ვაუჩერის რეკლამა თუ ამომრჩევლების გულის მოგება

პოლიტიკა

ვაუჩერის რეკლამა თუ ამომრჩევლების გულის მოგება

2013 მარ 23 09:52:14
"ვიდეორგოლი ძალიან ჰგავს წინასაარჩევნო პოლიტიკურ რეკლამას, სადაც მთავარი მოქმედი პირი ქალაქის მერია. მართალია, რეკლამაში მოცემულია ინფორმაცია ვაუჩერის გამოყენებასთან დაკავშირებით, თუმცა, აქცენტი არაა მხოლოდ ვაუჩერზე, მოქმედი გმირები ხაზგასმით გამოხატავენ მადლიერებას, რომელიც მერიის და კონკრეტულად გიგი უგულავას მიმართ აქვთ. უფრო მეტიც, ერთ-ერთი მოქმედი პირი პირდაპირ აცხადებს: "გიგიმ ზუსტად იცის, რა სჭირდება ხალხს", ეს კი კონკრეტული ადამიანის რეკლამირებაა და არა – ფაქტის, ადმინისტრაციული ორგანოს ან მისი პროექტის, რაც სწორედ პოლიტიკური რეკლამის დამახასიათებელი ნიშანია. გარდა ამისა, გიგი უგულავა არის პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელსაც თავისთავად აქვს პოლიტიკური და საარჩევნო მიზნები".

ამ საკითხს თბილისის საკრებულოს სხვადასხვა ფრაქციები გამოეხმაურნენ.

გიორგი მუსხელიშვილი, ფრაქცია "ქართული ოცნება _ თბილისი": "ეს პირდაპირ უგულავას რეკლამაა. თბილისის მერი კომუნალური მომსახურებისთვის გამოყოფილ ვაუჩერის რეკლამაში, რომელიც სხვადასხვა ტელევიზიის ეთერით მუდმივად გადის, საბიუჯეტო სახსრებს ხარჯავს. რეკლამის ტელევიზიებით დატრიალებაში დაახლოებით ასი ათასი ლარი იხარჯება. თან საკმაოდ დიდი დრო აქვს ამ რეკლამას დათმობილი. რეკლამაში გადაღებული ადამიანები პირდაპირ ამბობენ, რომ დედაქალაქის მერმა იცის, რასაც აკეთებს, მან ყველაფერი იცის. ეტყობა, ბრალდებულ უგულავას უნდა რაღაცნაირად საკუთარი თავის რეაბილიტაცია მოახდინოს. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს მიდის გააფთრებული წანასაარჩევნო კამპანია."

ზაზა გაბუნია, ფრაქცია "ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე: "გიგი ამ რეკლამით საკუთარი სოციალური პროექტის რეკლამირებას ახდენს."

ზაზა ხურციძე, ფრაქცია "ქართული ოცნება-თბილისელების" თანამშრომელი: "უგულავა იყენებს მერიის სახსრებს საკუთარი თავის რეკლამირებისთვის. მერიის საქმიანობის გასაპიარებლად, როგორც მახსოვს 10 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. რა საჭიროა ამდენი თანხები ამ საქმისთვის? იმისთვის, რომ უგულავამ საკუთარი რეკლამა გაიკეთოს? ჯობდა, ეს თანხა სხვა მიზნებისთვის გაეხარჯათ! უგულავა აგრძელებს ძველებურად მართვას! ალბათ, ეს რეკლამაც თავის რომელიმე კომპანიას გააკეთებინა. მოკლედ, ერთი ჯიბიდან მეორე ჯიბეში გადაიდებს ჩვენს თანხებს! ვაუჩერის რეკლამა თბილისის მერიის წინასაარჩევნო კლიპს ჰგავს. რაც მახსოვს, "ნაციონალური მოძრაობა" ყოველთვის არჩევნების რეჟიმში მოღვაწეობდა... მხოლოდ ერთი ტრიბუნა აქვთ მოქმედი ნაციონალებს და ეს არის მერია! და ნაწილობრივ საკრებულო, მალე საკრებულოც აღარ ექნებათ ალბათ, თუ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ხალხის მხარეს გადმოვლენ და შეიქმნება ახალი უმრავლესობა!"




