ვეტოს უფლება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში - მითი თუ რეალობა _ ვიდეო

პოლიტიკა

ვეტოს უფლება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში - მითი თუ რეალობა _ ვიდეო

2011 აპრ 1 00:46:00

ის, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში, რუსეთის გაწევრიანების პერსპექტივას, წინ შესაძლოა ქართული ვეტოს უფლება დახვდეს, საზოგადოებას უკვე წლებია ლამის უტყუარ ფაქტად მიეწოდება. მიმდინარე წლის 9 მარტს კი, რუსული მხარის ინიციატივით შვეიცარიაში, ქალაქ ბერნში აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ისევ განახლდა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ გაჟღერდა ქართული მხარის თანხმობის სანაცვლო პირობები.

ამ თემაზე, პრეზიდენტის პრეს-სპიკერი მანანა მანჯგალაძე აცხადებს: "პირველ რიგში ეს ეხება ფსოუს და როკი გვირაბთან არსებულ გამშვებ პუნქტებზე გამჭირვალეობას და მის უზრუნველყოფას და ასევე ქართული საბაჟო სამსახურების დაშვების უზრუველყოფას".

ამავდროულად, კვლავ ვრცელდებოდა ინფორმაცია საქართველოს ვეტოს უფლების შესახებ, რომელზეც თითქოსდა დამოკიდებული იყო რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების ბედი. ინტერნეტ გამოცემა "ტაბულაში", მთავრობის პრეს-სპიკერი ნიკოლოზ მჭედლიშვილის აცხადებდა:

"ჩვენ გვაქვს ვეტოს უფლება და ჩვენი ხმის გარეშე, რუსეთი ვმო-ს წევრი ვერ გახდება".

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია, 1995 წლის აპრილში შეიქმნა და ის 153 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს. აღნიშნული ერთობა, ცდილობს ორგანიზაციის ძალისხმება ვაჭრობის ლიბერალიზაციაზე, სავაჭრო ბარიერების შემცირებისა და არასამართლიანი ვაჭრობის წინააღმდეგ მიმართოს. აღნიშნული ორგანიზაციის წევრები, მსოფლიოს კომერციული ოპერაციების 95%-ს აწარმოებენ. ვმო-ს დევიზია ვაჭრობა დისკრიმინაციის გარეშე. საქართველო ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში, ევროკავშირის აქტიური დახმარებით 2000 წელს გაწევრიანდა. რუსულ-ქართული ურთიერთობები კი, ამ მიმართულებით 2006 წელს განსაკუთრებით გართულდა, ხოლო გაწევრიანებისთვის საქართველოს თანხმობის მოპოვების შანსები, რუსეთისთვის 2008 წლის აგვისტოს შემდეგ სულ უფრო შემცირდა, თუმცა რამდენად სჭირდება ეს თანხმობა მოსკოვს, ამაზე უფრო ქვემოთ ვისაუბრებთ.

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია და რუსეთი

რუსეთის ფედერაცია, მოლაპარაკებებს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ, 17 წელია აწარმოებს. საქართველოს გარდა, ურთიერთობებს რუსეთი შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირის სახელმწიფოებთანაც არკვევდა. ორგანიზაციაში რუსეთის წევრად მიღების საკითხის გაჭიანურება, სხვადასხვა მიზეზებით იყო განპირობებული. ანალიტიკოსები ერთ-ერთ მიზეზად რუსეთის ფედერაციის მმართველობის ერთპიროვნულ ფორმას ასახელებენ, რომელმაც ქვეყანაში ცივილური სამყაროსთვის ნაკლებად მიმზიდველი სტატისტიკა შექმნა:

1. კორუფციის დონით, 180 ქვეყნიდან 2009 წლის მონაცემებით, რუსეთი 146-ე ადგილზე იყო.

2. რუსეთში, ქრთამის წლიური რაოდენობა 300 მილიარდი დოლარია

3. მედიის თავისუფლების ხარიხსის გარკვევისას, 170 ქვეყნიდან, რუსეთი 140-ე ადგილზეა.

4. "ფრიდომ ჰაუსი" კი 45 ათასი რეგიონალური გამოცემიდან, კონტროლირებადად საერთო რაოდენობის 60%-ს მიიჩნევს.

5. ასევე, კონტროლირებადი ბიზნესი და ჩრდილოვანი ეკონომიკა.

მიუხედავად, ავტორიტეტული საeრთაშორისო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული სტატისტიკისა, რუსეთის პრემიერს 2009 წელს დავოსში მიაჩნდა, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხი მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით ჭიანურდებოდა.

