თავდაცვის სამინისტროს პასუხი ყოფილი სამხედრო პოლიციელების ღია წერილზე

პოლიტიკა

თავდაცვის სამინისტროს პასუხი ყოფილი სამხედრო პოლიციელების ღია წერილზე

2013 თებ 18 16:23:33

"13 თებერვალს LivePress.ge-ზე გამოქვეყნდა ყოფილ სამხედრო პოლიციელთა ღია წერილი, რომელშიც ავტორები თავდაცვის მინისტრს აცნობებდნენ, რომ სამხედრო პოლიციის ახალმა ხელმძღვანელობამ ერთი ხელის მოსმით, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გაათავისუფლა რამდენიმე ასეული თანამშრომელი, რომ ხელმძღვანელები არაპროფესიონალები, უუნაროები და დამნაშავეები არიან და რომ ყველაფერ ამის გამო სამხედრო პოლიციის იმიჯი ილახება.

გასული წლის დეკემბერში, თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარე სტრუქტურული და საშტატო რეორგანიზაციის შედეგად 1159 თანამშრომელი კადრების განკარგულებაში იქნა გადაყვანილი. დღეის მდგომარეობით, მათგან 568, თითოეულის წარსული საქმიანობის, გამოცდილების და პროფესიონალიზმის შესწავლის შემდეგ, კვლავ დაინიშნა სხვადასხვა თანამდებობებზე სამხედრო პოლიციაში. 226 სპეცდანიშნულების რაზმის სამხედრო მოსამსახურე თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ძალების დაქვემდებარებაში გადავიდა.

3 პირს პროკურატურამ ბრალი წაუყენა და ისინი გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან.
ყველა სხვა თანამშრომელი (362 პირი) კვლავ რჩება კადრების განყოფილებაში. სამხედრო პოლიციაში ახლაც მიმდინარეობს მათი კვალიფიკაციისა და გამოცდილების შეფასება.
სამსახურს ვერ შეინარჩუნებენ მხოლოდ ის პირები, რომლებსაც, ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, სისხლის სამართლის დანაშაული (რამდენიმე ასეთ პირზე გამოძიება დაწყებულია) ან სხვა სახის მნიშვნელოვანი დარღვევა (მათ შორის, შინაგანაწესის ხშირი დარღვევა, პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობაში – მოსმენებში, მომიტინგეთა და აქტივისტთა დარბევაში და ა.შ. – მონაწილეობა, სამხედრო პოლიციაში მუშაობის დროს დიდი რაოდენობით თანხის გაფლანგვა) აქვთ ჩადენილი; ასევე ის პირები, რომლებსაც არა აქვთ საკმარისი გამოცდილება და კვალიფიკაცია და თანამდებობებზე ნათესაური კავშირების შედეგად ან სხვა სუბიექტური ნიშნით იყვნენ დანიშნულები. ამის დასადგენად სამხედრო პოლიციის ხელმძღვანელობა თითოეულ თანამშრომელს სთხოვს, აღწერონ მათ მიერ გასულ წელს შესრულებული სამუშაო.

სამხედრო პოლიციაში მიმდინარე ეს პროცესები სწორედ იმ მიზანს ემსახურება, რომ პოლიციაში მდგომარეობა გამოსწორდეს და მან შეძლოს თავისი უმთავრესი ფუნქციის ეფექტიანად შესრულება – საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამართლიანობისა და წესრიგის დამყარება. სამწუხაროდ, წინა წლებში სამხედრო პოლიციას მართლაც შეელახა იმიჯი სწორედ იმის გამო, რომ მისი თანამშრომლების ნაწილი დანაშაულებრივ ქმედებებში იყო ჩართული. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ არაერთი ასეთი ფაქტი გამოაშკარავდა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, 568 ძველი თანამშრომელი აღდგენილია სამსახურში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სამხედრო პოლიციელებს მხოლოდ წინა ხელისუფლების დროს მსახურების გამო არ ათავისუფლებენ.

არასწორია წერილში მოტანილი ინფორმაცია პოლიციის ხელმძღვანელის მოადგილის, სერგო ჩაჩიბაიას ნასამართლეობის შესახებაც. ბატონ ჩაჩიბაიას ნასამართლეობა არა აქვს, რისი გადამოწმებაც მარტივად შეიძლება როგორც სასამართლოში, ისე სამართალდამცავ სტრუქტურებში.

