების“, – განაცხადა ... ...
  • 4 არასრულწლოვანით ვაჭრობა _ შსს-მ დედა და დეიდა დააკავაბათუმში 4 არასრულწლოვნით ვაჭრობის ფაქტზე პოლიციამ მათი დედა და დეიდა დააკავა."შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნებით ვაჭრობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1997 წელს დაბადებული ა.პ. და 1984 წელს დაბადებული ქ.პ. დააკავეს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები, ბოლო 1 წლის განმავლობაში, შვილებს და დისშვილებს, 6-დან 12 წლამდე ასაკის 4 არასრულწლოვანს იძულებით, ფსიქიკური ზეწოლისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენების გზით, სისტემატური მეთვალყურეობის ქვეშ, მოქალაქეებისგან მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ, ხოლო მათ მიერ გამომუშავებულ თანხებს მთლიანად ითვისებდნენ. სამართალდამცველებმა, გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღნიშნული ფაქტების დამადასტურებელი არა ერთი მტკიცებულება მოიპოვეს. ამ ეტაპზე, დაზარალებული არასრულწლოვნები სახელმწიფო ზრუნვის სერვისებში არიან განთავსებულნი და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ ოჯახის სხვა წევრების მიმართ შემაკავებელი ორდერები გამოსცა. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნებით ვაჭრობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 143-ე სეკუნდა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ... ...
  • კოლექტიური შრომითი დავების მედიატორებს საერთაშორისო სერტიფიკატები გადაეცათპირველად საქართველოში, კოლექტიური შრომითი დავების მედიატორებს საერთაშორისო სერტიფიკატები გადაეცათ.  ეროვნული სასწავლო ცენტრში სერტიფიკატების გადაცემის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა ქინან ბაჰნასიმ კოლექტიური შრომითი დავების მედიატორებს საერთაშორისო სერტიფიკატი გადასცეს. საქართველოს შრომით ბაზარს კოლექტიური შრომითი დავების მედიატორები საერთაშორისო კვალიფიკაციით ეყოლება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის პარტნიორობის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივითა და მხარდაჭერით, თორმეტმა სხვადასხვა პროფესიის ადამიანმა შრომითი დავების საერთაშორისო სასერტიფიკატო სწავლება წარმატებით გაიარა. კოლექტიური შრომითი დავების მედიაციის მიზანია შრომითი ურთიერთობების საფუძველზე წარმოშობილი დავების გადაწყვეტა. ეფექტური სისტემის აუცილებელი გარანტი კი კვალიფიციური და დამოუკიდებელი მედიატორია. სწავლება ერთკვირიანი იყო. ტრენინგი შრომითი მედიაციის არსებული მექანიზმის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს, ასევე დაეხმარება მედიატორების შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც მათი უნარ-ჩვევების გაღრმავებას ითვალისწინებს. აღნიშნული ტრენინგის გავლა ამ საქმიანობაში მყოფი ადამიანების ცოდნას გააღრმავებს და მომავალში კი მედიაციის პროცესის წარმატებას ... ...

არქივი

ზაფრანი

ვაზელინი - ჯენიფერ ენისტონის სილამაზის საიდუმლო

50 წლის ჰოლივუდის მსახიობი ჯენიფერ...

ჰოლივუდის ყველაზე შესაშური მამაკაცები

ამ მამაკაცებზე ოცნებობს მილიონობით ქალი,...

კაცმა ტატუ თვალში გაიკეთა

ბოლო დროს თვალის ტატუ ხელოვნების...

როგორი სიმთვრალე აქვს რიანას

საუბარი რიანას შემოქმედებაზე და მის...

შაკირა ყველა დროის სექსუალური მომღერალია

ყველა დროის ყველაზე სექსუალური მომღერლების...

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...