მისი თქმით, რუსეთის მსო-ში გაწევრიანების საკითხი იმიტომ შევიდა ჩიხში, რომ მდიდარ ქვეყნებს, არ უნდათ იმ საკითებში წინ წავიდეს, რათა განვითარებად ქვეყნების ეკონომიკის წინ წავიდეს.

თუმცა, მოსკოვის კარნეგის ცეტრის ექსპერტი ანდრეი რიაბოვი, რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტის კითხვაზე: არის თუ არა რუსეთი, რეალურად დაინტერესებული გახდეს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი - ასე გვპასუხობს.

"არსებობს კონკრეტული მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებას განიხილავს ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანად. ერთის მხრივ, ხელისუფლებას ესმის რომ ვმო-ში გაწევრიანების გარეშე, ქვეყნის ეკონომიკის ინტეგრირება მსოფლიო ეკონომიკურ პროცესებში შეუძლებელია, თუმცა მეორეს მხრივ განიცდის მძიმე ზეწოლას კონკრეტული ეკონომიკური დარგის ლობისტური ჯგუფებისგან რომლებიც შიშობენ რომ რუსეთის ფედერაციის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებით ისინი მათ ხელთ არსებულ საგარეო პრიორიტეტებსა და ამით კი შემოსავლებს დაკარგავენ.

ეს ის თემაა, რომელიც რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების პერსპექტივების ანალიზისას არ უნდა გამოგვრჩეს, თუმცა დღეს ასევე ფაქტია, რომ რუსეთის ადმინისტრაცია ამ მიმართულებით განსაკუთრებულ მონდომებას გამოხატავს. ამასთან ერთად ჯოზეფ ბაიდენის 9-მარტის მოსკოვური ვიზიტის შემდეგ, რუსეთს ამ გზაზე შეერთებული შტატების მხარდაჭერის გაცილებით მეტი შანსი აქვს, რაც 17 წლიანი უშედეგო მოლაპარაკებების პირობებში სერიოზულ წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს.

მოვლენების ზედაპირული ანალიზი აჩვენებს, რომ შტატები ერთადერთი არ არის, ვისთვისაც რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებას დამატებითი ეკონომიკური დივიდენდები შეუძლია მოუტანოს. შტატებთან ერთად, ეს შეიძლება ევროკავშირიც იყოს. მართალია ევროპის ლიდერების დიდი მცდელობა რუსეთი საერთაშორისო თანამეგობრობის პროგნოზირებად და დემოკრატიულ წევრად იხილონ კრახით სრულდება, ისინი ვერ გაურბიან სტატისტიკურ მონაცემებს, რომელიც ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთდაინტერესების აუცილებლობაზე მეტყველებენ.

უცხოური პირდაპირი ინვესტიციების 75 პროცენტი, რუსეთში ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე მოდის. საქონლით ვაჭრობის 2009 წლის მონაცემებით კი, ევროკავშირიდან წლიურად რუსეთში 65 მილიარდი ევროს ღირებულის პროდუქტი შევიდა, რუსეთიდან ევროკავშირში კი 115 მილიარდი ევროს ღირებულების საქონელი იქნა ექსპორტირებული, რაც შეეხება სერვისით ვაჭრობას, ამავე 2009 წლის მონაცემებით, ევროკავშირიდან რუსეთში იმპორტმა 18 მილიარდი ევრო, ექსპორტმა რუსეთიდან ევროკავშირში კი 10.8 მილიარდი ევრო შეადგინა.

ამავე დროს, რუსეთზე მოდის ნავთობის მსოფლიო მარაგების 14 პროცენტი, ხოლო ბუნებრივი აირის მომარაგებით ის პირველ ადგილს იკავებს მსოფლიოში. დღეის მდგომარეობით, რუსეთის ფედერაცია ევროპის ბუნებრივი აირის მოხმარების 25 პროცენტზე მეტს უზრუნველყოფს. ამასთან ერთად, რუსეთი სულ უფრო და უფრო დამოკიდებული ხდება საერთაშორისო ბაზარზე და ეს რუსი პოლიტიკოსებისგან სულ უფრო ხშირად ისმის.

რუსეთის დუმის წევრის გენადი ზიუგანიოვის თქმით, ადგილობრივი სურსათი იმავდროულად იმის გამო, რომ ტრაქტორების ავტოპარკის დიდი ნაწილი გამოსულია მწყობრიდან და ტექნიკის უკმარისობა შეინიშნება და ამის შედეგად ქვეყნის 41 მილიონი ჰექტარი დაუმუშვებელია, იმას ნიშნავს, რომ ამხელა ქვეყანას არ შეუძლია თავის ხალხი გამოკვებოს, აწარმოოს შესაბამისი ტექნიკა და ამიტომ ქვეყანა საზღვარგარეთიდან იმპორტირებული პროდუქტით იკვებება."

