ჟურნალისტის პასუხი თინა ხიდაშელს: "ფრენა ისეთი უნდა, მე რომ ვიცი"

gurianews.com

პოლიტიკა

ჟურნალისტის პასუხი თინა ხიდაშელს: "ფრენა ისეთი უნდა, მე რომ ვიცი"

2013 მარ 29 13:11:15

"გამარჯობა, ქალბატონო თინათინ. ლაშა ბერულავა მე გახლავართ. სანამ ძალიან გაბრაზდებით, იქნებ გამარკვიოთ:

ა) ეს შეხვედრა იქნება თუ "სტრელკა";

ბ) რა შუაშია ლაშა ბერულავა, როცა საიტზე დევს ოფიციალური განცხადება, რომელიც "ლაზარემ" გაავრცელა და რომელიც, სხვათა შორის, წუხელ "ფეისბუქზეც" ვრცელდებოდა?

ჩემი მხრიდან, გამოვთქვამ მზადყოფნას თქვენთან შესახვედრად, უბრალოდ, იმის გათვალისწინება მოგიწევთ, რომ ფრენა ისეთი უნდა, მე რომ ვიცი. შემიძლია, გასწავლოთ კიდეც"

"გურია ნიუსთან" საუბრისას, ლაშა ბერულავა ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია რატომ აღმოჩნდა ხიდაშელის მიერ მიერ შერისხულთა სიაში:

_ ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ აღმოვჩნდი ქალბატონ თინას მიერ შერისხულთა სიაში: "ლაზარეს" ეს განცხადება ჩემმა კოლეგამ დარეჯან მეფარიშვილმა გამოაქვეყნა გუშინ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე, იქ ვნახე და ვიკითხე კიდეც ამ ინფორმაციის წყარო. როცა ბმული მომაწოდეს, გადავამოწმე, ვნახე, რომ ასეთი განცხადება მართლაც არსებობს და გამოვაქვეყნე, როგორც "ლაზარეს" განცხადება. როგორც რედაქტორმა, გავუკეთე სათაური და ლიდი. ხელიც იმიტომ მოვაწერე, რომ ამით პასუხისმგებლობა ავიღე იმაზე, რომ ეს განცხადება ნამდვილად გავრცელდა. თავდაპირველად გაოგნებულიც კი დავრჩი, როცა ქალბატონ თინას გამოხმაურება ვნახე. მაინც მგონია, რომ თინა ხიდაშელი, უბრალოდ, ვერ გაერკვა სიტუაციაში. ასეთ შემთხვევაში მხოლოდ ვურჩევდი, რომ უფრო დაკვირვებით გაეცნოს მედიასაშუალებებში გამოქვეყნებულ მასალებს და გაერკვეს, ვინაა ავტორი და ვინ _ რედაქტორი. მესმის, რომ ძნელია პოლიტიკოსობის ტვირთი: ვინც უწმაწური სიტყვებით გაგინებს, იმაზე ვერ გაბრაზდები ან რომც გაბრაზდე, საჯაროდ ვერ გამოხატავ, რადგან მილიარდერის რჩეულია. სამაგიეროდ, შეიძლება თამამად გაბრაზდე ჟურნალისტზე და ეს გამოხატო "ფეისბუქზე", როცა ის ჟურნალისტი შენს შესახებ რომელიღაც ორგანიზაციის მიერ დაწერილ ბრალდებებს სტანდარტის სრული დაცვით გამოაქვეყნებს მედიაგამოცემის გვერდზე... _ აღნიშნავს ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, თინა ხიდაშელმა, სოციალურ ქსელ ფეისბუქში კომენტარი გააკეთა სააგენტო ნიუპოსტ.გე-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, რომლის ავტორი ჟურნალისტი, ლაშა ბერულავა იყო და რომლის თანახმად "7 აპრილს, ხარება დღეს, უმრავლესობის დეპუტატისა და პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლის თინა ხიდაშელის ხელმძღვანელობით, სპორტის სასახლეში "იეღოველთა მსოფლიო კონგრესის" ჩატარება იგეგმებოდა"

ხიდაშელის თქმით, კიდევ კარგი, რომ თბილისში არ არის:

