ფიქლის გაზი - “გაზპრომის” პოლიტიკური ძალაუფლების ეკონომიკური გამოწვევა _ ვიდეო

პოლიტიკა

ფიქლის გაზი - “გაზპრომის” პოლიტიკური ძალაუფლების ეკონომიკური გამოწვევა _ ვიდეო

2011 აპრ 7 18:18:50

უახლოეს წლებში ევროპის ენერგეტიკულ სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი, ყოველ შემთხვევაში, ევროკავშირის, როგორც გაზის უდიდესი მომხმარებლის და რუსეთის, როგორც მისი მთავარი მიმწოდებლის, მცდელობები სწორედ ამისკენაა მიმართული. ევროკავშირი, რომელიც მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია რუსულ გაზზე, ცდილობს ენერგორესურსების დივერსიფიკაციას, თავის მხრივ კრემლი კი ამ დამოკიდებულების გაზრდაზე მუშაობს. როგორ შეცვლის სტატუს-კვოს ენერგოარენაზე გამოჩენილი ახალი მოთამაშე - ფიქლის გაზი? ხომ არ გადაიქცევა რუსეთის მცდელობები სიზიფეს შრომად? (და)კარგავს თუ არა გაზპრომი თავის როლს ევროპულ ბაზარზე?

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ იგულისხმება საფრთხე, რომელიც შეიძლება დაემუქროს გაზპრომს, როგორც რუსეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ იარაღს. სხვა მხრივ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უახლოეს მომავალში მოხერხდეს ევროპის ბაზრიდან მისი, როგორც ეკონომიკური მოთამაშის, გამოთიშვა.

საკითხი ფიქლის გაზის შესაძლებლობების ირგვლივ დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც აშშ-ი მისი მეშვეობით 2009 წელს მსოფლიოში გაზის უდიდეს მწარმოებლად იქცა. "გაზის რევოლუცია" ამერიკის ენერგეტიკულ სისტემაში შესაძლებელი გახადა ტექნოლოგიურმა განვითარებამ. ფიქლის გაზის პირველი ჭაბურღილი გაყვანილ იქნა 1821 წელს ნიუ-იორკში, თუმცა ეფექტური ტექნოლოგიების არარსებობის გამო მისი მასშტაბური მოპოვება მხოლოდ 2000 წელს, თითქმის ორი საუკუნის შემდეგ დაიწყო; კომპანია Devon Energy-ის მოგება/სარგებლის ზრდის შედეგად პრესაში გაიჟღერა იდეამ "გაზის რევოლუციის შესახებ". დღესდღეობით ამერიკა გაზზე მოთხოვნის 10-15 პროცენტს სწორედ ფიქლის გაზის მეშვეობით იკმაყოფილებს.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ არცთუ შორეულ მომავალში მოხდება ამერიკული ბაზრის გაჯერება ამ პროდუქტით, რაც გათხევადებული გაზის მიმწოდებლებს ახალი სივრცეების ათვისებისაკენ უბიძგებს.

რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტის ექსპერტი ირაკლი ტორონჯაძე მიიჩნევს რომ 1000 კუბური მეტრი ფიქლის გაზის ფასი დღეის მდგომარეობით არ არის იაფი, თუმცა გაცილებით ნაკლებია იმ ფასზე რა ფასადაც რუსეთი სხვა ქვეყნებზე ყიდის. "შესაბამისად, გაზის ფასის 200-250 დოლარამდე შემცირების შემთხვევაში რუსეთი იძულებული იქნება უარი თქვას იმ საბადოების ათვისებაზე რომელიც მას დაზვერილი აქვს და უფრო მეტიც, ზოგიერთი საბადოების დაკონსერვებაც კი მოუწევს" - აღნიშნავს ტორონჯაძე.

ევროპა კი როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით პრივილეგირებულად შეიძლება ჩაითვალოს სხვა შესაძლო ვარიანტს შორის. ევროპაში ამ რესურსის პოტენციურ მფლობელად განიხილება რამდენიმე სახელმწიფო, მათ შორის – პოლონეთი, რომელსაც სხვადასხვა გამოთვლებით დაახლოებოთ 1,5 ტრილიონი კუბური მეტრი ფიქლის გაზის წარმოების პოტენციალი გააჩნია. ამ პროგნოზების გამართლების შემთხვევაში, პოლონეთი არა მარტო სრულად დაიკმაყოფილებს საკუთარ მოთხოვნას გაზზე, არამედ შეიძლება ექსპორტიორ სახელმწიფოდაც მოგვევლინოს.

