რატომ გახდა "მიუღებელი" პოსტი გამგებლის მოადგილეობა "ქართული ოცნების" ლიდერებისთვის?


პოლიტიკა

რატომ გახდა "მიუღებელი" პოსტი გამგებლის მოადგილეობა "ქართული ოცნების" ლიდერებისთვის?

18 თებ. 2013, 21:11:10

ოზურგეთში პირველ საკადრო ცვლილებას ახალი გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა მოჰყვა და ეს ადგილი "ქართული ოცნების“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა კოტე შარაშენიძემ დაიკავა.  მის მოადგილედ კი ასევე კოალიციის ახალგაზრდა სახე გიორგი ღურჯუმელიძე დაინიშნა. რაც შეეხება სხვა პარტიის ლიდერებს, ამ ეტაპზე მათი დასაქმების საკითხი დღის წესრიგში დგას, მაგრამ მათი დანიშვნა არ მომხდარა.

_ აგერ ტიფო მიქატაძეს ("რესპუბლიკული პარტიის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე. ავტ) შევთავაზე, მოდი, აგერ, მოადგილედ სოფლის მეურნეობის დარგში-თქო და უარი მითხრა. შოთა გოგიბერიძეს ("ეროვნული ფორუმის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე. ავტ) ვუთხარი _ უარი მითხრა და ასე არაა, რა! ეს სკამი ერთია და ქი დავჯექი ამ სკამზე ჩემი შრომით და ჩემი ხედვით..._ ეს სიტყვები კოტე შარაშენიძეს ეკუთვნის "გურია ნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

ტიფო მიქატაძე ამბობს, რომ კოტე შარაშენიძის განცხადება, თითქოს  მოადგილეობა შესთავაზა  სოფლის მეურნეობის დარგში, არ არის მართალი და ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა.

_ მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის თანამდებობა, სოფლის მეურნეობის დარგში, დაუშვეს 3 წლის წინ, როდესაც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კონკურსით შეარჩია და მოამზადა აგრარული განათლების სპეციალისტები. მუნიციპალიტეტებს კი დაევალათ მათი გამგებლის დამატებით მესამე მოადგილეებად დანიშვნა და დაფინანსება. შეგახსენებთ, რომ ამ პერიოდში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ფუნქციონირებდა სოფლის მეურნეობის განვითარე ბის სამსახური და ა(ა)ი.პ სოფლის მეურნეობის განვითარებისა და დასაქმების ხელშემწყობი ცენტრი.

2013 წლიდან, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ყველა მუნიციპალიტეტში ქმნის და აფინანსებს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებს, რომელთაც ძირითადად დაეკისრება სოფლის მეურნეობის განვითარების კოორდინაცია ცალკეული მუნიციპალიტეტის ფარგლებში. ისევ განაგრძნობს ფუნქციონირებას ზემოთ ხსენებული ა. (ა).ი.ა.  ყოველივე ამის შემდეგ, რამდენად მიზანშეწონილი იქნება, ცალკე ამ მიმართულების გამგებლის მოადგილის თანამდებობის შენარჩუნება და დაფინანსება, ეს გასარკევია. გამგებლის მოსაზრება ამასთან დაკავშირებით, ჩემთვის უცნობია.

"გურია ნიუსის" საგაზეთო ინტერვიუდან მე ასე გავიგე, თითქოს,  იმიტომ მითქვამს უარი გამგებლის მოადგილის თანამდებობაზე, რომ თურმე გამგებლობა მსურდა.  ანუ, თითქოს, მე  სკამს ვეცილებოდი. ეს მტკნარი სიცრუეა. როცა მითხრეს, დავუჭერდი თუ არა მხარს კოტე შარაშენიძის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე წარდგენას, ვუპასუხე, რომ მას ამის უფლება   ჰქონდა, წინააღმდეგი არ ვყოფილვარ." - განაცხადა "გურია ნიუსთან" საუბრის დროს ტიფო მიქატაძემ.