_ მგონი, ვბრაზდები. მეგონა, ასეთ ამბებზე აღარ ვრეაგირებდი. კიდევ კარგი, რომ თბილისში არ ვარ, მაგრამ დღეს ხომ ჩამოვალ, და ეს ლაშა ბერულავა (სტატიის ავტორი. ნ. გ.) მინდა გავიცნო და ვინმე არ დამეხმარებით?! ისე არა მხოლოდ ბერულავა, თავად ეს "ლაზარე" გამომეხმაუროს, ტელეფონის ნომერი და სახელი და გვარები მინდა ამ დასახელების უკან მდგომი ადამიანების. ისე საღამოობით დავფრინავ ხოლმე და მერიდეთ. ძონძები, ძალიან ვარ გაბრაზებული. აი, ძალიან, ძალიან, ცეცხლებს რომ ყრის ისეთი სმაილიკი, _ წერს ხიდაშელი.

ჩვენ ამ წუთებში ვცდილობთ თინა ხიდაშელთან დაკავშირებას და პასუხის პასუხზე მის კომენტარს მოპოვებისთანავე მოგაწვდით.


ნახვა: 916


 ახალი ამბები
  • მამაჩემს სახე აქვს დასერილი, დედაჩემს ცხვირი მოაჭრეს, - ალიოღლები ყაჩაღურ თავდასხმას იხსენებენკასპის რაიონის სოფელ ფერმაში სამი ნიღბიანი და შეიარაღებული პირი ალიოღლების ოჯახს თავს დაესხა. წაღებულია ფული და ძვირფასეულობა. ყაჩაღებმა ისინი ჯერ დააბეს, შემდეგ აწამეს და თანხა ისე გამოსძალეს, _ ამის შესახებ რუსთავი2-თან ალიოღლუების ოჯახის წევრები საუბრობენ. „სამი კაცი დაგვესხა თავს. ნიღბებით. xხელები დაგვიბეს. შეგვიყვანეს სხვა ოთახში, ყველაფერი დახიეს, რაღაცას ეძებდნენ. მამაჩემი სცემეს, დედაჩემიც. სახეზე დანა დაუსვეს. მერე მე ამიყვანეს. რაც გვქონდა ოქრო და ფული მივეცით, 2000 ლარამდე იყო თანხა. ორს იარაღი ეჭირა და სამივეს ჰქონდა დანა. მამაჩემს თავი და ორივე თვალი აქვს გასიებული, სახე აქვს გაჭრილი, დედაჩემს ცხვირი მოაჭრეს, სახე გაკერილი აქვს. გვითხრეს, ხვალ რომ გნახოთ პოლიციაში ან ტელევიზიაშიო, იმ დღესვე მოგჭრით თავსო. ამბობდნენ, რომ გამოგვაგზავნეს, ვიცით, რომ ფული გაქვთო,“, _ ამბობს საბინა ... ...
  • ,,ბევრი ადამიანი შეურაცხყოფილია წმინდანების არასათანადო ფორმით წარმოჩინების გამო“ ,,სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ადამიანი შეურაცხყოფილია მართლმადიდებელი წმინდანების არასათანადო ფორმით წარმოჩინების გამო, რასაც ვემიჯნები და ვგმობ“,-ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ  განაცხადა. კილაძის თქმით, ისეთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, როგორიც საქართველოა, რელიგიური შეურაცხყოფის ადგილი არ არის, ამიტომ მისი თქმით, პრობლემის აღმოსაფხვრელად გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების გატარებაა აუცილებელი. ,,ვფიქრობ, დემოკრატიულ-სამართლებრივ საზოგადოებაში  რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის ადგილი არ არის, ეს არის ცალსახად დასაგმობი. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ადამიანი შეურაცხყოფილი არის მართლმადიდებელი წმინდანების არასათანადო ფორმით წარმოჩინებით, რასაც ვემიჯნები და ვგმობ. რაც შეეხება სამართლებრივ ჩარჩოს, ვფიქრობ,  არის გარკვეული სამუშაო ჩასატარებელი. გარკვეული  რეგულაციები ისე არის მოსაქცევი, რომ რელიგიის თავისუფლება და  სიტყვის თავისუფლება ერთმანეთთან  წინააღმდეგობაში არ მოვიდეს. მგონია, რომ ისე, როგორც ძალიან ბევრ განვითარებულ ქვეყანაშია, ამ ბალანსს დავიცვათ“, _ განაცხადა ... ...
  • ,,მანდატურს სკოლის დირექტორი აღარ დანიშნავს,, _ ცვლილებები ,,ზოგადი განათლების შესახებ “ კანონშიადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე  შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა კომიტეტის წევრებსა და დამსწრე საზოგადოებას ,,ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები გააცნო, რომლის მიხედვითაც მანდატურს უფლებამოსილება უფართოვდება. აგრეთვე, კანონპროექტის თანახმად, სასწავლო დაწესებულებებისთვის სავალდებულო ხდება  შიდა და გარე პერიმეტრზე  კამერების დამონტაჟება. ,,ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მოსწავლეების უსაფრთხოების დაცვის მიზანს ემსახურება, ეს არის საგანმანათლებლო დაწესებულებებში კამერების დამონტაჟების ვალდებულება, როგორც შიდა, ისე გარე პერიმეტრზე. მეორე, კოორდინაციის გაზრდა სამინისტროებს შორის, რაც  მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ თუ არსებობს სკოლის გარეთ კონფლიქტის  გაგრძელების საფუძველი და საშიშროება შსს-მ პრევენცია ადრეულ ეტაპზე მოახდინოს და მოსალოდნელი კონფლიქტები თავიდან აირიდოს. იზრდება ასევე, მოთხოვნები თავად მანდატურის მიმართ, იცვლება მანდატურის დანიშვნის წესი და მას დანიშნავს მანდატურის სამსახური, მას აღარ დანიშნავს სკოლის დირექტორი, რაც, გარკვეულწილად, გაზრდის მის უფლებამოსილებას, თუმცა, ამ უფლებამოსილების გაზრდის ფონზე ეს კანონპროექტი იცავს იმ ბალანსს, რომელიც არსებობს, ერთი მხრივ, სკოლაში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფასა და მეორე მხრივ, მოსწავლის ინტერესების დაცვას შორის“, _  განაცხადა  ... ...
