ზაზა ხურციძე: "ჩვენ გჭირდება ცოტა ხნით ამოსუნთქვა და შემდეგ ვერავინ ვერ შეგვაჩერებს!"

პოლიტიკა

ზაზა ხურციძე: "ჩვენ გჭირდება ცოტა ხნით ამოსუნთქვა და შემდეგ ვერავინ ვერ შეგვაჩერებს!"

2013 მარ 10 17:48:25

"გურია ნიუსი" თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება – თბილისელების" წევრს, ზაზა ხურციძეს ამ და საზოგადოებისთვის აქტუალურ სხვა თემებზე ესაუბრა.

– ბატონო ზაზა, მოდით საუბარი "ერისიონის" თემით დავიწყოთ. თქვენ, როგორც თბილისის საკრებულოს წევრი, როგორ შეაფასებდით მათ ვიზიტს მოსკოვში?

– სანამ პასუხს გაგცემდეთ, გეტყვით, რომ მე გახლავართ რესპუბლიკური პარტიის სამგორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე. იურისტ-სამართლამცოდნე. ეროვნულ მოძრაობაში ვარ 1980 წლიდან, პროდასავლელი. ორგანიზებას ვუწევდი ანტისაბჭოთა აგიტაცია-პროპაგანდას 1980 წლიდან (ვბეჭდავდი და ვავრცელებდი სხვადასხვა ანტისაბჭოთა ლიტერატურას). ეს შესავალი იმიტომ გავაკეთე, რომ "ერისიონის" გამოსვლას მოსკოვში სრულიად დადებითად ვუყურებ და ჩემი პოზიციის გამო ვინმეს ჩემს პატრიოტიზმში ეჭვი რომ არ შეეპაროს.

– თქვენ იმ დროიდან მოდიხართ, როცა საზოგადოება სკეპტიკურად უყურებდა დამოუკიდებლობის იდეას.

– გაგანია განვითარებული სოციალიზმის პერიოდში ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ღრმა ძილში იყო და ატროფირებული ჰქონდა სახელმწიფოებრივი აზროვნება. ჩვენ ახალგაზრდები, რომლებიც პატრიოტული გრძნობებით ვიყავით გაჯერებულნი, ჩვენს საქმეს ვაკეთებდით. საქართველოს დამოუკიდებლობის იდეით ანთებული გულებით საზოგადოებას მოსვენებას არ ვაძლევდით და სადაც კი მოგვეცემოდა საშუალება, ამ იდეას ვავრცელებდით. უფროსი თაობა ეჭვით და შიშით გვიყურებდა და სტალინს რომ უარყოფით კონტექსტში მოვიხსენიებდით, მაშინ გამოგვლანძღავდნენ და ჭკუას გვარიგებდნენ. ახალგაზრდობა ამ უფროსი თაობის გაზრდილი იყო, შეურაცხყოფას ვერ გვაყენებდნენ, მაგრამ მაინც სკეპტიკურად უყურებდნენ დამოუკიდებლობის იდეას. მაგრამ ჩვენმა შრომამ უშედეგოდ არ ჩაიარა და მივაღწიეთ ჩვენი რიგების გაზრდას. საბჭოთა იმპერიაც ობიექტური მიზეზებით დაინგრა და დამოუკიდებლობაც მოვიპოვეთ...

... კოლონიური რეჟიმის პირობებში გაზრდილი თაობა თავისუფალი ვერ იქნება. რუსეთის იმპერიაში 200 წლის ყოფნამ თავის დაღი დაასვა ქართველის ცნობიერებას და დამოუკიდებლობის პერიოდში იჩინა თავი. ემოციურმა ქართველებმა მრავალი შეცდომა დავუშვით. ჩვენს პოლიტიკაში გადაწყვეტილებების მიღებისას ჩვენი ცხელი გული დიდ როლს თამაშობდა. არადა, პირიქით უნდა ყოფილიყო _ მხოლოდ ცივი გონებით გვემოქმედა და სულსწრაფობაც არ უნდა გამოგვეჩინა. ჩვენი პოლიტიკოსებიც ხომ ჩვენი ხალხის შვილები არიან და რაც ხალხია, ისეთია მისი მთავრობაც...