დღეს პოლონეთის დამოკიდებულება რუსულ გაზზე 72 პროცენტს შეადგენს. შექმნილი სიტუაცია წარმოშობს საშუალებას რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად არა მხოლოდ პოლონეთისთვის, არამედ მთლიანად ევროკავშირისთვის. მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარება ორი მიმართულებით უქმნის საფრთხეს გაზპრომის მონოპოლიას:

1) ფართო მასშტაბით გათხევადებული გაზის შემოსვლა ევროპულ ბაზარზე მას უფრო მიმზიდველს ხდის ევროპელი მომხმარებლებისათვის რუსული გაზის სიძვირის გამო. გაზპრომის გაყიდვები საგრძნობლად შემცირდა მას შემდეგ, რაც კატარმა ზემოთხსენებული მიზეზების გამო ამერიკულ ბაზარზე ორიენტირი ევროპულით შეცვალა.

2) ფიქლის გაზის მოპოვების ამერიკული გამოცდილების გათვალისწინებით რამდენიმე კომპანიამ რესურსების აღმოჩენის იმედით მოიპოვა ლიცენზია ევროპულ სახელმწიფოებში მოპოვებითი სამუშაოების დასაწყებად. ამ რეალობამ, და ზოგადად ტიპიურმა "რუსულმა დამოკიდებულებამ" შეიძლება მეტად უბიძგოს ევროკავშირს რათა აქტიურად ჩაერთოს "ფიქლის გაზის კამპანიაში". ასეთ შემთხვევაში საინტერესოა, რას მოიმოქმედებს გაზპრომი ალტერნატიული გაზის მომპოვებელი კომპანიების გააქტიურების ფონზე?

ტორონჯაძის განცხადებით, პოლონეთის მარაგები 1.4 ტრილიონ კუბურ მეტრს შეადგენს. ქვეყნის მთავრობამ კი უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში ფიქლის გაზის მოპოვებისათვის 44 ლიცენზია გასცა. როგორც კი დაიწყება ამ გაზის მოპოვება, პოლონეთს მიეცემა შესაძლებლობა არამარტო თვითონ გათავისუფლდეს რუსეთზე დამოკიდებულებისაგან, არამედ სხვა ქვეყნებშიც შეძლებს გაზის ექსპორტს.

უნდა აღინიშნოს, რომ ოფიციალურ განცხადებებში გაზპრომის ხელმძღვანელები გამოხატავენ თავიანთ კრიტიკულ დამოკიდებულებას ფიქლის გაზის "ევროპული მომავლის" შესახებ. როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა აღნიშნა, ფიქლის გაზმა შეიძლება ითამაშოს მხოლოდ შემავსებელი როლი გაზის რეგიონალურ ბალანსის დასარეგულირებლად. თუმცა, ცხადია, რომ რუსეთში მომავალზე უფრო იმაზე მეტად ფიქრობენ, ვიდრე ეს მათი განცხადებებიდან ჩანს. ამის ნათელი მაგალითია გაზპრომის მზადყოფნა, შეიძინოს ფიქლის გაზის მომპოვებელი ამერიკული კომპანია, აღნიშნული ინიციატივა პრესას ამა წლის ივნისის დასაწყისში თვით ალექსანდრ მედვედევმა გააცნო.

რა თქმა უნდა, გაზპრომის წარმომადგენლები არ აცხადებენ, რომ ამ ნაბიჯის უკან ფიქლის გაზის მხრიდან მომავალი შესაძლო კონკურენცია დგას. თუმცა შეიძლება მსგავსი ვარაუდების გამოთქმა იმის გათვალისწინებით, რომ ფასების დაცემის გამო რუსეთი იძულებული გახდა გადადოს შტოკმანის საბადოს ამუშავება. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ შეიძლება სამხრეთ ნაკადსაც შეექმნას მნიშვნელოვანი პრობლემები, იმის გათვალისწინებით, რომ აზერბაიჯანმა და თურქეთმა მიაღწიეს შეთანხმებას ფასებთან და აზერბაიჯანული გაზის ევროპაში ექსპორტთან დაკავშირებით. თუმცა, დღეს საკითხი ასე მწვავედ არ დგას, იმის გათვალისწინებით, რომ ფიქალის გაზის მოსაპოვებლად აუცილებელი ტექნოლოგია საკმაოდ ძვირადღირებულია, ასევე მხედველობაში მისაღებია ეკოლოგიური ხასიათის საფრთხეები, რომელიც მოპოვებით სამუშაოებს ახლავს თან.