რაც შეეხება სხვა ხელმძღვანელი პირების უუნარობას, არაპროფესიონალიზმს, მექრთამეობას, თუ სხვა დანაშაულებრივ ქმედებებს, ასევე, ჯარისკაცის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებას და სამხედრო პოლიციის მიერ ამ ფაქტის გასაიდუმლოებას (რაზეც ღია წერილშია საუბარი), გთხოვთ, მოგვაწოდოთ უფრო კონკრეტული ინფორმაცია, რათა შევძლოთ საკითხის შესწავლა და დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში, მასზე სათანადოდ რეაგირება. როგორც სამხედრო პოლიციელები, დაგვეთანხმებით, რომ ზოგადი განცხადებები და შეფასებები ამის შესაძლებლობას არ იძლევა.

კვლავ აღვნიშნავთ, რომ ჩვენი მიზანი თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებში სამართლიანობის, პროფესიონალიზმის, გამჭვირვალობისა და პასუხისმგებლობის დამკვიდრებაა. მზად ვართ, სიღრმისეულად შევისწავლოთ ნებისმიერი ფაქტი, რაც ამ პრინციპებთან წინააღმდეგობაში მოდის. შესაბამისად, მოგმართავთ თხოვნით, უშუალოდ სამინისტროს ხელმძღვანელობას მოგვაწოდოთ ინფორმაცია კონკრეტული პირების მიერ ან მათ მიმართ განხორციელებული კონკრეტული უკანონო ქმედებების შესახებ (რადგანაც ფიქრობთ, რომ თქვენი ვინაობის განსაჯაროებას სამხედრო პოლიციის ხელმძღვანელობის მხრიდან გართულებები მოჰყვება). მივესალმებით ამ პროცესში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ჩართვასაც და მოხარულები ვიქნებით, თუ მეტი გამჭვირვალობისა და ობიექტურობისთვის, სიმართლის დადგენაში სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციები და სასამართლოებიც ჩაერთვებიან." _ ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს საპასუხო წერილში.




