ინფრასტრუქტურის სამინისტრო სოფლის განვითარების პროგრამას მკაცრად გააკონტროლებს

პოლიტიკა

ინფრასტრუქტურის სამინისტრო სოფლის განვითარების პროგრამას მკაცრად გააკონტროლებს

16 თებ. 2013, 15:08:23

_ როგორც კი მოვა ჩვენგან შესაბამისი ინსტრუქცია, მაშინვე უნდა დაიგეგმოს შეხვედრები. ადრე, ეს უფრო მეტად რწმუნებულების ორგანიზებული, იყო, ზოგან ტარდებოდა, ზოგან კიდევ რა ხდებოდა, არ ვიცი. ეს ასე აღარ მოხდება. მოსახლეობამ უნდა გამოავლინოს ის პრიორიტეტი, რაც  მათ უნდათ. _ განუცხადა გურიის სამივე მუნიციპალიტეტის პირველ პირებს მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, აუცილებლად უნდა შედგეს კრების ოქმი, სადაც დაფიქსირებული იქნება, რომ იქ  ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღო მონაწილეობა და განისაზღვრა კონკრეტული პროექტის განხორციელება.

თენგიზ შერგელაშვილი: _ სოფლის განვითარების პროექტის პროცესს ჩვენ ძალიან სერიოზულ მონიტორინგს გავუწევთ. წინა წლებში, ძალიან ხშირად იყო ფორმალური ხასიათის.  ხშირად, ეს პროირიტეტები მუნიციპალიტეტების გადაწყვეტილებით ირჩეოდა. ჩვენ გვაინტერესებს კონკრეტული ადამიანების აზრი ამასთან დაკავშირებით.

_ რაც შეეხება ადგილობრივი მთავრობის ჩართულობას ამ საქმიანობაში, რა დოზით იქნება მათი როლი განსაზღვრული?

_ ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობა აქ უნდა იყოს მხოლოდ საორგანიზაციო, რათა მოქალაქეები გააფრთხილონ როდის და სად ტარდება კრება.

_ ბატონო თენგიზ, წინა წლების მონიტორინგი თუ ტარდება, როგორ ხორციელდებოდა ეს პროექტები? სამინისტროს აუდიტის სამსახური ხომ არ დაიწყებს მონიტორინგს?

_ ახლა, ამისთვის არც დრო და არც რესურსი გვაქვს. თუ ცალკეული შემთხვევები იქნება, აუცილებლად მოხდება საქმის შესწავლა, 3500 სოფელია და ყველას მონიტორინგს ვერ დაიწყებ.

_ არის თუ არა თქვენთვის ცნობილი, რომ ოზურგეთის პროკურატურაში სოფლის განვითარების პროექტების არამიზნობრივ ხარჯვებთან დაკავშირებით საჩივარი შეიტანეს?

_ ინფორმირებულები ვართ. თუ პროკურატურაში შევიდა საქმე, ე.ი. მონიტორინგზე უფრო მეტ გამოძიებას ჩაუტარებენ და ჩვენ აღარ ვარ საჭირო.

_ კონტროლის რა ზომებს მიმართავთ, რომ მსგავსი დარღვევები აღარ განხორციელდეს?

_ იცით რა, ადრე იყო ბევრი რამ არაფორმალური. ახლანდელმა მთავრობამ კი დეტალებში გაწერა, ვის რა როლის აქვს:  ჩვენს სამინისტროს, გამგებელს, რწმუნებულებს და ასე შემდეგ. ეტაპები, ფუნქციები და პროცედურები დეტალურად გაიწერა და ამით მოხდება საქმის გაკეთება.

სტატია მომზადებულია ფონდის "ღია საზოგადოება _ საქართველოს" მიერ დაფინანსებული პროექტის _ "დათვალე საკუთარი ფული!", ფარგლებში და მასში გამოთქმული მოსაზრება არ გამოხატავს ფონდის პოზიციას.




 ახალი ამბები
  • ფოთში, მდინარე რიონში 19 წლის გოგოს მესამე დღეა, უშედეგოდ ეძებენფოთში, მდინარე რიონში, 19 წლის გოგოს სამძებრო ღონისძიებები მესამე დღეა, უშედეგოდ გრძედება. როგორც "გურია ნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია 46 მეხანძრე-მაშველი, 4 მყვინთავი,  ასევე, 4 ნავი, ერთი ექოლოტი, რომელიც ახდენს ფსკერის სკანირებას და დრონი. შეგახსენებთ, სუიციდის ფაქტი 3 აგვისტოს მოხდა. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...
  • როდის განახლდება სასწავლო პროცესიგანათლების მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სწავლა სკოლებსა და უნივერსიტეტებში სექტემბრიდან ჩვეულ რეჟიმში განახლდება. „დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სკოლებში საკლასო ოთახებში სწავლა დაიწყება 15 სექტემნბერს,  ასევე უნივერსიტეტებში- აუდიტორიებში. მზად ვართ ყველა სცენარისთვის. საგანმანათლებლო სისტემა მოერგება იმ ეპიდსიტუაციას, რომელიც იმ დროს იქნება“,_ განაცხადა ... ...
  • თბილისში ტრანსგენდერი ქალების ცემის ფაქტზე 1 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ე.ჩ. დააკავეს. მას ბრალად ედება ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობა. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 2 ტრანსგენდერ ქალს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ე.ჩ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში, ბრალდებულის სახით დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ... ...
  • საზარელი ავარია ანაკლია-განმუხურის გზაზე - არიან გარდაცვლილებიცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ანაკლია-განმუხურის გზაზე. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზიდან გადავიდა და ხეს შეასკდა. როგორც „გურია ნიუსს“ ერთ-ერთმა თვითმიხლველმა განუცხადა,  გარდაცვლილია სამი ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასრაფო დახმარების ბრიგადები. "გურია ნიუსი" დეტალების გარკვევას ამ წუთებში, შსს-ში ... ...
  • ოხანაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა" და მათი სატელიტები ცდილობენ ბაჩალიაშვილის ოჯახის ტრაგედიით მანიპულირებას"„ნაციონალური მოძრაობა", მისი სატელიტი პარტიები და პარტიული ტელევიზიები უმძიმეს „მორალურ" ქმედებებს სჩადიან   და საზოგადოების თვალში ცდილობენ, რომ საზოგადოებას რაიმე შინაარსობრივ დღის წესრიგზე კი არ ესაუბრონ არამედ,  ოჯახის ტრაგედიით მანიპულირებაზე  ესაუბრონ",_ამის შესახებ განცხადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გააკეთა. ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ მათი ქცევა ახალი არ არის. "ეს ჩვენთვის არახალია. ეს არის დღის წესრიგი, რაც ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ამ გაკოტრებულ ჯგუფებს არაფერი აქვთ საზოგადოებასთან სალაპარაკო. ისინი იყენებენ   ოჯახის ტრაგედიებს, ახდენენ მანიპულაციას, ახდენენ ფაქტების დამახინჯებას და ამით, „ნაციონალური მოძრაობა" და მათი სატელიტები ცდილობენ საკუთარი პარტიული ტელევიზიებით საზოგადოების თვალში კითხვის ნიშნები დასვან გამოძიებასთან მიმართებაში", - განაცხადა  ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...