"მერაბიშვილის აქტიურობის უკან, მისი ისტერიკამდე მისული შიში იკითხება"

პოლიტიკა

"მერაბიშვილის აქტიურობის უკან, მისი ისტერიკამდე მისული შიში იკითხება"

2013 თებ 23 17:10:29

მათ გადაეცათ დოკუმენტაცია და გაცნობის შემდეგ სამოქმედო გეგმას გააცნობენ საზოგადოებას, იქამდე კი უგულავამ კანონით გათვალისწინებული დუმილის უფლება გამოიყენა.

რას ფიქრობს დღეს შექმნილ მდგომარეობაზე "ქართული დასის"  ლიდერი ჯონდი ბაღათურია და როგორ უყურებს მომავალს, ამ და სხვა თემებზე სასაუბროდ  "გურია ნიუსი"  ჯონდი ბაღათურიას დაუკავშირდა.

–"ამ მთავრობას გიგი უგულავას დასაკავებლად სითამამე არ ეყოფა" _ ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ვანო მერაბიშვილმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

– თუ საკმარისი სამხილები აქვთ უნდა დააკავონ ...ისე მერაბიშვილის აქტიურობის უკან მისი ისტერიკამდე მისული შიში იკითხება.

– "მე თავაწეული მივდივარ. უცნაური დღეა დღეს ჩემთვის, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ბრალდებული აღმოვჩნდებოდი. მაგრამ არ მაქვს პრობლემა. მე მზად ვარ წარვსდგე საზოგადოების წინაშე და დავანახო ხალხს ჩემი სიმართლე!" - განაცხადა გიგი უგულავამ. თქვენ რა კომენტარს გააკეთებდით ამ სიტყვებზე?

– უგულავა ამ მდგომარეობამდე სწორედ თავაწეულმა სიარულმა მიიყვანა, სწორედ ამპარტავნების და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის გამო დაუნგრია თაბუკაშვილის ქუჩაზე ხალხას 13 სართულიანი კორპუსი და საერთოდ ამის გამო გადაიქცა სააკაშვილთნ ერთად უკანონობის და ძალადობის სიმბოლოდ.

ვანო მერაბიშვილი ვიცე მერად დაინიშნა და შესაძლოა მერადაც მოგვევლინოს. როგორ ფიქრობთ 7 მოემბრისა და 26 მაისის მერე მიიღებს კი მას თბილისის მოსახლეობა ამ თანამდებობაზე?

– კარგა ხანია მერაბიშვილის მიმართ ჩვენმა საზოგადოებამ გამოხატა თავისი უნდობლობა და სიძულვილი.

როგორ ფიქრობთ, დღეს გამართული აქციით ხომ არ დაიწო "ნაციონალურმა მოძრაობამ" საპროტესტო გამოსვლები და ხომ არ არის ეს მზადება 19 აპრილის მიტინგისთვის?

– კი, ასე ვფიქრობ და მე ამას დავარქმევდი უმწეო ფართხალს საკუთარი ტყავის და ნაქურდალი ქონების გადასარჩენად. სააკაშვილის გარემოცვაში საკუთარი ტყავის და ქონების გადასარჩენად მომწიფდა აზრი სახელმწიფო გადატრიალების შესახებ, მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ აპრილში სააკაშვილი დაითხოვს მთავრობას და პარლამენტსაც და ამ პროვოკაციას თავის მიტინგს დაამთხვევს.

ხალხში გავცელდა აზრი, რომ "ნაციონალური მოძრაობა" სრული თვითგანადგურების წინაშეა და მან, შესაძლოა, დათქმულ მიტინგამდე ვერც კი გასტანოს. ამბობენ, რომ ეს ამ მოძრაობის დასასრულია, თუმცა საპირისპიროს ამტკიცებენ მისი წევრები. აპრილს დიდი იმედებით უყურებენ, რა მოხდება აპრილში? ხომ არ გამოიწვევს ეს ყველაფერი მოქალაქეთა დაპირისპირებას?

– პრეზიდენტს და მის დამნაშავეთა გარემოცვას მომავალი არა აქვთ. ამით ისინი ძალაუფლებას ვერ დაიბრუნებენ, თუმცა შექმნიან ქვეყანაში კრიზისს, რაც შეაფერხებს ეკონომიკის განვითარებას მცირე ხნით, სამაგიეროდ დაამძიმებს მათ მდგომარეობას.  ძველმა ხელისუფლებამ  დიდი ხანია გაწყვიტა კავშირი ხალხთან, მათ დაკარგეს ნდობა.  საბოლოოდ დაიღუპავენ თავს ნაცები... ამიტომ, არავის არ ვურჩევ აცუნდრუკებას და საკუთარი თავისთვის მძიმე განაჩენის გამოტანას.

რა ბედი ეწევა კოჰაბიტაციას საქართველოში?