რაც შეეხება შოთა გოგიბერიძეს, მან კოტე შარაშენიძისგან შემოთავაზება მიიღო, მაგრამ მოადგილეობაზე უარი თქვა:

_ შემოთავაზება იყო ნამდვილად, გამგებლის მოადგილეობასთან დაკავშირებით და ვთქვი უარი. _ აცხადებს ის "გურია ნიუსთან."

_ რა იყო ამის მიზეზი?

_  აქ რამდენიმე მომენტია, პირველი _ "გურია ნიუსის" მკითხველმა იცის იმის შესახებ, რომ მე გახლდით პარტიული სიით საპარლამენტო არჩევნების დროს კოალიცია "ქართული ოცნების" სიაში და მცირედი როტაციაა საკმარისი იმისთვის, რომ სულაც არ არის გამორიცხული, პარლამენტის წევრი გავხდე, რაც მნიშვნელოვანია ჩემთვის და ჩემი პოლიტიკური გუნდისთვის.  მთელი ჩემი ყმაწვილკაცობა და ახალგაზრდობა თვითმმართველობების ორგანოებში სხვადასხვა თანამდებობაზე ვიმუშავე და ჩათვალა ჩემმა პოლიტიკურმა გუნდმა, რომ ეს ეტაპი ჩემთვის გავლილია და ჩემი შესაძლებლობების გამოყენება სხვა მიმართულებით უნდა მოხდეს.

_ მაგალითად, გურიის გუბერნატორობა?

_ კოალიციიდან ჩემი ლიდერები და მეც ველოდები ღირსეულ შემოთავაზებას ჩემი შესაძლებლობების ოპტიმალურად გამოყენების და საზოგადოების სამსახურში ჩაყენების მიზნით. სამხარეო ადმინისტრაციის თემაზე საუბარი ნაადრევად მეჩვენება იმიტომ, რომ სანამ კანონში არ შევა ცვლილება და სანამდე პრემიერ-მინისტრი ვერ მიიღებს უფლებამოსილებას, მან ჩამოაყალიბოს სამხარეო ადმინისტრაციები, მანამდე ეს თემა არც დგას დღის წესრიგში.