აღსანიშნავია აგრეთვე, რომ ფიქლის გაზის მოპოვებითი სამუშაობის დასაწყებად აუცილებელია დიდი ფართობი - საბურღი მოწყობილობებით, აუზებითა და ახალი მილსადენებით. ყოველივე ეს ამერიკისათვის პრობლემა არ იყო, თუნდაც მხოლოდ იმიტომ რომ იქ მოსახლეობის სიმჭიდროვე კვადრატულ კილომეტრზე შეადგენს 80 კაცს, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებში 250-400-ს. 2004-2008 წლებში არსებული სიტუაცია და მაღალი ფასები ტოვებდა დაშვებული შეცდომების ნიველირების შესაძლებლობას, მაგრამ ახლა სხვა სიტუაციაა, თან ევროპაში ეკოლოგიას საკმაოდ მნოშვნელოვანი ყურადღება ეთმობა. თუმცა, მსოფლიოს უდიდესი კომპანიების აქტიური ჩართულობა პროცესში წარმოშობს ვარაუდს, რომ უახლოესი 10-15 წლის შემდეგ რუსეთი შეიძლება მძიმე რეალობის წინაშე აღმოჩნდეს, დაკარგავს რა ბოლო პერიოდის განმავლობაში საგარეო პოლიტიკის წარმოების ყველაზე ეფექტურ იარაღს - ბუნებრივ აირს.

როგორც ზემოთ აღინიშნა, აქ აქცენტი კეთდება გაზპრომის პოლიტიკური ძალაუფლების დეკონსტრუქციაზე. ეკონომიკური თვალსაზრისით კი რუსეთი დიდ ზარალს არ ნახავს მონოპოლიის დაკარგვით. საინტერესოა, რომ სწორედ ამ პერიოდს შეიძლება დაემთხვეს სტატუს–კვოს ცვლილება კავკასიის რეგიონში. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით არსებობს დიდი შესაძლებლობა იმისა, რომ 10-15 წელიწადში რეგიონს შეემატოს ორი ბირთვული სახელმწიფო - ირანი და თურქეთი.

შენიშვნა: გაზის ომებმა რუსეთ-უკრაინის მონაწილეობით ევროპულ მოსახლეობას მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა, მართალია, ვიქტორ იანუკოვიჩის უკრაინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ ორი ქვეყნის ურთიერთობების ნორმალიზება მოხდა, მაგრამ ეს არ წარმოადგენს მყარ საფუძველს ევროპის სიმშვიდისათვის. თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო დღეებში დაიძაბა რუსეთ-ბელორუსიის ურთიერთობები, მოვლენები კი 2006-09 წლების სცენარით ვითარდება: გაზპრომმა მოითხოვა არსებული დავალიანების დაფარვა უმოკლეს ვადებში, მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 21 ივნისის 10 საათიდან დაიწყო ბელორუსიისათვის გაზის მიწოდების შეზღუდვა. რუსეთ-ბელორუსიის ურთიერთობების შემდგომი დაძაბვა შეიძლება ცუდად აისახოს ევროკავშირის სახელმწიფოებზე, რადაგნ რუსული საექსპორტო გაზის 20 პროცენტი იამალ-ევროპის გაზსადენის მიშვეობით ბელორუსიის ტერიტორიის გავლით მიემართება პოლონეთში და შემდეგ გერმანიაში.