 ახალი ამბები
  • "ოცნება" განცხადებას ავრცელებს _ "ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა"პარტია „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის დეპუტატების ნაწილს 25 თებერვალს შეხვდება _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც მმართველი პარტია ავრცელებს  "პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფს შეხვდა. ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება და დაიგეგმა თავმჯდომარის შეხვედრები დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან. შეხვედრების მიზანია ინდივიდუალურად ყველას მიეცეს შესაძლებლობა, გამოხატოს და განიხილოს საკუთარი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებზე. თემის აქტუალობიდან გამომდინარე, პირველად თავმჯდომარე სწორედ იმ ჯგუფს შეხვდა, რომელმაც განსხვავებული პოზიცია გამოხატა "საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით. პარტიის თავმჯდომარის თემატური შეხვედრები უმრავლესობის წევრებთან მცირე ჯგუფების ფორმატში კვლავაც გაგრძელდება. მომდევნო შეხვედრა დეპუტატთა სხვა ჯგუფთან 25 თებერვალს არის დაგეგმილი“, _ წერია ... ...
  • ოთარ ჩრდილელი: შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ...საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ოთარ ჩრდილელის თქმით, დღეს, "ქართული ოცნების" ოფისში, ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე დეპუტატების გარიცხვაზე საუბარი არ ყოფილა: "პარტიის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე-არ ყოფილა გარიცხვაზე საუბარი, იყო მრავალ თემაზე, რაზეც სხვადასხვა აზრი გვქონდა. რამდენადაც ვიცი, ასეთი შეხვედრები პარტიის და უმრავლესობის სხვა წევრებთანაც იქნება თავისუფალ რეჟიმში.შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ ვინც მიცნობთ იცით, რომ გულწრფელი ვარ და რაც იყო ეგ დავწერე", _ წერს ჩრდილელი. შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ოთარ ჩრდილელი და რამდენიმე დეპუტატი პარტიიდან გარიცხეს. ჩრდილელი ბესელიასთან და 7 დეპუტატთან ერთად იმ კანონპროექტის ავტორი იყო, რომლის მიხედვითაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა უნდა გადადებულიყო, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინ ... ...
  • თავდასხმა ახალსოფელში _ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულიაგავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ახალსოფელში მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული პირი უკვე დააკავეს. თუმცა, ამ ინფორმაციას შსს სამინისტროს პრესსამსახური, ჯერჯერობით, არ ადასტურებს. ცნობისთვის, ომარ მოქიას მკვლელობასა და გია ტუღუშის დაჭრის საქმეში მათივე თანასოფლელის მ.ს. სახელი ... ...
  • "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ის დეპუტატები ესწრებიან, ვინც "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტს მხარი დაუჭირა. შეხვედრის დაწყებამდე უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, რა თემებს შეეხება ... ...
  • „ბექა არ იქნება ბოლო, ვინც უმრავლესობა დატოვა" _ ეკა ბესელია ბექა არ იქნება ბოლო, ვინც უმრავლესობა დატოვა, - ეს განცხადება ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. ბესელიას თქმით, მას არ გაჰკვირვებია, რომ ბექა ნაცვლიშვილმა პროტესტი გამოხატა. მისივე თქმით, მდინარაძის მსგავს ადამიანებს ეს პროტესტი არ ექნებათ, რადგან ყველანაირ სიტუაციას ერგებიან. „ბექა არ იქნება ბოლო, ვინც უმრავლესობა დატოვა. მე არ მიკვირს, რომ ბექას ეს პროტესტი აქვს. მაგალითად, მდინარაძისნაირ ადამიანებს არ ექნებათ ეს პროტესტი, ისინი ერგებიან ყველანაირ სიტუაციას, ყველა დროს და ყველანაირ კომფორტს. ბექას რომ პროტესტი აქვს, ეს მე არ მიკვირს. ასე რომ, ახლა ჩანს ძალიან ჯანსაღი პროცესი. მომავალში ვხედავთ სწორედ იმ ადამიანებთან ურთიერთობას, გარკვეულ თემატურ სამუშაო პროცესს, ვისაც აქვს სწორი დამოკიდებულება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. დაველოდოთ, შემდეგი ვინ იქნება,"- განაცხადა ... ...

არქივი

ზაფრანი

ვიქტორია ბექჰემი 54 წლის მოკვდება

ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა მას-მედიამ...

ყველაზე სამიჯნურო სცენები

ცოტა ხნის წინ ამერიკულმა ინტერნეტ-საიტებმა...

ჰეგემონი ციფრები

ბედის ციფრის გამოთვლის ტექნიკა ჩვენი...

რატომ ეჩვენებათ მთვრალ მამაკაცებს ყველა ქალი ლამაზი

არსებობს ცნობილი რუსული გამოთქმა: ულამაზო...

დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება გონიერი რომ გახდეს

ერთ მშვენიერ დღეს დედამიწაზე ყველა...
კარმიდამო ჩემი

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...