– გინდათ თქვათ, რომ წინა მთავრობამ სულსწრაფობა გამოიჩინა და ემოციებს აჰყვა?

– სააკაშვილის მთავრობის გაუაზრებელი პოლიტიკის გამო, რუსეთმა აღიარა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. ფაქტობრივად კი მიითვისა ეს ტერიტორიები. სააკაშვილმა შექმნა სახელმწიფო იმიტაციური (ფსევდოდემოკრატია) დემოკრატიით. სააკაშვილის მთავრობამ ვერც ტერიტორიები დაგვიბრუნა, ვერც ეკონომიკა ააღორძინა და რუსეთის ბაზარიც დაგვაკარგვინა. მათ მხოლოდ თავისი ჯიბეები გაისქელეს და დაამკვიდრეს მგლური კაპიტალიზმი მონოპოლიური ეკონომიკით. ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერე ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკურ სიძლიერეზე გადის. საქართველო მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ძლიერი, თუ ჩვენი მოქალაქეები იქნებიან ძლიერები.

– ქართულ-რუსულ ბაზარზე რას იტყვით?

– როგორც მოგახსენეთ, წინა მთავრობამ დაგვაკარგვინა რუსეთის ბაზარი, ხოლო ევროპის ბაზარი ვერაფრით ვერ გახსნა. და ეს მოსალოდნელი იყო. მოვიყვანოთ მაგალითისთვის ღვინის და მინერალური წყლის ბაზარი. ევროპაში მხოლოდ ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებს ახსოვთ ჩვენი პროდუქტი. ღვინო და მინერალური წყალი ხომ ისეთი პროდუქტია (და ყველა პროდუქტიც ასეა), მომხმარებელმა რომ შეიძინოს, უნდა მიეჩვიოს მას. ევროპელები სხვა გემურ თვისებებს მიეჩვივნენ. ჩვენ კი ვამბობთ რომ ჩვენი ღვინო საუკეთესოა, მაგრამ გემოვნებაზე არ დაობენ. ამიტომაც არ გვჭირდებოდა გამოგვევლინა სულსწრაფობა. ჩვენ უნდა გაგვესაზღვრა რაღაც გარდამავალი პერიოდი, როგორც პოლიტიკაში, ასევე ეკონომიკაში (რუსეთთან დაშორების), რომელიც მაინც არსებობს, მაგრამ არათანმიმვდევრულად და კრიზისულად მიმდინარეობს. რუსეთში იციან ჩვენი პროდუქტის გემო და გაყიდვადია. ამერიკელი ან სხვა ევროპელი პოლიტიკოსი ვერ უბრძანებს კორპორაციებს, დაუთმეთ ქართველებს ბაზრის ამდენი და ამდენი პროცენტიო. ეს არის პროცესი და ეს შეცდომა დაუშვა წინა ხელისუფლებამ.

