პრეზიდენტისთვის მიწერილი წერილისთვის გათავისუფლებულები...

პოლიტიკა

პრეზიდენტისთვის მიწერილი წერილისთვის გათავისუფლებულები...

2013 თებ 7 22:23:03

2005 წლის 16 დეკემბერს, ჯერ მინისტრის სახელზე, ხოლო 19 დეკემბერს პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე გაგზავნილ კოლექტიურ წერილში მსჯელობა ეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა შრომისა და დასაქმების სფეროს სახელმწიფო რეგულირების აუცილებლობა. მინისტრმა თანამშრომელთა განთავისუფლების ბრძანება წერილის ხელისუფლების პირველი პირებისათვის  გაგზავნის დღეს მიიღო. სამინისტროს თანამშრომლებს გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია 20 დეკემბერს, სამსახურში გამოცხადების შემდეგ აცნობეს.

"ახალგაზრდა ადვოკატები" მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ფაქტი ერთმნიშვნელოვნად სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პირდაპირი შეზღუდვაა შეფასდა, ამასთან, დარღვეულ იქნა "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის მოთხოვნებიც, რის გამოც, გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა სასამართლოს ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის, იძულებითი განაცდურისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართეს.

სამინისტრომ სასამართლო წესით დავის გასაჯაროების შემდგომ თანამშრომელთა მიმართ დაუსაბუთებელი მოქმედებების ლეგიტიმაციას მიმართა, რა დროსაც, მინისტრმა, ახალი ბრძანებით, ბათილად ცნო მის მიერვე მიღებული ბრძანება თანამშრომელთა გათავისუფლების შესახებ და იმავდროულად მიიღო კიდევ ერთი ბრძანება, რომლითაც, აღნიშნული თანამშრომლები დაკავებული პოზიციიდან გაათავისუფლა, თუმცა უკვე რეორგანიზაციის საფუძვლით.

მინისტრის გადაწყვეტილებითვე, თანამდებობა შეინარჩუნეს იმჟამად შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის იმ სამმა თანამშრომელმა, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს კოლეგების მიერ მომზადებულ კოლექტიურ წერილს. მოგვიანებით, გაუქმდა შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტიც. 2007 წლის ოქტომბერში, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სამინისტროდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულთა სარჩელზე დაუშვებელი გადაწყვეტილება მიიღო.

"სამინისტროდან 2005 წელს გათავისუფლებულთა საქმეზე სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით, არაერთი ოფიციალური წერილი მომზადდა. დაზარალებული მოქალაქეების შეფასებით, სამინისტროში შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტი, ასევე შრომის ინსპექციის გაუქმებით, სახელმწიფომ შრომის კანონმდებლობის დაცვის კონტროლზე უარი თქვა. ამასთან, სამინისტროში 2006–2007 წლებში განხორციელებულმა საშტატო/საკადრო პოლიტიკამ მთლიანად წარმოაჩინა ნეპოტიზმისა და კვალიფიციურობის საკითხი. ყოფილი დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლები მიუთითებენ, რომ მათ გავლილი აქვთ ყველა კონკურსი და მიღებული აქვთ მაღალი შეფასება, თუმცა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო არც ამჟამადაც გამოხატავს დაინტერესებას, ერთი მხრივ სამართლიანობა აღდგენს უკანონო გათავისუფლების ფაქტზე, მეორე მხრივ კი სამინისტროში აღდგეს წინა ხელისუფლების დროს გაუქმებული დეპარტამენტები და მათი გამოცდილება სათანადოდ იქნეს შეფასებული." _ აღნიშნავენ "ახალგაზრდა ადვოკატები."

ადვოკატების  შეფასებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან, 2005 წელს, დისკრიმინაციის საფუძველზე გათავისუფლებული თანამშრომელთა მოთხოვნა სამართლიანობა აღდგეს მათ საქმეზე, ლეგიტიმური და კანონიერია. მნიშვნელოვანია, სამინისტრომ დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების დროს, გაითვალისწინოს ყოფილი თანამშრომლების გამოცდილება და ხედვა, ამასთან უპირატესობა მიენიჭოს მათ კანდიდატურებს გამოცხადებულ შესარჩევ კონკურსში, თუმცა სამართლიანობის აღდგენა ვერ მოხდება, თუკი სამინისტრო არ განმარტავს აღნიშნული ადამიანების გათავისუფლების მოტივებს.

"უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია და მომზადდეს დასკვნა 2005 წლის დეკემბერში მომხდარი კოლექტიური გათავისუფლებისა და დეპარტამენტების გაუქმების საფუძვლების შესახებ. ამის აუცილებლობას საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2013 წლის 28 იანვრის წერილიც იძლევა, რა დროსაც, კომიტეტი სამინისტროს გათავისუფლებული თანამშრომლების მიმართ შესაბამისი ზომების მიღებას და დახმარების აღმოჩენას ავალდებულებს." - განმარტავენ უფლებადამცველები.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტიდან, 2005 წელს, სულ 15 დასაქმებული გაათავისუფლეს. გათავისუფლების ბრძანება მინისტრმა ლადო ჭიპაშვილმა მიიღო.




 ახალი ამბები
  • SOLO-ს და Erti Gallery-ს თანამშრომლობით კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა „სინათლის მანქანები“ გაიხსნა (R)ERTI Gallery-ს და SOLO-ს თანამშრომლობა გრძელდება. 15 სექტემბერს კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა  „სინათლის მანქანები“ გაიხსნა. გამოფენაზე, რომელიც 23 ოქტომბრამდე გაგრძელდება, წარმოდგენილია  არტისტის მიერ შექმნილი უნიკალური ფოტოები, რომლებიც დამთვალიერებელს არამხოლოდ სასიამოვნოდ გააოცებს, არამედ განსაკუთრებული ემოციებითაც აავსებს. კოკა რამიშვილი თავის ნამუშევრებში გეომეტრიულ ფორმებს ქმნის. ის ფოტოგრაფიის საშუალებით იმ სინათლეს წარმოაჩენს, რომელსაც ხელოვანი რბილ ნაცრისფერ მონოქრომულ რიგად ანაწევრებს. არტისტი არ იყენებს შავ-თეთრ კონტრასტებს, რომლებიც  სხვადასხვა ტონს ერთმანეთისგან მკაცრად გამიჯნავდნენ. „პირიქით, ნიუანსების დიდსულოვანი რიგი და მისი ბუნდოვანი კონტურები თვალს სინათლისა და სიბნელის, სიზმრისეულისა და რეალობის ზღვარზე მდებარე შუალედურ სამყაროში შეღწევის შესაძლებლობას ანიჭებენ“,- ასე აფასებს გამოფენის კურატორი, კატრინ ტისო კოკა რამიშვილის შემოქმედებას. SOLO და Erti Gallery-ს თანამშრომლობა 2018 წელს დაიწყო,  რაც გულისხმობს Erti Gallery-ს სივრცეში წარმატებული ქართველი ხელოვანების გამოფენების მოწყობას. გალერეაში  ისეთი ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენას, რომლებთანაც გალერეა ექსკლუზიურად თანამშრომლობს. SOLO-სა და Erti Gallery-ს თანამშრომლობის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში უკვე მოეწყო სამი გამოფენა. კოკა რამიშვილის „სინათლის მანქანები“ კი რიგით მეოთხე გამოფენაა. ყოველი გამოფენის შემდეგ SOLO -სა და Erti Gallery-ს პარტნიორობის ფარგლებში გამოიცემა  წიგნი, რომელთა ავტორებიც, მსოფლიოს წამყვანი ხელოვნებათმცოდნეები არიან.   Erti Gallery-ს და SOLO-ს ურთიერთთანამშრომლობის მიზანია, საქართველოს სახელოვნებო სივრცეს მეტი პოპულარიზაცია შესძინოს. დამატებითი სტიმული მისცენ მსოფლიოს მაშტაბით ნიჭიერ არტისტებს და ისინი ქართული პლატფორმის ქვეშ გააერთიანონ. SOLO-ს მიზანია, პატრონაჟი გაუწიოს თანამედროვე ხელოვნების განვითარებას. სწორედ ამ მიზნით, SOLO-მ საინვესტიციო კოლექციის შეგროვება დაიწყო.  ყოველი გამოფენიდან SOLO შეისყიდის ერთ ნამუშევარს, რომელიც კონკრეტული არტისტების შემოქმედების უკეთ გაცნობისა და საქართველოში თანამედროვე ხელოვნების განვითარების  მიზნით  სოლო ლაუნჯებში გამოიფინება.  დამატებითი ინფორმაციისთვის, SOLO-ს შესახებ ეწვიეთ: www.SOLO.ge;  ... ...
