მაია ფანჯიკიძე: "მეგრელებს არ ემუქრებათ საფრთხე, რომ ენა დაივიწყონ"

პოლიტიკა

მაია ფანჯიკიძე: "მეგრელებს არ ემუქრებათ საფრთხე, რომ ენა დაივიწყონ"

29 აპრ. 2013, 20:53:35

რამდენიმე თვის წინ, აქტიურად დაიწყო საუბარი სომხური ენისთვის რეგიონული ენის სტატუსი მინიჭების შესახებ. არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკოსების და საზოგადოების აზრი გაიყო. ზოგი ფიქრობს რომ, რომელიმე კონკრეტული ეთნიკური ჯგუფის მშობლიური ენისთვის რეგიონულის სტატუსის მინიჭებამ, შესაძლებელია სეპარატიზმის გაღვივებას შეუწყოს ხელი.

"გურია ნიუსის" კითხვაზე, _ "ევროპული ქარტიის" მიხედვით, რეგიონული ენის სტატუსი ენიჭება კონკრეტულ ეთნიკურ ჯგუფს, რომელიც კომპაქტურად არის ჩასახლებული რომელიმე რეგიონში. ასეთი რეგიონი საქართველოში ძალიან ბევრია. ასევე შეიძლება სამგრელო და სვანეთიც იყოს. რატომ გახდა სომხური ენა რეგიონულ სტატუსის მინიჭების დროს პრიორიტეტული და რას გეგმავს საგარეო საქმეთა სამინისტრო კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით?

საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა:

"ეს ქარტია არის, რეგიონალური და უმცირესობათა ენების დაცვისა და განვითარების მიზნით შექმნილი კონვენცია. ის მოწოდებულია დაიცვას ის აღნიშნული ენები, ხელი შეუწყოს  მათ განვითარებას თუ გადარჩენას, იმისთვის რომ ევროპის კულტურული მემკვიდრეობა იყოს ისეთი მდიდარი როგორიც არის და ამ ენებს არაფერი დაემუქროს. აქ უმცირესობათა ენებზეა ლაპარაკი და არა ენობრივ უმცირესობებზე.

ახლა სტრასბურგში რომ ვიყავით, ძალიან ბევრი აღნიშნავდა, რომ საქართველოში ამ ენების დასაცავად იმაზე მეტიც კი კეთდება, ვიდრე ამას ითვალისწინებს ქარტია. ამ მხრივ ჩვენ აბსოლუტურად არ ვართ კრიტიკის საგანი. მეტსაც გეტყვით, იმ რეგიონებში, სადაც უმცირესობათა მეტი რაოდენობაა ვიდრე ქართველი, პრობლემა არის ის, რომ იმ მოსახლეობამ არ იცის საქართველოს სახელმწიფო ენა.

მათ ეს ძალიან ბევრ რამეში უშლის ხელს. ამიტომ, იმისთვის რომ იგივე შანსები ჰქონდეს იქაურ მოსახლეობას, როგორიც აქვს  ქართულენოვან მოსახლეობას ამ რეგიონებში, უნდა განვითარდეს და გაძლიერდეს ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სწავლება. რაც შეეხება მათ ენებს,  განვითარების ყველა საშუალება აქვთ. იქნება ეს გაზეთი, თეატრი, რომ არაფერი ვთქვათ სკოლებზე. აქედან გამომდინარე, საქართველო პირნათელია ყველას წინაშე. რაც შეეხება მეგრულ და სვანურს, დედით მეგრელი ვარ და არ მიწყენენ  თუ ვიტყვი რომ, აქ მე მგონი სხვა მოვლენასთან გვაქვს საქმე. მე მგონი მეგრელებს არ ემუქრებათ ის საფრთხე, ის რომ ენა დაივიწყონ. ასე რომ, მათი იგივე კატეგორიაში აყვანა ენათმეცნიერების საკითხია. მე თავს შევიკავებ აქ განსაკუთრებული კომენტარისგან."- განაცხადა მინისტრმა.

განსხვავებული ხედვა აქვს "ევროპულ ქარტიასთან" დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაცია "სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის" ხელმძღვანელს მამუკა არეშიძეს.იგი

"გურია ნიუსში" გამოქვენებულ სტატიაში სათაურით: "მეგრულს რეგიონული ენის სტატუსის მინიჭების უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე სომხურს, აზერბაიჯანულს" აცხადებს:

" რომ "გავანებოთ ამ სეპარატიზმს თავი, ქარტიაში არ წერია, რომ მაინცდამაინც ეს უნდა იყოს რეგიონალური ენა და დანარჩენი არაფერი. იქ წერია, რომ ეს არ უნდა მოხდეს სახელმწიფო ენის შეზღუდვის ხარჯზე. მოდით, ჩვენ დავიწყოთ აქედან რომ სახელმწიფო ენა არ შეიზღუდოს. ვალდებულება კი ავიღეთ, მაგრამ ასევე გვაქვს ვალდებულება მივხედოთ სახელმწიფო ენას. შეგვიძლია პარალელური პროცესი ჩავრთოთ ან რეგიონში დავიწყოთ სახელმწიფო ენის გაძლიერება. როცა გავაძლიერებთ სახელმწიფო ენას მერე შეგვიძლია (ჯავახეთს და ქვემო ქართლს ვგულისხმობ), ვილაპარაკოთ რეგიონალურ ენაზე. მაგრამ, აქაც გასარკვევია ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რას ნიშნავს რეგიონალური ენა. გარდა ზოგადი მონაცემების, არსად არ არის ახსნილი, რას ნიშნავს რეგიონალური ენა. მე ასე მგონია, რეგიონალური ენა ნიშნავს იმ ენას, რომელზედაც მხოლოდ ამ რეგიონში ლაპარაკობენ, და არსად სხვაგან მთელ მსოფლიოში. ამ თვალსაზრისით, მეგრულს უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე სომხურს ან აზერბაიჯანულს. იქაც პრობლემა არ არის. ქარტია ქარტიაა, მაგრამ არსებობს სხვა პრობლემები."




 ახალი ამბები
  • "გავრცელდა ცრუ ინფორმაცია“ - ირაკლი ლომაძის დედა მედიასთან კომენტარს აკეთებსდაკავებული ირაკლი ლომაძის დედა, თამარ მორჩილაძე, მედიის წარმომადგენლებთან საუბრის დროს არ ადასტურებს, რომ მისმა შვილებმა მეგობრებთან ერთად ადამიანი გაიტაცეს. "გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს მიტოვებულ სახლში მიიყვანეს ეს ბიჭი და აწამეს და ახლა საავადმყოფოში წევს. ეს არის სიცრუე, რადგან ვიცი ის არ წევს საავადმყოფოში. სინამდვილეში, მიტოვებულ სახლში არ მიუყვანიათ. მიიყვანეს იმ ოჯახში, ვისაც შეურაცხყოფა მიაყენა. შემდეგ ამ ბიჭს ტაქსი გამოუძახეს და გაუშვეს. დღემდე ფეხით დადის, არანაირი საავადმყოფო და ნაწამები არაა,"- თქვა ჟურნალისტებთან საუბრის დროს თამარ ... ...
  • ქობულეთში მაშველმა 21 წლის მამაკაცი დახრჩობას გადაარჩინაცოტა ხნის წინ, ქობულეთში 21 წლის მამაკაცი მაშველმა დახრჩობას გადაარჩინა. როგორც  ადგილიდან ჩვენი კორესპონდენტი იტყობინება, მამაკაცმა  ზღვაში შორს შეცურა, დაიღალა და შველას ითხოვდა. მაშველმა  მას პირველადი დახმარება ადგილზევე გაუწია, შემდეგ კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში ... ...
  • ოზურგეთელ ვიცე-ჩემპიონს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდესევროპის ვერცხლის მედალოსანსა და საქართველოს ჩემპიონს, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, იური ლომაძეს ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა გირაოს თაობაზე, ლომაძეს, მის ძმასა და კიდევ სამ პირს, ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. იური ლომაძეს, თავის ძმასთან და კიდევ სამ პირთან ერთად, გამოძიება ადამიანის გატაცებასა და წამება ედავება. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 1988 წელს დაბადებულ ნ.ძ.-ს ქალაქ ბათუმში, შურისძიების მოტივით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, კერძოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს მ.ბ.-ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში, წაიყვანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დანაშაული 2- დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წინასასამართლო სხდომა 28 აგვისტოს ... ...
  • გურიაში წელს საგამოცდო ცენტრში 460 აბიტურიენტს ელოდებიანხვალ, ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. გურიაში საგამოცდო ცენტრი ოზურგეთში #2 საჯარო სკოლის შენობაშია განთავსებული. ოზურგეთის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის, ლელა იმედაშვილის თქმით, გურიიდან წელს 460 აბიტურიენტია დარეგისტრირებული. “ცენტრი სრულ მზადყოფნაშია აბიტურიენტების მისაღებად. ჯანდაცვის რეკომენდაციები გათვალისწინებულია სრულად. ხვალ ველოდებით აბიტურიენტებს და საგამოცდო დღეები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით იწყება“, - აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ლელა ... ...
  • ახალი დეტალები ოზურგეთში ადამიანის გატაცების ბრალდებით დაკავებულებზეგავრცელებული ინფორმაციით, ადამიანის გატაცების ბრალდებით დაკავებული ხუთი პირიდან ორი ერთი ოჯახის წევრია _ ევროპის ვიცე-ჩემპიონი და მისი ძმა _ ირაკლი და ლუკა ლომაძეები. ხუთივე ბრალდებული გადაყვანილია ბათუმში და სწორედ დღეს გაიმართება სასამართლო პროცესი. სწორედ დღეს გახდება ცნობილი, გადაიყვანენ თუ არაა დაკავებულებს წინასწარი დაკავების იზოლატორიაში. ამავე თემაზე: ადამიანის გატაცების ბრალდებით ოზურგეთელი სპორტსმენი, ევროპის ვიცეჩემპიონია დაკავებული ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...