თომას ჰამარბერგი: "ჩემი რეკომენდაცია იქნება დაუბრუნდეთ ტალიავინის ანგარიშს"

პოლიტიკა

თომას ჰამარბერგი: "ჩემი რეკომენდაცია იქნება დაუბრუნდეთ ტალიავინის ანგარიშს"

2013 აპრ 14 18:34:02
ფაქტია, რომ ომის დროს ორივე მხარემ დაუშვა ადამიანის უფლებების დარღვევა," _ ასე შეაფასა ვროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა თომას ჰამარბერგმა დღეს მედია საშუალებებთან შეხვედრის დროს 2008 წლის ომის საკითხს და ყველას ვინც ამ საკითხზე საუბრობს რეკომენდაცია მისცა.

"ყველას, ვინც 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებზე საუბრობს, რეკომენდაცია მივცემ, წაიკითხონ ტალიავინის დასკვნა, სადაც გარკვევით წერია, რა მოხდა აგვისტოს ომის დროს."

ევროკავშირის ექსპერტის აზრით, ომის თემის წამოწევა, საქართველოში ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრების ჩამოსვლას უკავშირდება.

"ერთი საკითხი მინდა ვახსენო, რომელიც ამ წუთში საკმაოდ მნიშვნელოვანია _ ახლა პრესაში და მასმედიაში წამოიწია 2008 წლის ომის საკითხმა. ამ კონტექსტში რაღაც გაუგებრობაა, არასწორი გაგება. ვფიქრობ, დისკუსია და წამოწევა მას შემდეგ მოხდა, რაც საქართველოში ჩამოსული იყო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრები ჰააგიდან.

2008 წლის ომის შემდეგ, ორ თვეში, როგორც ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში, ასევე სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლოში, შემოვიდა საჩივრები, რომელიც ომის დროს ადამიანის უფლებების დარღვევას ეხებოდა. არა მხოლოდ სამოქალაქო მოსახლეობის უფლებების დარღვევას, ასევე ეხებოდა ტყვეების უფლებების დარღვევას. სწორედ ამ საჩივრების საფუძველზე ჰააგის და სტრასბურგის სასამართლომ ამ დანაშაულების გამოძიების პროცესი დაიწყო. მაგრამ, ეს დანაშაულები ეხება ადამიანის უფლებების დარღვევას და ასევე, ომის დანაშაულებს. იკვლევენ სიტუაციას. ჰქონდა თუ არა საქართველოში ომის დროს ასეთ დანაშაულს ადგილი და ასევე შესაბამის დეტალებს. ფაქტობრივად, ეს ორი სასამართლო შეისწავლის საკითხს, ჰქონდა თუ არა ეთნიკურ წმენდას ადგილი; ჰქონდა თუ არა წამებას ადგილი; ჰქონდა თუ არა უხეშ და არასათანადო მოპყრობას ადგილი და არამც და არამც არ შეისწავლიან იმ საკითხს, როგორ დაიწყო ომი, ან ვინ დაიწყო ომი. ეს მათ ამ ეტაპზე არ აინტერესებთ და საერთოდ ეს მათი მანდატი არ არის. ეს საკითხები შესწავლილი იქნა ევროკავშირის დავალებით სპეციალური კომისიის მიერ შვეიცარიელი დიპლომატი ქალბატონის ჰაიდი ტალიავინის მიერ. ამიტომ ჩემი რჩევა-რეკომენდაცია იქნება დაუბრუნდეთ ტალიავინის ანგარიშს. ძალიან გთხოვთ, წაიკითხეთ სრული ანგარიშის ტექსტი. ეს არის კომისია, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებულია. ზუსტად აქ არის ნაჩვენები რა გაკეთდა იმისთვის, რომ თავიდან აცილებულიყო ეს ომი. მედიაში, პრესაშიც და სხვა მხარეებსაც მოჰყავთ არასწორი ინტერპრეტაცია," _ განაცხადა ჰამარბერგმა.

 




