აბაშის გამგეობის მაღალჩინოსნები "ნაციონალურ მოძრაობას" ემიჯნებიან

პოლიტიკა

აბაშის გამგეობის მაღალჩინოსნები "ნაციონალურ მოძრაობას" ემიჯნებიან

2013 აპრ 21 16:39:57
მასთან ერთად იმყოფებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მომუშავე ადამიანები, რომლებიც გაემიჯნენ "ნაციონალურ მოძრაობას" და ღიად დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია.

გიორგი გვილავა: "მინდა მივმართო აბაშის რაიონის იმ მოსახლეობას, ვისაც ჯერ კიდევ გზა-კვალი აბნეული აქვს და ჯერაც ვერ გაუცნობიერებია თუ რა ცვლილებები მოხდა 1 ოქტომბრის შემდეგ ქვეყანაში. მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის 9 წლიანი მმართველობის პერიოდში დარღვეული იყო ადამიანის უფლებები, იყო დაშინება, ტერორი, ბევრ დედას ჩააცვეს შავი, ბევრი უკანონო პატიმარი სასჯელს იხდიდა ციხეში, ბევრ მეუღლეს ადინეს თვალზე ცრემლი და ბავშვები ობლად დატოვეს. უმოწყალოდ არბევდნენ დემონსტრაციებს, მიტინგებს, სადაც ჩვეულებრივი ადამიანები თავისუფალ აზრს გამოთქვამდნენ. მინდა შევეხო აბაშის რაიონს და იმ ცვლილებებს, რაც არჩევნების შემდეგ განხორციელდა. ჩვენ პატივს ვცემთ კანონს და შესაბამისად რაიონის საკრებულოს, რადგან ეს ორგანო არის არჩევითი, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ აბაშაში არჩევნების შემდეგ არანაირი ცვლილება არ განხორციელებულა, საკადრო ცვლილებების დროს მოხდა შიდა ძალთა გადაადგილება. მინდა მივმართო იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც ცდილობენ თავის გადარჩენას და სხვადასხვა პარტიებში გადაბარგებას. აბაშის მოსახლეობამ ზედმიწევნით კარგად იცის, ვის რა ცხოვრებით უცხოვრია და ვის რა საქმე უკეთებია ამ წლების მანძილზე. დღეს ჩვენს გვერდით დგანან და სურთ მიმართონ თავიანთ ხალხს იმ წესიერმა ადამიანებმა, რომლებიც წინა რეჟიმის დროს მუშაობდნენ საჯარო სამსახურებში. ესენი არიან: გელა ზაქარაია _ გამგეობის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი, დიმიტრი ცანავა _გამგეობის აპარატის უფროსი, თემურ ნოდია _ გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსი და ვახტანგ გაბელაია, რომელიც არჩევნებამდე იყო გამგებლის პირველი მოადგილე, ახლა კი მუნიციპალური ქონების მართვისა და ადგილობრივი გადასახდელების ადმინისტრირების სამსახურის უფროსი. მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს ადამიანები არიან მართლაც პროფესიონალები და საზოგადოებისთვის მეტად პატივსაცემი პიროვნებები. მათ უნდათ დღეს გააკეთონ მიმართვა და სწორედ ამიტომ დგანან ჩვენს გვერდით."

