ვინ არის გიორგი სიმონია

პოლიტიკა

ვინ არის გიორგი სიმონია

2013 მარ 13 14:59:04

"ქართული ოცნების" წინასაარჩევნო შტაბის წევრებმა კი გვითხრეს, ადგილობრივი მთავრობა რომ ამბობს, სიმონია "ოცნებიდანაა", ოდესმე თვალით მაინც გვენახა. სადაური "ოცნების" წარმომადგენელი იყო, ერთხელაც არსად გამოჩენილაო. ისე, ჟურნალისტებმა სურათი მაინც დადეთ სადმე, რომ შეგვხვდეს, ვიცნოთო.

გავითვალისწინეთ რა ხალხის მოთხოვნა, გამგებლის მოადგილეს კაბინეტში ვესტუმრეთ.

– დიდი დაინტერესებაა თქვენი პიროვნების მიმართ. ხალხი ამბობს, საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება არ აქვსო.

– საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე ტექნიკურ უნივერსიტეტში, შემდეგ იყო ასპირანტურა, ამავე დროს პროფკავშირულ ორგანიზაციაში ამირჩია უმაღლესმა სასწავლებელმა. შემდეგ პედაგოგის რანგში იმავე უმაღლეს სასწავლებელში ვმუშაობდი და პარალელურად _ არასამთავრობო ორგანიზაციებში. ეს ყველაფერი დადასტურებული იქნება დოკუმენტურად. ასე რომ, არ დამიწყია ნულიდან, არ მოვსულვარ პირდაპირ ქუჩიდან და შეგიძლიათ კეთილისმსურველებს ყველა ეჭვი გაუფანტოთ. საკმაოდ აქტიურად ვიყავი ჩაბმული ეროვნულ მოძრაობაში, მაგრამ პარტიის წევრი არ ვყოფილვარ. მაშინ ენთუზიაზმი დიდი იყო, რადგან საბჭოთა სისტემის ნგრევა ხდებოდა. თავისუფლების ნიავმა დაბერა _ მონობაში გატარებული ამდენი წლის მერე ეს იყო ის ტალღა, რომელმაც ამოხეთქა. ჩვენ ამ მოძრაობის საკმაოდ აქტიური და ძლიერი ახალგაზრდული ფრთა ვიყავით. საზოგადოება შეიძლება უფრო კარგად იცნობს უნივერსიტეტის პრეს-კლუბს, რადგან მათ მეტი პიარი ჰქონდათ, მაგრამ ძალა, რომელიც ტექნიკურ უნივერსიტეტში იყო, არანაკლებ საქმეს ასრულებდა ეროვნული მოძრაობის წიაღში.

– თქვენ რომ გამგებლის მოადგილედ დაინიშნეთ, ყველა ამბობდა, "ოცნების" კადრიაო, რამაც წინასაარჩევნო შტაბის წევრების პროტესტი გამოიწვია. მათ გვითხრეს, რომ თქვენ არასდროს უნახიხართ შტაბში, მე ვიცი, რომ "კარდაკარის" პროგრამაში იყავით, მაგრამ მერე მართლაც აღარ ჩანდით. რატომ დატოვეთ პროგრამა და სად იყავით არჩევნების დროს?

– მე ვიყავი "ქართული ოცნების" შტაბში, "კარდაკარის" პროგრამის დროს, წარმოიდგინეთ, ფლაერებსაც კი ვარიგებდი სოფელ-სოფელ შტაბის ხელმძღვანელთან, ვაჟა ლიპარტიასთან ერთად. არაფერს ვთაკილობდი. მაგრამ შტაბის უფროსმა ვერ უზრუნველყო შეთანხმება, ამიტომ მე დავემშვიდობე მას და წამოვედი.

– რა შეთანხმებაზე ლაპარაკობთ?

– ვაჟა ლიპარტიამ "კარდაკარის" წევრებს ჩემი თავი გააცნო, როგორც შტაბის უფროსის მოადგილე, მაგრამ მას შემდეგ, რაც რაიონში უკვე მაჟორიტარი კანდიდატის ვინაობა ცნობილი გახდა, თბილისიდან დაბრუნებულმა შტაბის უფროსმა უარი მითხრა მოადგილეობაზე. შეთანხმება, რომელიც გვქონდა მე და "კარდაკარის" შტაბის ხელმძღვანელს ჩემს სტატუსთან დაკავშირებით დაირღვა, მე დავინახე, რომ აღარ ვიყავი შტაბში საჭირო, თუ რატომ, ჩემთვის მიზეზი ბოლომდე დღესაც გაურკვეველია და აბაშის რაიონში შეწყდა ჩემი აქტიურობა, როგორც "ქართული ოცნების" აქტივისტის, თუმცა, ეს მუშაობა სხვადასხვა დონეზე სხვადასხვა რაკურსით გავაგრძელე. მქონდა შეხვედრები ქალბატონ ეკა ბესელიასთან და სხვებთან.

– რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ვაჟა ლიპარტია არ იყო კოალიცია "ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელი.

– მე "კარდაკარის" პროგრამაზე გეუბნებით.„გურია ნიუსი“  დაუკავშირდა  ვაჟა ლიპარტიას, რომელმაც გვითხრა, რომ  კომენტარს აუცილებლად გააკეთებს, მხოლოდ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ.

– დღეს უკვე ცნობილია, რომ თქვენ პარტია "თავისუფალი დემოკრატების" წევრი ხართ. არსებობს მოარული ხმები იმის შესახებ, რომ თქვენ "ქართული ოცნების" პარტიის წევრი ხართ, სიმართლეს არ შეეფერება.

– მე არასდროს ვყოფილვარ არც ერთი პარტიის წევრი. "თავისუფალ დემოკრატებში" არჩევნების შემდეგ გავწევრიანდი.

– ამ თანამდებობაზე როგორ მოხდა თქვენი დანიშვნა?

– არსებობდა ვაკანსიები, შემოვიტანე განცხადება, გამესაუბრა აბაშის არსებული ხელმძღვანელობა, მეტ-ნაკლებად იცოდნენ ჩემი წარსული, აქტივობები, გამოცდილებები და დავინიშნე მოვალეობის დროებით შემსრულებლად, ისევე, როგორც ყველა ჩემი კოლეგა, კონკურსამდე დროებით ვასრულებთ მოვალეობებს.

– თქვენს ფუნქცია-მოვალეობებში რა შედის?

– ახლა აღარ არსებობს კლასიფიკაცია _ პირველი, მეორე, მესამე მოადგილე. არის მოადგილეებს შორის ფუნქციონალური გადანაწილება. ჩემს საკურატორო სფეროს შეადგენს განათლება, კულტურა, სპორტი, ახალგაზრდობა, მასმედიასთან ურთიერთობა. მედიასთან ურთიერთობა ყოველთვის კარგია, რადგან იგი არის დემოკრატიისმოდარაჯე ძალა, არის ყველაზე კარგი საშუალება, წარმოაჩინო შენი იდეები, აზრები, მენტალობა და საქმიანობა. მინდა იცოდეს ყველამ, რომ ვარ კოალიციის იდეების გასახორციელებლად მოსული. მინდა ვიყო ტრანზიტი და შევძლო ყველას თანადგომით რაღაც სასიკეთოდ შეიცვალოს აბაშის რაიონში.

– თუმცა, როგორც მოსახლეობის ნაწილი ამბობს, თქვენ იმ გუნდში ხართ, რომელიც უკვე წლებია გამგეობაშია. საზოგადოების ერთი ნაწილის აზრით, აბაშა ერთადერთი რაიონია, სადაც არჩევნების შემდეგ არანაირი ცვლილებები არ მომხდარა და თანამდებობებს ისევ ძველი, ნაციონალური კადრები იკავებენ. რამდენად შეძლებთ ამ გუნდთან ერთად თქვენი იდეების გატარებას?

– მე ვარ თანამდებობაზე აბაშის მუნიციპალიტეტში. გუნდში ვარ თუ არა და საერთოდ არსებობს თუ არა ეს გუნდი, ეს სხვა საკითხია, კიდევ ვიმეორებ, ვიყავი "ოცნების" ერთ-ერთი აქტივისტი.

– დავაზუსტოთ _ თქვენ "კარდაკარის" პროგრამაში იყავით და მერე საერთოდ არ ჩანდით.

– იმ პერიოდში ყველაზე აქტუალური და პირველი ნაბიჯი იყო "კარდაკარის" პროგრამა და მე ვიყავი იქ. ვთვლიდი და ვთვლი, ვარ იმ კურსის მიმდევარი, რასაც ახორციელებს "ქართული ოცნება", მინდა პატარა ჭანჭიკის როლი შევასრულო იმ დანაპირების შესრულებაში, რაც "ქართულმა ოცნებამ" მისცა ხალხს. თუ ღმერთი მეტს შემაძლებინებს, მადლობელი ვიქნები უფლის და აბაშელი ხალხის.

"გურია ნიუსი"  დაუკავშირდა  ვაჟა ლიპარტიას, რომელმაც გვითხრა, რომ  კომენტარს აუცილებლად გააკეთებს, მხოლოდ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ.