როდესაც "ერისონის" გამოსვლას ეკონომიკის ანალიზით ვხსნი, არც უნდა გაგიკვირდეთ. ყველაფერი იმიტომ კეთდება, ჩვენი პროდუქცია რომ შევიდეს რუსეთის ბაზარზე. რუსული ბაზრის დაბრუნება აუცილებლად გვჭირდება ჩვენი ეკონომიკის ასაღორძინებლად. ჩვენი ეკონომიკის აღორძინება კი ჩვენი ძალიან ცუდი დემოგრაფიული სიტუაციის გასაჯანსაღებლად. დადგენილია, რომ 2025 წელს, ქართველი ერის პოპულაცია მილონნახევრამდე დავა, სხვა ეროვნების მოსახლეობის რიცხვი კი მილიონნახევარს გადააჭარბებს. ეს რასაც ნიშნავს, კარგადაც იცით _ ჩვენ სამშობლოში შეიძლება უმცირესობაში აღმოვჩნდეთ. თუკი შევძლებთ ეკონომიკის განვითარებას, მაშინ შევძლებთ დემოგრაფიული სიტუაციის გამოსწორებას და 2025 წლიდან დაიწყება ამ საკითხში სტაბილიზაცია. აი, რატომ გვჭირდება რუსეთის ბაზარი. 10-15 წელიწადში ევროპელებსაც გავაცნობთ კულტურას და პროდუქციას. ჩვენ არც ერთ მხარეს (არც ევროპისკენ და არც რუსეთისკენ) არ უნდა შევასუსტოთ ქმედებები. ამ ხნის განმავლობაში შევძლებთ ინგლისური ენის შესწავლას და ევროპისკენ მისწრაფება შეუქცევადი გახდება. ჩვენი მოქალაქეებიც კონკურენტუნარიანები გახდებიან ევროპაში. ჩვენ გჭირდება ცოტა ხნით შესვენება და ამოსუნთქვა და შემდეგ ვერავინ ვერ შეგვაჩერებს!

ამიტომაც სასწრაფოდ უნდა აღვადგინოთ რუსეთთან ჩატეხილი ხიდი! ამიტომაც "ერისიონის" მიერ ჩატარებული კონცერტი მხოლოდ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ.

– ბატონო ზაზა, რატომ ფიქრობთ, რომ რაც ვერ შეძლო წინა ხელისუფლებამ, მიუხედავად იმისა, რომ ისინიც აცხადებდნენ რუსეთთან საბაზრო ურთიერთობებზე და სავიზო რეჟიმის დათბობაზე მზაობას, შეძლებს ახალი მთავრობა?

– საკაშვილის პოლიტიკა იყო სრულიად სუსტი და იოლიც. დაემდურო მეზობელს და არ ესაუბრო, ეს ძალზე ადვილია. უფრო ძნელია, ესაუბრო და ეურთიერთობო. ამ პროცესში კი საკუთარი ინტერესები გაამყარო და არ წააგო ... ეს პროცესია და ქართველმა ხალხმა იმიტომაც აირჩია ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი, რომ მისგან მასტერ-კლასის ჩატარებას ელის! ოღონდ ნუ ვიქნებით სულსწრაფები!