 ახალი ამბები
  • წალენჯიხაში ავტომობილი ამობრუნდა - არიან დაშავებულებიხუთი ადამიანი დაშავდა წალენჯიხაში, სოფელ ლიაში,რამდენიმე საათის  წინ  მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი  გზიდან   გადავადიდა  და ამობრუნდა. დაშავებულები ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილები. ავარიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე  მუხლით ... ...
  • ჩოხატაურის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობსამ წუთებში, ჩოხატაურში ცენტრალური ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები  მიმდინარეობს. აღნიშნული ღონისძიება კორონავირუსის პრევენციის მიზნით ტარდება. როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურმა განუცხადა, სპეციალური ხსნარით მუშავდება და წყლის ჭავლით ირეხება ცენტრალური ქუჩები, ცენტრალური მოედანი, მაღაზიების და საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიები, ასევე საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორია. ქუჩების სადეზინფექიო სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის დანაყოფები და ჩოხატაურის მერიის დასუფთავების სამსახური. ადგილზე იმყოფება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, მოადგილეებთან, თამაზ ჯინჭარაძესთან და მინდია ჟღერიასთან ერთად. "გურია ნიუსის" შეკითხვაზე აღნიშნული ღონისძიება ერთჯერადია თუ უახლოეს დღეებში ისევ განმეორდება, მერიაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიხედვით ... ...
  • რატომ არ მივიდა პრეზიდენტი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან1989 წლის 9 აპრილიდან 31 წელი გავიდა. ჩვეულებრივი მოქალაქეებისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. თუმცა, საქართველოს პრეზიდენტი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან არ გამოჩენილა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის გვერდზე გავრცელებულ მიმართვაში წერია, ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ დღევანდელი დღის მნიშვნელობის გააზრება სახლშიც შეიძლება. „დღეს 9 აპრილია. ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული და ამავდროულად, უდიდესი გამარჯვების დღეა, რომელიც არ შეიძლება ერთად არ გავისხენოთ! ამავე დროს, დღეს 9 აპრილი სულ სხვა ვითარებაში გაგვითენდა - საგანგებო მდგომარეობის, შინ დარჩენისა და კარანტინის ვითარებაში და მთელი საზოგადოება 9 აპრილს სხვა განწყობით ხვდება. ბევრი ვერ მივიდა დღეს 9 აპრილის მემორიალთან, მე არ მივსულვარ მემორიალთან, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ მივიდოდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ დღეს ჩვენ ნაკლებად განვიცდით. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვახსოვს იმ გმირების თავდადება! ეს არ ნიშნავს, რომ რამენაირად დაკნინდა 9 აპრილის დღესასწაული და ტრაგიზმი! ეს ყველაფერი ჩვენთანაა და შეიძლება კიდეც სახლში უფრო გავიაზროთ - რას ნიშნავს ეს დღე ჩვენი დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოსთვის, რამდენად მძიმე, მაგრამ ამავდროულად, სიმბოლური დღეა დღეს”,_ წერია პრეზიდენტის ... ...
  • დაესწრება თუ არა სააღდგომო ლიტურგიას პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართვაში განაცხადა, რომ წელს აღდგომის დღესასწაულზე ტაძარში ვერ მივა, რადგან საზოგადოებას დაუმორჩილებლობის მაგალითს ვერ მისცემს. „სამ დღეში არის ბზობა, ათ დღეში კი – აღდგომა. მე არ მახსოვს ჩემი ცხოვრების არც ერთი წელი, როცა არ მივსულვარ ეკლესიაში აღდგომის წირვაზე ან თუნდაც ვნების კვირეულის რომელიმე ლიტურგიაზე. ეს იყო ჩვენს ოჯახში დიდი ტრადიცია, ეს იყო ჩვენი რწმენის გამოხატულება, თუმცა სხვა ვითარებაა ამ წელს და ამ წელს ვერ მივალ მე ეკლესიაში, ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, რამეთუ ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია, დაარღვიოს ის, რაც არის კანონი და წესი. ქვეყნის პრეზიდენტი უნდა იყოს სამაგალითო ამ კუთხით და ვერ მისცემს საზოგადოებას დაუმორჩილებლობის რამე მაგალითს. ჩვენ, დარწმუნებული ვარ ამაში, ყველანი ერთად ვილოცებთ, ეკლესიაში მყოფი სასულიერო პირები ჩვენთვის ილოცებენ და ეს იქნება ასევე ჩვენი რწმენის დიდი გამარჯვება, ეს ერთიანობა, რომელიც არის ჩვენი მთავარი იარაღი დღეს ამ დიდ ბრძოლაში, რომელშიც ვართ ჩართული“, – განაცხადა სალომე ... ...
  • ევროკავშირის ელჩი: საქართველოზე შეყვარებული ვარ„საქართველოზე შეყვარებული ვარ და კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ ეს საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ახლა ვიმყოფებოდე“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. ევროკავშირის ელჩმა კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოსთვის გამოყოფილ დახმარებაზე ისაუბრა მისი  თქმით, ადრეული და გაბედული ქმედებებით საქართველომ ძალიან კარგი პოზიცია დაიკავა. „იმედი გვაქვს, რომ გადავშალეთ ახალი გვერდი შემთხვევების კლების კუთხით, თუმცა ბრძოლა კვლავ მიმდინარეობს. საქართველოს რამდენიმე პროგრამით გათვალისწინებული ათეულობით მილიონი ევროთი ვეხმარებით, რაც ამ კრიზისულ პერიოდში მთლიანობაში დაახლოებით 250 მილიონიან დახმარების პაკეტს ქმნის. ჩვენ ეს თანხები გვინდა მივმართოთ ჯანდაცვის მწვავე საჭიროებებისკენ, ჩვენ ვიმუშავებთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, რათა შევიძინოთ აღჭურვილობა, ჩავატაროთ ტრეინინგი. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ დავეხმარებით ყველაზე უფრო მოწყვლად ჯგუფებს და გამოვყოფთ უფრო მეტ თანხებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ქვეყნის მასშტაბით, რათა მივცეთ საშუალება განახორციელონ ეს მნიშვნელოვანი სამუშაო. ასევე გამოკვეთილი ნაწილი გახლავთ მხარდაჭერა, რომელიც გვსურს აღმოვუჩინოთ საქართველოს ეკონომიკის საყრდენს, ესაა მცირე და საშუალო ზომის საწარმოები, რომელთა დახმარებაც გვინდა იაფფასიანი კრედიტების მიწოდებით, რათა აღიდგინონ საქმიანობა“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა „რუსთავი 2-ის“- ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...