  • "მთავარსარდალი რომ ხარ, პასპორტი არ უნდა ჩააბარო, ძმაო” _ ხაზარაძე სააკაშვილზესაზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძემ გადაცემა მთავარ აქცენტებში სტუმრობისას განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თავისივე შექმნილი პროკურატურის და სასამართლოს მსხვერპლია, რომელიც შემდგომ ივანიშვილმა გადმოიბარა. "სააკაშვილი თავისივე შექმნილი პროკურატურის და სასამართლოს მსხვერპლია, რომელიც ივანიშვილმა გადმოიბარა. უფრო მეტიც - მთავარსარდალი რომ ხარ, პასპორტი არ უნდა ჩააბარო, ძმაო”, - განაცხდა ... ...
  • ქობულეთში პირველკლასელებს წითელი და ლურჯი ყელსახვევები გაუკეთესაჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ქობულეთში, ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული საზეიმო მიღების დროს, პირველკლასელებს საბჭოთა სიმბოლო - წითელი და ასევე ლურჯი ყელსახვევები გაუკეთეს.  აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელს კლასის პედაგოგმა უთხრა, რომ ბორდოსფერი და ლურჯი ყელსახვევების შეკერვის იდეა მას ეკუთვნის. ყელსახვევები საკუთარი ფინანსებით შეიძინა, გადაწყვეტილება კი, დირექციასთან არ შეუთანხმებია.  „ასეთი წესი გვაქვს, ყველა მასწავლებელი მოსწავლეს საჩუქარს ახვედრებს. ბავშვები სხვებისგან, რომ გამერჩია ამ მიზნით გადავწყვიტე ყელსახვევების გაკეთება. ამაში ჩემი ფული დავხარჯე და პირადი გადაწყვეტილებით გავაკეთე. სკოლის ადმინისტრაციასთან არ შემითანხმებია.  ლურჯი ბიჭის ფერია, ბორდოსფერი კი გოგოს, ამიტომ შევარჩიე. სხვა კონტექსტი არ ქონია ამ ამბავს. მშობლებსაც არ გამოუთქვამთ პროტესტი“.- ამბობს მასწავლებელი.  „თავისუფლების ქარტიის“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება ... ...
  • პრემიერმა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. მთავრობის მეთაურმა სწავლის დაწყება განსაკუთრებით მიულოცა პირველკლასელებს, რომლებიც დღეს პირველ ნაბიჯს დგამენ თავიანთი დიდი, წარმატებული ცხოვრების დასაწყისისთვის. „მინდა, სასწავლო წლის დაწყება მივულოცო სკოლის მოსწავლეებს და განსაკუთრებით – პირველკლასელებს, რომლებიც დღეს გადადგამენ პირველ ნაბიჯს თავიანთი დიდი წარმატებული ცხოვრების დასაწყისისთვის. იმ ცხოვრების, რომლითაც ისინი უნდა ემსახურონ პირველ რიგში თავის სამშობლოს. გისურვებთ, იყოთ წარმატებულები, ჯანმრთელები, ბედნიერები, რომ ემსახუროთ ამ ქვეყანას“, – განაცხადა გიორგი ... ...
  • ზურაბ ნასარაიამ რეგიონის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა (R)გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ლანჩხუთში, ოზურგეთში და ჩოხატაურში, ახალი სასწავლო წლის დაწყება საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს მიულოცეს. მხარის რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ თითოეულ მათგანს წარმატება უსურვა. „ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ ჩვენი რეგიონის მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგებს, მშობლებს. განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს პირველკლასელებს და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა აღსაზრდელებს. ვუსურვებ წარმატებებს და ნათელ მომავალს. მიმდინარე წელს, გურიის რეგიონში, სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 35 საჯარო სკოლას. განახლდა საკლასო ოთახები, სველი წერტილები და სპორტული დარბაზები.2018-19 წლებში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობისთვის დაიხარჯა 2 220 000 ლარი. ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება, რადგან ჩვენი სახელმწიფოსთვის განათლება და მისი ხელმისაწვდომობა პრიორიტეტულია,“- აღნიშნა მან. ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...