 ახალი ამბები
  • ახალი ელექტრონული სერვისების გაცნობის მიზნით, მეწარმეებთან შეხვედრების ციკლი გრძელდება (R)სამეწარმეო რეესტრის დისტანციური სერვისების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIძ) მხარდაჭერით ხორციელდება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებმა სარეგისტრაციის პროცედურებსა და გამარტივებულ ელექტრონულ სერვისების მოხმარებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიიღეს.ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ასევე გაეცნენ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისთვის დანერგილ ინოვაციური სერვისსაც, რომლის საშუალებითაც, შპს-ების პარტნიორებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ელექტრონულად შეუძლიათ პარტნიორთა კრებების მოწვევა/ჩატარება და გადაწყვეტილებების მიღება. მომსახურების მისაღებად საჭიროა როგორც შპს, ისე მისი პარტნიორები პორტალზე: წწწ.მყ.გოვ.გე იყვნენ რეგისტრირებულნი. შეხვედრის მონაწილეებს ელექტრონული ბარათის წამკითხველი სპეციალური მოწყობილობებიც გადაეცათ, რომლითაც ონლაინ სერვისების მოხმარებისას, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის განხორციელებაა შესაძლებელი. ელექტრონული სერვისები, მომხმარებლის დროისა და ფინანსების დაზოგვასთან ერთად, დოკუმენტების უსაფრთხოებისა და ხელმისაწვდომობის ხარისხს ზრდის და ადმინისტრაციული რესურსის ეფექტიან გამოყენებას უზრუნველყოფს. ... ...
  • onoff.ge _ "ლიბერთი ბანკის" მხარდაჭერით შექმნილი ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა (R)onoff.ge _ "ლიბერთი ბანკის" მხარდაჭერით შექმნილი ონლაინ პლატფორმა, საყოფაცხოვრებო მსხვილი და წვრილი ტექნიკის სახლიდან გაუსვლელად შერჩევის, შეძენისა და საკურიერო მომსახურებით სარგებლობის საშუალებას წარმოადგენს. ამ ეტაპზე onoff.ge-ს ონლაინ კატალოგში 100 000-ზე მეტი პროდუქტია განთავსებული და 100-ზე მეტი მაღაზიის შეთავაზების გაცნობაა შესაძლებელი. Onoff.ge –ზე საკუთარი პროდუქციის დამატება შეუძლია ნებისმიერი ტიპის და ზომის კომპანიას, რომელიც მობილური ტელეფონების, აქსესუარების, კომპიუტერული ტექნიკის, ასევე მსხვილი თუ წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის იმპორტს და გაყიდვას ახორციელებს. პროექტის წარმატებით გაშვება Onoff.ge-ს გუნდის გარდა, კომპანია Wandio-ს და ლიბერთის IT დეპარტამენტისა და ინფორმაციული უსაფრთხოების გუნდის აქტიური თანამშრომლობის შედეგია. მათ მიერ შეიქმნა უსაფრთხო და სანდოობის მაღალი ხარისხით გამორჩეული ვებ პლატფორმა, რომელიც სრულიად აკმაყოფილებს უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს. ლიბერთის ციფრული ბიზნესის ხელმძღვანელის, ნინო კვიჟინაძის განმარტებით: „Onoff.ge - აერთიანებს ბაზარზე არსებული ტექნიკის მაღაზიების შეთავაზებებს ერთიან ონლაინ სივრცეში. მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ მსხვილი და წვრილი ტექნიკით მოვაჭრეს საშუალება აქვს გამოიყენოს ჩვენი პლატფორმა საკუთრი ბიზნესის განვითარებისა და ონლაინ გაყიდვების ზრდისთვის. Onoff.ge-ს დახმარებით მომხმარებელს შეუძლია სხვადასხვა მაღაზიაში, მისთვის სასურველი პროდუქტის საბაზრო ღირებულების მიხედვით არჩევა, ფასებისა და ტექნიკური მახასიათებლების შედარება და შეძენილი ნივთის ერთი ამანათით საქართველოში ნებისმიერ ლოკაციაზე უფასოდ მიღება. საფასურის გადახდა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე კურიერთან პოს-ტერმინალის ... ...