ვახტანგ გაბელაია: "ჩვენი შეკრების მიზანია მიმდინარე პოლიტიკური პროცესის მიმოხილვა და საზოგადოებისთვის ჩვენი შეხედულებების და მოსაზრებების გაცნობა. პირველ რიგში მინდა განვაცხადოთ, რომ წინა ხელისუფლების დროს ვერ მოვახერხეთ ჩვენი პოზიციის და პროტესტის გამოხატვა იმ უსამართლობის შესახებ, რომელიც იყო გამეფებული ქვეყანაში. მოგეხსენებათ იმ დროინდელი წყობა და ხელისუფლება არ გვაძლევდა საშუალებას მკაფიოდ დაგვეფიქსირებინა ჩვენი პოზიციები, რამეთუ ეს იყო დაკავშირებული დიდ რისკებთან და ჩვენი ოჯახების უსაფრთხოების მიზნით ჩვენ ეს ნაბიჯები ვერ გადავდგით აქამდე მიუხედავად იმისა, რომ ყველანი ვაცნობიერებთ რა უარყოფითი პროცესები მიმდინარეობდა ქვეყანაში. გვინდა ქედი მოვიხაროთ იმ ადამიანების წინაშე, რომლებმაც იპოვეს თავიანთ თავში ძალა ღიად და ხმამაღლა დაეფიქსირებინათ პროტესტი. ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს დაცულია ადამიანის უფლებები და ღიად ვაცხადებთ, რომ ვემიჯნებით "ნაციონალური მოძრაობის" ე. წ. პოლიტიკურ კურსს და მოგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ბევრგან ჯერ კიდევ ნაც. მოძრაობის პოზიციები და გავლენაა. აქედან გამომდინარე ღიად ვაფიქსირებთ ჩვენს პროტესტს და ვუცხადებთ თანადგომას პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს" და მის ლიდერს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ვიზიარებთ მის შეხედულებებს ქვეყნის პოლიტიკური მოწყობის თაობაზე. ამასთან ჩვენ არ ვაძლევთ თავს უფლებას ამ ეტაპზე მოვითხოვოთ ამ პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანება, თუმცა ჩვენი შრომით, პროფესიონალიზმით და თანადგომით დავამტკიცებთ, რომ ვართ ერთგული მხარდამჭერები ამ პოლიტიკური კურსისა. ვფიქრობთ მომავალში ჩვენს პოზიციას გაიზიარებენ ადგილობრივ თვითმმართველობებში მომუშავე პატიოსანი, პროფესიონალი მუშაკებიც. ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ პარტია "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" აბაშის რაიონული ორგანიზაციის გუნდა და მის ლიდერს, გიორგი გვილავას, ვთვლით, რომ ისინი რაიონისთვის ნამდვილად ავტორიტეტული და ღირსეული ადამიანები არიან, იცნობენ რაიონის პრობლემებს და არაერთხელ დაამტკიცეს თავიანთი ბრძოლისუნარიანობა და სიმტკიცე. აქვთ განათლება, ხედვა და უნარი ბოლომდე გაატარონ ახალი კურსი და შეძლებენ რაიონის მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებას. კიდევ ერთხელ მივმართავ ყველას, გვერდით დაუდგნენ ამ პარტიას."

შეხვედრის დასასრულს პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აბაშის რაიონული ორგანიზაციის ლიდერმა, გიორგი გვილავამ აღნიშნა, რომ თუ ამ მიმართვის შემდეგ ამ ადამიანებს გაათავისუფლებენ დაკავებული თანამდებობებიდან, ეს აღიქმება როგორც პოლიტიკური ზეწოლა და მიეცემა შესაფერისი რეაგირება.