 ახალი ამბები
  • მონადირეთა ჯგუფი "ძამა" სოციალურად შეჭირვებული ოჯახების დასახმარებლად აქციებს მართავს სულ ცოტა ხანია, რაც სოციალურ ქსელში მონადირეთა ჯგუფი _ "ძამა" გამოჩნდა. ჯგუფი ლიცენზირებულ მონადირეებს აერთიანებს. ისინი დაკავებული არიან ბუნებიდან იმ მტაცებელი ცხოველების ამოღებით, რომლებიც დიდ ზიანს აყენებენ მოსახლეობას. ჯგუფში გაერთიანებულმა მონადირეებმა მიზნად დაისახეს სოციალურად შეჭირვებული ადამიანების დახმარება. ისინი უკვე დაეხმარნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში მცხოვრებ ჯიმშერაძეების სამშვილიან ოჯახს. 28 ივლისს მონადირეები სოფელ ერკეთში მცხოვრებ ჯინჭარაძეებს ესტუმრებიან. ჯგუფი ქველმოქმედებას მომდევნო თვეებშიც გააგრძელებს. _ ჩვენი მიზანი, მავნებელი მტაცებლის ბუნებიდან ამოღებასთან ერთად, ქველმოქმედებაცაა. ჯერჯერობით, ამას მხოლოდ ჩვენი მცირერიცხოვანი ჯგუფი აკეთებს, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ საზოგადოება შემოგვიერთდება და ერთად ვაკეთებთ სიკეთეს, _ ამბობენ მონადირეთა ჯგუფის ადმინისტრატორები: ვახო სიხარულიძე და გაგა ყაჭეიშვილი. დაინტერესებული პირები ჯგუფის წევრებს შეუძლია დაუკავშირდნენ ფეისბუქგვერდზე _ მონადირეთა ჯგუფი "ძამა" ან დარეკონ ტელეფონის ნომერზე: (577) 957048.   ... ...
  • ხანძარი ოზურგეთშიოზურგეთში, ჯორჯიაშვილის ქუჩაზე მელუების საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ოჯახის უფროსი ვახტანგ მლუა ამ დროს სახლში არ იმყოფებოდა და სამაშველო ბრიგადა მეგობარმა გამოიძახა. როგორც სამაშველო სამსახურის უფროსმა, პაატა ლომთაძემ "გურია ნიუსთან" განაცხადა, ამ დროისთვის ხანძარი ... ...
  • IRI-ის კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა საპენსიო რეფორმას მხარს უჭერს"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა საპენსიო რეფორმას მხარს უჭერს. კითხვაზე: როგორ შეაფასებდით პარლამენტის მიერ ინიცირებულ საპენსიო რეფორმას, გამოკითხულთა 36%-მა უპასუხა, რომ უფრო მეტად კეთილგანწყობილია. აღნიშნული რეფორმა ნაწილობრივ მოსწონს 23%-ს, ნაწილობრივ არ მოსწონს 11%-ს. პარლამენტის მიერ ინიცირებული საპენსიო რეფორმის გატარებას არ ეთანხმება გამოკითხულთა 18%, არ იცის ან პასუხი არ აქვს გამოკითხვაში მონაწილე ადამიანების 12%-ს. კვლევა მთელი საქართველოს მასშტაბით 2019 წლის 20 მაისი - 11 ივნისის შუალედში ... ...
  • დაკავებისას ბრალდებულებმა სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნესსავაჭრო ცენტრ „ქარვასლასთან“ დაკავების დროს ბრალდებულებმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ცნობით, ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პოლიციამ ორი პირი დააკავა. „მომხდარის დროს არავინ დაშავებულა. ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები. გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აცხადებენ შს ... ...
  • გვარამია: რუსთავი 2_დან მე გამოვედი გამარჯვებული, მაგრამ ამ გამარჯვებას ფასი არა აქვს"მე რუსთავი 2დან გავედი გამარჯვებული. ჩემი მისია შევასრულე - 7 წელი (არხის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი ვიყავი დირექტორი) არხი ვამუშავე წარმოუდგენელ რეჟიმში, ფაქტიურად, ბოლო ორი წელი, საოცრების ხარჯზე. სრულიად არავის დახმარებით, მტრულ გარემოში, ფინანსრური თავდასხმების და არხის ამჟამინდელი მფლობელის დამანგრეველი ყადაღის მიუხედავად, ყველა ხელფასი ყოველთვის გავეცი, თვითონაც არ ვიცი როგორ. ყველას, ვისაც განსაკუთრებულად უჭირდა, დავეხმარე" _ წერს სოციალურ ქსელში რუსთავი 2_ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. მისივე თქმით, "რ2 გახდა სახელმწიფო სახელმწიფოში - სავსე თავისუფალი, ნიჭიერი, ფერადი ხალხით, ვინც არ გაეკარა ბნელ ქართულ ოცნებას, ვისაც უნდოდა დასავლეთი და თავისუფლება, და ვისი ერთადერთი ნავსაყუდელი რ2 გახდა. იმიტომ მიხაროდა მანდ მოსვლა - ქვეყანაში უანალოგო თავისუფლების კუნძული იყო, ჰაერში ეკიდა თავისულფების სუნი": _ამ არხმა 7 წელიწადში დაანგრია ამ ქვეყნის მთავარი მტერი - რუსული გავლენა. დიახ, დაანგირა და გააშიშვლა ხელისუფლება, რომელიც რუსული აღმოჩნდა თავიდან ბოლომდე. ბოლო კვლევით, რაც ვნახეთ, გავრილოვის ღამემდეც კი, რუსეთი არაა ამ ქვეყნის არჩევანი და ამაში ყველაზე მნიშვნელოვანი დამსახურება რ2ისაა, ღრმად მწამს, და ისიც მწამს, რომ რუსებმაც კარგად იციან ეს. იმიტომაც ყეფენ ხან დუმის ტრიბუნიდან, ხან პუტინის პირით და ხან ლავროვის განცხადებებით. დიახ, რუსეთმა კარგად იცის, ვინ იყო მისი მთავარი მტერი საქართველოში. კარგად იცის და არც მალავს. სამწუხაროა, რომ კვლევით ვინცაა ჩვენი არჩევანი, შვიდი წელი ვისი ფასეულობების დასამკვიდრებლადაც ვიბრძოდით სიკვდილ-სიცოცხლის ფასად, იმისი ხელით დავიხურეთ სწორედ. ირონიაა, მაგრამ ძალიან მწარე. ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებ და აუცილებად შევაფასებ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას დეტალურად. არაფერი არაა ამ ქვეყნად წმინდა ძროხა, რომლის კრიტიკა არ შეიძლება. მათ შორის, არც ევროსასამართლო. კონსპირაციები განზე დავტოვოთ, საგნობრივი კრიტიკა კი ნამდვილად საჭიროა. მივუბრუნდეთ თემას.  მე რუსთავი2დან გავედი გამარჯვებული. მე მოვუგე ყველა ბრძოლა მტრულად განწყობილ სახელმწიფოს და მის დამნაშავე ბოსს, უზურპატორ ბიძინა ივანიშვილს. მე მოვიგე ყველა ბრძოლა ყველა ეტაპზე საქართველოში, მაგრამ დავმარცხდი იქ, სადაც არ შეიძლებოდა უბრალოდ რომ დავმარცხებულიყავი. ჩვენ ვერ დაგვხურა მთელმა ქრთულმა პოლიტიკურმა მანქანამ, მაგრამ სამწუხაროდ ეს გააკეთა იმან, ვისაც ეს არასგზით არ უნდა გაეკეთებინა.  მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული. თუმცა ამ გამარჯვებას ნამდვილად ჯობდა გაემარჯვა სხვას, ყველაზე მნიშვნელოვანს მთელ ამ ამბავში.  მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა ეროსის შექმნილი, ბევრის ღვაწლით განვითარებული, და ბოლოს ჩემი გზარდილი, ათასუბედურება გატარებული, ჩემი და ჩემი გუნდის მიერ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში მთავარ და საუკეთესო ტელევიზიად ქცეული რუსთავი 2.  მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცცხდა თავად რუსთავი 2. დამარცხდა პირველად 25 წლის მანძილზე. პირველად 25 წლის მანძილზე ქვეყნის მთავარი მცველი რუსეთის გავლენისგან, გახდა რუსული. ჯერ ამას ვერ აცნობიერებენ კარგად, სანამ ჩვენი გუნდი კიდევ იქაა და ფაქტიურად წინააღმდეგობის მოძრაობა აქვს გაჩაღებლი და გმირულად იბრძვის მტრულ გარემოში. მაგრამ ძალიან მალე მოვა გაცნობიერების დრო და მაშინ მიხვდებიან ზუსტად ჩვენი მაყურებლები და არამაყურებლებიც, რა კატასტროფას მოაწერა ხელი შვიდამა ევროპელმა მოსამართლემ.  მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა ჩემი ნაზარდი და საყვარელი რუსთავი 2, ქვეყანაში თავისუფლების და დასავლეთის მთავარი და ალბათ ბოლო ბასტიონი. ქვეყანამ დაკარგა მისი დამოუკიდებლობის განმავლობაში შექმნილი და გაძლიერებული ერთერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი, დასავლეთის, ხარისხის და თავისუფლების სიმბოლო. ქვეყანამ დაკარგა მისი დამოუკიდებლობის პერიოდში შექმნილი უმაღლესი კლასის და დასავლური შინაარსის და დონის ტელევიზია. ალბათ საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში შექმნილი მთავარი და ყველაზე წარმატებული ბრენდი - რუსთავი 2. ეს ფაქტი შედგა და მხოლოდ ცოტა დრო ჭირდება ამის სრულად გაცნობიერებას. ეს ფაქტი შედგა და არა მგონია, ოდესმე მისი უკან შექცევა მოხდეს. მე მხოლოდ გამიხარდება და წარმატებას ვუსურვებ, ვინც ამ საქმეს მომავალში ხელს მოკიდებს.  მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა რუსთავი 2, ხელახლა მოკლეს ეროსი კიწმარიშვილი და დაიხურა ბოლო ფანჯარა დასავლეთში.  რუსთავი 2_დან მე გამოვედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა ჩემი სამშობლო.  რუსთავი 2_დან მე გამოვედი გამარჯვებული, მაგრამ ამ გამარჯვებას ფასი არა აქვს"_ წერს ... ...

არქივი

ზაფრანი

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...

ქსოვა სტრესს ხსნის

ექიმები ქსოვას ნამდვილ წამალს უწოდებენ,...

რაზე მეტყველებს ადამიანის ნაწერი

სპირალი, წრეები - სხვების პრობლემები...

რა უნდათ ქალებს მამაკაცებისაგან?

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ...

კითხვები, რომელიც აფრთხობს მამაკაცს

მამაკაცები მეტად მგრძნობიარე და ადვილად...

ქალმა არ მოინდომოს თორემ...

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ქალმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...