  • „ბეგის დღეები“ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაშითბილისში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში „ბეგის დღეები“ აღინიშნა. ცნობისთვის, ბეგი მამალაძის დაღუპვიდან 4 წელია გასული. ის 2015 წლის 25 მაისს  სისასტიკემ, გაუტანლობამ, გულქვაობამ და გულგრილობამ შეიწირა, თუმცა, მან მისი შემოქმედების ირგვლივ არაერთი ახალგაზრდის გაერთიანება  და საზოგადოების მახსოვრობასა და გულში ადგილის დამკვიდრება გარდაცვალების შემდეგაც შეძლო. ღონისძიებაში, რომელიც 3 დღე გაგრძელდა მონაწილეობა 32-ე და 69-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, ასევე,  ჩუღურეთის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის თეატრალებმა მიიღეს. ტექნიკური ხარვეზის გამო კი 55-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების სპექტაკლი, რომელიც ბეგი მამალაძის „ჩემი სოფელის“ მიხედვით უნდა დადგმულიყო, პროგრამიდან მოიხსნა. მოსწავლეებმა ბეგი მამალაძის ხსოვნას მიუძღვნეს  ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „წვიმად მოვალ და ერთი ძაფი მეც ვიქნები საუკუნო ქსოვაში". მათ წაიკითხეს ლექსები და ნაწყვეტები ბეგი მამალაძის შემოქმედებიდან, გარდა ამისა, 69-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას შესახებ ფილმი აჩვენეს. ცნობისთვის, მერაბ კოსტავა  1989 წლის 13 ოქტომბერს საეჭვო ვითარებაში დაიღუპა და მის შესახებ ფილმის წარდგენა სწორედ კოსტავას გარდაცვალების თარიღს უკავშირდებოდა, აღსანიშნავია ისიც, რომ  პოეტის და საქართველოს ეროვნული გმირის დაბადების თარიღი 26 მაისია, ხოლო ბეგი მამალაძე რადგან 25 მაისს არის დაღუპული, ამიტომაც მერაბ კოსტავას ბეგი მამალაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე ხშირად იხსენებენ. როგორც  ბეგი მამალაძის დედა, მარიკა ზედელაშვილი ამბობს, კოსტავას შესახებ ფილმის ჩვენება იყო სიმბოლური, რადგან დამოუკიდებლობის  დარბაზი მათი სულების უკვდავებას ემსახურება. მომავალი თაობა კი ამ წინაპრების მაგალითებზე უნდა აღიზარდოს. რაც შეეხება ბეგი მამალაძის ხსოვნის დღეებს, ზედელაშვილის თქმით, ბეგის დღეების ჩატარების იდეა გასულ წელს გიორგი კეკელიძესთან შეხვედრისას გაჩნდა. დამოუკიდებლობის დარბაზში 15 ოქტომბრიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით ბეგი მამალაძის ნამუშევრებიც გამოიფინა. მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი დღეები კი ჩუღურეთის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის თეატრალების სპექტაკლითა და აქციით „ნუ მოკლავ“ დასრულდა. როგორც რეჟისორი, ლევან ხაზიური  „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, ბეგი მამალაძის ნაწერების გაცოცხლებით სურთ ადამიანებს დაანახონ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად არაერთი გზა არსებობს, მაგრამ არა მკვლელობა. „ახალგაზრდა ადამიანის სიკვდილი ძალიან მტკივნეულია, განსაკუთრებით, ასეთი გმირი დედისთვის, რომელიც ასე მყარად დგას და პირადად მე მიკვირს,  საიდან გამონახა ამდენი ძალა ამ ქალბატონმა. რაც შეეხება ღონისძიებას,  გავაცოცხლეთ ბეგი მამალაძის არაჩვეულებრივი და საკმაოდ სიღრმისეული ნაწერები, პატარა მინიატურები. გვინდა, დავანახოთ მომავალ თაობას და ზოგადად ნებისმიერ ადამიანს, რომ არ უნდა მოკლა, რადგან გამოსავალი არსებობს ძალიან ბევრი და დაბალი დონე არის ერთი ადამიანის მიერ მეორე ადამიანის სიცოცხლის გამოსალმება“,_ ამბობს ხაზიური. რეჟისორის თქმით, მოზარდი ცუდ ნაბიჯს მარტივად დგამს, საითკენაც ხშირ შემთხვევებში მშობელთან არამეგობრული ურთიერთობა და კომუნიკაციის არ ქონა უბიძგებს. „პრობლემა უმეტესად მოდის მშობელს და მოზარდს შორის არამეგობრული დამოკიდებულებიდან, კომუნიკაციის არ ქონიდან.  როცა მოზარდი იგებს, რომ დედა ან მამა ეწინააღმდეგება,  უკვე ქვეცნობიერად აკეთებს ცუდს და ცუდ ნაბიჯს დგამს. არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო.  ალბათ,  თვითონ ოჯახში უნდა ვიფიქროთ როგორ აღვზარდოთ, სკოლებში უნდა იყოს პედაგოგიკა, აღმზრდელობითი საუბრები ასეთი ასაკის მოზარდებთან, როცა ძალიან მარტივია ცუდი ნაბიჯის გადადგმა“,_ ამბობს ... ...