ფიქლის გაზი - “გაზპრომის” პოლიტიკური ძალაუფლების ეკონომიკური გამოწვევა _ ვიდეო




 ახალი ამბები
  • "დედა ჩემს შიშველ გადაღებებს ესწრებოდა!" _ ექსკლუზიური ინტერვიუ სექსუალურ ტრეფიკინგში ჩართულ არასრულწლოვნათანდედა მაფრთხილებდა, რომ იმის შესახებ, თუ როგორ მიღებდნენ, არავისთვის მეთქვა, _ ამბობს გოგონა, რომელსაც, ბებიის თქმით, დედის ძალიან ... ...
  • „შემოქმედობა“ _ ორმოციოდე შემოქმედელით და ოთხჯერ მეტი სტუმრით20 სექტემბერს, სოფელ შემოქმედში „შემოქმედობის“ ტრადიციული დღესასწაულის აღნიშვნა ოზურგეთს მუნიციპალიტეტის მერიამ დაგეგმა. ტრადიციული დღესასწაული, როგორც აქ, ისე სხვა სოფლებშიც იმართება და არასდროს აკლია ხალმრავლობა, ხალისი და საინტერესო წიაღსვლები. თუმცა, ამჯერად, როგორც ეს ყველამ იხილა, უჩვეულოდ მცირერიცხოვნობით გამორჩეული „შემოქმედობა“, ძირითადად, მოსული სტუმრების ხარჯზე წარიმართა _ ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ ორმოციოდე შემოქმედელი დაგვეთვალა, რასაც, დაახლოებით, ოთხჯერ სჭარბობდა სტუმარი (ძირითადად, შემოქმედებითი ანსამბლების წევრები, ხელისუფლების წარმომადგენლები და კონცერტში მონაწილე ბავშვთა მშობლები). ღონისძიების დასაწყისში სპორტული აქტივობები შედგა:  გაიმართა შეჯიბრი ნარდში, მკლავჭიდსა და მაგიდის ჩოგბურთში, რომლის  მონაწილეები მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებიც  იყვნენ. აღსანისნავია, რომ უხლოეს პერიოდში გამართულ ღონისძიებებზე ისინი ნარდის თამაშში აქტივობით გამოირჩევიან. „ერთი, მენახა ვინმე, ჭადრაკი ეთამაშა, რა მაგრად ყვარებიათ გურულებსაც ეს კამათლების კოტრიალი და ყირამალა. რა შავდება მაგით, მარა არც არაფერი კეთდება. როგორც ჩვენ ვერაფერი გავაკეთეთ დღეს. დავიძარით ქუთაისიდან, ისეთი რეკლამა იყო ფეისბუკზე, გვეგონა, ცოტას  ვივაჭრებდით, მაგრამ ორი ჭიქა ბატიბუტი ვერ გავყიდეთ, _ ასე გაღარიბდა აქ ხალხი? იქითაც კია გაჭირვება, მარა... რა ვიცი, ასე ხელცარიელი არსად დავრჩენილვართ ამ ბოლო დროს,  _  ღიმილიანი სახით გვითხრა გვითხრა ქუთაისიდან ჩამოსულმა ინდმეწარმე გიორგი ლაცაბიძემ. „რა გინდა? შემოქმედლებს ითვლი? მიდი იქ და ნახე, „პოლონელი შემოქმედელები“ ცეკვავენ, _ ხუმრობა მოგვადევნა რამდენიმე შემოქმედელმა და მიგვითითა სკვერში  მოწყობილი სცენისკენ, სადაც მართლაც სადღესააწაულოდ ცეკვავდა პოლონელი ახალგაზრდების ხალხური ცეკვის ანსამლი, თუმცა, ვერავინ გვითხრა, კონკრეტულად რომელი ქალაქიდან იყვნენ ისინი. „რაა ეს, ახლაც არჩევნები ხომ არაა, ძალით მოყვანა რომ არ უნდათ, კი გააფრთხილეს ხალხი, მაგრამ სამ საათზე იყო დანიშნული და ალბათ, აწი მოვლენ. ისე, შარაშენიძის ამომრჩეველი მაინც მოსულიყო,  _  მცირე  პოლიტიკაც გაურია მცირერიცხოვანი მაყურებლის ყოფნას ღონსძიებაზე რამდენიმე ადგილობრივმა მცხოვრებმა. შემოქმედელებმა _ მედიკო ხვინგიმ და თამუნა აშუბამ, გვითხრეს, რომ დღეს აქ მათი შვილები ცეკვით გამოდიან და იმის სანახავად მოვიდნენ. _ ხალხი? რა ვიცი, რატომ არის ასე ცოტა, ალბათ, ვერ მოიცალეს. ისე, სოფელში კი იცოდნენ და ყველას გააგბინეს,  _ გვითხრეს მათ. „უი, უი, უი, რამ წამომიყვანა, ჩემი  სათამაშო „კეკელობანი“ მაქვს,  წამოვიღე. პატარა სათამაშო ბიზნესია, ერთი ლარი არ ამიღია. არავინ მოსულა. ასე ცოტა ხალხი არც ერთ ღონისძიებაზე არ მხვდება. ინტერნეტში ვეცნობი ასეთ ამბებს და მერე ჩავდივარ ყველგან. ისეთი რეკლამა იყო, ავიბარგე ამ დიაბეტიანმა პენსიონერმა  კაცმა და  წამოვედი. პენსია არ მყოფნის, ვიფიქრე, ორიოდე ლარს ვიშოვი,-მეთქი და დავითარსე.  „პოლიაკები“  კი ჩამოუყვანიათ საცეკვაოდ, მარა გამომცეკვებელია ცოტა... ღმერთმა მისცეთ საქმე საცეკვაოდ, მარა მე მაგი საქმე არ მეხერხება და რაც მეხერხება, ტყუილა ჩამოვათრიე“, _ ბათუმელმა ავთო მეგრელაძემაც ხუმრობა ამჯობინა „შემოქმედობის“ შეფასებისას და იმედი გამოთქვა, მომავალ წელს  ბევრად მეტი ხალხი დახვდება, გურულები ასე ცოტა სანადიროდაც არ დადიან და დღეს რა დაემართათო, _ გვითხრა მეგრელაძემ. მცირერიცხოვანი მაყურებლის წინაშე მოეწყო ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების: ,,გურიას,’’ "აისის," "იადონის," "ვახტანგურის," "ალილუიას," სტუდენტური-ფოლკლორული ჯგუფი ,,იედლინოკის’’ (პოლონეთი)  კონცერტი.  სოლო შემსრულებლის,  რეზიკო ხომერიკის გამოსვლისას მიკროფონი გამოირთო და ჩართვის მომლოდინე მომღერალს  მაყურებლმა თანაგრძნობის ნიშნად ტაში დაუკრა. ღონისძიების დასასრულს, შემოქმედელებს, რომელთა რაოდენობას სულ ცოტა ოთხჯერ სჭარბობდნენ სტუმრები, მიესალმა გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია და თქვა, რომ კულმინაცია ღონისძიებისა  არის დაჯილდოება _  „საპატიო შემოქმედელის“ წოდების მინიჭება.    „საპატიო შემოქმედელის“ წოდება მიანიჭეს „გზამენი 18“-ის დირექტორს, შემოქმედის მკვიდრს,  თემურ ჯახვას და  ამჟამად პენსიონერ ოთარ გეგიაძეს. მათ ჯილდოები ზურაბ ნასარაიამ და კოტე შარაშენიძემ გადასცეს. ოზურგეთის მუნიციპალიეტის მერმა კოტე შარაშენიძემ თავისი გამოსვლის დასაწყისშივე მიანიშნა მოსული ხალხის მცირერიცხოვნობაზე, რითაც, როგორც ეტყობა, თავადაც არ დარჩა კმაყოფილი: _ მთლიანობაში ვერ ვხედავ სოფლის აქტივობას, მაგრამ კარგია, რომ მოვიდნენ ახალგაზრდები, მომავალშიც მრავალჯერ აღვნიშნავთ „შემოქმედობას“, რომელიც უკვე ტრადიციად არის ქცეული, ასევე, მომავალშიც კვლავ დავაჯილდოებთ საპატიო შემოქმედელებს, _ თქვა მან. თემურ ჯახვამ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც სოფლისთვის მისი ღვაწლი შეაფასა და იმ პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელიც უახლოეს დროში უნდა გახორციელდეს შემოქმედში. _ 50 წელია,  საგზაო სისტემაში ვმუშაობ. ბევრი სიკეთე გამიკეთებია ჩემი სოფლისთვის, თუმცა, უფრო მეტი უნდა გამეკეთებინა. დიდ მადლობას ვუხდი ყველას დაფასებისთვის. ახლა გეტყვით, რომ დაპროექტებულია და მალე დაიწყება შემოქმედთან მოსასვლელი გზის კეთება, რომელსაც მარჯვენა მხარეს ექნება ტროტუარი, კედელი და რა თქმა უნდა, გაკეთდება გარე განათება. ასევე, კეთდება გომისმთის გზის პროექტი და მომავალ წელს უკვე მშენებლობა დაიწყება, რის დასრულების შემდეგ უკვე ნახევარ საათში იქნება შესაძლებელი გომისმთაზე ასვლა. გზის მთელ მონაკვეთზე გაკეთდება სამი გადასახედი მოედანი. ასევე, აშენდება ეკლესია, რომლის საძირკველიც გომისმთაზე ჩაყრილია, _ თქვა თემურ ჯახვამ, რასაც გულწრფელი ოვაცია და ტაში ... ...
