გიგი უგულავა: "აზრს არ ვიცვლი და გამომძიებელს კვლავ მერიაში ველოდები"

პოლიტიკა

გიგი უგულავა: "აზრს არ ვიცვლი და გამომძიებელს კვლავ მერიაში ველოდები"

2013 თებ 12 11:22:55

"საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაადასტურა, რომ საჯარო ბიბლიოთეკასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მიმდინარე გამოძიებას უკვე ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს. ასევე მინისტრი ცრუობს, როდესაც აცხადებს, რომ მე უარს ვამბობ დაკითხვაზე, მე უარს ვამბობ მხოლოდ პოლიციაში მისვლაზე და ამით პირველ რიგში რიგითი პოლიციელებისა და გამომძიებლების ღირსებას ვიცავ, რადგან არ მსურს რომ ისინი კიდევ ერთხელ გახდნენ ივანიშვილისა და ღარიბაშვილის ინსტრუმენტები ოპოზიციასთან ბრძოლაში. ჩემი დაკითხვა მხოლოდ თვალთმაქცობის მიზნით ხორციელდება. მე ჩემს აზრს არ ვიცვლი და გამომძიებელს კვლავ თბილისის მერიაში ველოდები. თუ შინაგან საქმეთა მინისტრს საკუთარი და მისი უწყების ღირსების დაცვა უნდოდა, ეს მას საჯარო ბიბლიოთეკასთან უნდა განეხორციელებინა და დანაშაულებრივი უმოქმედობისკენ პოლიციელებისათვის არ უნდა ებიძგებინა, ხოლო სიტუაცია სამართავად ნანა კაკაბაძისთვის არ უნდა გადაეცა. დღეს ირაკლი ღარიბაშვილის, როგორც შინაგან საქმეთა მინიტრის პოზიცია სამარცხვინოა" - გიგი უგულავა.

"რაც შეეხება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ  გავრცელებულ ინფორმაციას თბილისის მერის ბატონ გიგი უგულავას მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო იძულებითი ღონიძიებების გამოყენების თაობაზე, ის სამართლებრივად არასწორია. კერძოდ:

საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 294-ე მუხლის თანახმად   „მოწმეებს, დაზარალებულებს, ეჭვმიტანილებსა და ბრალდებულებს გამომძიებელი დაკითხავს წინასწარი გამოძიების წარმოების ან დასაკითხის ყოფნის ადგილას.“   174-ე მუხლის თანახმად კი პირის იძულებითი გზით დაკითხვაზე მიყვანის მიზანს წარმოადგენს ის, რომ "უზრუნველყოფილ იქნეს საგამოძიებო მოქმედებაში ან სასამართლო სხდომაში ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის, დაზარალებულის, მოწმის მონაწილეობა, თუ ეს პირები უარს ამბობენ ნებაყოფლობით გამოცხადებაზე და ამასთან, დადგენილია გამოუცხადებლობის არასაპატიო მიზეზები.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 294-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ მოწმე შეიძლება დაკითხულ იქნეს "დასაკითხის ყოფნის ადგილას" და შესაბამისად, მისი საგამოძიებო ორგანოების შენობებში დაკითხვის  აუცილებლობა არ არსებობს. თავის მხრივ არც სამართალდამცავ ორგანოებს აკისრიათ მოწმის სახით გამოძახებული პირის დაკითხვის ვალდებულება უშუალოდ სამართალდამცავ ორგანოებში.

ამასთანავე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 174-ე მუხლის შესაბამისად, მოწმის იძულებით მიყვანის მიზანი მოწმის საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის უზრუნველყოფაა და ის შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ სტატუსით გამოძახებული პირები უარს ამბობენ ნებაყოფლობით გამოცხადებაზე და ამასთან დადგენილია გამოუცხადებლობის არასაპატიო მიზეზი. შესაბამისად, თუ მოწმე უარს არ აცხადებს საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობაზე, არ არსებობს მისი იძულებით მიყვანის კანონით განსაზღვრული მიზანიც და ამის განხორციელების საფუძველიც არ არსებობს. გარდა ამისა, კანონი ჩვენების მიცემის უზრუნველყოფის მიზნით იძულებით მოყვანისთვის ითვალისწინებს ორი პირობის ერთდროულად არსებობას, ხოლო განსახილველ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არათუ ორივე პირობას, მათგან ერთსაც არ აქვს ადგილი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე  თბილისის მერის პოზიცია მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედებაში და 2013 წლის 8 თებერვალს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარი მოვლენების ირგვლივ გამოძიებას მისცეს მისთვის ცნობილ ყველა საკითხზე  ამომწურავი და სრულყოფილი ინფორმაცია ქ. თბილისის მერიაში, არ წარმოადგენს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის დარღვევას." _ ნათქვამია განცხადებაში.