კოჰაბიტაციას არანაირი პერსპექტივა არ ჰქონდა თავიდანვე, იმიტომ რომ ხალხი ამ პროცესს მხარს არ უჭერდა და არც ნაცებმა მისცეს საკუთარ თავს შანსი, რომ მათ მიმართ ხალხის აგრესია დარბილებულიყო და საერთოდ ხალხი კოჰაბიტაციისთვის არ იბრძოდა, ხალხი იბრძოდა  სამართალისთვის, რაც მათ ამ მოძალადეთა ბანდამ წაართვა და დღეს ხალხი მოითხოვს სამართლიანობის აღდგენას.




 ახალი ამბები
  • საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 143 ფაქტი გამოვლინდაპოლიცია, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 143 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 9 აპრილის 21 საათიდან 10 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 75 მოქალაქე დააჯარიმა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 42 მოქალაქე დააჯარიმეს პოლიცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს. ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 5 ახალი ფაქტი გამოვლინდა. სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 21 პირი დააჯარიმეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ... ...
  • ცაგერსა და ლენტეხში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყოსაგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების გაძლიერებული კონტროლის მიზნით, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში საკონტროლო გამშვები პუნქტები ამოქმედდა. მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, 24-საათიან რეჟიმში ადგილზე განახორციელებენ არსებული შეზღუდვების კონტროლს. ასევე, მონიტორინგს გაუწევენ აღნიშნული მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებზე პირთა გადაადგილებას და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას უზრუნველყოფენ. საკონტროლო გამშვებ პუნქტებში მოქალაქეებს პირველადი თერმოსკრინინგიც ჩაუტარდებათ. ეფექტური პრევენციული ღონისძიებების ჩატარების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვებს განუმარტავენ და საჭიროების შემთხვევაში მათ მაქსიმალურად დაეხმარებიან. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. ასევე, ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, რომლის დარღვევაც გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლის ... ...
  • წალენჯიხაში ავტომობილი ამობრუნდა - არიან დაშავებულებიხუთი ადამიანი დაშავდა წალენჯიხაში, სოფელ ლიაში,რამდენიმე საათის  წინ  მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი  გზიდან   გადავადიდა  და ამობრუნდა. დაშავებულები ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილები. ავარიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე  მუხლით ... ...
  • ჩოხატაურის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობსამ წუთებში, ჩოხატაურში ცენტრალური ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები  მიმდინარეობს. აღნიშნული ღონისძიება კორონავირუსის პრევენციის მიზნით ტარდება. როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურმა განუცხადა, სპეციალური ხსნარით მუშავდება და წყლის ჭავლით ირეხება ცენტრალური ქუჩები, ცენტრალური მოედანი, მაღაზიების და საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიები, ასევე საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორია. ქუჩების სადეზინფექიო სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის დანაყოფები და ჩოხატაურის მერიის დასუფთავების სამსახური. ადგილზე იმყოფება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, მოადგილეებთან, თამაზ ჯინჭარაძესთან და მინდია ჟღერიასთან ერთად. "გურია ნიუსის" შეკითხვაზე აღნიშნული ღონისძიება ერთჯერადია თუ უახლოეს დღეებში ისევ განმეორდება, მერიაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიხედვით ... ...
  • რატომ არ მივიდა პრეზიდენტი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან1989 წლის 9 აპრილიდან 31 წელი გავიდა. ჩვეულებრივი მოქალაქეებისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. თუმცა, საქართველოს პრეზიდენტი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან არ გამოჩენილა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის გვერდზე გავრცელებულ მიმართვაში წერია, ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ დღევანდელი დღის მნიშვნელობის გააზრება სახლშიც შეიძლება. „დღეს 9 აპრილია. ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული და ამავდროულად, უდიდესი გამარჯვების დღეა, რომელიც არ შეიძლება ერთად არ გავისხენოთ! ამავე დროს, დღეს 9 აპრილი სულ სხვა ვითარებაში გაგვითენდა - საგანგებო მდგომარეობის, შინ დარჩენისა და კარანტინის ვითარებაში და მთელი საზოგადოება 9 აპრილს სხვა განწყობით ხვდება. ბევრი ვერ მივიდა დღეს 9 აპრილის მემორიალთან, მე არ მივსულვარ მემორიალთან, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ მივიდოდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ დღეს ჩვენ ნაკლებად განვიცდით. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვახსოვს იმ გმირების თავდადება! ეს არ ნიშნავს, რომ რამენაირად დაკნინდა 9 აპრილის დღესასწაული და ტრაგიზმი! ეს ყველაფერი ჩვენთანაა და შეიძლება კიდეც სახლში უფრო გავიაზროთ - რას ნიშნავს ეს დღე ჩვენი დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოსთვის, რამდენად მძიმე, მაგრამ ამავდროულად, სიმბოლური დღეა დღეს”,_ წერია პრეზიდენტის ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...