ასეთ პირობებში თუ ქართული მხარის ვეტოს უფლების როგორც ბერკეტის წონა გვაინტერესებს, პირველ რიგში ზემოთ მოყვანილი სტატისტიკა და ფაქტები უნდა ავწონოთ. ვინაიდან ძნელად წარმოსადგენია შტატებისა და ევროკავშირის მხარდაჭერის პირობებში, საქართველომ შეძლოს ყველას და ყველაფრის წინააღმდეგ წასვლა. ამავე დროს, იკვეთება რუსეთის მცდელობა ქართული მხარის თანხმობა საქართველოს გვერდით ავლით მოიპოვოს.

ამ ყველაფერს კი, ქართული ვეტოს შესახებ მრავალწლიანი მითის ნგრევაც დაემატა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება იმის შესახებ რომ ვმო-ს წესდება რუსეთის ორგანიზაციაში საქართველოს თანხმობის გარეშე გაწევრიანების საშუალებას იძლევა, ქართულმა მხარემაც დაადასტურა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე ამ თემაზე აცხადებს:

"თეორიულად, სამართლებრივი საშუალება ამის არსებობს, რამდენადაც თვითონ წესდება ითვალისწინებს მიუხედავად კონსესუსი წესისა, რომელიმე ერთი ქვეყნის გვერდის ავლით მოხდეს ასეთი გადაწყვეტილების მიღება", თუმცა კალანდაძე იქვე დასძენს, რომ ასეთ პრეცენდეტს ადგილი არ ჰქონია.

ასეთ ვითარებაში, ქართული მხარის პირობებზე რუსეთის დაყოლიება კიდევ უფრო გართულდება. შეიძლება ქართული "კი" იმაზე მეტი ღირს ვიდრე ის დაფასდა, თუმცა თუნდაც პოლიტიკური ვაჭრობის საწყის ეტაპზე ეს ჩვეულებრივი პროცესია, მთავარია რა იქნება ის გონივრული ფასი, რომელზეც მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ.

ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტთან საუბრისას აცხადებს: "მაქსიმალური პაკეტი რაც შეიძლება მივიღოთ შეიძლება იყოს ერთი: - რუსულ ბაზრებზე რუსეთის მხრიდან ხელოვნური შეზღუდვის მოხსნა ქართული პროდუქციისთვის, მეორე თემა: გარკვეულწილად კონფლიქტურ რეგიონებში საერთაშორისო ორგანიზაციების გააქტიურება მონიტორინგის, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული კუთხით და არა საზღვარზე დადგომა, რასაც ხელისუფლება ითხოვს; მესამე საკითხი, რაც შეიძლება ამას მიებას, შეიძლება იყოს დევნილების დაბრუნებაზე პრინციპული გადაწყვეტილებების მიღება არა რუსეთის, არამედ რუსეთის სატელიტების მხრიდან".

ნებისმიერ პირობაზე შეთანხმების შემთხვევაშიც, ფაქტია რომ ქართულ მხარეს რისკების გათვლა წინასწარ მოუწევს. კავკასიის ეკონომიკისა და სოციალური კვლევის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, დავით ნარმანია ასეთი შეთანხმების შემთხვევაში, ერთ სავარაუდო სცენარზე საუბრობს. მისი თქმით, შესაძლოა რუსეთმა გაინაღდოს მსო-ს წევრობა და შესაბამისად უკვე არ შეასრულოს მისი ვალდებულებები, რადგან როცა ის წევრი გახდება, მისი გარიცხვა უფრო რთულია რათქმაუნდა და წევრობის შემდეგ დაპირებები აღარ შეასრულოს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პირადი მოსაზრებები რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტს ზურაბ აბაშიძემაც გაუზიარა. მისი თქმით: "ჩვენ არ შეგვიძლია ისეთ რამეზე დავხუჭოთ თვალი, რაც მსო-ს სულისკვეთებას და მის მიერ დაწესებულ ნორმებს ეწინააღმდეგება, როგორც ჩანს, ესაა ყველაზე დიდი წინააღმდეგობა. მე არამგონია ისეთ დათმობებზე უნდა წავიდეთ, რაც ჩვენს მიერ აღიარებული და სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ იქნება. კარგია რომ ჩვენთვის რუსერის ბაზარი გაიხსნას, მაგრამ ასეთი დონის პოლიტიკური ურთიერთობების პირობებში, ბაზარი შეიძლება ჩაიკეტოს იგივე მიზეზებით, რაც მანამდე იყო".

რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში დასავლეთის აქტიური მხარდაჭერის ფონზე, დიდია ალბათობა იმისა, რომ გადაწყვეტილება საქართველოს თანხმობის გარეშეც იქნას მიღებული. შესაბამისად, ასეთ ვითარებაში, ქართულ მხარეს ისღა დარჩენია, შეინარჩუნოს პრინციპული პოზიცია და მაქსმალურად განავითაროს ახალი ნარატივი, რომლის მიხედვითაც დასავლელმა მოკავშირეებმა ის რუსეთზე გაცვალეს.

რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტი

ვეტოს უფლება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში - მითი თუ რეალობა _ ვიდეო




 ახალი ამბები
  • რატომ მოიხსნა მასალა “გურია ნიუსის“ ვებგვერდიდანდღევანდელი აქციის გაშუქებისას, “გურია ნიუსის“ ვებგვერდზე დაიდო მასალა, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და მოქალაქეს შორის მომხდარ მცირე ინცინდენტს შეეხებოდა. იმის გამო, რომ აუდიოჩანაწერში, შეუძლებელი იყო ინციდენტისას გაჟღერებული ფრაზების ზუსტად გარჩევა, მივიღეთ გადაწყვეტილება, მასალა ვებიდან მოგვეხსნა. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტის სიზუსტეა, ვისაც არ უნდა ეხებოდეს ის. ჟურნალისტის აღწერით, მოქალაქეებთან სელფის გადაღებისას, პრემიერთან მოქალაქე მივიდა და სთხოვა, გაეცა პასუხი, თუ რატომ არ აკმაყოფილებენ მის განცხადებას. პრემიერი, რომელიც დაცვასთან ერთად უკვე გადიოდა ლოკაციიდან, მოქალაქეს მიუბრუნდა, თუმცა, რა საუბარი შედგა მათ შორის და როგორ დაშორდნენ ერთმანეთს აუდიოჩანაწერში არ ისმის. მოქალაქემ ჟურნალისტს უთხრა, რომ პრემიერმა მას პასუხი არ გასცა და დაცვას ლოკაციიდან გასვლის შესახებ მიმართა, თუმცა, აუდიოჩანაწერში არ ისმის ფრაზა: “მომაშორეთ ეს კაცი!“, როგორც ეს მოქალაქემ უთხრა ჟურნალისტს. იგი ვინაობას არ ასახელებს, როგორც თავად ამბობს, შემდგომში პრობლემებისგან თავდაცვის მიზნით. როგორც მან ჟურნალისტთან საუბარში თქვა, ის სოლოლაკში, ავარიულ სახლში ცხოვრობს და ამის შესახებ აქვს განცხადება შეტანილი და სწორედ ამ განცხადების პასუხს ითხოვს ... ...
  • დუტა სხირტლაძემ ათი თეთრი მოიგო და ოზურგეთელმა კი ოთხკაციანი საგზაურიდღეს, “იმედის“ ეთერში ერთ-ერთი სუპერმარკეტის ქსელის გათამაშება შედგა. დოლორას დატრიალების დროს შოუმენმა დუტა სხირტლაძემ  ბილეთის ნაცვლად ათთეთრიანი ამოიღო. “ეს ათი თეთრი ლიფტში გამომადგება. ისე, თანხა შესაწირავ ყუთში უნდა მოათავსოთ,“ - თქვა დუტა სხირტლაძემ. მოგვიანებით,  ოზურგეთში მცხოვრებმა გათამაშებაში ევროპაში გასამგზავრებელი ოთხკაციანი საგზური ... ...
  • “ადამიანებმა, რომლებმაც ორგანიზაციებს მიაწოდეს ინფორმაციები, ანონიმურობა ითხოვეს“სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)- ამ ოთხმა ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს 14 დეკემბერს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მიერ თბილისში პარტიული ღონისძიების ფარგლებში ფართომასშტაბიანი აქციის შესახებ. პარტიის განცხადებით, ღონისძიება საქართველოს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარედ არჩევასთან დაკავშირებით მიმდინარე საზეიმო კვირეულის შეჯამებას უკავშირდება. განცხადება 13 დეკემბერს გავრცელდა, სადაც ნათქვამია: “აღნიშნულ ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მმართველი პარტიის მიერ მოქალაქეთა აქტიური მობილიზება შეინიშნება, რომელსაც ძირითადად კოორდინაციას უწევენ „ქართული ოცნების“ პარტიული ოფისები. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტში, პარტიის კოორდინატორების გარდა, მოქალაქეთა მობილიზებაში აქტიურად არიან ჩართულები მერების წარმომადგენლები სოფლებში და სოფლების საკრებულოს დეპუტატები. კონკრეტულად, მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა ქუთაისში, წყალტუბოში, ზუგდიდში, ფოთში, ხობში, მარტვილში, ოზურგეთში, ჩოხატაურში, ქობულეთში, ბათუმში, ხელვაჩაურში, ახალციხეში, გორში, ხაშურსა და კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დადიან მოსახლეობაში, საჯარო სკოლებში, საბავშვო ბაღებში და საჯარო სკოლის მასწავლებლებს, ბაღის თანამშრომლებს,  ა(ა)იპ და სსიპ-ების  თანამშრომლებს მოუწოდებენ გაემგზავრონ ხელისუფლების მიერ დაგეგმილ აქცია-ღონისძიებაზე. ზოგ შემთხვევაში აქციაზე წასვლისკენ მოწოდებას დავალების, ზოგ შემთხვევაში კი თხოვნის შინაარსი აქვს. ასევე, რამდენიმე მუნიციპალიტეტში, თვითმმართველობის საჯარო მოხელეებს დავალებული აქვთ აქციაზე წამსვლელი 10 ან 20 კაციანი სიების წარმოდგენა სახელის, გვარის და პირადი ნომრის მითითებით. საჯარო მოხელეებისა და ა(ა)იპ-ების თანამშრომლების გარდა, ზუგდიდის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში აქციაზე წასვლის შესახებ გაფრთხილებულები არიან სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქეები, რომლებიც „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებთან პირად საუბარში გამოხატავენ შიშს, რომ აქციაზე წაუსვლელობის შემთხვევაში სოციალური დახმარება მოეხსნებათ. ხელმომწერი ორგანიზაციები მმართველ პარტიასა და ადგილობრივი თვითმმართველობის მაღალი თანამდებობის პირებს მოუწოდებენ, რომ აღკვეთონ საჯარო მოხელეებსა და მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე ღონისძიებაზე დასწრებასთან დაკავშირებით ზეწოლის/იძულების ნებისმიერი ფორმა. ამასთან, მაქსიმალურად უზრუნველყონ დაგეგმილი პარტიული ღონისძიების გამიჯვნა საჯარო სამსახურის და თვითმმართველობების საქმიანობისგან, და თავი შეიკავონ დაგეგმილი ღონისძიების შესახებ მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანისგან,“_ წერია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. “გურია ნიუსი“ დაინტერესდა კონკრეტულად, ოზურგეთისა და ჩოხატაურის რომელ სოფელში დაფიქსირდა ზემოთ აღნიშნული ფაქტები. “სამართლიანი არჩევნების“ აჭარა-გურია-ფოთის რეგიონალური კოორდინატორის, მადონა ბერიძის თქმით, კონკრეტულ სოფლებს ვერ დაასახელებს, რადგან იმ ადამიანებმა, რომლებმაც ზემოთ აღნიშნულ ორგანიზაციებს მიაწოდეს ინფორმაციები ანონიმურობა ... ...
  • ჭიათურაში უკანონოდ დატყვევებული დათვი იპოვნეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქალაქ ჭიათურაში, მოხეტიალე ცირკის მიერ დათვის უკანონოდ დატყვევების ფაქტი გამოავლინეს. დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კომპანიის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი შეადგინეს, საქმის მასალები შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება. დათვი ცხვარიჭამიაში, დათვების თავშესაფარში დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის თანამშრომლებმა გადაიყვანეს, სადაც ის შესაფერის პირობებში მოთავსდება სასამართლოს მიერ საქმის განხილვამდე. ... ...
  • "ყველაზე ყლ....ბა ტელევიზიაა" _ აქციის მონაწილე POST ტვ-ს ჟურნალისტსერთ-ერთი მოქალქე პირდაპირი ჩართვისას პოსტივის გადამღებ ჯგუფთან მივიდა, რომელმაც იკითხა _ აქციაზე მოსვლა და დღევანდღელი ცხოვრება რამდენი კილო კარტოფილი დაუჯდა ხელისუფლებას? შემდგომ ჟურნალისტს ჰკითხა რომელი ტელევიზიის წარმომადგენელი იყო, ლოგოს ნახვის შემდეგ კი თქვა,რომ ყველაზე ყლ....ბა ტელევიზია, რასაც გადამღები ჯგუფის და აქციის მონაწილეებისგან სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა და ის პროვოკაციაში ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე მსმელი ქალები მსოფლიოში

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...