 ახალი ამბები
  • თეთრიწყაროში დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი გაიმართათეთრიწყაროში დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი გაიმართა. ფორუმის მიზანს, ადგილობრივი სამუშაოს მაძიებლების პროფესიული გადამზადების კოლეჯებთან და დამსაქმებლებთან დაკავშირება, ხოლო დამსაქმებლებისთვის ახალი კვალიფიციური კადრების მოძიება წარმოადგენდა.   ღონისძიებაში პროფესიული განათლების 11 კოლეჯმა და 23-მა მსხვილმა კომპანიამ, მათ შორის,   ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი და RDFG-ის ხელშეწყობით განხორციელებული სოფლის განვითარების პროექტების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.  დამსაქმებლებმა სამუშაოს მაძიებლებს 300-მდე აქტიური ვაკანსია შესთავაზეს.  RDFG-ის თავმჯდომარემ ვანო გრიგოლაშვილმა ფორუმის მონაწილებს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი დასაქმების ხელშეწყობისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ კი, დასაქმების თანამედროვე გამოწვევებზე, სახელმწიფო სტრატეგიასა და პროგრამებზე ისაუბრა. გარდა ამისა, სხვადასხვა სფეროში დასაქმებულმა წარმატებულმა ადამიანებმა, ფორუმის მონაწილეებს თავიანთი ისტორიები გაუზიარეს, თუ როგორ შეიძლება  გახდე კონკურენტუნარიანი შრომის ბაზარზე. ღონისძიების მიმდინარეობისას,  ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, პროფესიული მომზადება-გადამზადების კურსების 30 უფასო ვაუჩერი გათამაშდა. გამარჯვებულებმა  პროფესია  საკუთარი ინტერესების შესაბამისად შეარჩიეს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ევროკავშირის პარტნიორი ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) მიერ ხორციელდება. პროექტი, მიზნად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს, რაც ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვითა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლების ჩართვის მეშვეობით მიიღწევა. ამ მიზნით, RDFG თანამშრომლობს აგრო-ტექონოლოგიების ასოციაციასთან (ATA) და ლიეტუვის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ქსელთან (VVGT). ევროკავშირი საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელს უწყობს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის ფარგლებში. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან, 179.5  მილიონი ევროს ბიუჯეტით ხორციელდება და მის მიზანს სოფლად სიღარიბის შემცირება წარმოადგენს. პროგრამა ეხმარება საქართველოს მთავრობას, ასევე, ადგილობრივ თემებთან მომუშავე არასამთავრობო ... ...
  • “მინდა წესიერად და ადამიანურად მოიქცნენ“ - რა ხდება ფანჩატურში“ვიცი, თქვენ დაწერეთ, რომ ქალაქ ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მდებარე ფანჩატურიდან  ორი სკამი  და ერთი მაგიდა აიღეს. ახლა  დგას და ნახეთ, რა მ დგომარეობა არის. საშინელება ხდება და სიბინძურეა, ამას აკეთებს ახალგაზრდობა და ძალიან მტკივა გული. არ გეუბნები ამას ნიშნის მოგებით, მინდა წესიერად და ადამიანურად მოიქცნენ.“ - თქვა “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ერთ-ერთმა ადგილობრივმა. ოზურგეთში, ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მდებარე ფანჩატურში და მის ირგვლივ მართლაც ისეთი მდგომარეობა, რომლის ნახვა განწყობას გაგიფუჭებს. ამავე თემაზე: http://gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/davisvenet-kalak-ozurgetshi-panchaturidan-skamebi-da-magida-aighes ... ...