  • ოზურგეთში იურიდიული მომსახურების ცენტრი გაიხსნა19 სექტემბერს, ოზურგეთში იურიდიული დახმარების ცენტრი გაიხსნა. ლენტი საზეიმოდ გაჭრეს ოზურგეთის მუნიციპალიტტის მერმა კოტე შარაშენიძემ და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა.   რაჟდენ კუპრაშვილმა  დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და წარუდგინა ოზურგეთის ბიუროს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იამზე მემარნიშვილი. კუპრაშვილმა განმარტა, რომ ამიერიდან გურიის მცხოვრებლები აქ  უფასო იურიდიულ მომსახურებას  მიიღებენ. _ მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერი თქვენგანისთვის ხელმისაწვდომი გახდება უფასო სამართლებრივი დახმარების სერვისი და ბიუროს სპეციალისტები დახმარებას და იურიდიულ კონსულტაციას გაგიწევენ ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე, საადვოკატო მომსახურებაში. ყველა სპეცილისტი, ვინც მოგემსახურებათ, აუცილებლად იქნება მაღალკვალიფიციური, _ თქვა მან. ღონისძიებას ესწრებოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები. გახსნის ცერემონიის შემდეგ, სახელმწიფო ქორეოგრაფილუმა ანსამბლმა „გურიამ“,  სახელმწიფო ფოლკლორულმა ანსამბლებმა _ „შვიდკაცამ“ და „ რეხეულმა“ თავიანთი შემოქმედებით მიულოცეს  ყველას  ეს მნიშვნელოვანი დღე. ცნობისთვის, საქართველოში დღეისთვის ათი საკონსულტაციო ცენტრი და ცამეტი იურიდიული დახმარების ბიურო ... ...
  • ლისაბონში ვებპროგრამირების სამიტზე ორი ოზურგეთელი მიემგზავრება“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ყოველწლიურ ვებპროგრამირების სამიტზე, რომელიც ყოველწლიურად ლისაბონში ტარდება, წელს ოზურგეთიდან ორი ქალი თამო ონიანი და იაკო თავდიშვილი მიეგზავრება. წელს, აპრილსა და მაისში სოციალური მედიისა და ვებპროგრამირების ტრენინგი ჩატარდა, რომელიც გაეროს ქალთა ფონდის ეგიდით მიერ ჩატარდა და ემსახურებოდა ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას საქართველოში. პროექტი ჩატარდა დასავლეთ საქართველოში 5 რეგიონში, მათ შორის გურიაში, კონკრეტულად ოზურგეთში და ლანჩხუთში. კონკურსში მონაწილეობდა 11 ადამიანი, აქედან ოთხი იყო ოზურგეთელი _ იაკო თავდიშვილი, თამო ონიანი, სოფო კალანდაძე, მერი ეძიეშვილი. საბოლოო ჯამში, გამოვლინდა ოთხი გამარჯვებული, რომელიც ლისაბონში მიემგზარება ყოველწლიურ ტექნოლოგიების ვებსამიტზე. თამო ონიანი და იაკო თავდიშვილი პირველად არიან მსგავსი ტიპის შეხვედრაზე. “ეს არის ძალიან პრესტიჟული და საკმაოდ მნიშვნელოვანი სამიტი. სასიხარულოა, რომ სამიტზე პირველად გურიიდან ორი ქალი მიეგზავრება. საქართველოდან სამიტზე წლებია ესწრებიან ქალები", _ გვითხრა პროექტის ერთ-ერთმა ტრენერმა ხათუნა ... ...
  • ოზურგეთელი მონიკა ახვლედიანი უკრაინაში საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას28 ოქტომბერს, საქველმოქმედო ასოციციას “გურიას“ ბენეფიციარი მონიკა ახვლედიანი საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე მიეგზავრება. მონიკას უკვე დაწყებული აქვს მზადება და ფესტივალზე სპეციალურად მომზადებულ სიმღერებს შეასრულებს. უკრაინში ჩასატარებელ კონკურსამდე ქუთაისში ჩატარდა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “ივერია ბრილიანტი“ (შესარჩევი ტური) და “გურიას“ ბენეფიციარებმა სხვადასხვა საპრიზო ადგილები დაიკავეს. პირველი ადგილი მონიკა ახვლედიანს ერგო და აქედან გამომდინარე, მიიღო მოწვევა უკრაინიდან.  “ჩემს ცხოვრებაში ძალიან ამაღელვებელი და სასიხარულოა, რომ უკრაინაში უნდა წარვადგინო ჩემი ქვეყანა, საქართველო. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან შშმ პირები და დარწმუნებული ვარ, საინტერესო და კარგი ფესტივალი ჩატარდა”, _ გვითხრა მონიკა ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...