"ჩემზე არ იდარდო" _ საკრებულოს თავმჯდომარის რჩევა დეპუტატს

პოლიტიკა

"ჩემზე არ იდარდო" _ საკრებულოს თავმჯდომარის რჩევა დეპუტატს

2013 თებ 22 11:16:26

მამეშვილის  საკრებულოს  წევრებთან შეხვედრის პარალელურად,  საკრებულოს დეპუტატი, პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი დიმიტრი კვერღელიძეც "მუშაობს".  ჩვენი ინფორმაციით, ის მაჟორიტარ დეპუტატებს, ორი დღეა, დაჟინებით თხოვს, მხარი დაუჭირონ კვერღელიძის  კანდიდატურას საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, შესაძლოა, საკრებულოში პროკურატურის შესვლა  მოხდეს და დეპუტატების პროკურატურაში დაბარებით  გაგრძელდეს. „გურია ნიუსი“ ამ საკითხებზე საკრებულოს თავმჯდომარეს ალეკო მამეშვილს ესაუბრა.

_ ბატონო ალეკო, მართებულია თუ არა მითქმა-მოთქმა იმასთან დაკავშირებით, რომ ოზურგეთში  29 აიპი წინასაარჩევნოდ შეიქმნა და ფაქტობრივად, მასში დახარჯული თანხა როგორც ამბობენ,    წყალში გადაყრილად ითვლება?

_ აიპიების უმრავლესობა 2010 წელს, არჩევნების შემდეგ შეიქმნა . არა მგონია, 2010 წელს შექმნილი აიპიებს მიზნობრიობა ყოფილიყო 2012 წლის წინასაარჩევნო მზადება.  ამაში ვერ დაგეთანხმებით, მაშინ არ ყოფილა ამ თემაზე საუბარი. მეც და საზოგადოებაც თვლის, რომ  მაშინ შექმნილმა აიპიებმა თავისი საქმე გააკეთეს, ანუ მართებული იყო მისი შექმნა.

_ რამდენად მიზაშეწოილად მიგაჩნიათ ამა თუ იმ აიპში პარალელურად, მაჟორიტარი დეპუტატების დასაქმება? მაშინ როდესაც ძალიან ბევრი ადამიანია უმუშევარი?

_მერე რა, მაჟორიტარი დეპუტატებიც ჩვეულებრივად ადამიანები არიან. ქვეყანაში ისეთი ადამიანებიც არიან, რომლებსაც გაცილებით მაღალი ხელფასი აქვთ. თუკი ადამიანები ასრულებენ თავიანთ უფლებამოსილებას, რატომ არ უნდა ჰქონდეთ მაღალი ანაზღაურება და რატომ არ უნდა იყვნენ დასაქმებული? გასაგებია, რომ ერთი ადამიანის ანაზღაურება, სამი და ოთხი ადამიანისთვის არ იყოს  მისაღები, მაგრამ ამით ხომ არ განსაზღვრავ ხელფასის გაცემის საკითხს? ის დეპუტატიც დასაქმებულია.  შეზღუდული იმიტომ უნდა იყოს, რომ დეპუტატია?

_ როგორც ამბობენ, თქვენს ადგილს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი, დიმიტრი კვერღელიძე "უმიზნებს" და წინა მოსამზადებელი სამუშაოებიც დაწყებული აქვს...

_დიმიტრი კვერღელიძეს რომ საკრებულოს თავმჯდომარეობა უნდა, ეს არახალია. მოსული არ იყო, რომ უნდოდა უკვე, მაგრამ ეს ასე არ ხდება. რა გზით უნდა მოვიდეს? თუკი თავმჯდომარეობა უნდა იმით, რომ ის პროკურატურას გაიყვანს დეპუტატებთან გარიგებებით, შეუძლია, ჩემზე არ იდარდოს, ალბათ, აქვს ამის მექანიზმები.

_ ბატონო ალეკო, თქვ კარგად იცით,  ყოფილი გამგებლის ილია ვაშაყმაძის ფაქტი, როგორ და რატომ დაიბარეს პროკურატურაში და რატომ დატოვა გამგებლის პოსტი. რამდენად შესძლებელია, რომ თუ "მშვიდად" არ დატოვებთ ადგილს, გაგრძელდება  ძიება და ამჯერად, თქვენ დაგიბარებენ პროკურატურაში ?

_ არანაირად არ ვფიქრობ ამაზე. ერთადერთი, რითაც შეიძლება გადადგეს ალეკო მამეშვილი, ეს არის დამოკიდებული დეპუტატების ხმათა უმრავლესობაზე და შემდეგ იგივე უმრავლესობა აირჩევს საკრებულოს თავმჯდომარეს.

_ პროკურატურამ ოზურგეთის თითოეული სოფლის პროგრამის შესწავლა დაიწყო. რას გვეტყვით ამის შესახებ?