  • რა ხდება გარდაბანის საჯარო სკოლაშისოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, რომელიც მეშვიდეკლასელზე ძალადობას ასახავს, გარდაბნის პირველ საჯარო სკოლაში საპროტესტო აქცია მოყვა. მოსწავლეების მშობლები სკოლის დირექციას მოძალადე ბავშვების სკოლიდან გარიცხვას სთხოვენ, თუმცა, დირექტორი ამბობს, რომ მას მოსწავლეების გარიცხვის უფლება არ აქვს. როგორც „გურია ნიუსს“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნატა ასათიანმა განუცხადა, ბავშვებთან ფსიქოლოგები მუშაობენ, გარკვეული  ზომების მიღება კი გამოძიების დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი. „ვიდრე გამოძიება არ დასრულდება მანამდე ჩვენ ქმედებებს ვერ გავახორციელებთ. ფსიქოლოგები მუშაობენ, როგორც ძალადობის მსხვერპლ, ასევე, მოძალადე ბავშვებთან. საქმის კურსშია სოცმუშაკიც“, _  ამბობს ასათიანი. საგამოძიებო მოქმედების და ფაქტის მოკვლევის მნიშვნელობაზე საუბრობენ სოციალური მომსახურების სააგენტოში. როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, ფაქტზე რეაგირება ვიდეოს გავრცელებისთანავე მოხდა, თუმცა, რადგან არც ერთი ბავშვი მზრუნველობამოკლებული არ არის, სოციალური მომსახურების სააგენტოც პროცესში ჩართული აღარ არის. როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს   მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსი ეთერ ცხაკაია „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, ბავშვებთან სკოლის ფსიქოლოგები მუშაობენ.  „ყველა სტრუქტურას აქვს თავის კომპეტენცია. სააგენტომ მოახდინა იდენტიფიცირება, გადაამისამართა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.  ბავშვებთან სკოლის ფსიქოლოგები მუშაობენ. განათლების სამინოსტროს აქვს მანდატურის სამსახური, რომელიც დაკომპლექტებულია ძლიერი ფსიქოლოგებით და მიმდინარეობს გამოძიება“,_ამბობს ის. ეთერ ცხაკაია ასევე აღნიშნავს, რომ ბავშვებთან ფსიქოლოგი თვენახევარია, დაახლოებით, რაც მუშობს.  „ამ ბავშვების ქცევაში, სავარაუდოდ, რაღაც შეამჩნიეს, რის გამოც,  უკვე თვე ნახევარია ფსიქოლოგები მუშაობენ“,_ ამბობს ცხაკაია. როგორც ცნობილია, ვიდეო, რომელმაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია და მე-7 კლასელზე ძალადობას ასახავს სექტემბერშია გადაღებული, თუმცა, სოციალურ ქსელებში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. „გურია ნიუსმა“  სოციალური მომსახურების სააგენტოს   მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსის მიერ მოწოდებული ინფორმაცია მანდატურის სამსახურთან გადაამოწმა. როგორც მანდატურის სამახურში ამბობენ, გამოძიების პროცესის დასრულებამდე კომენტარს ვერ ... ...
  • ,,რომ მიმაჩნდეს, გუნდიდან უნდა გავიდე, აქამდე გავიდოდი“- ფოფხაძე პარტიის დატოვებაზემმართველი გუნდის წევრი გედევან ფოფხაძე ,,ქართული ოცნების“ დატოვებას ამ ეტაპზე არ აპირებს _ ამის შესახებ გედევან ფოფხაძემ ,,გურია ნიუსს“ განუცხადა.  ,,ქართული ოცნების“  წევრის თქმით, უმრავლესობაში არიან ისეთი ადამიანები, რომელთან ერთადაც წარსულში იბრძოდა და მომავალშიც მათთან ერთად  ბრძოლას აპირებს. ,,ჩვენ ველოდებით უმრავლესობის სხდომას, ველოდებით იმ მოტივაციით, რომ  სხდომაზე რაღაც საკითხებზე ჩამოვყალიბდებით და ერთმანეთთან უფრო გულწრფელი და ღია ვიქნებით. არა მგონია, რომ წინასწარი ემოციური ფონის შექმნა გამართლებული იყოს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ზედმეტი მსჯელობა ამ შეკრებას დააზარალებს. ჩვენი  მიზანია, შევთანხმდეთ ძირითად  ფუნდამენტურ პრინციპებზე, იმ პრინციპებზე, რამაც გაგვაერთიანა. რომ მიმაჩნდეს უნდა გავიდე გუნდიდან, აქამდე გავიდოდი. ახლა ველოდები უმრავლესობის სხდომას. უმრავლესობაში ძალიან ბევრი თანამებრძოლი მყავს, რომელთან ერთადაც ვიბრძოდი და ვიბრძოლებ მომავალში“, _ განაცხადა ... ...