 ახალი ამბები
  • გარდაიცვალა ოზურგეთის საპატიო მოქალაქე არსენ კეჭაყმაძემეცნიერებათა დოქტორი, ოზურგეთის საპატიო მოქალაქე არსენ კეჭაყმაძე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. არსენ კეჭაყმაძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ზვიად კვაჭანტირაძე ავრცელებს. “არსენ კეჭაყმაძე აღარ გვყავს.... გამორჩეულად მაგარი კაცი. მეცნიერებათა დოქტორი. წლების განმავლობაში, საბჭოთა პერიოდში არსებული ანასეულის საკავშირო ჩაის მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი... ყველა მისი ტიტული და რეგალია, რაც გრძელი და საინტერესო ცხოვრების გზაზე მიუღია დაუღალავი შრომის საფასურად ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, ჩვენს ხსოვნაში ბატონი არსენი, უპირველესად დარჩება, როგორც ოზურგეთის ერთერთი ყველაზე ელვარე კოლორიტი და უსაყვარლესი, უნიჭიერესი კაცი, ჩვენი საყვარელი ოზურგეთის დიდი მოამაგე, საუცხოო იუმორის გრძნობით დაჯილდოებული ადამიანი. ძალიან მიყვარდა ბატონი არსენი და არა მხოლოდ, როგორც ჩემი მეგობრის მამა. მასთან ურთიერთობა მქონდა დამოუკიდებლადაც და ყოველთვის მიხაროდა ჩვენი შეხვედრა“, _ წერს ფეისბუქზე ზვიად ... ...
  • ლომჯარია - ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან მიმართებით ვაქცინაციის გეგმასთან შენიშვნები არ გვაქვსჩვენ შევაფასეთ, რამდენად შეესაბამებოდა ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაში მოცემული პრიორიტეტული მიმართულებები თუ კატეგორიები საერთაშორისო სტანდარტებს და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან მიმართებით გეგმასთან შენიშვნები არ გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პრემიერ-მინისტრთან კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის წევრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ომბუდსმენის ინფორმაციით, სახალხო დამცველი უშუალოდ იყო ჩართული ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შემუშავების პროცესში. „ჩვენ შევაფასეთ, რამდენად შეესაბამებოდა გეგმაში მოცემული პრიორიტეტული მიმართულებები თუ კატეგორიები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაერო-ს ორგანიზაციების მიერ აღიარებულ პრიორიტეტულ ჯგუფებს და გათვალისწინებული იყო თუ არა ის პრინციპები, რაც საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული უნდა იყოს ვაქცინაციის დაწყების დროს. ეს ეხება თანაბარ ხელმისაწვდომობას, პრიორიტეტულობას, უსაფრთხოებას, მოსახლეობის ინფორმირებულობას და ა.შ. ჩვენ ამ ეტაპზე გეგმასთან დაკავშირებით შენიშვნები არ გვაქვს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან მიმართებით, თუმცა დავაკვირდებით უშუალოდ ვაქცინაციის პროცესსაც, რამდენად წარიმართება ის გეგმის შესაბამისად და მაქსიმალურად ვეცდებით, საზოგადოებას მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია ყველა იმ საკითხზე, რაც ეხება ვაქცინების უსაფრთხოებას და მთელ ამ პროცესს“, – აღნიშნა ... ...
  • პროტესტი ქესალოში: ვის უნდა გადაუხადონ გლეხებმა მიწის იჯარა _ მღვდელს თუ სახელმწიფოსრამდენიმე დღეა დღეა სოფელ მეორე ქესალოში ადგილობრივი გლეხების უკმაყოფილება ისმის. ისინი ორგანიზებულები არიან და სახელმწიფოსგან მათი სოფლის შემოგარენში მდებარე სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთით შეუფერხებელი სარგებლობის პირობების შექმნას ითხოვენ.   „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ადგილობრივებს სასულიერო პირი, მამა არსენი უცხადებს, რომ მიწა მისია და გადასახადიც მას უნდა გადაუხადონ. “ადგილობრივების თქმით, ისინი უკვე მეორე წელია იხდიან დაახლოებით 12 ჰა მიწაზე ქონების გადასახადს, თუმცა მათ მიწით სარგებლობის უფლება არ ეძლევათ, ადგილობრივი სასულიერო პირის ჩარევის გამო. კერძოდ, როგორც ადგილობრივები ჩვენთან აცხადებენ, მათ მამა არსენი  უცხადებს, რომ ეს მიწები მის საკუთრებაშია და მიწის სარგებლობის ღირებულებაც სწორედ მას უნდა გადაუხადონ. აღსანიშნავია, რომ სადავო მიწის ნაკვეთი, ისევე როგორც მეზობელი მიწის ნაკვეთები ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა აღრიცხული და სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს. გლეხები გვიზიარებენ, რომ ბოლო 4-5 წლის განმავლობაში ისინი ამ მღვდელს მიწის სარგებლობის ღირებულებას ისედაც უხდიდნენ. ორი წლის წინ მათ ამ მანკიერი პრაქტიკის შეწყვეტა და სახელმწიფოსთან მიწის სარგებლობის ლეგალური პროცესი წამოწყება მოინდომეს. თუმცა, მათი თქმით, ადგილობრივი მღვდლის გავლენების გამო, წინა  წელს მათ მიწის დამუშავება ვერ მოახერხეს. წელს ისინი უკან დახევას აღარ აპირებენ. სიტუაცია ადგილზე რამდენიმე დღის წინ გამწვავდა, მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა გლეხებმა მიწის დამუშავება ტრაქტორით დაიწყეს და სასულიერო პირებმა მათ სამუშაოების შეჩერება მოსთხოვა. უკმაყოფილო გლეხებს კი მიუთითა, რომ მათი მიწები არა აქ, არამედ საზღვრის იქით არის (მიუთითა აზერბაიჯანზე). გლეხები ამ განცხადებამ კიდევ უფრო გააღიზიანა. ისინი უთითებენ, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან და მათი სამშობლოც ეს არის. გლეხების თქმით, მათი წინაპრები ამ მიწებს ტრადიციულად იყენებდნენ სოფლის მეურნეობისთვის.  გლეხების თქმით, ეს სასულიერო პირი პრეტენზიას მეზობელ მიწის ნაკვეთებზეც აცხადებს. ადგილზე უკვე მეორე დღეა მობილიზებულია  პოლიცია. ადგილზე იმყოფება მარნეულის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებიც, რომელიც საქმეს სწავლობენ. ამ დრომდე ადგილობრივებთან შესახვედრად არ გამოჩენილან სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირები. სოფელი მეორე ქესალო მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და აქ 500-მდე ოჯახი ცხოვრობს. ადგილობივი მოსახლეობა სოფლის მეურნეობაშია ჩართული და სწორედ ამ გზით მიღებული პროდუქტები და მათი ვაჭრობით მიღებული შემოსავალი არის მათი საარსებო წყარო. საკარმიდამო მიწები კი მათ მეურნეობის ორგანიზების შესაძლებლობას არ აძლევს. ზემოხსენებულ მიწის ნაკვეთს ადგილობრივი გლეხები კოლექტიურად და თანაბრად ამუშავებენ. სოფელ მეორე ქესალოში არსებული პრობლემა კიდევ ერთხელ აჩვენებს მიწის რეფორმის დაუსრულებელ და უსამართლო პროცესს, რომელიც სხვადასხვა რეგიონში ადგილობრივ გლეხებს ხშირად მიწის, როგორც ბაზისური ბუნებრივი რესურსის გარეშე ტოვებს. ადგილობრივ გლეხებს სოფელ მეორე ქესალოშიც არ აქვთ (საერთო) საკუთრებაში რეგისტრირებული ადგილობრივი სასოფლო სამეურნეო მიწები და სამწუხაროდ, არც მათი სარგებლობის პროცესია სამართლებრივად მოწესრიგებული სახელმწიფოს მიერ. ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით EMC მოუწოდებს სახელმწიფოს: გაითვალისწინოს გლეხების სოციალური ინტერესი და მათი უფლება მიწაზე, როგორც ბაზისურ ბუნებრივ რესურსზე და დააკმაყოფილოს მათი ინტერესი ადგილობრივი სასოფლო სამეურნეო მიწებით სარგებლობაზე და სამართლებრივად მოაწესრიგოს ეს პროცესი; სიტუაციის განმუხტვის მიზნით უზრუნველყოს პოლიტიკური თანამდებობის პირების ჩართვა ამ პროცესში და ადგილობრივებთან მოლაპარაკებების დაწყება, რათა  მათ მოისმინონ და გადაჭრან ადგილობრივი გლეხების საჭიროებები და წუხილები. ამასთან, არსებითად მნიშვნელოვანია, შექმნილ პროცესს არ მიეცეს რელიგიური დატვირთვა და შექმნილი განწყობების განსამუხტად სახელმწიფომ ადგილობრივებთან ადამიანის უფლებებზე და სოციალურ სამართლიანობაზე დაფუძნებული რიტორიკა გამოიყენონ”. ფოტოები: ... ...