_ჯერ მოგვივიდა სასამართლო განჩინება, ყველა ინფორმაცია, რაც საჭირო იყო, გადავეცით. შემდეგ მოვიდნენ პროკურატურის წარმომადგენლები, მათ ჩამოწერეს ის ძირითადი დოკუმენტაცია, რაც  საკრებულოში იყო.  ჩვენ დავაწყვეთ და მათ წაიღეს, გაფორმდა აქტი, რომ ეს დოკუმენტები წაიღეს და ამის შემდეგ სხვა ინფორმაცია ჩემთვის ცნობილი არ არის.

_ ბატონო ალეკო, რას ელოდებით გამოძიებისგან? რა შედეგი, შეიძლება, დადგეს?

_ რა შეიძლება,  თქვენი აზრით? მე ჩვეულებრივ რეჟიმში ვაგრძელებ მუშაობას და გავაგრძელებ კიდევ. მე თუ არ ვიცი, რა ხდებოდა სოფლის პროექტებში, რას ვაკეთებდი და რა იყო ჩემი უფლებამოსილება, როგორ გავაკეთე თითოეული სამუშაო?  სხვამ როგორ უნდა გამოიძიოს? ჩემზე მეტად, ვინ იცის ეგ? არავინ!




 ახალი ამბები
  • სიცოცხლე გრძელდება! _ ჩოხატაურში დოლიძეების ოჯახს მეორე შვილი შეეძინა„სიცოცხლე გრძელდება! დღეს გურიას და საქართველოს კიდევ ერთი სიცოცხლე შეემატა, მედალფას ჩოხატაურის კლინიკის სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში დოლიძეების ოჯახს მეორე შვილი შეეძინა. ღმერთმა გაამრავლოს საქართველო და ამ რთულ მდგომარეობაში მრავალი სიხარული და ბედნიერი დღეები შემატებოდეს!”,_ აღნიშნულ ინფორმაციას შპს „მედალფას“ ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრი ... ...
  • "არ ისურვა ვინაობის გამხელა" - მსოფლიო ჩემპიონი ზუგდიდში ათ ოჯახს დაეხმარა(ფოტოები) "არ ისურვა ვინაობის გამხელა" - ერთ-ერთი მსოფლიო ჩემპიონი ზუგდიდში ათ ოჯახს დაეხმარა, _ ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში "წმინდა გაბრიელის საქველმოქმედო ფონდის" ხელმძღვანელი, სალომე ფაცაცია ... ...
  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი გახარიას მადლობას უხდისჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს გებრეიესუსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ჯანდაცვის მსოფლიო დღეს გაკეთებული გზავნილისთვის მადლობა გადაუხადა. განცხადება „ტვიტერზე“ ტედროს გებრეიესუსის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. „მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, ქართველი ხალხისადმი და განსაკუთრებით ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის გაკეთებული შესანიშნავი გზავნილისთვის, რომლითაც ის ჯანდაცვის მსოფლიო დღეს გამოვიდა. ჩვენ ერთად ვიბრძვით „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ“, – ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს განცხადებით გამოეხმაურა, სადაც მან გლობალურ პანდემიაზე გაამახვილა ყურადღება. „ერთიანი ძალისხმევით, ქართველი ექიმების თავდაუზოგავი შრომით და პროფესიონალიზმით, ჩვენ ამ გამოწვევასაც დავძლევთ, გავიმარჯვებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ჩვენ კი გავუფრთხილდეთ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ჩვენს მშობლებს, ოჯახსა და ახლობლებს. გავუფრთხილდეთ ჩვენს გმირ ექიმებს, რომლებიც დღეს თავდაუზოგავად იბრძვიან ჩვენი ჯანმრთელობისთვის“, – აღნიშნულია გიორგი გახარიას 7 აპრილის ... ...
  • დაკეტილი მაღაზიები და ქუჩები ადამიანების გარეშე _ ჩოხატაური 9-ის შემდეგ (ფოტორეპორტაჟი)დღეს კომენდანტის საათის გამოცხადებიდან მერვე დღეა. "გურია ნიუსი" გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს _ "ჩოხატაური 9-ის ... ...
  • ხელფასის 1/3 StopCoV ფონდში _ საკრებულოს მაღალჩინოსანთა გადაწყვეტილება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე, მოადგილე ვლადიმერ ნანაძე, ფრაქცია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” , საკრებულოს კომისიის და ფრაქციის თავმჯდომარეები, მომდევნო სამი თვის ხელფასის მესამედს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ. „ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, შევუერთდეთ მმართველი გუნდის სოლიდარობის ინიციატივას და ჩვენი წვლილი შევიტანოთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ესაა ვირუსი, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას, ამიტომ ახლა ისე როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ჩვენი ერთიანობა და თანადგომა, რაც ყველას ერთად მოგვცემს შესაძლებლობას დავამარცხოთ პანდემია და გავუმკლავდეთ მის შედეგებს. ასევე საკრებულოს თითოეული წევრი აპარატის თანამშრომლებთან ერთად, პირადი სახსრებით ოჯახებს, რომლებიც განსაკუთრებით საჭიროებენ დახმარებას, საკვები პროდუქტებით მოამარაგებენ“,- ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...