  • თეთრიწყაროში დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი გაიმართათეთრიწყაროში დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი გაიმართა. ფორუმის მიზანს, ადგილობრივი სამუშაოს მაძიებლების პროფესიული გადამზადების კოლეჯებთან და დამსაქმებლებთან დაკავშირება, ხოლო დამსაქმებლებისთვის ახალი კვალიფიციური კადრების მოძიება წარმოადგენდა.   ღონისძიებაში პროფესიული განათლების 11 კოლეჯმა და 23-მა მსხვილმა კომპანიამ, მათ შორის,   ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი და RDFG-ის ხელშეწყობით განხორციელებული სოფლის განვითარების პროექტების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.  დამსაქმებლებმა სამუშაოს მაძიებლებს 300-მდე აქტიური ვაკანსია შესთავაზეს.  RDFG-ის თავმჯდომარემ ვანო გრიგოლაშვილმა ფორუმის მონაწილებს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი დასაქმების ხელშეწყობისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ კი, დასაქმების თანამედროვე გამოწვევებზე, სახელმწიფო სტრატეგიასა და პროგრამებზე ისაუბრა. გარდა ამისა, სხვადასხვა სფეროში დასაქმებულმა წარმატებულმა ადამიანებმა, ფორუმის მონაწილეებს თავიანთი ისტორიები გაუზიარეს, თუ როგორ შეიძლება  გახდე კონკურენტუნარიანი შრომის ბაზარზე. ღონისძიების მიმდინარეობისას,  ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, პროფესიული მომზადება-გადამზადების კურსების 30 უფასო ვაუჩერი გათამაშდა. გამარჯვებულებმა  პროფესია  საკუთარი ინტერესების შესაბამისად შეარჩიეს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ევროკავშირის პარტნიორი ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) მიერ ხორციელდება. პროექტი, მიზნად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს, რაც ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვითა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლების ჩართვის მეშვეობით მიიღწევა. ამ მიზნით, RDFG თანამშრომლობს აგრო-ტექონოლოგიების ასოციაციასთან (ATA) და ლიეტუვის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ქსელთან (VVGT). ევროკავშირი საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელს უწყობს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის ფარგლებში. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან, 179.5  მილიონი ევროს ბიუჯეტით ხორციელდება და მის მიზანს სოფლად სიღარიბის შემცირება წარმოადგენს. პროგრამა ეხმარება საქართველოს მთავრობას, ასევე, ადგილობრივ თემებთან მომუშავე არასამთავრობო ... ...
  • “მინდა წესიერად და ადამიანურად მოიქცნენ“ - რა ხდება ფანჩატურში“ვიცი, თქვენ დაწერეთ, რომ ქალაქ ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მდებარე ფანჩატურიდან  ორი სკამი  და ერთი მაგიდა აიღეს. ახლა  დგას და ნახეთ, რა მ დგომარეობა არის. საშინელება ხდება და სიბინძურეა, ამას აკეთებს ახალგაზრდობა და ძალიან მტკივა გული. არ გეუბნები ამას ნიშნის მოგებით, მინდა წესიერად და ადამიანურად მოიქცნენ.“ - თქვა “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ერთ-ერთმა ადგილობრივმა. ოზურგეთში, ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მდებარე ფანჩატურში და მის ირგვლივ მართლაც ისეთი მდგომარეობა, რომლის ნახვა განწყობას გაგიფუჭებს. ამავე თემაზე: http://gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/davisvenet-kalak-ozurgetshi-panchaturidan-skamebi-da-magida-aighes ... ...

არქივი

ზაფრანი

ჰოლივუდელების საყვარელი წიგნები

ბრიუს უილისის რჩეული წიგნია, ჰეროდოტეს...

ყველაზე მომხიბლავი ქერა მსახიობები

ქერა თუ შავთმიანი? სხვადასხვა გამოკვლევებით...

ერთ დროს უსახლკარო ვარსკვლავები

თინეიჯერულ ასაკში ჯიმ ქერი ოჯახთან...

კოკა-კოლას სასარგებლო თვისება

დღესდღეობით თითქმის ყველამ იცის კოკა-კოლას...

რატომ უნდა დადოთ საწოლთან გაჭრილი ლიმონი

ლიმონი ვიტამინი C-ს წყაროა. გარდა...

სიზმრის ახსნა

კბილის გატეხვა ან ამოღება -...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...