  • მეხანძრე-მაშველებმა რუსთავში, ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან ბავშვები გამოიყვანესრუსთავში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ რუსთავში, მე-7 მიკრო რაიონში ერთ-ერთ საცხოვრებლ კორპუსში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.შეტყობინებაზე რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. ადგილზე მისული სახანძრო-სამაშველო ჯგუფების გადმოცემით, იწვოდა საცხოვრებელი ნივთები დაახლოებით 10 კვ/მ ფართობზე. მეხანძრე-მაშველებმა ძლიერი დაკვამლიანების გამო, უსაფრთხოების მიზნით, მეზობელი ბინიდან გამოიყვანეს ქალი და მისი მცირეწლოვანი შვილი. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა 3 სახანძრო-სამაშველო ... ...
  • თიბისის სტუდენტური პროგრამის - „თიბისი კემპის" გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია (R)თიბისისა და თიბისი კაპიტალის სტუდენტური პროგრამის - „თიბისი კემპის" მეორე ნაკადის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია. პირველი ადგილი - კავკასიის უნივერსიტეტის, ბიზნესსკოლის სტუდენტებმა - სანდრო ჭანტურიძემ, ნინა სანდლერმა და რატი კალანდარიშვილმა, მეორე ადგილი კი, - თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებმა - საბა ამირიძემ, გიორგი კვენეტაძემ და ვახტანგ ღლონტმა დაიკავეს. ჟიურის რჩეულ აღნიშნულ 2 გუნდს სპეციალური ჯილდო - თიბისის აქციები გადაეცა. თიბისისთვის მნიშვნელოვანია, პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდებში საინვესტიციო საბანკო საქმის ცნობადობა გაზარდოს და აღნიშნული მიმართულებით ახალი თაობის განათლებას შეუწყოს ხელი. „თიბისი კემპი", მთელი საქართველოს მასშტაბით, 12 უნივერსიტეტის ფინანსების ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტების სასწავლო პროგრამაში იყო ინტეგრირებული და მსურველების მასში ჩართვა ნებაყოფლობით შეეძლოთ. სტუდენტებმა, სემესტრის განმავლობაში, პროგრამის სხვადასხვა ეტაპი გაიარეს: პირველ ეტაპზე თიბისი კაპიტალის საჯარო ლექციებს ესწრებოდნენ. შემდეგ, ერთად განიხილეს ბიზნეს-ქეისები, რომლებიც მათ დავალებასთან იყო კავშირში. ბოლო ეტაპზე კი, ჟიურის წინაშე, რომელიც თიბისი კაპიტალის მენეჯმენტისგან შედგებოდა, საბოლოო საინვესტიციო პროექტი წარადგინეს. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ყველა შეხვედრა ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. "თიბისი კემპის ფარგლებში შესაძლებლობა მოგვეცა, უკეთ გავცნობოდით ფინანსურ ბაზრებს, მოგვესმინა საინტერესო ლექციები და რაც მთავარია, თეორიაში შეძენილი ცოდნა პრაქტიკაში გამოგვეყენებინა. გარდა კომპანიების შესახებ უამრავი ინფორმაციის მოძიებისა, საბაზრო ტრენდებისა და ინვესტორთა მოლოდინის გაანალიზებისა, ამ პროექტმა საკუთარ შესაძლებლობებში დაგვარწმუნა, რაც, ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შენაძენია", - საბა ამირიძე, სტუდენტი. „პროექტი - „თიბისი კემპი" უკვე მეორედ ჩატარდა და ის თიბისისთვის ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს აერთიანებს, როგორებიცაა ახალი თაობა და განათლება. პროგრამის მიზანი ახალგაზრდებში საინვესტიციო საბანკო საქმის პოპულარიზებაა. პროექტის ფარგლებში, სტუდენტები რეალურ სამუშაო გამოცდილებას იღებენ, უკეთ ეცნობიან ფინანსურ ბაზრებსა და ინვესტორების მოლოდინებს. მეორე ნაკადის გამარჯვებულები ფინანსისტების ახალი თაობაა, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, მომავალში გამორჩეული და კონკურენტუნარიანი კადრები იქნებიან. მოხარულები ვართ, რომ მათი პირველი ნაბიჯებისა და წარმატების თანამონაწილეები და მხარდამჭერები ვართ. პროგრამის შედეგებიდან და სტუდენტების დაინტერესებიდან გამომდინარე, პროგრამა მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება", - მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....