არქივი

ზაფრანი

კაზუარი - საშიში ფრინველი დედამიწაზე

კაზუარი - ერთადერთი სახეობაა კაზუარისებრთა...

როგორ შევაწყვეტინოთ ბავშვს ტირილი?

ბევრი ახალგაზრდა მშობელი შეშფოთებულია იმის...

22 წლის მოდელი აუქციონზე ქალიშვილობას ყიდის

22 წლის პორტუგალიელი მოდელი აუქციონზე...

რა სარგებელი მოაქვს საღეჭ რეზინს

 აშშ-ში, მშრალი კანონის დროს, არომატული...

ახალგაზრდობის ელექსირი

ცოტა ხნის წინ მღრნელებზე ჩატარებული...

ნაადრევი გაჭაღარავების მიზეზები

ნაადრევი გაჭაღარავების მიზეზი გენეტიკაზე უფრო...
კარმიდამო ჩემი

როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი

იმუნიტეტი ეს არის ორგანიზმის დამცველობითი...

ბროკოლი გულს დაავადებებისგან იცავს

ორთქლზე მომზადებული კომბოსტო ბროკოლი გულის...

ეთნოგრაფიული ნივთების კოლექციონერის მიზნები და გულისტკივილი

დღეს საქართველოში მრავალი ეთნოგრაფიული მუზეუმი...

როდის დავთესოთ და როგორ მოვუაროთ ბოსტნეულს ღია გრუნტში

მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში...

შინაური პირუტყვის პროფილაქტიკა საგაზაფხულოდ

გამოზამთრებულ შინაურ პირუტყვს, მსხვილფეხა თუ...

თხილის პირველი საგაზაფხულო წამლობის პრინციპი

ვაგრძელებთ რჩევების მიცემას იმ ადამიანებისთვის...

გრძელდება თხილის პლანტაციების შეწამვლა გულის სიდამპლის წინააღმდეგ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში გრძელდება  თხილის...

ფლორა გულის სამსახურში

თქვენი "გულის" ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ...

დავიცვათ დედაბუნება _ ვუნახავთ თუ არა ტყეს შვილებს?

ბუნებასთან ადამიანების ურთიერთობა ყოველთვის იყო,...