თეა წულუკიანმა ტომ დე ვაალი მოხიბლა

პოლიტიკა

თეა წულუკიანმა ტომ დე ვაალი მოხიბლა

1 მარ. 2013, 11:09:11

სიუჟეტის თანახმად, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია. ამ ინფორმაციას ადასტურებს თსუ-ს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი დალი კანდელაკი, რომლის განმარტებით, უნივერსიტეტის არქივში დაცული დიპლომის თანახმად, საგამოცდო კომისიამ თეა წულუკიანს საერთაშორისო ურთიერთობების მცოდნის კვალიფიკაცია მიანიჭა, სპეციალობით _ საერთაშორისო ურთიერთობები.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის უმაღლესი იურიდიული განათლებით საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე დაინტერესდა. მისი თქმით იუსტიციის სამინისტრომ თავი შეიკავა ამ კითხვაზე პასუხისგან. "არადა, ყველაფერი მარტივადაა: თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, კითხვები აღარ არსებობს, ხოლო თუ არ აქვს, მაშინ კანონი ირღვევა", _ აცხადებს გოგა ხაჩიძე.

ამ საკითხს გამოეხმაურა თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი თეა თუთბერიძეც. მან იუსტიციის მინისტრისთვის ბრალის წაყენება და დაკავება მოითხოვა: "მე ვასკანერებ და ვდებ ჩემს დიპლომს და მოვითხოვ წულუკიანმაც დადოს იურიდიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი!!! ასევე სხვა მინისტრებმაც დადონ საკუთარი დიპლომები!!! პრემიერმინისტრის დიპლომს დადებას მოვითხოვ ასევე!!!" _ ეს მოთხოვნა თუთბერიძეს სოციალურ ქსელში გაავრცელა.

"გურია ნიუსმა" კიდევ ერთხელ გადახედა თეა წულუკიანის ბიოგრაფიას.

თეა წულუკიანი დაიბადა 1975 წლის 21 იანვარს თბილისში. 1992 წელს დაამთავრა ლიონის (საფრანგეთი) ამპერის სახელობის ლიცეუმი და მიიღო საშუალო განათლების ბაკალავრის დიპლომი. იგი იმავე წელს ჩაირიცხა ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე და წარმატებით დაამთავრა აღნიშნული ფაკულტეტი 1997 წელს; პარალელურად სწავლობდა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულ დიპლომატიის აკადემიაში, რომელიც დაასრულა 1998 წელს.

1997-1998 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულ საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრში.

1998 წელს, წარმატებით ჩააბარა საკონკურსო გამოცდა საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლაში (ENA), რომელიც საფრანგეთის პრემიერმინისტრს ექვემდებარება და პრეფექტებს, სხვადასხვა მაღალჩინოსნებსა და ადმინისტრაციული იუსტიციის მოსამართლეებს ამზადებს. ENA-ში სწავლის პერიოდში, იგი მუშაობდა სარტის დეპარტამენტის (დასავლეთ საფრანგეთი) პრეფექტის კაბინეტში ქალაქის რთულ უბნებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საკითხებსა და ადგილობრივ დონეზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოთა საქმიანობის კოორდინაციის სხვა საკითხებზე.

თ. წულუკიანმა სახელმწიფო მართვის სკოლა 2000 წელს დაამთავრა და დაიცვა მაგისტრის ხარისხი საჯარო ადმინისტრაციაში (MPA).

2000 წლის სექტემბერში ევროსაბჭოს მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგად, თეა წულუკიანი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შტატიანი თანამშრომელი გახდა. იურისტის თანამდებობაზე მის მოვალეობებში შედიოდა: საქართველოს და და ნაწილობრივ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული საჩივრების საფუძვლიანობის შესწავლა, ამ საქმეებზე გადაწყვეტილებათა და განჩინებათა შემუშავება და განსახილველად მათი გადაცემა უფლებამოსილი სასამართლო ორგანოებისათვის, სათათბირო ოთახში მომხსენებელი მოსამართლის თანაშემწეობა, საქართველოდან შემოსულ საჩივრებზე მომუშავე დანაყოფის ხელმძღვანელობა და სხვა. 2005 წელს თეა წულუკიანმა მიიღო უფროსი იურისტის საკლასო ჩინი. 2006 წლიდან იყო სასამართლოს რეგლამენტის კომიტეტის წევრი, ხოლო 2009 წლიდან - მომხსენებელი ერთი მოსამართლის მიერ განსახილველ საქმეებზე. 2010 წლის 24 თებერვალს იგი გადადგა დაკავებული თანამდებობიდან და საქართველოში დაბრუნდა.