 ახალი ამბები
  • პატრიარქმა მრევლს ნაკურთხი წყლით სახლებისა და ეზოს მორწყვის კურთხევა მისცადღეს ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით  საზეიმო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ტარდება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მრევლს ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული სამების საკათედრო ტაძარში მიულოცა და ნაკურთხი წყლით სახლებისა და ეზოს მორწყვის კურთხევა მისცა. „გილოცავთ ნათლისღებას, ნათლისღების მადლი შეგეწიოთ, დიდი აიაზმის მადლი შეგეწიოთ. დღეს უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყლით თქვენი სახლები, თქვენი ეზო-კარი. მადლი სულისა წმიდისა დაისადგურებს თქვენთან. ეს არის უდიდესი დღესასწაული, როცა განიდევნება ბოროტი სული და მადლი ღვთისა დაისადგურებს ჩვენ შორის. ჩვენთან არს ღმერთი“,_ ბრძანა ... ...
  • უდუმაშვილი:მწვავე და მძიმე გაზაფხული ექნება ხელისუფლებას„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, თუ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები  შედეგს ვერ გამოიღებს, რომ  არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდეს,  აქციები გაგრძელდება და ხელისუფლებას მძიმე გაზაფხული ექნება. „ყველანაირად ცდილობენ, რომ რაღაცნაირად ისეთ ჩიხში შეიყვანონ ეს მოლაპარაკებები, რომ საბოლოოდ ითქვას, არ გამოვიდა ეს მოლაპარაკება და არც ერთი ვარიანტი არ აწყობთ კომპრომისული. ბუნებრივია, თუ ამ მოლაპარაკებამ შედეგი ვერ გამოიღო და ვერ მივედით იქამდე, რომ გადავდგათ წინ ნაბიჯი პროპორციული არჩევნებისკენ, ბუნებრივია, გაგრძელდება აქციები კიდევ უფრო მწვავედ. ძალიან მწვავე და მძიმე გაზაფხული ექნება ხელისუფლებას. უკან დასახევი გზა ნამდვილად არ დაგვიტოვეს“,- განაცხადა უდუმაშვილმა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ასევე აღნიშნა, რა სისტემითაც არ უნდა ჩატარდეს არჩცევნები ხელისუფლება მაინც დამარცხდება. უდუმაშვილის განცხადებით, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრის დაგეგმვა დამოკიდებულია ისევ და ისევ უცხოელ პარტნიორებზე, რომელთა ორგანიზებითაც, რამდენიმე შეხვედრა უკვე ... ...
  • წარსულში ნასამართლევ პირს უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა აღმოუჩინესშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ბ. დააკავეს. მას ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარება. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი, მჭიდი, 2 მაყუჩი და 6 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. ... ...
  • ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქუთაისი-სამტრედიის დამაკავშირებელ გზაზე. სოფელ ბაშის მონაკვეთზე ავტომობილი გზის გამყოფ ჯებირს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. როგორც tv25 იუწყება, შუახევის მერიის პრესცენტრში ამბობენ, რომ გარდაცვლილები ერთმანეთის ბიძაშვილები იყვნენ. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს. ... ...
  • ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით გორში ერთი პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1975 წელს დაბადებული მ.შ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, მ.შ.-ს პირადი ჩხრეკისას, „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 200 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას ... ...

არქივი

ზაფრანი

იუმორი და ასტროლოგია

ვერძი - მუშაობს პრობლემური სესხების...

ცოცხის „მაგიური“ ძალა

ბევრ ქვეყანაში არსებობს გარკვეული "ცრურწმენები",...

"წიწაკიანი" ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მორიელი _ ქალი მორიელის გამოხედვა ხერხს...

არსებობს თუ არა ერთი ნახვით სიყვარული

ოდესმე თქვენს ცხოვრებაში მომხდარა ისე,...

ყავის მომზადების რეცეპტები მსოფლიოში

ვიეტნამი - ყავის მომზადების დროს...

როგორ შევინარჩუნოთ მამაკაცი

არასდროს უყვიროთ მას - ის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...