  • “დაანებონ ლიხაურს და შემოქმედს თავი“ _ აშენდება თუ არა ლიხაურში ქვესადგური“ყველა ლიხაურს რატომ უტევს? ხვალ 17 ოქტომბერს,12 სთ ზე,კომპანია "სლრ ცუნსულტინგ" მართავს შეხვედრას სოფ.ლიხაურში. თემა-მძლავრი ელექტრო გადამცემი სადგურის მშენებლობა და გარემოზე დაკვირვების განხილვა. მსურს მოგახსენოთ, რომ სოფელი ლიხაური არის, უნიკალური ბუნების, ხეობის და უძველესი ისტორიის მქონე ტურისტული ზონა. ოზურგეთის ერთ-ერთი მარგალიტი. მჭიდროდ დასახლებული სოფელი. აქ, მის ტერიტორიაზე ასეთი სადგურის მშენებლობა, ყოვლად დაუშვებელია. ააშენონ ლიხაურის ტერიტორიის გარეთ. ყველა როგორ უტევს სოფელ ლიხაურს. ხან კლდის ნგრევა, კარიერები, ახლა სადგური გვაკლია. ავსახლდეთ სოფლიდან? ელექტრო მაგნიტურ გამოსხივებას სად გავექცეთ?“ - ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში, გადავარჩინოთ გურიის მდინარეებს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ირმა გორდელაძემ გაავრცელა. შეხვედრა სოფელ ლიხაურში მართლაც შედგა, მაგრამ დარბაზში ცარიელი სკამები უფრო ჭარბობდა, ვიდრე ხალხი. როგორც სოფელში აღნიშნეს, მოსახლეობა ინფორმირებული არ იყო და სწორედ ეს აჩენს ეჭვის საფუძველს, რომ ლიხაურისთვის კარგი არ კეთდება. შეხვედრაზე ითქვა, რომ  სოფელ ლიხაურში 220 კილოვატიანი ქვესადგურის მშენებლობა იგეგმება. თინა დობორჯგინიძე, ლიხაურის საჯარო სკოლის პედაგოგი: ისე ნურავინ იფიქრებს, რომ ჩვენ განვითარების წინააღმდეგი ვართ. ძალიან კარგად ვიცით, რომ სახელმწიფოს აქვს თავისი ინტერესები, თუმცა... სახელმწიფო ადამიანებისთვის არსებობს უპირველეს ყოფვლისა. ადამიანებს ამ ჰესის წინააღმდეგი არის იმიტომ, რომ ჩვენ ბევრჯერ მოგვიაწია ლიხაურის დაცვა, ფაქტიურად ომში ვიყავით ჩართული. ეს იყო კარიერების თემა, ეს იყო ციხის თემა, ეს იყო მიწის თემა და არაერთი საკითხი, რომელიც ჩვენი სოფლისთვის მიუღებელია. რატომ? ლიხაური არის ერთ-ერთი საუკეთესო სოფელი გურიაში და მას პატრონობა ჭირდება და არა დაქცევა, განადგურება.  ირმა გორდელაძე: “ლიხაური არის ტურისტული ზონა და ეს ქვესადგური სხვა ადგილას ააშენონ, სადაც ადამიანებს და ბუნებას არ შეეხებიან. დაგვანებონ  ლიხაურს და შემოქმედს თავი, ამ ბოლო დროს ძალიან ამ სოფლებს გადაეკიდნენ და ყველას მივმართავთ, ნუ მიდიხარ ხალხის საწინააღმდეგო მხარეს. ვანო მუმლაძე, "სლრ ცუნსულტინგ საერთაშორისო პროექტების უფროსი ინჟინერი: “ეს პროექტები ხალხის კეთილდღეობისთვის კეთდება. ჩვენი შეხვედრა ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რაც შეიძლება ინფორმირებული იყოს მოსახლეობას და მათ უნდა გავაცნოთ რამხელა მნიშნელოვანია ამ პროექტების განხორციელება ქვეყნისთვის და გურიის რეგიონისთვის.“ მთავარი კითხვა შედგება თუ არა სოფელ ლიხაურში 220 კილოვატიანი ქვესადგურის მშენებლობა ამ ეტაპისთვის პასუხის გარეშე ... ...
  • დუისში საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდება (R)მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და საერთაშორისო ასოციაციის, "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" (თავმჯდომარე, მაია კვეზერელი-კოპაძე) მხარდაჭერით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში, ადგილობრივ ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს თბილისის წამყვანი კლინიკებიდან მოწვეული ექიმები_ (პედიატრი, კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, გინეკოლოგი, რადიოლოგი) კონსულტაციებს და ლაბორატორიულ კვლევებს ჩაუტარებენ. ბენეფიციარებს ასევე, უფასოდ დაურიგდებათ ფართო სპექტრის მედიკამენტები. ბენეფიციარების მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან. მისამართი: სოფელი დუისი, ამბულატორიის შენობა.ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური საერთაშორისო ასოციაციასთან "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" უკვე მესამე წელია თანამშრომლობს. ამ ხნის განმავლობაში, უწყებასთან ერთად, ასოციაციამ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, არა ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა;ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის კვლავაც ჩატარდება უფასო სამედიცინო გამოკვლევები და დიაგნოსტირება, რომლის შესახებაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რაიონული და რეგიონული წარმომადგენლები წინასწარ შეატყობინებენ უწყების ბენეფიციარებს. უფასო სამედიცინო მომსახურებით ისარგებლებენ როგორც თბილისის, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ... ...
  • "ექვთიმეს სურვილები გვქონოდეს საქართველოში" _ სახალხო დღესასწაული სოფელ ლიხაურში17 ოქტომბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში  ტრადიციული „ექვთიმობა“   წელს იმით გახდა ნიშანდობლივი, რომ  ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სახლ-მუზეუმში ოზურგეთისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების საკრებულოებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  დოკუმენტს ხელი მოაწერეს  ოზურგეთისა და ზუგდიდის საკრებულოების თავმჯდომარეებმა დავით დარჩიამ და მამუკა წოწერიამ. აქ განმარტეს, რომ ეს სასიხარულო მოვლენაა, რადგან  მუნიციპალიტეტის საკრებულოებს შორის,   ასეთი  სახის ურთიერთობა, თვითმმართველობის ისტორიისთვის ახალია და პირველად ხდება. _ მემორანდუმის ფარგლებში სამომავლოდ დაგეგმილია ერთობლივი მრავალი  ერთობლივი პროექტის გახორციელება, _ თქვა ოზურგეთს საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დელეგაციის წევრებმა, ოზურგეთის ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად,  მოინახულეს რეაბილიტაციის პროცესში მყოფი ოზურგეთის სახელმწიფო  თეატრი, ეწვივნენ  ოზურგეთის სურათების გალერეას,  კოლეჯ „ჰორიზონტს“, ფოლკლორის ცენტრს და  ბოლოს  დაესწრნენ „ექვითმეობის“ დღესასწაულს. ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმის დირექტორი რუსლან ურუშაძე მიესალმა სტუმრებს, მათ ესაუბრა საქართველოში დაკარგულ  და მერე სასწაულებრივად აღდგენილ მინანქრის ხელოვნებაზე,  აჩვენა მათ  მეორე სუკუნის ძეგლზე აღმოჩენილი  მინანქრის ხელოვნებით შესრულებული ხატის ასლი,  რომელიც ათი წლის წინ საპატრიარქომ სპეციალურად დაამზადა ექვთიმეს სახლ-მუზეუმისთვის.   ასევე ისუბრა ექვთიმე თაყაიშვილის არა როგორც განძის მცველის, არამედ მისი, როგორც  პილიტიკური  და საზოგადო მოღვაწის უდიდეს დამსახურებაზე : _ ექვთიმე თაყაიშვილმა მოახერხა და საქართველოს კულტურის გვირგვინი დაადგა ..   და ეს გვირგვინი  ჩვენს ქვეყანას დღემდე ადგას!  ექთიმეს სურვილები გვქონოდეს საქართველოში, ოჯახებში დ მთელ მსოფლიოში, _ თქვა მან ემოციური გამოსვლის დროს. ვრცლად ამ საინტერესო ღონისძიების შესახებ, ჩვენს მკიხველებს უახლოეს საგაზეთო სტატიაში ... ...

არქივი

ზაფრანი

ჰოლივუდელების საყვარელი წიგნები

ბრიუს უილისის რჩეული წიგნია, ჰეროდოტეს...

ყველაზე მომხიბლავი ქერა მსახიობები

ქერა თუ შავთმიანი? სხვადასხვა გამოკვლევებით...

ერთ დროს უსახლკარო ვარსკვლავები

თინეიჯერულ ასაკში ჯიმ ქერი ოჯახთან...

კოკა-კოლას სასარგებლო თვისება

დღესდღეობით თითქმის ყველამ იცის კოკა-კოლას...

რატომ უნდა დადოთ საწოლთან გაჭრილი ლიმონი

ლიმონი ვიტამინი C-ს წყაროა. გარდა...

სიზმრის ახსნა

კბილის გატეხვა ან ამოღება -...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...