 ახალი ამბები
  • კახეთში გეოფიზიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა დაიწვასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ხანძარი ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ  არსებობს. ხანძრის შედეგად მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე მიტოვებული შენობა-ნაგებობა დაიწვა. მათ შორის ერთ-ერთი გეოფიზიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობაა. როგორც ცნობილია, ცეცხლი თავდაპირველად ხმელ ბალახსა და ეკალ-ბარდებს მოედო, შემდეგ კი ძლიერი ქარის გამო შენობებზეც გავრცელდა. ... ...
  • მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდათბილისში, მთაწმინდის ფერდობზე,  პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ოპერატიულად მოახდინეს რეაგირება და დაუყოვნებლივ დაიწყეს ცეცხლის ქრობის სამუშაოები. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, შეზღუდული ხილვადობის, რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ხმელ ბალახზე გავრცელებული ხანძრის ქრობას 60-მდე მეხანძრე-მაშველი და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა ახორციელებს. ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, არსებობდა  მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე ხანძრის გავრცელების საშიშროებაც, თუმცა  მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, საფრთხე სრულად აღმოფხვრილია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ინტენსიურად გრძელდება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ნახანძრალი ტერიტორიის მონიტორინგის მიზნით, მთაწმინდის ფერდობის მიმდებარედ მთელი ღამის განმავლობაში დარჩება 1 სახანძრო-სამაშველო ... ...
  • დაწესებულებაში, სადაც, ქმარმა ცოლი მოკლა, ხელმძღვანელი გაათავისუფლესდაწესებულებაში, სადაც, ქმარმა ცოლი მოკლა, ხელმძღვანელი გაათავისუფლეს. თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სამტრედიის სამოქალაქო რეესტრის აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, მანანა მსხილაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას. ,,ჩემო საყვარელო fb მეგობრებო, ახლობლებო, მოკეთეებო და მოყვარეებო! 27.02.2020 წლიდან შევუერთდი უმუშევართა ,,მცირერიცხოვან" არმიას. ვისაც გაქვთ ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ, არ დაგეზაროთ, მომწერეთ პირად მესენჯერში. პირადი პოზიციის და მომხდარი ფაქტის შესახებ არ მკითხოთ, რადგან პასუხით მაინც ვერაფერს მიხვდებით. წინასწარ მადლობა იმათ,  ვისაც გეწყინებათ ჩემი უმუშევრობა და უფრო მეტად მათ, ვისაც ძალიან გაგახარებთ",-სამტრედიელი საზოგადოებისათვის მოულოდნელად ასეთი მიმართვა გაავრცელა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე სამტრედიის სამოქალაქო რეესტრის აწ უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა. 44 წლის მანანა მსხილაძე ზემოაღნიშნულ თანამდებობას , დაახლოებით, 15 წელია იკავებდა და საკმაოდ დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა საკუთარ თანამშრომლებსა და იმ ადამიანებში, რომლებთანაც მას ყოველდღიურად უხდებოდა სამსახურეობრივი ურთიერთობა. ქალბატონი მანანა მარტოხელა დედაა და მას ერთადერთი, სტუდენტი შვილი ჰყავს. სამტრედიელებმა ეს ამბავი დღეს მანანა მსხილაძის ფეისბუქით შეიტყვეს, რაზეც უმრავლესობის რეაქცია უარყოფითი იყო.  სამტრედიელები მანანა მსხილაძის გათავისუფლებას 11დღის წინ, სამტრედიის სამოქალაქო რეესტრში მომხდარ მკვლელობას უკავშირებენ. შეგახსენებთ, რომ სამტრედიის სამოქალაქო რეესტრში 11 დღის წინ საზარელი მკვლელობა მოხდა. სამოქალაქო რეესტრის მოქალაქეთა მისაღებში მამაკაცი მოულოდნელად დაესხა თავს ყოფილ მეუღლეს და იქ მყოფი ადამიანების თვალწინ დანის რამდენიმე დარტყმით სასიკვდილო ჭრილობები ... ...
  • ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციამდე აბიტურიენტებს სულ უფრო ცოტა დრო რჩებათ. აბიტურიენტებისთვის საჭირო ინფორმაცია კი ეტაპობრივად ქვეყნდება. დღეს ცნობილი გახდა ის ზოგადი კრიტერიუმები, რომლითაც 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები და სტუდენტთა საგრანტო კონკურსი შეფასდება. იხილეთ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შეფასების ზოგად კრიტერიუმები დოკუმენტში გაწერილია რა უნდა იცოდეს აპლიკანტმა გამოცდაზე გასვლისას და კონკრეტული ტესტური დავალების შეფასებისას რას მიექცევა ყურადღება. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია მარტის პირველ ნახევარში დაიწყება და რამდენიმე კვირას გასტანს. წყარო: ... ...
  • ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, სავარაუდოდ, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავესსაზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით,  ბორჯომის  მერი  ლევან  ლიპარტია და  საკრებულოს  თავმჯდომარე  გიორგი გოგიჩაიშვილი, სავარაუდოდ, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, ლიპარტია და გოგიჩაიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. სუს-ში აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ჯერ არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. წყარო: ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ნიჭიერი ზოდიაქოს ნიშნები

მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის...

როგორია ქალის იდეალური სხეული

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ტეხასის...

როგორ ვიპოვოთ ცხოვრების ერთგული მეგზური

ბედნიერება ჰგავს პეპელას. მან ზუსტად...

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...