მკითხველს ასევე გავახსენებთ ტომ დე ვაალის სიტყვებს: ''ძალიან კარგი, პროფესიონალი იურისტი გყავთ იუსტიციის მინისტრად, გამორჩეულად ინფორმირებული და სკურპულოზული. ამასთან, მას ადამიანის უფლებების დაცვის დიდი გამოცდილება აქვს. ყველა ის რეფორმა, რომელზეც მან ისაუბრა, უმნიშვნელოვანესია. ძალიან, ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა ყველაზე და ყველანი მოხიბლული დავრჩით მისი პროფესიონალიზმით".

თავად იუსტიციის მინისტრს ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია და განაგრძობს მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას.




 ახალი ამბები
  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები გამოვლინდასაქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები გამოვლინდა.  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 პაციენტი. გავრცელებული მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 278 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 058-ს შეადგენს. კორონავირუსით გარდაცვლილია 17 ... ...
  • ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლის ხუთმა მოსწავლემ, უცხო ენაში სუკეთესო შედეგი აჩვენაოზურგეთის ეგნატე ნინოშვილის სახელობის პირველ საჯარო სკოლის ხუთმა კურსდამთავრებულმა, ეროვნულ გამოცდებზე, უცხო ენაში (ინგლისური) მაღალი შეფასება დაიმსახურა. მაქსიმალური 80 ქულიდან,  გიორგი მეგრელიძემ- 79, მარიამ კილაძემ- 78, მარიამ ჩხატარაშვილმა - 76, მარიამ დავიდოვამ- 75, ნინო სუხიაშვილმა- 70 ქულა მოიპოვა. _სხვების შედეგებიც არ არის ურიგო. პირველი სკოლა ამაყობს  ამ ბავშვებით. ველოდებით გრანტებს - ამბობს სკოლის დირექტორი მაია თავართქილაძე. „გურია ნიუსი“ წარმატებებს უსურვებს თითოეულ ... ...
  • დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის ანგარიშს წარადგენს12 აგვისტოს, 12 საათზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრება. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კამპანია - „ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“ გრძელდება. კამპანიის ფარგლებში მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიმდინარე საქმიანობის ანგარიშს და სამომავლო  გეგმებს გაეცნობა. ღონისძიების მიზანია ცნობადობის ამაღლების მიზნით, საზოგადოებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ინფორმირებულობა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში (SESA) მიმდინარე  პროგრამების, სერვისებისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ. წარმოდგენილი იქნება „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის ანგარიში და სამომავლო გეგმები”. შეჯამდება დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით ქვეყანაში განხორციელებული აქტივობები და სააგენტოს მიერ განხორციელებული სერვისები ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში, რაც კომპენსაციების გაცემის სრულ ადმინისტრირებას მოიცავს. სააგენტოს დაგეგმილი აქვს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დასაქმების ხელშეწყობის სერვისებისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასთან ერთად, შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის განახლება და განვითარება, ასევე, სამოქალაქო და ბიზნეს სექტორის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გაღრმავება. ღონისძიების მხარდამჭერია ევროკავშირის პროექტი „ტექნიკური მხარდაჭერა შრომის ბაზრის საჭიროებებსა და დასაქმებაზე მორგებული ცოდნა-უნარების განვითარებისთვის“ (TA for Skills4Jobs). პროექტი მხარს უჭერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის, სტრატეგიების და სამოქმედო გეგმების შემდგომ განვითარებას. ღონისძიებაზე მოწვეული არიან სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამსაქმებლები, პარტნიორი ორგანიზაციები, მედიის წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები.          მისამართი:  ქ. თბილისი, პირველი რესპუბლიკის მოედანი 6;  „რესპუბლიკა“ (მე-3 ... ...
  • გიორგი შაქარაშვილი სცემეს და მდინარეში გადააგდეს- ვიდეოკონსტრუქცია გიორგი შაქარაშვილი ალყაში მოაქციეს, სასიკვდილოდ სცემეს და მდინარეში გადააგდეს_ ამის შესახებ დღეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ ... ...
  • იმერეთის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილედ დაინიშნაიმერეთის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილედ დაინიშნა. აღნიშნული პოზიცია ვაკანტური გახლდათ, რომელსაც დღეიდან, 2020 წლის 11 აგვისტოდან გრიგოლ დალაქიშვილი იკავებს.   მას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში რამდენიმეწლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია. გრიგოლ დალაქიშვილი 2017 წელს ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას მოთხოვნით მოადგილედ დაინიშნა. მანამდე  იგი ,,ქართული ოცნების"  იმერეთის რეგიონის კოორდინატორი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...